მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უახლოეს საათებში დედამიწაზე თანამგზავრი ERS-2 ჩამოვარდება - პლანეტის რომელ ნაწილში დაეცემა და არის თუ არა ის რადიოაქტიური?
უახლოეს საათებში დედამიწაზე თანამგზავრი ERS-2 ჩამოვარდება - პლანეტის რომელ ნაწილში დაეცემა და არის თუ არა ის რადიოაქტიური?

უახ­ლო­ეს სა­ა­თებ­ში დე­და­მი­წა­ზე ERS-2 თა­ნამ­გზავ­რი და­ეშ­ვე­ბა - იგი კოს­მოს­ში 1995 წელს გა­უშ­ვეს. 2021 წელს სა­ტე­ლიტ­მა მუ­შა­ო­ბა შე­წყვი­ტა. ოთხშა­ბათს ის დე­და­მი­წის ატ­მოს­ფე­როს მკვრივ ფე­ნებ­ში უნდა შე­ვი­დეს. ევ­რო­პის კოს­მო­სუ­რი სა­ა­გენ­ტო (ESA) აცხა­დებს, რომ ორ­ტო­ნი­ა­ნი თა­ნამ­გზავ­რის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი შე­მოდ­გო­მა­ზე და­იწ­ვე­ბა.

შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ უფრო გამ­ძლე ნა­წილ­მა მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რას გა­უძ­ლოს და გა­დარ­ჩეს, მაგ­რამ ამ ფრაგ­მენ­ტე­ბის და­სახ­ლე­ბულ ად­გი­ლებ­ში და­ცე­მის და ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბის ალ­ბა­თო­ბა და­ბა­ლია. ფრაგ­მენ­ტე­ბი დე­და­მი­წის ნე­ბის­მი­ერ ად­გილ­ზე შე­იძ­ლე­ბა ჩა­მო­ვარ­დეს, მაგ­რამ რად­გან დე­და­მი­წის ზე­და­პი­რის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი და­ფა­რუ­ლია ოკე­ა­ნე­ე­ბით, დიდი ალ­ბა­თო­ბით, ოკე­ა­ნე­ში ჩა­ი­ძი­რე­ბა.

"ხაზ­გას­მით უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ არ­ცერ­თი ელე­მენ­ტი, რო­მე­ლიც ატ­მოს­ფე­რო­ში შე­მო­ვა არ არის რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი ან ტოქ­სი­კუ­რი“, - ამ­ბობს ESA-ის თა­ნამ­შრო­მე­ლი მირ­კო ალ­ბა­ნი.

ERS-2-მა ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცა მეც­ნი­ე­რებს დე­და­მი­წის დამ­ცა­ვი ოზო­ნის შრის მდგო­მა­რე­ო­ბა შე­ე­ფა­სე­ბი­ნათ. ისი­ნი აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ წყალ­დი­დო­ბებს, ზო­მავ­დნენ კონ­ტი­ნენ­ტე­ბი­სა და ოკე­ა­ნე­ე­ბის ზე­და­პი­რის ტემ­პე­რა­ტუ­რას, აღ­ნიშ­ნავ­დნენ ვიბ­რა­ცი­ას მი­წისძვრის დროს.

ფაქ­ტია, რომ დე­და­მი­წის ორ­ბი­ტა­ზე უკვე ბევ­რი თა­ნამ­გზავ­რია და შე­ჯა­ხე­ბის ალ­ბა­თო­ბა მუდ­მი­ვად იზ­რდე­ბა. ამე­რი­კულ­მა კომ­პა­ნია SpaceX-მა, რო­მე­ლიც მარ­თავს ამ­ჟა­მად ორ­ბი­ტა­ზე არ­სე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­უ­ლი თა­ნამ­გზავ­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას (5400-ზე მეტი), ცოტა ხნის წინ გა­მო­ა­ცხა­და, რომ 100 მათ­განს დე­და­მი­წა­ზე და­აბ­რუ­ნებს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

წყა­რო: BBC

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეეეეხ
1

ბოლო ბოლო სად ჩამოვარდა?

ნაზი
2

ყველაფერს ერთად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

უახლოეს საათებში დედამიწაზე თანამგზავრი ERS-2 ჩამოვარდება - პლანეტის რომელ ნაწილში დაეცემა და არის თუ არა ის რადიოაქტიური?

უახლოეს საათებში დედამიწაზე თანამგზავრი ERS-2 ჩამოვარდება - პლანეტის რომელ ნაწილში დაეცემა და არის თუ არა ის რადიოაქტიური?

უახლოეს საათებში დედამიწაზე ERS-2 თანამგზავრი დაეშვება - იგი კოსმოსში 1995 წელს გაუშვეს. 2021 წელს სატელიტმა მუშაობა შეწყვიტა. ოთხშაბათს ის დედამიწის ატმოსფეროს მკვრივ ფენებში უნდა შევიდეს. ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) აცხადებს, რომ ორტონიანი თანამგზავრის უმეტესი ნაწილი შემოდგომაზე დაიწვება.

შესაძლებელია, რომ უფრო გამძლე ნაწილმა მაღალ ტემპერატურას გაუძლოს და გადარჩეს, მაგრამ ამ ფრაგმენტების დასახლებულ ადგილებში დაცემის და ზიანის მიყენების ალბათობა დაბალია. ფრაგმენტები დედამიწის ნებისმიერ ადგილზე შეიძლება ჩამოვარდეს, მაგრამ რადგან დედამიწის ზედაპირის უმეტესი ნაწილი დაფარულია ოკეანეებით, დიდი ალბათობით, ოკეანეში ჩაიძირება.

"ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ არცერთი ელემენტი, რომელიც ატმოსფეროში შემოვა არ არის რადიოაქტიური ან ტოქსიკური“, - ამბობს ESA-ის თანამშრომელი მირკო ალბანი.

ERS-2-მა ახალი შესაძლებლობა მისცა მეცნიერებს დედამიწის დამცავი ოზონის შრის მდგომარეობა შეეფასებინათ. ისინი აკვირდებოდნენ წყალდიდობებს, ზომავდნენ კონტინენტებისა და ოკეანეების ზედაპირის ტემპერატურას, აღნიშნავდნენ ვიბრაციას მიწისძვრის დროს.

ფაქტია, რომ დედამიწის ორბიტაზე უკვე ბევრი თანამგზავრია და შეჯახების ალბათობა მუდმივად იზრდება. ამერიკულმა კომპანია SpaceX-მა, რომელიც მართავს ამჟამად ორბიტაზე არსებული ოპერაციული თანამგზავრების უმრავლესობას (5400-ზე მეტი), ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, რომ 100 მათგანს დედამიწაზე დააბრუნებს.

იხილეთ ასევე:

წყარო: BBC