სამართალი
პოლიტიკა

27

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის პირველი დღე დადგება 04:45-ზე; მთვარის მეორე დღე დაიწყება 08:43 დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მეტად დაისვენეთ. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად.
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან მეშინია, არ მომიკლან... ყველას გთხოვთ, დაგვეხმარეთ..." - ინტერვიუ ოკუპანტების მიერ სამუდამო პატიმრობამისჯილი, 23 წლის ქართველი მებრძოლის დედასთან
"ძალიან მეშინია, არ მომიკლან... ყველას გთხოვთ, დაგვეხმარეთ..." - ინტერვიუ ოკუპანტების მიერ სამუდამო პატიმრობამისჯილი,  23 წლის ქართველი მებრძოლის დედასთან

რუ­სე­ბის ტყვე­ო­ბა­ში მყო­ფი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლის, მა­მუ­კა გა­წე­რე­ლი­ას დედა დახ­მა­რე­ბას ითხოვს. შე­გახ­სე­ნებთ, 20 თე­ბერ­ვალს, რუ­სეთ­ში სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს 23 წლის ქარ­თველს, რო­მე­ლიც მა­რი­უ­პო­ლის მცვე­ლებს შო­რის იყო და "აზოვსტა­ლი“ უკ­რა­ი­ნის უმაღ­ლე­სი სამ­ხედ­რო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის ბრძა­ნე­ბის შემ­დეგ და­ტო­ვა და ტყვედ ჩაჰ­ბარ­და. მას ბრა­ლად ედე­ბა სამი რუსი სამ­ხედ­როს მკვლე­ლო­ბა. ამას­თა­ნა­ვე, მო­ლა­პა­რა­კე­ბა და რუს სამ­ხედ­რო ტყვე­ებ­ზე მისი გაც­ვლის ყვე­ლა მცდე­ლო­ბა უშე­დე­გო აღ­მოჩ­ნდა. მა­მუ­კა სო­ხუ­მე­ლია, უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში მსა­ხუ­რობ­და, 2022 წელს კონ­ტრაქ­ტი გა­წყვი­ტა, უკ­რა­ი­ნა­ში გა­ემ­გზავ­რა და "უცხო­ურ ლე­გი­ონს“ შე­უ­ერ­თდა.

უფრო მეტს მისი ბრძო­ლი­სა და ტყვე­ო­ბის შე­სა­ხებ, მა­მუ­კას დედა დალი ჩხე­ი­ძე გვი­ამ­ბობს:

- ძა­ლი­ან მე­ში­ნია, შვი­ლი არ მო­მიკ­ლან. 21 წლის იყო მა­მუ­კა, რუ­სე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში რომ შე­იჭრ­ნენ, მი­ა­ტო­ვა ყვე­ლა­ფე­რი და წა­ვი­და. 13 მარტს უკვე უკ­რა­ი­ნა­ში იყო. 31 მარტს ალ­ყა­შე­მორ­ტყმულ ქა­ლაქ­ში - აზოვსტალ­ში ვერ­ტმფრე­ნით ჩა­ვი­და. ალ­ბათ გახ­სოვთ, რუ­სებ­მა "აზოვსტა­ლის" ქარ­ხა­ნას ალყა რომ და­არ­ტყეს, რამ­დენ­ჯერ­მე შეფ­რინ­და ვერ­ტმფრე­ნი, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად, მერე რუ­სებ­მა სა­ჰა­ე­რო ცივ­რცე ჩა­კე­ტეს. მა­მუ­კა იმ ბი­ჭებს შო­რი­საა, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ზე ბო­ლოს ჩა­ვიდ­ნენ.

- ძა­ლი­ან დიდ რის­კზე წა­სუ­ლა, რა იყო მისი მო­ტი­ვა­ცია?

- მისი მო­ტი­ვა­ცი­აც და მო­წო­დე­ბაც ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბა იყო. ის ომში არა­ვის მო­საკ­ლა­ვად არ წა­სუ­ლა, მო­ხუ­ცე­ბი, ქა­ლე­ბი და ბავ­შვე­ბი შე­ე­ცო­და. ძა­ლი­ან თბი­ლი, გულ­ჩვი­ლი ადა­მი­ა­ნია. ომის და­წყე­ბის პირ­ველ დღე­ებ­ში გაშ­ტე­რე­ბუ­ლი უყუ­რებ­და ტე­ლე­ვი­ზორს, ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­და ნა­წა­მე­ბი და და­ხო­ცი­ლი ქა­ლე­ბი­სა და ბავ­შვე­ბის გამო. ერთ დღეს გა­მო­მი­ცხა­და, რომ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა წა­სუ­ლი­ყო. რო­გორ არ ვეხ­ვე­წე, რა არ მო­ვი­მი­ზე­ზე, მაგ­რამ ვე­რა­ფერს გავ­ხდი.

- იმი­სათ­ვის ხომ არ გავ­ხდი სამ­ხედ­რო, რომ უსუ­სუ­რი ადა­მი­ნე­ბის ტან­ჯვას შო­რი­დან, ტე­ლე­ვი­ზი­ით ვუ­ყუ­როო. მას არა­ვინ არ სძულ­და, სიყ­ვა­რუ­ლის გამო წა­ვი­და ომში.

- ტყვედ ჩა­ვარ­დნის შემ­დეგ, რამ­დენ ხან­ში შეძ­ლო თქვენ­თან და­კავ­ში­რე­ბა?

- ე.ი. 31 მარტს აზოვსტალ­ში რომ ჩაფ­რინ­და, 17 მა­ი­სამ­დე, ვიდ­რე პრე­ზი­დენ­ტმა ზე­ლენ­სკიმ არ გას­ცა ტყვედ ჩა­ბა­რე­ბის ბრძა­ნე­ბა, ჩვენ მის შე­სა­ხებ არა­ფე­რი ვი­ცო­დით. შემ­დეგ 27 სექ­ტემ­ბერს და­მი­კავ­შირ­და დო­ნეც­კის ცი­ხი­დან. მი­თხრა, რომ და­კი­თხვა­ზე ყო­ველ­დღე დაჰ­ყავ­დათ. ნა­წა­მე­ბი იყო, თა­ნაც ძა­ლი­ან მაგ­რად, დედა ვარ და ხმა­ზე შე­ვა­ტყვე. თვი­თონ მა­ინც მხნედ იყო, აქეთ გვამ­ხნე­ვებ­და, ცდი­ლობ­და არა­ფე­რი შე­მემ­ჩნია, არ უნ­დო­და, რომ გვე­ნერ­ვი­უ­ლა. იმის შემ­დეგ 19 თე­ბერ­ვალს დაგ­ვი­რე­კა, ხვალ სა­სა­მარ­თლო მაქვს, გა­ნა­ჩე­ნი უნდა გა­მო­მი­ტა­ნო­ნო. მი­თხრა, რომ მხო­ლოდ რუ­სუ­ლად უნდა გვე­ლა­პა­რა­კა, რუ­სე­ბი თავ­ზე ად­გნენ, მეც გა­ვი­გე, ერთ-ერ­თმა მათ­გან­მა რომ უთხრა, თქვი, რომ ქარ­თვე­ლებს კარ­გად გვექ­ცე­ვი­ა­ნო. მა­მუ­კა­მაც გა­ი­მე­ო­რა, - კარ­გად მექ­ცე­ვი­ან, ჯან­მრთე­ლო­ბი­თაც კარ­გად ვარო, მაგ­რამ, მგო­ნია, რომ ეს სი­მარ­თლე არ იყოს... თქვენც ნა­ხავ­დით სუ­რა­თებ­ში, რას და­ემ­სგავ­სა ბავ­შვი, წარ­ბე­ბი აღარ აქვს სა­ხე­ზე.

- რო­გორ ფიქ­რობთ, რა­ტომ თქვეს რუ­სებ­მა უარი მა­მუ­კას რუს ტყვე­ებ­ში გაც­ვლა­ზე?

- და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი მე­ო­მა­რი ხარო, ედა­ვე­ბი­ან. ჩემი შვი­ლი არ არის და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი მე­ო­მა­რი, ის უკ­რა­ი­ნა­ში ადა­მი­ა­ნე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად წა­ვი­და.

- უკ­რა­ი­ნი­დან თუ და­გი­კავ­შირ­დათ ვინ­მე?

- ჩვენ თა­ვად და­ვუ­კავ­შირ­დით, გვი­თხრეს, ჩვე­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ფარ­გლებ­ში ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ­თო. წი­თელ ჯვარ­საც მივ­მარ­თეთ დახ­მა­რე­ბის­თვის, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ოფის­საც. 4 დღის წინ, ვიდ­რე რუ­სე­ბი მა­მუ­კას გა­ნა­ჩენს გა­მო­უ­ტან­დნენ, სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან დაგ­ვი­კავ­შირ­დნენ, - თქვე­ნი შვი­ლის სა­კი­თხი გა­და­ცე­მუ­ლია, გან­ხილ­ვა­ში არის და და­გი­კავ­შირ­დე­ბი­თო. ყვე­ლას გთხოვთ, ვი­საც რო­გორ შე­გიძ­ლი­ათ, დაგ­ვეხ­მა­რეთ, მა­მუ­კა არ არის და­სა­კარ­გი ადა­მი­ა­ნი, ის კი­დევ გა­მო­ად­გე­ბა თა­ვის სამ­შობ­ლოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება კადრები სტიქიის ზონიდან, სადაც ჩანს თუ როგორ ხდება მიუდგომელ ტერიტორიაზე, საკვებისა და სხვა საჭირო ნივთების გადაცემა
ავტორი:

"ძალიან მეშინია, არ მომიკლან... ყველას გთხოვთ, დაგვეხმარეთ..." - ინტერვიუ ოკუპანტების მიერ სამუდამო პატიმრობამისჯილი, 23 წლის ქართველი მებრძოლის დედასთან

"ძალიან მეშინია, არ მომიკლან... ყველას გთხოვთ, დაგვეხმარეთ..." - ინტერვიუ ოკუპანტების მიერ სამუდამო პატიმრობამისჯილი,  23 წლის ქართველი მებრძოლის დედასთან

რუსების ტყვეობაში მყოფი ქართველი მებრძოლის, მამუკა გაწერელიას დედა დახმარებას ითხოვს. შეგახსენებთ, 20 თებერვალს, რუსეთში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს 23 წლის ქართველს, რომელიც მარიუპოლის მცველებს შორის იყო და "აზოვსტალი“ უკრაინის უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობის ბრძანების შემდეგ დატოვა და ტყვედ ჩაჰბარდა. მას ბრალად ედება სამი რუსი სამხედროს მკვლელობა. ამასთანავე, მოლაპარაკება და რუს სამხედრო ტყვეებზე მისი გაცვლის ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. მამუკა სოხუმელია, უკრაინაში ომის დაწყებამდე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, 2022 წელს კონტრაქტი გაწყვიტა, უკრაინაში გაემგზავრა და "უცხოურ ლეგიონს“ შეუერთდა.

უფრო მეტს მისი ბრძოლისა და ტყვეობის შესახებ, მამუკას დედა დალი ჩხეიძე გვიამბობს:

- ძალიან მეშინია, შვილი არ მომიკლან. 21 წლის იყო მამუკა, რუსები უკრაინაში რომ შეიჭრნენ, მიატოვა ყველაფერი და წავიდა. 13 მარტს უკვე უკრაინაში იყო. 31 მარტს ალყაშემორტყმულ ქალაქში - აზოვსტალში ვერტმფრენით ჩავიდა. ალბათ გახსოვთ, რუსებმა "აზოვსტალის" ქარხანას ალყა რომ დაარტყეს, რამდენჯერმე შეფრინდა ვერტმფრენი, უკრაინელების დასახმარებლად, მერე რუსებმა საჰაერო ცივრცე ჩაკეტეს. მამუკა იმ ბიჭებს შორისაა, რომლებიც ყველაზე ბოლოს ჩავიდნენ.

- ძალიან დიდ რისკზე წასულა, რა იყო მისი მოტივაცია?

- მისი მოტივაციაც და მოწოდებაც ადამიანების დახმარება იყო. ის ომში არავის მოსაკლავად არ წასულა, მოხუცები, ქალები და ბავშვები შეეცოდა. ძალიან თბილი, გულჩვილი ადამიანია. ომის დაწყების პირველ დღეებში გაშტერებული უყურებდა ტელევიზორს, ძალიან განიცდიდა ნაწამები და დახოცილი ქალებისა და ბავშვების გამო. ერთ დღეს გამომიცხადა, რომ აუცილებლად უნდა წასულიყო. როგორ არ ვეხვეწე, რა არ მოვიმიზეზე, მაგრამ ვერაფერს გავხდი.

- იმისათვის ხომ არ გავხდი სამხედრო, რომ უსუსური ადამინების ტანჯვას შორიდან, ტელევიზიით ვუყუროო. მას არავინ არ სძულდა, სიყვარულის გამო წავიდა ომში.

- ტყვედ ჩავარდნის შემდეგ, რამდენ ხანში შეძლო თქვენთან დაკავშირება?

- ე.ი. 31 მარტს აზოვსტალში რომ ჩაფრინდა, 17 მაისამდე, ვიდრე პრეზიდენტმა ზელენსკიმ არ გასცა ტყვედ ჩაბარების ბრძანება, ჩვენ მის შესახებ არაფერი ვიცოდით. შემდეგ 27 სექტემბერს დამიკავშირდა დონეცკის ციხიდან. მითხრა, რომ დაკითხვაზე ყოველდღე დაჰყავდათ. ნაწამები იყო, თანაც ძალიან მაგრად, დედა ვარ და ხმაზე შევატყვე. თვითონ მაინც მხნედ იყო, აქეთ გვამხნევებდა, ცდილობდა არაფერი შემემჩნია, არ უნდოდა, რომ გვენერვიულა. იმის შემდეგ 19 თებერვალს დაგვირეკა, ხვალ სასამართლო მაქვს, განაჩენი უნდა გამომიტანონო. მითხრა, რომ მხოლოდ რუსულად უნდა გველაპარაკა, რუსები თავზე ადგნენ, მეც გავიგე, ერთ-ერთმა მათგანმა რომ უთხრა, თქვი, რომ ქართველებს კარგად გვექცევიანო. მამუკამაც გაიმეორა, - კარგად მექცევიან, ჯანმრთელობითაც კარგად ვარო, მაგრამ, მგონია, რომ ეს სიმართლე არ იყოს... თქვენც ნახავდით სურათებში, რას დაემსგავსა ბავშვი, წარბები აღარ აქვს სახეზე.

- როგორ ფიქრობთ, რატომ თქვეს რუსებმა უარი მამუკას რუს ტყვეებში გაცვლაზე?

- დაქირავებული მეომარი ხარო, ედავებიან. ჩემი შვილი არ არის დაქირავებული მეომარი, ის უკრაინაში ადამიანების დასახმარებლად წავიდა.

- უკრაინიდან თუ დაგიკავშირდათ ვინმე?

- ჩვენ თავად დავუკავშირდით, გვითხრეს, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებთო. წითელ ჯვარსაც მივმართეთ დახმარებისთვის, სახალხო დამცველის ოფისსაც. 4 დღის წინ, ვიდრე რუსები მამუკას განაჩენს გამოუტანდნენ, საგარეო საქმეთა სამინისტროდან დაგვიკავშირდნენ, - თქვენი შვილის საკითხი გადაცემულია, განხილვაში არის და დაგიკავშირდებითო. ყველას გთხოვთ, ვისაც როგორ შეგიძლიათ, დაგვეხმარეთ, მამუკა არ არის დასაკარგი ადამიანი, ის კიდევ გამოადგება თავის სამშობლოს.