ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი ზაქრო მამასახლისი, რომელსაც მეზობელმა დანით ჭრილობა მიაყენა, ამ დრომდე კლინიკაში რჩება. არსებული ინფორმაციით, დეპუტატი საკუთარი სასტუმროს ეზოში ცივი იარაღით დაჭრეს.
ის გუშინ ღამით საეკლესიო კლინიკაში გადაიყვანეს.
ექიმის ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. მას გულმკერდის არეში ჭრილობა აქვს და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ასევე აქვს ნეკნის მოტეხილობა.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. მეზობლებს შორის კამათი დაჭრით დასრულდა. მომხდარზე დაკავებულია ერთი პირი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო.
გაგებით უნდა მოეკიდოს
გაგებით მოეკიდე ჩემო სანდრო გაგებით