აჭარაში 110 წლის ასაკში მყოფი უხუცესი ქალბატონი ფატყუმე დიასამიძე გარდაიცვალა. ხანდაზმული ქალბატონი ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.
აღსანიშნავია, რომ აჭარაში 100 წელს გადაცილებული 35 მოქალაქე ცხოვრობს, აქედან ერთ მათგანს 100 წელი 2024 წლის 7 იანვარს შეუსრულდა. 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს შორის 5 კაცი, 30 ქალია.
სიტყვებს ვერ ვპოულობ, იყო ამ ქალბატონზე გადაცემა! უკვდავებაში გადავიდა, ღმერთმა ნათელში ამყოფოს!
ღმერთმა ნათელში ამყოფოს. მე თუ მკითხავ სასჯელია ამდენი წელი ცხოვრება. ცხოვრება, როგორი დალხენილიც არ უნდა იყო, მაინც ძალიან ძნელია, ყოველ შემთხვევაში ჩემნაირი ემოციური ადამიანებისთვის.... და ყველამ კარგად ვიცით რომ ცხოვრება არსადაა სულ დალხენილი...