მსახიობი ნატა ბერეჟიანი მეორე შვილის დედა გახდა. ინფორმაციას მისი მეგობრები სოციალურ ქსელში ვარცელებენ. როგორც ირკვევა ნატას გოგონა შეეძინა, რომელსაც თინა დაარქვა.
"ჩემი გოგო გახდა ორგზის დედა! ულამაზესი თინა გაგვიჩინა დღეს! მინდა უბედნიერესი იყოთ, უზრუნველი და ნათელი მომავალი ჰქონდეს" - წერს მსახიობი ნანუკა გულუა.
ნატა ბერეჟიანი პირველად 22 წლის ასაკში გახდა დედა. მას ბიჭი შეეძინა - დათუნა, რომელიც გამორჩეული გარეგნობით ყოველთვის ყურადღებას იპყრობს.
ნატა ბოლო წლებში აქტიურად იყო დაკავებული კარიერით - როლებით კინოსა და თეატრში. რეჟისორ დათო დოიაშვილთან "მეფე ლირზე" მუშაობისას შეიტყო, რომ 18-წლიანი შუალედის შემდეგ მეორე შვილზეა ორსულად, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, რომ წარმატებით ეთამაშა პრემიერა და სპექტაკლში დღემდე აქტიურად არის ჩართული.
ნახეთ ასევე: