მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გადაიხადე რამდენიც გინდა და გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის - "პალიტრა L-ი" საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
გადაიხადე რამდენიც გინდა და გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის - "პალიტრა L-ი" საქველმოქმედო კამპანიას იწყებს

„გა­და­ი­ხა­დე რამ­დე­ნიც გინ­და“ - მკი­თხვე­ლის­თვის კარ­გად ნაც­ნო­ბი და საყ­ვა­რე­ლი კამ­პა­ნია ბრუნ­დე­ბა.

22 თე­ბერ­ვლი­დან გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ი“ მკი­თხველს აქ­ცი­ის ფარ­გლებ­ში ორ წიგნს სთა­ვა­ზობს: ან­ტონ ფურ­ცე­ლა­ძის „მაცი ხვი­ტია“ და ერიხ მა­რია რე­მარ­კის „და­სავ­ლე­თის ფრონ­ტი უც­ვლე­ლია“.

შე­თა­ვა­ზე­ბის ფარ­გლებ­ში მკი­თხველს თი­თო­ე­უ­ლი წიგ­ნის შე­ძე­ნა მათ­თვის სა­სურ­ველ ფა­სად შე­ეძ­ლე­ბა. მსურ­ვე­ლე­ბი წიგ­ნე­ბის შე­ძე­ნას „ბიბ­ლუ­სის“ მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით შეძ­ლე­ბენ. გა­და­ი­ხა­დეთ იმ­დე­ნი, რამ­დე­ნიც სა­მარ­თლი­ა­ნად მი­გაჩ­ნი­ათ და რაც მთა­ვა­რია გა­ვერ­თი­ან­დეთ ჩვე­ნი გმი­რე­ბის­თვის. 10 ლა­რამ­დე გა­დახ­დი­ლი თან­ხის 40% გა­და­ი­რი­ცხე­ბა საქ­ველ­მოქ­მე­დო - „დაჭ­რილ მებ­რძოლ­თა თა­ნად­გო­მის ფონდში“.10 ლარ­ზე ზე­მოთ გა­დახ­დი­ლი თან­ხა კი სრუ­ლად გა­და­ი­რი­ცხე­ბა „დაჭ­რილ მებ­რძოლ­თა თა­ნად­გო­მის ფონდში“აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ უპ­რე­ცე­დენ­ტო აქ­ცია გაგ­რძელ­დე­ბა ტი­რა­ჟის ამო­წურ­ვამ­დე. ამას­თან, ერთ ადა­მი­ან­ზე თითო წიგ­ნი გა­ი­ცე­მა.

ხში­რად შე­იძ­ლე­ბა არც კი ვიც­ნობთ იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს არ­სე­ბო­ბის მან­ძილ­ზე ჩვე­ნი ქვეყ­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბას გმი­რუ­ლად იცა­ვენ და სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ.

ამ ადა­მი­ა­ნებ­მა ქვეყ­ნის უკე­თე­სი მო­მავ­ლის­თვის ბრძო­ლას ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი - თა­ვი­ან­თი ჯან­მრთე­ლო­ბა შეს­წი­რეს. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ასეთ ფა­სე­ულ წევ­რებ­ზე ზრუნ­ვა და მათი ღირ­სე­უ­ლი ყო­ფის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის ვა­ლია.

სწო­რედ ამი­ტომ გა­მომ­ცემ­ლო­ბა თა­ვი­სი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ნა­წილ­ში ჩა­ერ­თვე­ბა მკი­თხველ­თან ერ­თად და ეს აქ­ცია სწო­რედ „დაჭ­რილ მებ­რძოლ­თა თა­ნად­გო­მის ფონ­დის­თვის“ იქ­ნე­ბა გან­კუთ­ვნი­ლი. ფონ­დი აერ­თი­ა­ნებს დაჭ­რილ მებ­რძო­ლებს - აფხა­ზე­თი­სა და სა­მა­ჩაბ­ლოს ომებ­ში მებ­რძოლ, ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებ­სა და ვე­ტე­რა­ნებს.

R

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

გადაიხადე რამდენიც გინდა და გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის - "პალიტრა L-ი" საქველმოქმედო კამპანიას იწყებს

გადაიხადე რამდენიც გინდა და გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის - "პალიტრა L-ი" საქველმოქმედო კამპანიას იწყებს

„გადაიხადე რამდენიც გინდა“ - მკითხველისთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი კამპანია ბრუნდება.

22 თებერვლიდან გამომცემლობა „პალიტრა L-ი“ მკითხველს აქციის ფარგლებში ორ წიგნს სთავაზობს: ანტონ ფურცელაძის „მაცი ხვიტია“ და ერიხ მარია რემარკის „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“.

შეთავაზების ფარგლებში მკითხველს თითოეული წიგნის შეძენა მათთვის სასურველ ფასად შეეძლება. მსურველები წიგნების შეძენას „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში მთელი ქვეყნის მასშტაბით შეძლებენ. გადაიხადეთ იმდენი, რამდენიც სამართლიანად მიგაჩნიათ და რაც მთავარია გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის. 10 ლარამდე გადახდილი თანხის 40% გადაირიცხება საქველმოქმედო - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდში“.10 ლარზე ზემოთ გადახდილი თანხა კი სრულად გადაირიცხება „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდში“აღსანიშნავია, რომ უპრეცედენტო აქცია გაგრძელდება ტირაჟის ამოწურვამდე. ამასთან, ერთ ადამიანზე თითო წიგნი გაიცემა.

ხშირად შეიძლება არც კი ვიცნობთ იმ ადამიანებს, რომლებიც დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის მანძილზე ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას გმირულად იცავენ და სხვადასხვა საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში მონაწილეობენ.

ამ ადამიანებმა ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას ყველაზე ძვირფასი - თავიანთი ჯანმრთელობა შესწირეს. საზოგადოების ასეთ ფასეულ წევრებზე ზრუნვა და მათი ღირსეული ყოფის უზრუნველყოფა ყველა ჩვენგანის ვალია.

სწორედ ამიტომ გამომცემლობა თავისი სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილში ჩაერთვება მკითხველთან ერთად და ეს აქცია სწორედ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდისთვის“ იქნება განკუთვნილი. ფონდი აერთიანებს დაჭრილ მებრძოლებს - აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებში მებრძოლ, ასევე საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებსა და ვეტერანებს.

R

×
Live: ეთერშია "360 გრადუსი"