საზოგადოება
პოლიტიკა

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მეცნიერება
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
8 წლის ბიჭუნამ ჭადრაკის დიდოსტატი დაამარცხა - ვინ არის პატარა გენიოსი, რომელმაც რეკორდი დაამყარა
8 წლის ბიჭუნამ ჭადრაკის დიდოსტატი დაამარცხა - ვინ არის პატარა გენიოსი, რომელმაც რეკორდი დაამყარა

8 წლის სინ­გა­პუ­რე­ლი ბი­ჭუ­ნა ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა მო­თა­მა­შე გახ­და, რო­მელ­მაც ჭად­რაკ­ში დი­დოს­ტა­ტი და­ა­მარ­ცხა. შვე­ი­ცა­რი­ა­ში გა­მარ­თუ­ლი სამ­სა­ა­თი­ა­ნი თა­მა­შის შემ­დეგ, 8 წლის აშ­ვათ კა­უ­შიკ­მა, 37 წლის პო­ლო­ნე­ლი დი­დოს­ტა­ტი ია­ცეკ სტო­პა და­ა­მარ­ცხა.

კა­უ­შიკ­მა ასა­კობ­რი­ვი რე­კორ­დი რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­ამ­ყა­რა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მა­ნამ­დე რე­კორდსმე­ნი რვა წლის და 11 თვის სერ­ბი ლე­ო­ნიდ ივა­ნო­ვი­ჩი იყო, რო­მელ­მაც სერ­ბი დი­დოს­ტა­ტი, 59 წლის ბულ­გა­რე­ლი მილ­კო პოპ­ჩე­ვი და­ა­მარ­ცხა.

"ძა­ლი­ან ამა­ღელ­ვე­ბე­ლი გრძნო­ბაა და გა­სა­ო­ცა­რია, რომ შე­მიძ­ლია კლა­სი­კურ ჭად­რაკ­ში დი­დოს­ტა­ტი და­ვა­მარ­ცხო. სა­კუ­თა­რი თა­ვით ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ",- აცხა­დებ­და კა­უ­ში­კი.

Chess.com-ის თა­ნახ­მად, კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი სა­ჭად­რა­კო სამ­ყა­რო ბოლო პე­რი­ოდ­ში ბავ­შვე­ბის მა­ტე­ბას გა­ნიც­დის, რომ­ლე­ბიც ად­რე­ულ ასაკ­ში არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი შე­დე­გე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან.

აშ­ვა­თი ჯერ კი­დევ ოთხი წლის იყო, როცა მშობ­ლებ­მა ჭად­რა­კის თა­მა­ში ას­წავ­ლეს. ახლა ბი­ჭუ­ნა კვი­რის დღე­ებ­ში ჭად­რაკს 2-2 სა­ა­თით თა­მა­შობს, შა­ბათ-კვი­რას კი 6-7 სა­ა­თით. "ჭად­რა­კი ნამ­დვი­ლად სა­ხა­ლი­სოა და ადა­მი­ანს უფრო ჭკვი­ანს ხდის, რად­გან სა­უ­კე­თე­სო სვლე­ბის სა­პოვ­ნე­ლად ძა­ლი­ან ბევ­რი ფიქ­რია სა­ჭი­რო",- ამ­ბობს პა­ტა­რა რე­კორდსმე­ნი.

წყა­რო: theguardian

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

ავტორი:

8 წლის ბიჭუნამ ჭადრაკის დიდოსტატი დაამარცხა - ვინ არის პატარა გენიოსი, რომელმაც რეკორდი დაამყარა

8 წლის ბიჭუნამ ჭადრაკის დიდოსტატი დაამარცხა - ვინ არის პატარა გენიოსი, რომელმაც რეკორდი დაამყარა

8 წლის სინგაპურელი ბიჭუნა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა, რომელმაც ჭადრაკში დიდოსტატი დაამარცხა. შვეიცარიაში გამართული სამსაათიანი თამაშის შემდეგ, 8 წლის აშვათ კაუშიკმა, 37 წლის პოლონელი დიდოსტატი იაცეკ სტოპა დაამარცხა.

კაუშიკმა ასაკობრივი რეკორდი რამდენიმე დღის წინ დაამყარა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე რეკორდსმენი რვა წლის და 11 თვის სერბი ლეონიდ ივანოვიჩი იყო, რომელმაც სერბი დიდოსტატი, 59 წლის ბულგარელი მილკო პოპჩევი დაამარცხა.

"ძალიან ამაღელვებელი გრძნობაა და გასაოცარია, რომ შემიძლია კლასიკურ ჭადრაკში დიდოსტატი დავამარცხო. საკუთარი თავით ძალიან ვამაყობ",- აცხადებდა კაუშიკი.

Chess.com-ის თანახმად, კონკურენტუნარიანი საჭადრაკო სამყარო ბოლო პერიოდში ბავშვების მატებას განიცდის, რომლებიც ადრეულ ასაკში არაჩვეულებრივი შედეგებით გამოირჩევიან.

აშვათი ჯერ კიდევ ოთხი წლის იყო, როცა მშობლებმა ჭადრაკის თამაში ასწავლეს. ახლა ბიჭუნა კვირის დღეებში ჭადრაკს 2-2 საათით თამაშობს, შაბათ-კვირას კი 6-7 საათით. "ჭადრაკი ნამდვილად სახალისოა და ადამიანს უფრო ჭკვიანს ხდის, რადგან საუკეთესო სვლების საპოვნელად ძალიან ბევრი ფიქრია საჭირო",- ამბობს პატარა რეკორდსმენი.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა