ავტორი:

ცნობილია, როგორი იქნება თელავის აეროპორტის ტერმინალი (ფოტო)

ცნობილია, როგორი იქნება თელავის აეროპორტის ტერმინალი (ფოტო)

თელავის აეროპორტის ტერმინალის კონცეპტ-დიზაინის შესახებ გამოცხადებულ ტენდერში შპს "ხმალაძე არქიტექტორებმა“ გაიმარჯვა.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, "ხმალაძე არქიტექტორების“ ტერმინალის არქიტექტურული პროექტი 296 000 ლარი დაჯდება.

  • "კანონმდებლობის დადგენილ ვადებში სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით მონაწილეობა მიიღო 13-მა პრეტენდენტმა, კერძოდ: შპს "მეტრიკ“, შპს "ქალაქპროექტი“, შპს "ბაუ დიზაინი“, შპს "გეოანალიტიკა“, შპს "აპექს სტუდიო 1“, შპს "კარკასი“, შპს "Georgianhouse“, შპს "დეფანი“, შპს "ხმალაძე არქიტექტორები“, შპს "მეგავატ.ჯი“, შპს "არქიტეკი“, შპსს "ვოლ“, შპს "ნს სტუდიოა“.

შპს "ხმალაძე არქიტექტორების“ მიერ ატვირთული დოკუმენტაცია მისაღებია და შეესაბამება საკონკურსო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს“, - აღნიშნულია შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ საკონკურსო კომისიის ოქმში. წაიკითხეთ ვრცლად და დაათვალიერეთ ფოტოები