სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თანდათან ტკივილსაც ვეღარ გრძნობ..." - MMA-ის 21 წლის ქართველი მებრძოლის წარმატებული კარიერა და თოფურიასავით, ნოკაუტით მოგებული ბრძოლა - ვინ არის ელენე ლოლაძე?
"თანდათან ტკივილსაც ვეღარ გრძნობ..." -  MMA-ის 21 წლის ქართველი მებრძოლის წარმატებული კარიერა და თოფურიასავით, ნოკაუტით მოგებული ბრძოლა - ვინ არის ელენე ლოლაძე?

18 თე­ბერ­ვალს, 21 წლის ელე­ნე ლო­ლა­ძემ MMA-ის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი კა­რი­ე­რა ნო­კა­უ­ტით გახ­სნა. მან სა­დე­ბი­უ­ტო ბრძო­ლა 27 წამ­ში მო­ი­გო და თურ­ქი ესმა ქეს­კინ­კი­ლი­ჩი და­ა­მარ­ცხა.

ელე­ნე ლო­ლა­ძე ქარ­თველ ქა­ლებ­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ტი­ტუ­ლო­ვა­ნი მებ­რძო­ლია, რო­მელ­მაც სამ­ჯერ მო­ი­პო­ვა მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნო­ბა.

სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რა 16 წლის ასაკ­ში და­ი­წყო, თა­ვი­დან კი­კბოქ­სინ­გში ვარ­ჯი­შობ­და, მაგ­რამ მწვრთნე­ლის რჩე­ვით MMA-ში სცა­და ბედი და წარ­მა­ტე­ბაც პირ­ვე­ლი­ვე ბრძო­ლა­ში მო­ვი­და...

- მე ვარ ელე­ნე ლო­ლა­ძე, 21 წლის, თბი­ლი­სი­დან. 16 წლის ვხდე­ბო­დი, კი­კბოქ­სინ­გში რომ და­ვი­წყე ვარ­ჯი­ში. თა­ვი­დან მხო­ლოდ ფორ­მის­თვის და წო­ნის­თვის მინ­დო­და. ოჯა­ხი ძა­ლი­ან ამო­მიდ­გა მხარ­ში, დღემ­დე ყვე­ლა მგულ­შე­მატ­კივ­რობს. ჩემი მწვრთნე­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვა იყო, რომ ამ სპორ­ტში მე­ცა­და ბედი, თა­ვი­დან მეც თქვენ­სა­ვით გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, იქამ­დე არც ვი­ცო­დი, რომ გო­გო­ნე­ბი რინგზე გა­მო­დი­ოდ­ნენ.

- პირ­ვე­ლად რა ასაკ­ში იჩხუ­ბეთ, ვინ იყო თქვე­ნი მე­ტო­ქე?

- 16 წლის ვი­ყა­ვი, პირ­ვე­ლი ჩხუ­ბი რომ ჩა­ვა­ტა­რე, ქარ­თვე­ლი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მყავ­და და პირ­ვე­ლი­ვე ბრძო­ლა მო­ვი­გე. ამან გა­ნა­პი­რო­ბა, რომ მა­შინ­ვე შემ­დე­გი ჩხუ­ბი ჩავ­ნიშ­ნე. ზო­გა­დად, ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი სპორ­ტია, მაგ­რამ რო­დე­საც შენ საქ­მი­ა­ნო­ბას ისე უყუ­რებ, რო­გორც მო­მა­ვალ პრო­ფე­სი­ას, უნდა ის­წავ­ლო ამ ტკი­ვილ­თან გამ­კლა­ვე­ბა. ტრავ­მე­ბი მეც მქო­ნია, ცხვი­რი მაქვს გა­ტე­ხი­ლი, ბრძო­ლის დროს წარ­ბი გა­ვი­ხეთ­ქე, თი­თიც მო­ვი­ტე­ხე, მაგ­რამ ისე­თი ტრავ­მა არ მქო­ნია, რომ კა­რი­ე­რის გაგ­რძე­ლე­ბა­ში თუნ­დაც დრო­ე­ბით ხელი შე­ე­შა­ლა.

- რო­გორ სწავ­ლობს ადა­მი­ა­ნი ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლის ატა­ნას?

- ნელ-ნელა ეგუ­ე­ბი, ერთხელ გეტ­კი­ნე­ბა, მო­ით­მენ, ორ­ჯერ და შემ­დეგ ტკი­ვილ­საც ვე­ღარ გრძნობ.

- ელე­ნე, ამ დღე­ებ­ში, რო­დე­საც ილია თო­ფუ­რი­ამ და მე­რაბ დვა­ლიშ­ვილ­მა ბრძო­ლე­ბი მო­ი­გეს, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი ამ­ბობ­და, რომ ეს მე­ტო­ქის­თვის და­მამ­ცი­რე­ბე­ლი სპორ­ტია, თუნ­დაც ის მო­მენ­ტი, ბრძო­ლის და­წყე­ბამ­დე რო­გორ იწ­ვე­ვენ მებ­რძო­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს, ეუბ­ნე­ბი­ან და­მამ­ცი­რე­ბელ ფრა­ზებს...

- ზო­გა­დად, პა­ტი­ვი უნდა სცენ სპორ­ტსმე­ნებ­მა ერ­თმა­ნეთს. რაც შე­ე­ხე­ბა გა­მოწ­ვე­ვებს, ეს ქა­ლებ­შიც ხდე­ბა ასე, თუმ­ცა ჩემს შემ­თხვე­ვა­ში, ასე­თი არა­ფე­რი ყო­ფი­ლა. მეც ვცდი­ლობ, რომ პა­ტი­ვის­ცე­მით მო­ვე­პყრო მე­ტო­ქეს. ამ სპორ­ტში ერ­თგვა­რი ტრენ­დია, ერ­თმა­ნეთ­თან და­პი­რის­პი­რე­ბამ­დე მე­ტო­ქის დამ­ცი­რე­ბა, ამით ცდი­ლო­ბენ მებ­რძო­ლე­ბი, რათა ბრძო­ლამ­დე მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ში შიში და­თე­სონ. ქა­ლებ­შიც ასეა, მაგ­რამ ხომ გი­თხა­რით, ჩემს შემ­თხვე­ვა­ში მსგავ­სი არა­ფე­რი ყო­ფი­ლა. თან ამ გზას ალ­ბათ იმი­ტო­მაც მი­მარ­თა­ვენ, რომ უფრო მეტი ფული გა­მო­ი­მუ­შა­ონ ბრძო­ლე­ბი­დან, ასე ხალ­ხის ინ­ტე­რე­სი უფრო იზ­რდე­ბა.

- რამ­დე­ნი ბრძო­ლა გაქვთ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ხუ­თწ­ლი­ა­ნი კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში?

- 70-მდე ბრძო­ლა ჩა­ვა­ტა­რე. სა­ერ­თოდ, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში მაქვს შეხ­ვედ­რა, ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი და მე­გობ­რე­ბი ეს­წრე­ბი­ან. ეს ჩემ­თვის დიდი მო­ტი­ვა­ცი­აა, ხელს არ მიშ­ლის, უფრო მეხ­მა­რე­ბა. უცხო­ეთ­ში ჩემს მე­უღ­ლეს­თან ნიკა ბე­გო­ი­ძეს­თან ერ­თად დავ­დი­ვარ, რო­მე­ლიც ჩემი მწვრთნე­ლია.

- შენ და ნიკა სპორ­ტმა და­გა­ახ­ლო­ვათ?

- დიახ, ერ­თმა­ნე­თი ვარ­ჯი­შის დროს გა­ვი­ცა­ნით. ადრე თა­ვა­დაც იბ­რძო­და. ეს არის ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის მი­ზა­ნი, ერ­თად ვშრო­მობთ გა­მარ­ჯვე­ბის მი­საღ­წე­ვად. ყო­ველ­დღე ვვარ­ჯი­შობ, MMA ისე­თი სპორ­ტია რომ ყვე­ლა­ფერს მო­ი­ცავს, კრი­ვი, ჭი­და­ო­ბა, ასე­ვე აუ­ცი­ლე­ბე­ლია ფი­ზი­კუ­რი მომ­ზა­დე­ბაც, ჩვენ სირ­ბი­ლიც გვი­წევს, ტექ­ნი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის სპორ­ტის სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბებ­ში ვარ­ჯი­შიც. ამი­ტომ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში დიდ დროს ვხარ­ჯავ ვარ­ჯიშ­ზე.

მე და ნიკა სამი წე­ლია, რაც ცოლ-ქმა­რი ვართ, ბუ­ნებ­რი­ვად მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი. ნიკა იყო ის ადა­მი­ა­ნი, ვის­თა­ნაც და­ვი­წყე ვარ­ჯი­ში. სწო­რედ მან შე­ამ­ჩნია პო­ტენ­ცი­ა­ლი ჩემ­ში. შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე ჩხუ­ბი რომ მო­ვი­გე, ახა­ლი მიზ­ნე­ბი დავ­სა­ხეთ.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი გო­გო­ნაა ამ სპორ­ტით და­კა­ვე­ბუ­ლი?

- სამ­წუ­ხა­როდ არა, ეს პრობ­ლე­მას ქმნის, რად­გან ბრძო­ლის­თვის რომ ვემ­ზა­დე­ბი, მჭირ­დე­ბა ხოლ­მე სპა­რინგ პარტნი­ო­რი.... ბოლო პე­რი­ო­დის მო­გე­ბებ­მა შე­საძ­ლოა, ეს სპორ­ტი უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი გა­ხა­დოს. მეც მწერს ბევ­რი, მე­კი­თხე­ბი­ან რჩე­ვებს. სა­ერ­თოდ არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, რა ასა­კი­დან შე­მოხ­ვალ ამ სპორ­ტში. ზოგი პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე ვარ­ჯი­შობ­და და შემ­დეგ მო­ტი­ვა­ცია და­კარ­გა და თავი და­ა­ნე­ბა, მაგ­რამ არი­ან ისე­თე­ბიც, რომ­ლებ­მაც დიდ ასაკ­ში და­ი­წყეს ვარ­ჯი­ში და მეტს მი­აღ­წი­ეს.

- სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან თუ გაქვთ მხარ­და­ჭე­რა?

- არა, სამი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი მო­ვი­გე და არა­ნა­ი­რი რე­ა­გი­რე­ბა არ მოჰ­ყო­ლია. ახლა ეს ტურ­ნი­რი რაც მო­ვი­გე, არა­ფე­რი არ იყო იმას­თან შე­და­რე­ბით, რაც აქამ­დე მაქვს მო­გე­ბუ­ლი. უფრო რთუ­ლი ბრძო­ლე­ბიც გა­მი­მარ­თავს და არც მე­დია და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა და არც სა­ხელ­მწი­ფო, არა­ვის შე­ვუმ­ჩნე­ვი­ვარ. ახლა ისე მოხ­და, რომ ჩემ­თვის მარ­ტი­ვი ბრძო­ლა იყო და ძა­ლი­ან დიდი ოვა­ცი­ე­ბი და­იმ­სა­ხუ­რა, დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა...

- ალ­ბათ ამას ბი­ჭე­ბის, ილი­ას და მე­რა­ბის გა­მარ­ჯვე­ბამ შე­უ­წყო ხელი?

- არ ვიცი, მაგ­რამ კარ­გი იყო, რომ მათ გვერ­დით ახ­სე­ნეს ჩემი სა­ხე­ლი. მე მათ პი­რა­დად არ ვიც­ნობ.

- ელე­ნე, რამ­დე­ნად გრჩე­ბათ დრო თა­ვის მოვ­ლის­თვის, რო­გო­რია თქვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა.

- რო­დე­საც მო­სამ­ზა­დე­ბელ პე­რი­ოდ­ში არ ვარ და სად­მე წას­ვლა მი­წევს, კა­ბა­საც ვიც­ვამ და მა­კი­აჟ­საც ვი­კე­თებ, რო­დე­საც ტურ­ნი­რის­თვის ვემ­ზა­დე­ბი, ამის დრო არ მაქვს.

- მი­ზა­ნი ახ­სე­ნეთ, რო­მე­ლიც მე­უღ­ლეს­თან ერ­თად და­ი­სა­ხეთ, შე­იძ­ლე­ბა ჩვენც გაგ­ვიმ­ხი­ლოთ?

- ჩემი მი­ზა­ნია UFC-ის ჩემ­პი­ო­ნო­ბა. იქამ­დე ოთხბ­რძო­ლი­ა­ნი კონ­ტრაქ­ტი მაქვს ოქ­ტა­გო­ნი MMA-ში, ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა ჩა­ვა­ტა­რო. პირ­ვე­ლი ბრძო­ლა 8 ივ­ნისს გა­ი­მარ­თე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახო...
10

წარმატებები...

Giga
13

წარმატება, გამარჯვება, ლამაზო, ქართველო მანდილოსანო .

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები
ავტორი:

"თანდათან ტკივილსაც ვეღარ გრძნობ..." - MMA-ის 21 წლის ქართველი მებრძოლის წარმატებული კარიერა და თოფურიასავით, ნოკაუტით მოგებული ბრძოლა - ვინ არის ელენე ლოლაძე?

"თანდათან ტკივილსაც ვეღარ გრძნობ..." -  MMA-ის 21 წლის ქართველი მებრძოლის წარმატებული კარიერა და თოფურიასავით, ნოკაუტით მოგებული ბრძოლა - ვინ არის ელენე ლოლაძე?

18 თებერვალს, 21 წლის ელენე ლოლაძემ MMA-ის პროფესიონალური კარიერა ნოკაუტით გახსნა. მან სადებიუტო ბრძოლა 27 წამში მოიგო და თურქი ესმა ქესკინკილიჩი დაამარცხა.

ელენე ლოლაძე ქართველ ქალებში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი მებრძოლია, რომელმაც სამჯერ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონობა.

სპორტული კარიერა 16 წლის ასაკში დაიწყო, თავიდან კიკბოქსინგში ვარჯიშობდა, მაგრამ მწვრთნელის რჩევით MMA-ში სცადა ბედი და წარმატებაც პირველივე ბრძოლაში მოვიდა...

- მე ვარ ელენე ლოლაძე, 21 წლის, თბილისიდან. 16 წლის ვხდებოდი, კიკბოქსინგში რომ დავიწყე ვარჯიში. თავიდან მხოლოდ ფორმისთვის და წონისთვის მინდოდა. ოჯახი ძალიან ამომიდგა მხარში, დღემდე ყველა მგულშემატკივრობს. ჩემი მწვრთნელის ინიციატივა იყო, რომ ამ სპორტში მეცადა ბედი, თავიდან მეც თქვენსავით გაოგნებული ვიყავი, იქამდე არც ვიცოდი, რომ გოგონები რინგზე გამოდიოდნენ.

- პირველად რა ასაკში იჩხუბეთ, ვინ იყო თქვენი მეტოქე?

- 16 წლის ვიყავი, პირველი ჩხუბი რომ ჩავატარე, ქართველი მოწინააღმდეგე მყავდა და პირველივე ბრძოლა მოვიგე. ამან განაპირობა, რომ მაშინვე შემდეგი ჩხუბი ჩავნიშნე. ზოგადად, ძალიან მტკივნეული სპორტია, მაგრამ როდესაც შენ საქმიანობას ისე უყურებ, როგორც მომავალ პროფესიას, უნდა ისწავლო ამ ტკივილთან გამკლავება. ტრავმები მეც მქონია, ცხვირი მაქვს გატეხილი, ბრძოლის დროს წარბი გავიხეთქე, თითიც მოვიტეხე, მაგრამ ისეთი ტრავმა არ მქონია, რომ კარიერის გაგრძელებაში თუნდაც დროებით ხელი შეეშალა.

- როგორ სწავლობს ადამიანი ფიზიკური ტკივილის ატანას?

- ნელ-ნელა ეგუები, ერთხელ გეტკინება, მოითმენ, ორჯერ და შემდეგ ტკივილსაც ვეღარ გრძნობ.

- ელენე, ამ დღეებში, როდესაც ილია თოფურიამ და მერაბ დვალიშვილმა ბრძოლები მოიგეს, საზოგადოების ნაწილი ამბობდა, რომ ეს მეტოქისთვის დამამცირებელი სპორტია, თუნდაც ის მომენტი, ბრძოლის დაწყებამდე როგორ იწვევენ მებრძოლები ერთმანეთს, ეუბნებიან დამამცირებელ ფრაზებს...

- ზოგადად, პატივი უნდა სცენ სპორტსმენებმა ერთმანეთს. რაც შეეხება გამოწვევებს, ეს ქალებშიც ხდება ასე, თუმცა ჩემს შემთხვევაში, ასეთი არაფერი ყოფილა. მეც ვცდილობ, რომ პატივისცემით მოვეპყრო მეტოქეს. ამ სპორტში ერთგვარი ტრენდია, ერთმანეთთან დაპირისპირებამდე მეტოქის დამცირება, ამით ცდილობენ მებრძოლები, რათა ბრძოლამდე მოწინააღმდეგეში შიში დათესონ. ქალებშიც ასეა, მაგრამ ხომ გითხარით, ჩემს შემთხვევაში მსგავსი არაფერი ყოფილა. თან ამ გზას ალბათ იმიტომაც მიმართავენ, რომ უფრო მეტი ფული გამოიმუშაონ ბრძოლებიდან, ასე ხალხის ინტერესი უფრო იზრდება.

- რამდენი ბრძოლა გაქვთ ჩატარებული ხუთწლიანი კარიერის განმავლობაში?

- 70-მდე ბრძოლა ჩავატარე. საერთოდ, როდესაც საქართველოში მაქვს შეხვედრა, ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებიან. ეს ჩემთვის დიდი მოტივაციაა, ხელს არ მიშლის, უფრო მეხმარება. უცხოეთში ჩემს მეუღლესთან ნიკა ბეგოიძესთან ერთად დავდივარ, რომელიც ჩემი მწვრთნელია.

- შენ და ნიკა სპორტმა დაგაახლოვათ?

- დიახ, ერთმანეთი ვარჯიშის დროს გავიცანით. ადრე თავადაც იბრძოდა. ეს არის ჩვენი ცხოვრების მიზანი, ერთად ვშრომობთ გამარჯვების მისაღწევად. ყოველდღე ვვარჯიშობ, MMA ისეთი სპორტია რომ ყველაფერს მოიცავს, კრივი, ჭიდაობა, ასევე აუცილებელია ფიზიკური მომზადებაც, ჩვენ სირბილიც გვიწევს, ტექნიკური განვითარებისთვის სპორტის სხვადასხვა სახეობებში ვარჯიშიც. ამიტომ დღის განმავლობაში დიდ დროს ვხარჯავ ვარჯიშზე.

მე და ნიკა სამი წელია, რაც ცოლ-ქმარი ვართ, ბუნებრივად მოხდა ყველაფერი. ნიკა იყო ის ადამიანი, ვისთანაც დავიწყე ვარჯიში. სწორედ მან შეამჩნია პოტენციალი ჩემში. შემდეგ რამდენიმე ჩხუბი რომ მოვიგე, ახალი მიზნები დავსახეთ.

- საქართველოში ბევრი გოგონაა ამ სპორტით დაკავებული?

- სამწუხაროდ არა, ეს პრობლემას ქმნის, რადგან ბრძოლისთვის რომ ვემზადები, მჭირდება ხოლმე სპარინგ პარტნიორი.... ბოლო პერიოდის მოგებებმა შესაძლოა, ეს სპორტი უფრო პოპულარული გახადოს. მეც მწერს ბევრი, მეკითხებიან რჩევებს. საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, რა ასაკიდან შემოხვალ ამ სპორტში. ზოგი პატარაობიდანვე ვარჯიშობდა და შემდეგ მოტივაცია დაკარგა და თავი დაანება, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებმაც დიდ ასაკში დაიწყეს ვარჯიში და მეტს მიაღწიეს.

- სახელმწიფოს მხრიდან თუ გაქვთ მხარდაჭერა?

- არა, სამი მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგე და არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. ახლა ეს ტურნირი რაც მოვიგე, არაფერი არ იყო იმასთან შედარებით, რაც აქამდე მაქვს მოგებული. უფრო რთული ბრძოლებიც გამიმართავს და არც მედია დაინტერესებულა და არც სახელმწიფო, არავის შევუმჩნევივარ. ახლა ისე მოხდა, რომ ჩემთვის მარტივი ბრძოლა იყო და ძალიან დიდი ოვაციები დაიმსახურა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა...

- ალბათ ამას ბიჭების, ილიას და მერაბის გამარჯვებამ შეუწყო ხელი?

- არ ვიცი, მაგრამ კარგი იყო, რომ მათ გვერდით ახსენეს ჩემი სახელი. მე მათ პირადად არ ვიცნობ.

- ელენე, რამდენად გრჩებათ დრო თავის მოვლისთვის, როგორია თქვენი ყოველდღიურობა.

- როდესაც მოსამზადებელ პერიოდში არ ვარ და სადმე წასვლა მიწევს, კაბასაც ვიცვამ და მაკიაჟსაც ვიკეთებ, როდესაც ტურნირისთვის ვემზადები, ამის დრო არ მაქვს.

- მიზანი ახსენეთ, რომელიც მეუღლესთან ერთად დაისახეთ, შეიძლება ჩვენც გაგვიმხილოთ?

- ჩემი მიზანია UFC-ის ჩემპიონობა. იქამდე ოთხბრძოლიანი კონტრაქტი მაქვს ოქტაგონი MMA-ში, ერთი წლის განმავლობაში უნდა ჩავატარო. პირველი ბრძოლა 8 ივნისს გაიმართება.