მსოფლიო

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყურადღებით, კიბერთაღლითობის ახალი სქემა!" - რას წერს გიორგი კეპულაძე
"ყურადღებით, კიბერთაღლითობის ახალი სქემა!" -  რას წერს გიორგი კეპულაძე

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ბან­კე­ბის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი გი­ორ­გი კე­პუ­ლა­ძე კი­ბერ­თაღ­ლი­თო­ბის ახალ სქე­მა­ზე წერს.

"ყუ­რა­დღე­ბით, კი­ბერ­თაღ­ლი­თო­ბის ახა­ლი სქე­მა! სხვა­დას­ხვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გვხვდე­ბა რეკ­ლა­მე­ბი, სა­დაც მცი­რე ინ­ვეს­ტი­ცი­ით დიდ ამო­ნა­გებს გვპირ­დე­ბი­ან, ან გვთა­ვა­ზო­ბენ და­საქ­მე­ბას. ასე­ვე უკავ­შირ­დე­ბი­ან მომ­ხმა­რებ­ლებს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით, სხვა­დას­ხვა აპ­ლი­კა­ცი­ე­ბით (Whatsapp, Viber), ცდი­ლო­ბენ და­არ­წმუ­ნონ, რომ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს ინ­ვეს­ტი­ცია, ივაჭ­როს სხვა­დას­ხვა აქ­ცი­ე­ბით ან აქ­ტი­ვე­ბით, ამის­თვის ურ­ჩე­ვენ აპ­ლი­კა­ცი­ის და­ყე­ნე­ბას. მას შემ­დეგ, რაც მომ­ხმა­რე­ბე­ლი ვერ შე­ას­რუ­ლებს რა­მეს დის­ტან­ცი­უ­რად, სთა­ვა­ზო­ბენ "ენი­დეს­კის“ ან სხვა მსგავ­სი აპ­ლი­კა­ცი­ის და­ყე­ნე­ბას, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც თით­ქოს უნდა და­ეხ­მა­რონ. მომ­ხმა­რე­ბე­ლი იწერს აპ­ლი­კა­ცი­ას, რის შე­დე­გა­დაც ფაქ­ტობ­რი­ვად თაღ­ლითს აძ­ლევს მის მო­წყო­ბი­ლო­ბა­ზე წვდო­მას.

იყო შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც მომ­ხმა­რებ­ლე­ბი დაგ­ვი­კავ­შირ­დნენ და მოგ­ვიყ­ვნენ, რომ უყუ­რებ­დნენ მათ­სა­ვე მო­წყო­ბი­ლო­ბა­ში რო­გორ იაქ­ტი­უ­რებ­და კი­ბერ­თაღ­ლი­თი სესხს ან რი­ცხავ­და თან­ხას. არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც მომ­ხმა­რებ­ლებს არ­წმუ­ნე­ბენ, რომ გა­და­რი­ცხვას თვი­თონ­ვე აკე­თე­ბენ და შემ­დეგ, როცა ვერ იღე­ბენ ამო­ნა­გებს, მერე ხვდე­ბი­ან, რომ თაღ­ლი­თო­ბის მსხვერ­პლი გახ­დნენ. ასე­ვე იყო შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც აშან­ტა­ჟებ­დნენ და ისე არი­ცხვი­ნებ­დნენ თან­ხას.

რჩე­ვე­ბი:

  • არ გად­მო­წე­როთ აპ­ლი­კა­ცი­ე­ბი სხვი­სი და­ვა­ლე­ბით, მი­თუ­მე­ტეს ისე­თი აპ­ლი­კა­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს თაღ­ლითს შე­მო­ვი­დეს თქვენს მო­წყო­ბი­ლო­ბა­ში.
  • არ მის­ცეთ წვდო­მა თქვენს მო­წყო­ბი­ლო­ბა­ზე არა­ვის. დიდ კომ­პა­ნი­ებ­ში და­საქ­მე­ბის და­პი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, აუ­ცი­ლებ­ლად გა­და­ა­მოწ­მეთ, რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რია შე­მო­თა­ვა­ზე­ბა." - წერს გი­ორ­გი კე­პუ­ლა­ძე
ავტორი:

"ყურადღებით, კიბერთაღლითობის ახალი სქემა!" - რას წერს გიორგი კეპულაძე

"ყურადღებით, კიბერთაღლითობის ახალი სქემა!" -  რას წერს გიორგი კეპულაძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე კიბერთაღლითობის ახალ სქემაზე წერს.

"ყურადღებით, კიბერთაღლითობის ახალი სქემა! სხვადასხვა სოციალურ ქსელში გვხვდება რეკლამები, სადაც მცირე ინვესტიციით დიდ ამონაგებს გვპირდებიან, ან გვთავაზობენ დასაქმებას. ასევე უკავშირდებიან მომხმარებლებს სოციალური ქსელით, სხვადასხვა აპლიკაციებით (Whatsapp, Viber), ცდილობენ დაარწმუნონ, რომ განახორციელოს ინვესტიცია, ივაჭროს სხვადასხვა აქციებით ან აქტივებით, ამისთვის ურჩევენ აპლიკაციის დაყენებას. მას შემდეგ, რაც მომხმარებელი ვერ შეასრულებს რამეს დისტანციურად, სთავაზობენ "ენიდესკის“ ან სხვა მსგავსი აპლიკაციის დაყენებას, რომლის საშუალებითაც თითქოს უნდა დაეხმარონ. მომხმარებელი იწერს აპლიკაციას, რის შედეგადაც ფაქტობრივად თაღლითს აძლევს მის მოწყობილობაზე წვდომას.

იყო შემთხვევები, როდესაც მომხმარებლები დაგვიკავშირდნენ და მოგვიყვნენ, რომ უყურებდნენ მათსავე მოწყობილობაში როგორ იაქტიურებდა კიბერთაღლითი სესხს ან რიცხავდა თანხას. არის შემთხვევები, როდესაც მომხმარებლებს არწმუნებენ, რომ გადარიცხვას თვითონვე აკეთებენ და შემდეგ, როცა ვერ იღებენ ამონაგებს, მერე ხვდებიან, რომ თაღლითობის მსხვერპლი გახდნენ. ასევე იყო შემთხვევები, როდესაც აშანტაჟებდნენ და ისე არიცხვინებდნენ თანხას.

რჩევები:

  • არ გადმოწეროთ აპლიკაციები სხვისი დავალებით, მითუმეტეს ისეთი აპლიკაციები, რომელიც საშუალებას აძლევს თაღლითს შემოვიდეს თქვენს მოწყობილობაში.
  • არ მისცეთ წვდომა თქვენს მოწყობილობაზე არავის. დიდ კომპანიებში დასაქმების დაპირების შემთხვევაში, აუცილებლად გადაამოწმეთ, რამდენად რეალურია შემოთავაზება." - წერს გიორგი კეპულაძე