"უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაურის, ოლექსანდრ სირსკის ნაშვილები შვილი რუსებს ავდიევკას აღებას ულოცავს“, - ასეთ ინფორმაციას აქვეყნებს რუსული ოპოზიციური ტელეგრამ-არხი Astra.
"ასტრას“ მონაცემებით, სირსკიმ ივანი პირველი ქორწინების დროს იშვილა. ამავე ქორწინებაში მას და მის ცოლს ბიოლოგიური შვილიც შეეძინათ, სახელად ანტონი. განქორწინების შემდეგ, ივანი და ანტონი დედასთან ერთად ავსტრალიაში გადავიდნენ, მამასთან კი კონტაქტი არ აქვთ.
აღსანიშნავია, რომ ივან სირსკი 2014 წლიდან რუსეთის მხარდასაჭერ აქციებში მონაწილეობს.
"რუსები ცდილობენ ახალ მეთაურს "საბჭოური და რუსი“ ადამიანის იმიჯი მოახვიონ. ისინი ამ მიზეზით ეძებენ მის ნათესავებსა და "ოჯახის მეგობრებს“, იღებენ მათგან კომენტარს და ზემოხსენებულ კონტექსტში ავრცელებენ“, - ნათქვამია დეზინფორმაციის წინააღმდეგობის ცენტრის განცხადებაში.
ავტორი: ანრი კურტანიძე
ნახეთ ასევე: