ავტორი:

თანამგზავრი ERS-2 დედამიწაზე ჩამოვარდა - რა ხდება ცნობილი?

თანამგზავრი ERS-2 დედამიწაზე ჩამოვარდა - რა ხდება ცნობილი?

1995 წელს კოსმოსში გაშვებული ERS-2-ის თანამგზავრი გაშვებიდან სამი ათწლეულის შემდეგ დედამიწაზე ჩამოვარდა. სატელიტი, რომელიც ორბიტაზე სადამკვირვებლო ფუნქციას ასრულებდა, ოთხშაბათს წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში, ალასკასა და ჰავაის შორის დაეშვა.

თანამგზავრის ჩამოვარდნამდე ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ (ESA) განაცხადა, რომ ორტონიან ERS-2-თან დაკავშირებული რისკები "ძალიან დაბალი" იყო, თუმცა ჯერ კიდევ არსებობდა შანსი, რომ მისი ფრაგმენტები დასახლებულ ტერიტორიებზეც მოხვედრილიყო. სატელიტის ჩამოვარდნამდე მირკო ალბანმა ევროპის კოსმოსური სააგენტოს დედამიწის დაკვირვების სახმელეთო სეგმენტის დეპარტამენტიდან თქვა: "აღსანიშნავია, რომ არცერთი ელემენტი, რომელმაც შესაძლოა დედამიწის ზედაპირს მიაღწიოს, არ არის რადიოაქტიური ან ტოქსიკური".

"ERS-ის თანამგზავრებმა ისეთი მონაცემები მოგვაწოდეს, რომელმაც ჩვენი შეხედულება იმ სამყაროს შესახებ, რომელშიც ვცხოვრობთ, მთლიანად შეცვალა",- თქვა დედამიწის დაკვირვების პროგრამების დირექტორმა, სიმონეტა ჩელიმ.

"მათი წყალობით ახალი შეხედულებები გაგვიჩნდა ჩვენი ატმოსფეროს ქიმიაზე, ოკეანეებზე და გარემოზე კაცობრიობის გავლენაზე."

წყარო: esa

მოამზადა: ანა სიბოშვილმა