მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთს ირანი ასეულობით ბალისტიკური რაკეტით ამარაგებს - Reuters-ი
რუსეთს ირანი ასეულობით ბალისტიკური რაკეტით ამარაგებს - Reuters-ი

Reuters-ის ცნო­ბით, ირან­მა რუ­სე­თი ასე­უ­ლო­ბით ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტით მო­ა­მა­რა­გა, რაც აშშ-ს მიერ სან­ქცი­რე­ბულ ორ ქვე­ყა­ნას შო­რის სამ­ხედ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბას კი­დევ უფრო ამ­ტკი­ცებს. სა­ა­გენ­ტო ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას 6 წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

რო­გორც სამი ირა­ნუ­ლი წყა­რო იტყო­ბი­ნე­ბა, ირა­ნის მიერ მი­წო­დე­ბუ­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 400 რა­კე­ტი­დან უმე­ტე­სი მათ­გა­ნი Fateh-110 -ის ოჯა­ხი­და­ნაა და მოკ­ლე დის­ტან­ცი­უ­რი ბა­ლის­ტი­კუ­რი ია­რა­ღია. ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, ამ რა­კე­ტებს სა­მიზ­ნე­ე­ბის 300-დან 700 კმ-მდე მან­ძილ­ზე დარ­ტყმა შე­უძ­ლი­ათ.

ირა­ნის და რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ე­ბი ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის შე­სა­ხებ კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბის­გან თავს იკა­ვე­ბენ.

ერთ-ერთი ირა­ნუ­ლი წყა­როს თქმით, გა­და­ზიდ­ვე­ბი იან­ვრის და­სა­წყის­ში და­ი­წყო მას შემ­დეგ, რაც ირა­ნელ და რუს სამ­ხედ­რო და უსაფრ­თხო­ე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებს შო­რის შე­თან­ხმე­ბა დას­რულ­და. ირა­ნე­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნის თქმით კი რა­კე­ტე­ბის ნა­წი­ლი რუ­სეთ­ში გე­მით, კას­პი­ის ზღვის გავ­ლით გა­იგ­ზავ­ნა, ზოგი კი თვითმფრი­ნა­ვით.

"მო­მა­ვალ­ში კი­დევ უფრო მეტი გა­და­ზიდ­ვე­ბი იქ­ნე­ბა, ჩვენ ამის და­მალ­ვის მი­ზე­ზი არ გვაქვს. უფ­ლე­ბა გვაქვს, რომ სა­დაც გვინ­და, იმ ქვე­ყა­ნა­ში გვქონ­დეს ია­რა­ღის ექ­სპორ­ტი", - გა­ნა­ცხა­და მე­ო­რე ირა­ნელ­მა წყა­რომ.

წყა­რო: reuters

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვასილი
11

ამერიკამ უკრაინას 200 მილიარდზე მეტი იარაღი მიაწოდა.ნატომ უკრაინას 100 მილიარდი ევროს საფასური იარაღი მიაწოდა....ასევე ძველი საბჭოთა იარაღი მიაწოდა ევროპამ უკრაინას....მერე???

ადათები
2

დრო იყო კაი ხალიჩებს ქსოვდნენ, შერბეთს აკეთებდნენ და ლექსებს წერდნდნ ირანელები. ნუ რაკეტები რამდენად ჯდება ადათებსა და ტრადიციებში, ეს ცოტა უიმედობას იწვევს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

რუსეთს ირანი ასეულობით ბალისტიკური რაკეტით ამარაგებს - Reuters-ი

რუსეთს ირანი ასეულობით ბალისტიკური რაკეტით ამარაგებს - Reuters-ი

Reuters-ის ცნობით, ირანმა რუსეთი ასეულობით ბალისტიკური რაკეტით მოამარაგა, რაც აშშ-ს მიერ სანქცირებულ ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობას კიდევ უფრო ამტკიცებს. სააგენტო ამ ინფორმაციას 6 წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც სამი ირანული წყარო იტყობინება, ირანის მიერ მიწოდებული დაახლოებით 400 რაკეტიდან უმეტესი მათგანი Fateh-110 -ის ოჯახიდანაა და მოკლე დისტანციური ბალისტიკური იარაღია. ექსპერტების თქმით, ამ რაკეტებს სამიზნეების 300-დან 700 კმ-მდე მანძილზე დარტყმა შეუძლიათ.

ირანის და რუსეთის თავდაცვის სამინისტროები ამ ინფორმაციის შესახებ კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ.

ერთ-ერთი ირანული წყაროს თქმით, გადაზიდვები იანვრის დასაწყისში დაიწყო მას შემდეგ, რაც ირანელ და რუს სამხედრო და უსაფრთხოების ოფიციალურ პირებს შორის შეთანხმება დასრულდა. ირანელი მაღალჩინოსანის თქმით კი რაკეტების ნაწილი რუსეთში გემით, კასპიის ზღვის გავლით გაიგზავნა, ზოგი კი თვითმფრინავით.

"მომავალში კიდევ უფრო მეტი გადაზიდვები იქნება, ჩვენ ამის დამალვის მიზეზი არ გვაქვს. უფლება გვაქვს, რომ სადაც გვინდა, იმ ქვეყანაში გვქონდეს იარაღის ექსპორტი", - განაცხადა მეორე ირანელმა წყარომ.

წყარო: reuters

მოამზადა: ანა სიბოშვილმა