მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ესპანეთის სასამართლომ დანი ალვესი სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნო და პატიმრობა მიუსაჯა
ესპანეთის სასამართლომ დანი ალვესი სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნო და პატიმრობა მიუსაჯა

ეს­პა­ნე­თის სა­სა­მარ­თლომ ბარ­სე­ლო­ნი­სა და ბრა­ზი­ლი­ის ყო­ფი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი დანი ალ­ვე­სი დამ­ნა­შა­ვედ ცნო სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის საქ­მე­ზე და 4.5 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა. ად­ვო­კა­ტის თქმით, გა­ნა­ჩენს აუ­ცი­ლებ­ლად გა­ა­სა­ჩივ­რებს.

40 წლის ყო­ფილ ფეხ­ბურ­თელს ღა­მის კლუბ­ში ქა­ლის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა ედე­ბო­და ბრა­ლად - შემ­თხვე­ვა 2022 წლის 31 დე­კემ­ბერს მოხ­და. გარ­და იმი­სა, რომ ალ­ვესს 4,5 წლით პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს, მო­სა­მარ­თლემ გა­ნა­ცხა­და, რომ მას კი­დევ 5 წლით პი­რო­ბი­თი პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა.

ალ­ვე­სის ად­ვო­კა­ტე­ბი სას­ჯე­ლის შე­და­რე­ბით მსუ­ბუქ ზო­მას ითხოვ­დნენ და ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვის მო­მენ­ტში ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, თუმ­ცა სა­სა­მარ­თლომ მათი მო­თხოვ­ნა არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა. ფეხ­ბურ­თე­ლის მე­უღ­ლემ, ჯო­ა­ნა სან­ზიმ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ 31 დე­კემ­ბერს ალ­ვე­სი სახ­ლში ნას­ვა­მი მი­ვი­და.

  • პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ალ­ვეს­მა და მის­მა მე­გო­ბარ­მა სას­მე­ლი იყი­დეს სამი ახალ­გაზ­რდა ქა­ლის­თვის, ბო­ლოს კი ალ­ვეს­მა ერთ-ერთი მათ­გა­ნი ღა­მის კლუ­ბის VIP ზო­ნა­ში მი­იყ­ვა­ნა და სექ­სუ­ა­ლუ­რად იძა­ლა­და.

ალ­ვე­სი წი­ნას­წარ პა­ტიმ­რო­ბა­ში 2023 წლის იან­ვრი­დან იმ­ყო­ფე­ბო­და და არა­ერ­თხელ შეც­ვა­ლა ჩვე­ნე­ბა. იგი და­ნა­შა­ულს ამ დრომ­დე არ აღი­ა­რებ­და.

დანი ალ­ვე­სი ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დამ­სა­ხუ­რე­ბულ ფეხ­ბურ­თე­ლა­დაა აღი­ა­რე­ბუ­ლი. "ბარ­სე­ლო­ნას" შე­მად­გენ­ლო­ბა­ში მან 400-ზე მეტ­ჯერ ითა­მა­შა, კლუბ­თან ერ­თად მო­ი­გო ექ­ვსი ლი­გის ტი­ტუ­ლი და სამი ჩემ­პი­ონ­თა ლიგა. ის ასე­ვე იყო 2022 წლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ბრა­ზი­ლიი ნაკ­რე­ბის შე­მად­გენლ­პ­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
*
0

არ დაარიგა ავტოგრაფები სასამართლო პროცესზე?

!
1

მისი საქმის მოსამართლეებმა სელფები არ გადაიღეს ბრალდებულ სელებრითთან??!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

ესპანეთის სასამართლომ დანი ალვესი სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნო და პატიმრობა მიუსაჯა

ესპანეთის სასამართლომ დანი ალვესი სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნო და პატიმრობა მიუსაჯა

ესპანეთის სასამართლომ ბარსელონისა და ბრაზილიის ყოფილი ფეხბურთელი დანი ალვესი დამნაშავედ ცნო სექსუალური ძალადობის საქმეზე და 4.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ადვოკატის თქმით, განაჩენს აუცილებლად გაასაჩივრებს.

40 წლის ყოფილ ფეხბურთელს ღამის კლუბში ქალის გაუპატიურება ედებოდა ბრალად - შემთხვევა 2022 წლის 31 დეკემბერს მოხდა. გარდა იმისა, რომ ალვესს 4,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, მოსამართლემ განაცხადა, რომ მას კიდევ 5 წლით პირობითი პატიმრობა ემუქრება.

ალვესის ადვოკატები სასჯელის შედარებით მსუბუქ ზომას ითხოვდნენ და ამტკიცებდნენ, რომ ბრალდებული შემთხვევის მომენტში ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა სასამართლომ მათი მოთხოვნა არ გაითვალისწინა. ფეხბურთელის მეუღლემ, ჯოანა სანზიმ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ 31 დეკემბერს ალვესი სახლში ნასვამი მივიდა.

  • პროკურატურის ინფორმაციით, ალვესმა და მისმა მეგობარმა სასმელი იყიდეს სამი ახალგაზრდა ქალისთვის, ბოლოს კი ალვესმა ერთ-ერთი მათგანი ღამის კლუბის VIP ზონაში მიიყვანა და სექსუალურად იძალადა.

ალვესი წინასწარ პატიმრობაში 2023 წლის იანვრიდან იმყოფებოდა და არაერთხელ შეცვალა ჩვენება. იგი დანაშაულს ამ დრომდე არ აღიარებდა.

დანი ალვესი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დამსახურებულ ფეხბურთელადაა აღიარებული. "ბარსელონას" შემადგენლობაში მან 400-ზე მეტჯერ ითამაშა, კლუბთან ერთად მოიგო ექვსი ლიგის ტიტული და სამი ჩემპიონთა ლიგა. ის ასევე იყო 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიი ნაკრების შემადგენლპბაში.