ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი დედაქალაქში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებში უკვე წარდგენილია.
"საპროექტო ტერიტორია მდებარეობს თბილისში, ჰეიდარ ალიევის სანაპირო N9-ში. ტერიტორიის ფართობი 7 681 კვ.მეტრია. საპროექტო მიწის ნაკვეთზე დაგეგმილია მრავალფუნქციური კომპლექსის მოწყობა. დასაშვები ფუნქციური დანიშნულება: საცხოვრებელი - 25%; კომერციული - 75%-ია. კომპლექსის მაქსიმალური სიმაღლე/სართულიანობა კი 100მეტრი და 27 სართულია,“- აღნიშნულია განაცხადში. გააგრძელეთ კითხვა