სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მინდა მეგრულად წარვდგე... მადლობას გეტყვით, თუ გადაარჩენთ მეგრულ, სვანურ, ლაზურ, წოვა-თუშურ ენებს" - ანა წითლიძემ პარლამენტში განცხადება მეგრულად გააკეთა (ვიდეო)
"მინდა მეგრულად წარვდგე... მადლობას გეტყვით, თუ გადაარჩენთ მეგრულ, სვანურ, ლაზურ, წოვა-თუშურ ენებს" - ანა წითლიძემ პარლამენტში განცხადება მეგრულად გააკეთა (ვიდეო)

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ დე­პუ­ტატ­მა ანა წით­ლი­ძემ პარ­ლა­მენ­ტში "თა­ვი­სუ­ფა­ლი ტრი­ბუ­ნის“ ფორ­მატ­ში გან­ცხა­დე­ბის ნა­წი­ლი მეგ­რულ ენა­ზე გა­ა­კე­თა.

რო­გორც მან მეგ­რუ­ლად გან­მარ­ტა, აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბით იმის ჩვე­ნე­ბა სურს, რომ ენა მისი იდენ­ტო­ბის ნა­წი­ლია.

"გუ­შინ მშობ­ლი­უ­რი ენის დღე იყო, რო­მელ­საც ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, ამი­ტომ, მე მინ­და პარ­ლა­მენ­ტის ტრი­ბუ­ნი­დან მეგ­რუ­ლად წარვდგე. მეგ­რუ­ლად იმის საჩ­ვე­ნებ­ლად ვსა­უბ­რობ, რომ ენა ჩემი იდენ­ტო­ბის ნა­წი­ლია. მეგ­რუ­ლი ენა ახლა სიკ­ვდი­ლის პი­რას დგას და ჩემი ვა­ლია ერთი აგუ­რი მა­ინც დავ­დო ჩემი ენის გა­დარ­ჩე­ნის საქ­მე­ში. მე მჯე­რა, რომ მეგ­რუ­ლის, სვა­ნუ­რის, ლა­ზუ­რი­სა და წოვა-თუ­შუ­რის გა­დარ­ჩე­ნა ბევ­რს ჩემ­სა­ვით უთ­ბობს გულს რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში, ისე მის გა­რე­თაც“,- გა­ნა­ცხა­და ანა წით­ლი­ძემ მეგ­რულ ენა­ზე.

  • წით­ლი­ძის ამ გა­მოს­ვლის შემ­დეგ პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კერ­მა, დღე­ვან­დე­ლი სხდო­მის წამ­ყვან­მა გია ვოლ­სკიმ სა­კუ­თა­რი აზრი გა­მოთ­ქვა, რომ პარ­ლა­მენ­ტის ტრი­ბუ­ნი­დან წით­ლი­ძის მიერ მეგ­რუ­ლად სა­უ­ბა­რი სა­არ­ჩევ­ნოდ სა­მეგ­რე­ლო­დან ხმე­ბის წა­მო­ღე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

"ჩემს მეგ­რე­ლებს მინ­და მო­ვე­ფე­რო. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, უნ­დათ, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ, სა­მეგ­რე­ლო­დან ხმე­ბი წა­მო­ი­ღონ, მაგ­რამ არ მგო­ნია, ამ გა­მოს­ვლით თავი მო­უ­ქო­ნოთ მეგ­რე­ლო­ბას“, - გა­ნა­ცხა­და ვოლ­სკიმ.

მას წით­ლი­ძემ ამ­ჯე­რად მი­მარ­თა და უთხრა, რომ მად­ლო­ბე­ლი იქ­ნე­ბა, თუ თუნ­დაც წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ მეგ­რულ, სვა­ნურ, ლა­ზურ და წოვა-თუ­შურ ენებს გა­და­არ­ჩენს“. წით­ლი­ძის თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ენე­ბი გაქ­რო­ბის საფრ­თხის წი­ნა­შეა.

"ბა­ტო­ნო გია [ვოლ­სკი], მე ვიქ­ნე­ბი თქვე­ნი პირ­ვე­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი, თუ თუნ­დაც სა­არ­ჩევ­ნოდ გა­ა­კე­თებთ იმას, რა­საც ახლა მე გთხოვთ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს და მე ვიქ­ნე­ბი, ვინც "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ მად­ლო­ბას გე­ტყვით, თუ თქვენ გა­და­არ­ჩენთ მეგ­რულ, სვა­ნურ, ლა­ზურ, წოვა-თუ­შურ ენებს. ჩემი სი­ტყვა მეგ­რულ ენა­ზე წარ­მოვ­თქვი, რო­მე­ლიც ქარ­თვე­ლუ­რი ენე­ბის ოჯა­ხი­და­ნაა და ზუს­ტად ისე­თი­ვე მშობ­ლი­უ­რია, რო­გორც ქარ­თუ­ლი. გუ­შინ იყო მშობ­ლი­უ­რი ენის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღე და მე მეგ­რუ­ლა­დაც ვთქვი: ორი მშობ­ლი­უ­რი ენა მაქვს, მეგ­რუ­ლი და ქარ­თუ­ლი, ქარ­თუ­ლი და მეგ­რუ­ლი და მათ ერ­თმა­ნე­თის­გან არ ვას­ხვა­ვებ. ვიცი, რომ პარ­ლა­მენ­ტის ტრი­ბუ­ნი­დან და არა მხო­ლოდ, ამ სა­კი­თხზე სა­უ­ბარს გამ­ბე­და­ო­ბა სჭირ­დე­ბა. რის­კებს შე­ი­ცავს, რომ არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად იყოს გან­მარ­ტე­ბუ­ლი, მაგ­რამ ჩემი გამ­ბე­და­ო­ბა არა­ფე­რია იმას­თან შე­და­რე­ბით, რა საფრ­თხის წი­ნა­შეა მეგ­რუ­ლი, სვა­ნუ­რი, ლა­ზუ­რი, წოვა-თუ­შურ ენე­ბი და არა­ფე­რია იმას­თან შე­და­რე­ბით, რომ ამ ენებს გაქ­რო­ბა ემუქ­რე­ბათ. მინ­და, სწო­რედ ამ საფრ­თხე­ებ­ზე გე­სა­უბ­როთ და მხარ­და­ჭე­რა გთხო­ვოთ უმ­რავ­ლე­სო­ბა­საც და ოპო­ზი­ცი­ა­საც“,- გა­ნა­ცხა­და ანა წით­ლი­ძემ.

  • მი­სი­ვე თქმით, "საბ­ჭო­თა ნა­რა­ტი­ვი და სი­მა­ხინ­ჯეა შიში მეგ­რუ­ლი, სვა­ნუ­რი, ლა­ზუ­რი, წოვა-თუ­შუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე და ამ ში­შე­ბის დამ­სხვრე­ვის დროა“. მი­სი­ვე თქმით, აღ­ნიშ­ნულ ენებს და სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან დახ­მა­რე­ბა და ხელ­შე­წყო­ბა სჭირ­დე­ბა.

"მინ­და, პარ­ლა­მენ­ტის ტრი­ბუ­ნი­დან სწო­რედ ამის მა­გა­ლი­თი მოგ­ცეთ, რომ მი­უ­ხე­და­ვად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი­სა, შევ­ძლოთ ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის და სიმ­დიდ­რის დაც­ვა. არა­ფე­რი იმა­ზე შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი არაა, სე­პა­რა­ტიზ­მი და­აბ­რა­ლო მეგ­რუ­ლი, სვა­ნუ­რის, ლა­ზუ­რის, წოვა-თუ­შუ­რის მე­ქო­მა­გე­ებს, სა­ქარ­თვე­ლოს ათა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქეს“,- გა­ნა­ცხა­და წით­ლი­ძემ.

  • დე­პუ­ტა­ტი პარ­ლა­მენტს მი­მარ­თავს, აღ­ნიშ­ნუ­ლი ენე­ბის სა­კი­თხზე დის­კუ­სია გახ­სნას.

"მივ­მარ­თავ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს, გა­ნათ­ლე­ბის კო­მი­ტეტს, გახ­სე­ნით დის­კუ­სია, მო­უს­მი­ნეთ სპე­ცი­ა­ლის­ტებს და გულ­შე­მატ­კივ­რებს, მეგ­რუ­ლი, სვა­ნუ­რი, ლა­ზუ­რი და წოვა-თუ­შუ­რი ენე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად. ნე­ბის­მი­ე­რი ენა ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მხარ­და­ჭე­რის გა­რე­შე მოკ­ვდე­ბა“,- გა­ნა­ცხა­და ანა წით­ლი­ძემ.

ანა წით­ლი­ძეს მეგ­რუ­ლად უპა­სუ­ხა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წევ­რმა, ირაკ­ლი ზარ­ქუ­ამ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 87 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დოდონა
0

ეფუთის შესახებ გაგიგიათ რამე?კვაშილავას ლექციებს მოუსმინეთ.

ბესო
0

ზოგიერთი კომენტარი ადასტურებს ჩვენს სრულ გაუნათლებლობას.როგორ შეიძლება 3500 წლის ისტორიის ენა სხვა ენის დიალექტი იყის.საქართველოს გაერთიანების შემდეგ კოლხეთის,შემდგომ სამეგრელოს მოსახლეობა ორენოვანი იყო,მეგრული ენის არსებობას სეპარაზმის საფრთხე არასდროს მოყოლია.რაც შეეხება თანამედროებას,მეგრული ენა საფრთხის ქვეშ არის და მას ამა თუ იმ მიზეზების გამო გადაშენების (სვანურთან ერთად) საფრთხე ემუქრება. ამიტომ მას უმდა მიენიჭოს რეგიონალური ენის სტატუსი. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"მინდა მეგრულად წარვდგე... მადლობას გეტყვით, თუ გადაარჩენთ მეგრულ, სვანურ, ლაზურ, წოვა-თუშურ ენებს" - ანა წითლიძემ პარლამენტში განცხადება მეგრულად გააკეთა (ვიდეო)

"მინდა მეგრულად წარვდგე... მადლობას გეტყვით, თუ გადაარჩენთ მეგრულ, სვანურ, ლაზურ, წოვა-თუშურ ენებს" - ანა წითლიძემ პარლამენტში განცხადება მეგრულად გააკეთა (ვიდეო)

"ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანა წითლიძემ პარლამენტში "თავისუფალი ტრიბუნის“ ფორმატში განცხადების ნაწილი მეგრულ ენაზე გააკეთა.

როგორც მან მეგრულად განმარტა, აღნიშნული ქმედებით იმის ჩვენება სურს, რომ ენა მისი იდენტობის ნაწილია.

"გუშინ მშობლიური ენის დღე იყო, რომელსაც ყველა ქვეყანაში აღნიშნავენ, ამიტომ, მე მინდა პარლამენტის ტრიბუნიდან მეგრულად წარვდგე. მეგრულად იმის საჩვენებლად ვსაუბრობ, რომ ენა ჩემი იდენტობის ნაწილია. მეგრული ენა ახლა სიკვდილის პირას დგას და ჩემი ვალია ერთი აგური მაინც დავდო ჩემი ენის გადარჩენის საქმეში. მე მჯერა, რომ მეგრულის, სვანურის, ლაზურისა და წოვა-თუშურის გადარჩენა ბევრს ჩემსავით უთბობს გულს როგორც საქართველოს პარლამენტში, ისე მის გარეთაც“,- განაცხადა ანა წითლიძემ მეგრულ ენაზე.

  • წითლიძის ამ გამოსვლის შემდეგ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დღევანდელი სხდომის წამყვანმა გია ვოლსკიმ საკუთარი აზრი გამოთქვა, რომ პარლამენტის ტრიბუნიდან წითლიძის მიერ მეგრულად საუბარი საარჩევნოდ სამეგრელოდან ხმების წამოღებას ემსახურება.

"ჩემს მეგრელებს მინდა მოვეფერო. რასაკვირველია, უნდათ, წინასაარჩევნოდ, სამეგრელოდან ხმები წამოიღონ, მაგრამ არ მგონია, ამ გამოსვლით თავი მოუქონოთ მეგრელობას“, - განაცხადა ვოლსკიმ.

მას წითლიძემ ამჯერად მიმართა და უთხრა, რომ მადლობელი იქნება, თუ თუნდაც წინასაარჩევნოდ "ქართული ოცნება“ მეგრულ, სვანურ, ლაზურ და წოვა-თუშურ ენებს გადაარჩენს“. წითლიძის თქმით, აღნიშნული ენები გაქრობის საფრთხის წინაშეა.

"ბატონო გია [ვოლსკი], მე ვიქნები თქვენი პირველი გულშემატკივარი, თუ თუნდაც საარჩევნოდ გააკეთებთ იმას, რასაც ახლა მე გთხოვთ საქართველოს პარლამენტს და მე ვიქნები, ვინც "ქართულ ოცნებას“ მადლობას გეტყვით, თუ თქვენ გადაარჩენთ მეგრულ, სვანურ, ლაზურ, წოვა-თუშურ ენებს. ჩემი სიტყვა მეგრულ ენაზე წარმოვთქვი, რომელიც ქართველური ენების ოჯახიდანაა და ზუსტად ისეთივე მშობლიურია, როგორც ქართული. გუშინ იყო მშობლიური ენის საერთაშორისო დღე და მე მეგრულადაც ვთქვი: ორი მშობლიური ენა მაქვს, მეგრული და ქართული, ქართული და მეგრული და მათ ერთმანეთისგან არ ვასხვავებ. ვიცი, რომ პარლამენტის ტრიბუნიდან და არა მხოლოდ, ამ საკითხზე საუბარს გამბედაობა სჭირდება. რისკებს შეიცავს, რომ არაკეთილსინდისიერად იყოს განმარტებული, მაგრამ ჩემი გამბედაობა არაფერია იმასთან შედარებით, რა საფრთხის წინაშეა მეგრული, სვანური, ლაზური, წოვა-თუშურ ენები და არაფერია იმასთან შედარებით, რომ ამ ენებს გაქრობა ემუქრებათ. მინდა, სწორედ ამ საფრთხეებზე გესაუბროთ და მხარდაჭერა გთხოვოთ უმრავლესობასაც და ოპოზიციასაც“,- განაცხადა ანა წითლიძემ.

  • მისივე თქმით, "საბჭოთა ნარატივი და სიმახინჯეა შიში მეგრული, სვანური, ლაზური, წოვა-თუშურის განვითარებაზე და ამ შიშების დამსხვრევის დროა“. მისივე თქმით, აღნიშნულ ენებს და სახელმწიფოს მხრიდან დახმარება და ხელშეწყობა სჭირდება.

"მინდა, პარლამენტის ტრიბუნიდან სწორედ ამის მაგალითი მოგცეთ, რომ მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა, შევძლოთ ქართული სახელმწიფოს მრავალფეროვნების და სიმდიდრის დაცვა. არაფერი იმაზე შეურაცხმყოფელი არაა, სეპარატიზმი დააბრალო მეგრული, სვანურის, ლაზურის, წოვა-თუშურის მექომაგეებს, საქართველოს ათასობით მოქალაქეს“,- განაცხადა წითლიძემ.

  • დეპუტატი პარლამენტს მიმართავს, აღნიშნული ენების საკითხზე დისკუსია გახსნას.

"მივმართავ საქართველოს პარლამენტს, განათლების კომიტეტს, გახსენით დისკუსია, მოუსმინეთ სპეციალისტებს და გულშემატკივრებს, მეგრული, სვანური, ლაზური და წოვა-თუშური ენების გადასარჩენად. ნებისმიერი ენა ინსტიტუციური მხარდაჭერის გარეშე მოკვდება“,- განაცხადა ანა წითლიძემ.

ანა წითლიძეს მეგრულად უპასუხა "ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ.