სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ელენეს გარდაცვალების საქმეზე ხომ მიდის გამოძიება, აღძრულია საქმე და ნახავთ, არავის არ დააკავებენ...“ - მამა შალვა კეკელია კლუბ "ბასიანის" ტრაგედიაზე
"ელენეს გარდაცვალების საქმეზე ხომ მიდის გამოძიება, აღძრულია საქმე და ნახავთ, არავის არ დააკავებენ...“ - მამა შალვა კეკელია კლუბ "ბასიანის" ტრაგედიაზე

რამ­დე­ნი­მე დღის წინ კლუბ "ბა­სი­ან­თან" მამა შალ­ვა კე­კე­ლი­ამ მრევ­ლთან ერ­თად პა­რაკ­ლი­სი გა­და­ი­ხა­და. სწო­რედ ამ კლუბ­ში გახ­და ცუ­დად ახალ­გაზ­რდა მო­დე­ლი და მა­ლე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა... დე­კა­ნო­ზი შალ­ვა კე­კე­ლია შეშ­ფო­თე­ბუ­ლია აზარ­ტულ თა­მა­შებ­ზე და­მო­კი­დე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბი­თაც და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­უ­წო­დებს მკაც­რი კა­ნო­ნე­ბი აა­მოქ­მე­დოს და ქვეყ­ნის ამ ორ დიდ პრობ­ლე­მას მი­ხე­დოს.

- უკვე წლე­ბია ვხე­დავთ, რა სა­გან­გა­შო მდგო­მა­რე­ო­ბაა. თით­ქმის არ დარ­ჩე­ნი­ლა ოჯა­ხი, რო­მელ­საც არ შე­ე­ხო ლუ­დო­მა­ნია და ნარ­კო­მა­ნია. კლუ­ბუ­რი ნარ­კო­ტი­კით ახალ­გაზ­რდე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის უამ­რა­ვი შემ­თხვე­ვაა. თით­ქმის ყო­ველ­დღე ვის­მენთ ასეთ ტრა­გე­დი­ებს. ყვე­ლა ხე­დავს, რომ კლუ­ბებ­ში თა­ვი­სუფ­ლად იყი­დე­ბა ნარ­კო­ტი­კი, მაგ­რამ ამა­ზე არა­ვინ რე­ა­გი­რებს. ჩემ­თან ტა­ძარ­ში ბევ­რი ადა­მი­ა­ნი და­დის, რო­მე­ლიც კლუ­ბებ­ში და­დი­ო­და და ახლა აღარ და­დის. ისი­ნი ამ­ბო­ბენ, რომ კლუბ­ში თა­ვი­სუფ­ლად იყი­დე­ბა კო­კა­ი­ნი, ბიო და სხვა ნარ­კო­ტი­კი. ბიოს, კო­კა­ინს ყვე­ლა ვერ ყი­დუ­ლობს, მაგ­რამ ყი­დუ­ლო­ბენ და იღე­ბენ ამ­ფე­ტა­მინს, რო­მელ­საც ხში­რად მოს­დევს უმ­ძი­მე­სი შე­დე­გი, და­მო­კი­დე­ბუ­ლი ხდე­ბი და ვე­რაფ­რით გა­მო­დი­ხარ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან... ხში­რია თვით­მკვლე­ლო­ბის შემ­თხვე­ვე­ბიც. რა ვქნათ, გავ­ჩუმ­დეთ?! ამ­ბო­ბენ, მამა შალ­ვა ახალ­გაზ­რდებს უკ­რძა­ლავს გარ­თო­ბა­სო. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ასე შე­ფუ­თეს. აქ გარ­თო­ბა­სა და ცეკ­ვა-სიმ­ღე­რა­ზე კი არ არის ლა­პა­რა­კი, არა­მედ იმა­ზე, რომ გვე­ღუ­პე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი. ახლა უნ­დათ კლუ­ბუ­რი ნარ­კო­ტი­კი გა­მო­ყონ სხვა ნარ­კო­ტი­კის­გან და გა­ი­ძა­ხი­ან, კლუ­ბურ ნარ­კო­ტიკს ნარ­კო­ტი­კი არ უნდა ეწო­დე­ბო­დე­სო. აქამ­დეც კი მიჰ­ყავთ საქ­მე. ეს სა­ში­ნე­ლე­ბაა!

მე ყო­ველ პა­რას­კევს ტა­ძარ­ში ვიხ­დი პა­რაკ­ლისს ლუ­დო­მა­ნი­ა­სა და ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ახლა იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი გავ­სუ­ლი­ყა­ვი კლუბ "ბა­სი­ან­თან", იქ ჩა­მე­ტა­რე­ბი­ნა და ასე გა­მო­მე­ხა­ტა პრო­ტეს­ტი, ასე მა­ინც მი­მექ­ცია ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ყუ­რა­დღე­ბა, რათა ხმა აი­მაღ­ლონ ამ პრობ­ლე­მა­ზე. ჩვენ კლუბ­ში შეს­ვლა არა­ვის­თვის არ აგ­ვიკ­რძა­ლავს. პა­რაკ­ლი­სი გა­და­ვი­ხა­დეთ, ჩვე­ნი სათ­ქმე­ლი ვთქვით და და­ვი­შა­ლეთ.

- ხში­რად გვეს­მის, რომ ქვე­ყა­ნა­ში მკაც­რი ნარ­კო­პო­ლი­ტი­კაა, არა­და, მარ­თლა ბევ­რი შემ­თხვე­ვაა, როცა კლუ­ბუ­რი ნარ­კო­ტი­კე­ბით ადა­მი­ა­ნე­ბი იღუ­პე­ბი­ან. "სას­წრა­ფოს" ექი­მე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ღა­მით უამ­რავ ასეთ ადა­მი­ან­თან უწევთ გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე მის­ვლა. რა უნდა გა­ა­კე­თოს სა­ხელ­მწი­ფომ?

- არ არის ნარ­კო­პო­ლი­ტი­კა მკაც­რი. პი­რი­ქით, ისე­თი კა­ნო­ნი მი­ი­ღეს, რო­მე­ლი­ღაც ნარ­კო­ტი­კე­ბი და­უშ­ვეს კი­დეც. რაც ეს კა­ნო­ნი მი­ი­ღეს, ამ 5 წელ­ში უფრო გამ­წვავ­და ვი­თა­რე­ბა. ჩვენ ამას მა­ში­ნაც ვაპ­რო­ტეს­ტებ­დით და არ მოგ­ვის­მი­ნა სა­ხელ­მწი­ფომ. ახლა უფრო გა­მარ­ტი­ვე­ბას აპი­რე­ბენ. ნარ­კო­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ას შე­დე­გი არას­დროს მო­უ­ტა­ნია. "გირ­ჩი" და მის­თა­ნა­ნი გა­ი­ძა­ხი­ან, ასე ხდე­ბა სხვა ქვეყ­ნებ­შიო. აბა, მი­დით და მო­ი­თხო­ვეთ სტა­ტის­ტი­კა და ნა­ხავთ, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი ჩა­მო­ას­ვე­ნეს ამე­რი­კი­დან სწო­რედ ნარ­კო­ტი­კე­ბის გამო გარ­დაც­ვლი­ლი. ამე­რი­კა­სა და ევ­რო­პა­ში რომ და­ი­ღუპ­ნენ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ნარ­კო­ტი­კე­ბით, ამის სტა­ტის­ტი­კა ხომ აქვს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. დღე არ გა­დის, ერთი მიც­ვა­ლე­ბუ­ლი არ ჩა­მო­ას­ვე­ნონ ამე­რი­კი­დან ნარ­კო­ტი­კით გარ­დაც­ვლი­ლი. იქ ხომ არის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცია და ეს თუ კარ­გია, რა­ტომ იღუ­პე­ბი­ან მა­შინ ადა­მი­ა­ნე­ბი?! აქაც იგი­ვე უნ­დათ მოხ­დეს?! ეს არ უნდა და­ვუშ­ვათ. არც ის არის სწო­რი, სა­ა­კაშ­ვი­ლის დროს მათ რომ აკა­ვებ­დნენ და ხო­ცავ­დნენ სა­პყრო­ბი­ლე­ებ­ში, შუ­ა­ლე­დია და­სა­ჭე­რი.

- თქვე­ნი აზ­რით, უნდა და­ი­ხუ­როს თუ არა "ბა­სი­ა­ნი" და მსგავ­სი კლუ­ბე­ბი?

- წლე­ბია "ბა­სი­ა­ნის" და სა­ერ­თოდ, კლუ­ბე­ბის პრობ­ლე­მაა. შე­გიძ­ლი­ათ თქვე­ნი თვა­ლით ნა­ხოთ მწა­რე რე­ა­ლო­ბა. შა­ბათ დი­ლით 6-7 სა­ათ­ზე გა­მო­დით ქუ­ჩა­ში და ნა­ხავთ, კლუ­ბე­ბის მიმ­დე­ბა­რედ ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდე­ბი ქუ­ჩა­ში რო­გორ წვა­ნან. აი, ეს არის კლუ­ბუ­რი ნარ­კო­ტი­კის შე­დე­გი, იქი­დან გა­მო­სუ­ლე­ბი გა­რეთ იხო­ცე­ბი­ან. კლუ­ბე­ბის მე­პატ­რო­ნე­ე­ბი ამ­ბო­ბენ, ჩვენ­თან არა­ვინ კვდე­ბაო. იქი­დან გა­მო­სუ­ლი რომ კვდე­ბა, ამა­ზე თვა­ლი უნდა დავ­ხუ­ჭოთ? გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მამა შალვას
1

ჩემი დიდი პატივისცემა თქვენ, მამაო, მაგრამ მინდა გკითხოთ--რა უნდოდა, მაგ კარგ გოგოს ბასიანში? ისედაც ყველამ იცის, რომ ბასიანი გარყვნილების ბუდეა.

1

წესიერ, ადეკვატურ ქალს და კაცს ღამის კლუბში არაფერი ესაქმება.ამის გამშვები არ ხართ მერამდენეჯერ ვწერ მაგრამ....

ავტორი:

"ელენეს გარდაცვალების საქმეზე ხომ მიდის გამოძიება, აღძრულია საქმე და ნახავთ, არავის არ დააკავებენ...“ - მამა შალვა კეკელია კლუბ "ბასიანის" ტრაგედიაზე

"ელენეს გარდაცვალების საქმეზე ხომ მიდის გამოძიება, აღძრულია საქმე და ნახავთ, არავის არ დააკავებენ...“ - მამა შალვა კეკელია კლუბ "ბასიანის" ტრაგედიაზე

რამდენიმე დღის წინ კლუბ "ბასიანთან" მამა შალვა კეკელიამ მრევლთან ერთად პარაკლისი გადაიხადა. სწორედ ამ კლუბში გახდა ცუდად ახალგაზრდა მოდელი და მალევე გარდაიცვალა... დეკანოზი შალვა კეკელია შეშფოთებულია აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა რაოდენობითაც და ხელისუფლებას მოუწოდებს მკაცრი კანონები აამოქმედოს და ქვეყნის ამ ორ დიდ პრობლემას მიხედოს.

- უკვე წლებია ვხედავთ, რა საგანგაშო მდგომარეობაა. თითქმის არ დარჩენილა ოჯახი, რომელსაც არ შეეხო ლუდომანია და ნარკომანია. კლუბური ნარკოტიკით ახალგაზრდების გარდაცვალების უამრავი შემთხვევაა. თითქმის ყოველდღე ვისმენთ ასეთ ტრაგედიებს. ყველა ხედავს, რომ კლუბებში თავისუფლად იყიდება ნარკოტიკი, მაგრამ ამაზე არავინ რეაგირებს. ჩემთან ტაძარში ბევრი ადამიანი დადის, რომელიც კლუბებში დადიოდა და ახლა აღარ დადის. ისინი ამბობენ, რომ კლუბში თავისუფლად იყიდება კოკაინი, ბიო და სხვა ნარკოტიკი. ბიოს, კოკაინს ყველა ვერ ყიდულობს, მაგრამ ყიდულობენ და იღებენ ამფეტამინს, რომელსაც ხშირად მოსდევს უმძიმესი შედეგი, დამოკიდებული ხდები და ვერაფრით გამოდიხარ მდგომარეობიდან... ხშირია თვითმკვლელობის შემთხვევებიც. რა ვქნათ, გავჩუმდეთ?! ამბობენ, მამა შალვა ახალგაზრდებს უკრძალავს გართობასო. წარმოიდგინეთ, ასე შეფუთეს. აქ გართობასა და ცეკვა-სიმღერაზე კი არ არის ლაპარაკი, არამედ იმაზე, რომ გვეღუპებიან ადამიანები. ახლა უნდათ კლუბური ნარკოტიკი გამოყონ სხვა ნარკოტიკისგან და გაიძახიან, კლუბურ ნარკოტიკს ნარკოტიკი არ უნდა ეწოდებოდესო. აქამდეც კი მიჰყავთ საქმე. ეს საშინელებაა!

მე ყოველ პარასკევს ტაძარში ვიხდი პარაკლისს ლუდომანიასა და ნარკოდამოკიდებულებასთან დაკავშირებით. ახლა იძულებული გავხდი გავსულიყავი კლუბ "ბასიანთან", იქ ჩამეტარებინა და ასე გამომეხატა პროტესტი, ასე მაინც მიმექცია ჟურნალისტების ყურადღება, რათა ხმა აიმაღლონ ამ პრობლემაზე. ჩვენ კლუბში შესვლა არავისთვის არ აგვიკრძალავს. პარაკლისი გადავიხადეთ, ჩვენი სათქმელი ვთქვით და დავიშალეთ.

- ხშირად გვესმის, რომ ქვეყანაში მკაცრი ნარკოპოლიტიკაა, არადა, მართლა ბევრი შემთხვევაა, როცა კლუბური ნარკოტიკებით ადამიანები იღუპებიან. "სასწრაფოს" ექიმები ამბობენ, რომ ღამით უამრავ ასეთ ადამიანთან უწევთ გამოძახებაზე მისვლა. რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ?

- არ არის ნარკოპოლიტიკა მკაცრი. პირიქით, ისეთი კანონი მიიღეს, რომელიღაც ნარკოტიკები დაუშვეს კიდეც. რაც ეს კანონი მიიღეს, ამ 5 წელში უფრო გამწვავდა ვითარება. ჩვენ ამას მაშინაც ვაპროტესტებდით და არ მოგვისმინა სახელმწიფომ. ახლა უფრო გამარტივებას აპირებენ. ნარკოლიბერალიზაციას შედეგი არასდროს მოუტანია. "გირჩი" და მისთანანი გაიძახიან, ასე ხდება სხვა ქვეყნებშიო. აბა, მიდით და მოითხოვეთ სტატისტიკა და ნახავთ, რამდენი ადამიანი ჩამოასვენეს ამერიკიდან სწორედ ნარკოტიკების გამო გარდაცვლილი. ამერიკასა და ევროპაში რომ დაიღუპნენ ჩვენი მოქალაქეები ნარკოტიკებით, ამის სტატისტიკა ხომ აქვს ხელისუფლებას. დღე არ გადის, ერთი მიცვალებული არ ჩამოასვენონ ამერიკიდან ნარკოტიკით გარდაცვლილი. იქ ხომ არის ლიბერალიზაცია და ეს თუ კარგია, რატომ იღუპებიან მაშინ ადამიანები?! აქაც იგივე უნდათ მოხდეს?! ეს არ უნდა დავუშვათ. არც ის არის სწორი, სააკაშვილის დროს მათ რომ აკავებდნენ და ხოცავდნენ საპყრობილეებში, შუალედია დასაჭერი.

- თქვენი აზრით, უნდა დაიხუროს თუ არა "ბასიანი" და მსგავსი კლუბები?

- წლებია "ბასიანის" და საერთოდ, კლუბების პრობლემაა. შეგიძლიათ თქვენი თვალით ნახოთ მწარე რეალობა. შაბათ დილით 6-7 საათზე გამოდით ქუჩაში და ნახავთ, კლუბების მიმდებარედ ჩვენი ახალგაზრდები ქუჩაში როგორ წვანან. აი, ეს არის კლუბური ნარკოტიკის შედეგი, იქიდან გამოსულები გარეთ იხოცებიან. კლუბების მეპატრონეები ამბობენ, ჩვენთან არავინ კვდებაო. იქიდან გამოსული რომ კვდება, ამაზე თვალი უნდა დავხუჭოთ? გააგრძელეთ კითხვა