საზოგადოება
პოლიტიკა

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილი ხალხს მიმართავს: "იმედია, მხნედ ხართ... მე ძალიან მხნე და ბრძოლისუნარიანი ვარ"
მიხეილ სააკაშვილი ხალხს მიმართავს: "იმედია, მხნედ ხართ...  მე ძალიან მხნე და ბრძოლისუნარიანი ვარ"

მინ­და მივ­მარ­თო ხალ­ხს - იმე­დია, მხნედ ხართ, იმე­დი მაქვს, ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნე­ბი ხართ, იმი­ტომ, რომ მე ძა­ლი­ან მხნედ და ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნი ვარ,- ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა დიდი ოდე­ნო­ბით სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხე­ბის ჯგუ­ფუ­რად გაფ­ლან­გვის ბრა­ლის თა­ო­ბა­ზე მის სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე დის­ტან­ცი­უ­რად ჩარ­თვი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მე პო­ლი­ტი­კუ­რია.

"დღეს ირ­ჩე­ვა საქ­მე, რო­მელ­ზეც გუ­შინ ივა­ნიშ­ვი­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა თქვა, რომ მე თურ­მე პო­ლი­ტი­კურ გან­ცხა­დე­ბებს ვა­კე­თებ, მაგ­რამ ყვე­ლამ იცის, რომ ეს საქ­მე პო­ლი­ტი­კუ­რია. ყვე­ლამ იცის, რომ ასა­მარ­თლე­ბენ არა მხო­ლოდ ივა­ნიშ­ვი­ლის მთა­ვარ ოპო­ნენტს, არა­მედ პუ­ტი­ნიზ­მის მთა­ვარ ოპო­ნენტს ჩვენს რე­გი­ონ­ში. მთე­ლი მსოფ­ლი­ოს ყუ­რა­დღე­ბაა მი­ჯაჭ­ვუ­ლი ამ პრო­ცეს­ზე“,- გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ დიდი ოდე­ნო­ბით სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხე­ბის ჯგუ­ფუ­რად გაფ­ლან­გვა­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის, თე­ი­მუ­რაზ ჯა­ნა­ში­ას საქ­მე­ზე თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს. სხდო­მას კლი­ნი­კა "ვი­ვა­მე­დი­დან“ ეს­წრე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

დღე­ვან­დე­ლი სხდო­მა დაც­ვის მხა­რის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­მოკ­ვლე­ვით გაგ­რძელ­დე­ბა. რო­გორც პრო­ცე­სის და­წყე­ბამ­დე ად­ვო­კატ­მა ბექა ბა­სი­ლა­ი­ამ გა­ნა­ცხა­და, მათ მოწ­მედ ჰყავთ გა­მო­ძა­ხე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი თე­მურ მღებ­რიშ­ვი­ლი, ასე­ვე სდსს-ს ამ­ჟა­მინ­დე­ლი უფ­რო­სის, ან­ზორ ჩუ­ბი­ნი­ძის მრჩე­ვე­ლი, სი­მონ ნო­ზა­ძე.

ასე­ვე იხი­ლეთ:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 44 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
საღათა
1

თქვენი არ ვიცი და მე კი ძალიან ძეურაცყოფილი ვარ როგორც მოქალაქე, ეს როგორ იყო ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი? ამაზე დიდი სირცხვილი ჩვენს ქვეყანას ჯერ არ ჰქონია!

გიორგი
1

დაშნაკების რევოლუცია აღარ მოხდება საქართველოში,წადით და სომხეთში გააჯაზეთ არმენებო,სანამ გავგიჟებულვართ ქართველები !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

მიხეილ სააკაშვილი ხალხს მიმართავს: "იმედია, მხნედ ხართ... მე ძალიან მხნე და ბრძოლისუნარიანი ვარ"

მიხეილ სააკაშვილი ხალხს მიმართავს: "იმედია, მხნედ ხართ...  მე ძალიან მხნე და ბრძოლისუნარიანი ვარ"

მინდა მივმართო ხალხს - იმედია, მხნედ ხართ, იმედი მაქვს, ბრძოლისუნარიანები ხართ, იმიტომ, რომ მე ძალიან მხნედ და ბრძოლისუნარიანი ვარ,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის ბრალის თაობაზე მის სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული საქმე პოლიტიკურია.

"დღეს ირჩევა საქმე, რომელზეც გუშინ ივანიშვილის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ მე თურმე პოლიტიკურ განცხადებებს ვაკეთებ, მაგრამ ყველამ იცის, რომ ეს საქმე პოლიტიკურია. ყველამ იცის, რომ ასამართლებენ არა მხოლოდ ივანიშვილის მთავარ ოპონენტს, არამედ პუტინიზმის მთავარ ოპონენტს ჩვენს რეგიონში. მთელი მსოფლიოს ყურადღებაა მიჯაჭვული ამ პროცესზე“,- განაცხადა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს. სხდომას კლინიკა "ვივამედიდან“ ესწრება მიხეილ სააკაშვილი.

დღევანდელი სხდომა დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება. როგორც პროცესის დაწყებამდე ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, მათ მოწმედ ჰყავთ გამოძახებული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ მღებრიშვილი, ასევე სდსს-ს ამჟამინდელი უფროსის, ანზორ ჩუბინიძის მრჩეველი, სიმონ ნოზაძე.

ასევე იხილეთ: