საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოში გამალებული ინტენსივობით მიდის რუსული ჰიბრიდული ომი..." - როგორ შეიძლება ჩაერიოს რუსეთი ქართულ არჩევნებში და რამდენად რეალურია ეს საფრთხე?
"საქართველოში გამალებული ინტენსივობით მიდის რუსული ჰიბრიდული ომი..." -  როგორ შეიძლება ჩაერიოს რუსეთი ქართულ არჩევნებში და რამდენად რეალურია ეს საფრთხე?

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა “დო­ი­ჩე ვე­ლეს­თვის“ (DW) მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ ოქ­ტომ­ბერ­ში და­გეგ­მილ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში რუ­სე­თის ჩა­რე­ვას ელის. ჟურ­ნა­ლის­ტის შე­კი­თხვა­ზე, რაში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­თის ჩა­რე­ვის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა:

"ჩვენ უფრო ახ­ლოს ვართ და რუ­სუ­ლი სამ­სა­ხუ­რე­ბი ბევ­რად უკეთ გვიც­ნო­ბენ, იც­ნო­ბენ ხალ­ხს, ჩვენს ხა­სი­ათს. ასე რომ, გარ­კვე­ულ­წი­ლად, მათ­თვის უფრო ად­ვი­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­რე­ვა, რად­გან ეს მათ­თვის ცნო­ბი­ლი ნი­ა­და­გია. ამავდრო­უ­ლად, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი­სათ­ვის კარ­გად ნაც­ნო­ბია საბ­ჭო­თა პრო­პა­გან­და, რაც დი­დად არ გან­სხვავ­დე­ბა დღე­ვან­დე­ლი რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის­გან. ასე რომ, ჩვენ­თან შე­იძ­ლე­ბა გამ­ძლე­ო­ბა ცოტა უფრო მა­ღა­ლია, მაგ­რამ ჩვენ ამის (რუ­სე­თის ჩა­რე­ვის) საფრ­თხის წი­ნა­შე მიმ­დი­ნა­რე წელს დავ­დგე­ბით, რად­გან ოქ­ტომ­ბერ­ში სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბია. ასე რომ, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ბევრ ჩა­რე­ვას უნდა ვე­ლო­დოთ, სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ ჰიბ­რი­დუ­ლი ომი მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - აღ­ნიშ­ნა პრე­ზი­დენ­ტმა.

"ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბას ქვეყ­ნის­თვის და­მა­ზი­ა­ნებ­ლად აფა­სე­ბენ და მსგავს საფრ­თხეს არც გა­ნი­ხი­ლა­ვენ.

"ქალ­ბა­ტონ­მა პრე­ზი­დენ­ტმა, სა­ერ­თოდ, სა­ქარ­თვე­ლოს და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის კე­თე­ბის დროს ან თავი შე­ი­კა­ვოს, ან თუ აკე­თებს ამ და­მა­ზი­ა­ნე­ბელ გან­ცხა­დე­ბებს, და­ა­კონ­კრე­ტოს, რაში უნდა გა­მო­ი­ხა­ტოს რუ­სე­თის ჩა­რე­ვა სა­ქარ­თვე­ლოს სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ში - ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პო­ლი­ტი­კუ­რი ვენ­დე­ტა "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ზე“, - გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა ირაკ­ლი ქა­და­გიშ­ვილ­მა. მისი შე­ფა­სე­ბით, სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მხრი­დან აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა არის ქვეყ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი ჰიბ­რი­დუ­ლი ომის ნა­წი­ლი.

თბილ­სი­ის მე­რის, კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, 2024 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად ჩა­ტარ­დე­ბა და მას­ში ჩა­რე­ვას ვერ­ცერ­თი ქვე­ყა­ნა ვერ შეძ­ლებს. "არ­ჩევ­ნებ­ში ჩა­რე­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არა­ვის აქვს, არც რუ­სეთს, არც ევ­რო­კავ­შირს, არც აშშ-ს. ამას ვე­რა­ვინ შეძ­ლებს. სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად, რო­გორც ტარ­დე­ბო­და. 2012 წლის შემ­დეგ, ყვე­ლამ იცის, რო­გორ ვა­ტა­რებთ არ­ჩევ­ნებს და ეს სტან­დარ­ტი იქ­ნე­ბა შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი. ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას, პო­ლი­ტი­კოსს ექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, აწარ­მო­ოს თა­ვი­სი სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია, შეხ­ვდეს მო­სახ­ლე­ო­ბას, გა­აც­ნოს თა­ვი­სი ხედ­ვე­ბი და შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი, თუმ­ცა არ­ჩევ­ნებ­ში ჩა­რე­ვას ვერ­ცერ­თი ქვე­ყა­ნა ვერ შეძ­ლებს“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის პო­ლი­ტი­კის მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის პრო­ფე­სორ ლაშა ძე­ბი­საშ­ვილ­თან სა­უ­ბარს სა­ქარ­თვე­ლო­ში გაზ­რდილ რუ­სულ ჰიბ­რი­დულ გავ­ლე­ნა­სა და სა­ინ­ფორ­მა­ციო პრო­პა­გან­და­ზე ვი­წყებთ, რაც სა­ქარ­თვე­ლოს საქ­მე­ებ­ში რუ­სე­თის ჩა­რე­ვის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან ბერ­კეტს წარ­მო­ად­გენს.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ გა­მა­ლე­ბუ­ლი ინ­ტენ­სი­ვო­ბით მი­დის რუ­სუ­ლი ჰიბ­რი­დუ­ლი ომი, ფაქ­ტია და ეს სა­ქარ­თვე­ლოს საქ­მე­ებ­ში ჩა­რე­ვის რუ­სე­თის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან ბერ­კეტს წარ­მო­ად­გენს. ჰიბ­რი­დუ­ლი გუ­ლის­ხმობს რო­გორც ეკო­ნო­მი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, ასე­ვე პო­ლი­ტი­კურ სივ­რცე­ში გავ­ლე­ნის მო­პო­ვე­ბას. სა­უ­ბა­რია პო­ლი­ტი­კურ მო­თა­მა­შე­ებ­ზე და ფი­გუ­რებ­ზე, ასე­ვე ინ­სტი­ტუ­ტებ­ში გავ­ლე­ნის მო­პო­ვე­ბა­ზე. ფაქ­ტია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სუ­ლი ჰიბ­რი­დუ­ლი გავ­ლე­ნა ძა­ლი­ან გაზ­რდი­ლია და ეს პო­ლი­ტი­კუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რის გარ­და, სა­ინ­ფორ­მა­ციო, მე­დია სივ­რცე­ში, სოცქსე­ლებ­ში და სხვა მრა­ვალ სფე­რო­ში აი­სა­ხე­ბა.

კა­ტას­ტრო­ფუ­ლად არის გაზ­რდი­ლი რუ­სუ­ლი გავ­ლე­ნა, რუ­სუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო პრო­პა­გან­და, რუ­სუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს­თვის სა­სარ­გებ­ლო და ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის­თვის და­მან­გრე­ვე­ლი მე­სი­ჯე­ბის გავ­რცე­ლე­ბა ქარ­თულ სა­ინ­ფორ­მა­ციო სივ­რცე­ში. ისიც ფაქ­ტია, რომ ამ ჰიბ­რი­დუ­ლი ომის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო, პრაქ­ტი­კუ­ლად, არა­ნა­ირ ნა­ბიჯს არ დგამს. შეგ­ვიძ­ლია ეს მი­ვი­ღოთ რო­გორც მწა­რე რე­ა­ლო­ბა, მაგ­რამ ასეა.

როცა სა­ხელ­მწი­ფო არა­ვი­თარ ნა­ბიჯს არ დგამს რუ­სუ­ლი ჰიბ­რი­დუ­ლი პრო­ცე­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და მის ასა­ლაგ­მა­ვად, ჩნდე­ბა კი­თხვა, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში პრო­ცე­სე­ბი თუ ისე არ წა­ვი­და, რო­გორც რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სებ­ში შე­დის, ბუ­ნებ­რი­ვად და ობი­ექ­ტუ­რად ხომ არ ჩნდე­ბა გარ­კვე­უ­ლი რის­კი და მო­ლო­დი­ნი იმი­სა, რომ რუ­სე­თი გან­სა­კუთ­რე­ბით გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა იმის­თვის, რომ პრო­ცე­სე­ბი თა­ვის სა­სარ­გებ­ლოდ წა­იყ­ვა­ნოს. ვფიქ­რობ, ამა­ზე მი­ა­ნიშ­ნა პრე­ზი­დენ­ტმა, რა­საც სავ­სე­ბით საკ­მა­რი­სი სა­ფუძ­ვე­ლი გა­აჩ­ნია.

ამ გა­მა­ლე­ბუ­ლი ჰიბ­რი­დუ­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ფორ­მა­ციო პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი ომის პი­რო­ბებ­ში, თა­ვი­სუფ­ლად, უპ­რობ­ლე­მოდ და ყო­ველ­გვა­რი შე­ზღუდ­ვის გა­რე­შე (ხში­რად - ხელ­შე­წყო­ბი­თაც კი) ვრცელ­დე­ბა რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი და ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი რუ­სუ­ლი მე­სი­ჯე­ბი, მათ შო­რის მე­დია სივ­რცე­ში. ბევ­რი მა­გა­ლი­თის მოყ­ვა­ნა შე­იძ­ლე­ბა, ერ­თია, რომ აქ ძა­ლი­ან ბევ­რი თა­ვად ქარ­თვე­ლი მო­ნა­წი­ლეა, ასე­ვე, ორ­გა­ნი­ზა­ცია, პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია თუ სხვა, რო­მე­ლიც ერთი-ერ­თზე იმე­ო­რებს იმ პირ­და­პირ გზავ­ნი­ლებს, რაც კრემლში იწე­რე­ბა (ჯერ რუ­სულ მე­დი­ა­ში ვრცელ­დე­ბა, მერე ჩვენ­თან ამო­ტივ­ტივ­დე­ბა ხოლ­მე), ამ მე­სი­ჯე­ბის ასპრო­ცენ­ტი­ა­ნი დამ­თხვე­ვით ხდე­ბა ხოლ­მე, იქ­ნე­ბა ეს ომის თე­მას­თან, და­სავ­ლეთ­თან, ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ას­თან თუ სხვა თე­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ყვე­ლა იმ თე­მა­ტურ სა­კი­თხებ­ზე, რომ­ლე­ბიც კრემ­ლის გად­მო­სა­ხე­დი­დან რუ­სე­თის­თვის სა­ზი­ა­ნოა, მი­დის ინ­ტენ­სი­უ­რი სა­ინ­ფორ­მა­ციო შე­ტე­ვა. თუ ნა­ხავთ მე­სი­ჯებს, რომ­ლებ­საც კრემ­ლი გას­ცემს და მერე მათ შე­ა­და­რებთ მე­სი­ჯებს, რომ­ლებ­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში არა მხო­ლოდ კრემ­ლის და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი აგენ­ტე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ, არა­მედ, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც იმე­ო­რე­ბენ, მიხ­ვდე­ბით, რომ სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მას­თან გვაქვს საქ­მე. ზო­გა­დად, ჩვენ სა­ხელ­მწი­ფოს და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის საფრ­თხის აღ­ქმის პრობ­ლე­მა გვაქვს“.

რო­გორც პო­ლი­ტო­ლო­გი ამ­ბობს, ბუ­ნებ­რი­ვია, რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლო­ში ხელს არ შე­უ­წყობს ისე­თი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მოს­ვლას, რო­მე­ლიც რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სებს არ პა­სუ­ხობს, ამი­ტომ ყვე­ლა­ნა­ი­რად ეც­დე­ბა პრო­ცე­სებ­ში ჩა­რე­ვას. მა­ინც რას უნდა ვე­ლო­დოთ ოკუ­პან­ტი ქვეყ­ნის­გან და რა უნდა გა­კეთ­დეს პრე­ვენ­ცი­ის­თვის, რათა კრემ­ლმა სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­არ­ჩევ­ნოდ თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სე­ბის გა­ტა­რე­ბა ვერ შეძ­ლოს, ლაშა ძე­ბი­საშ­ვი­ლი გვიხ­სნის:

"ჩვენ ხომ ვი­ცით, რომ რა­ღაც ისე­თი სას­წა­უ­ლი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი პო­ტენ­ცი­ის უნა­რი არ არის სა­ჭი­რო სა­ი­მი­სოდ, რომ წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ - იმ შემ­თხვე­ვა­ში, როცა მაგ. პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი არ მი­დის იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რა­საც პი­რო­ბი­თად ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ან იგი­ვე კრემ­ლი ელო­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, მა­შინ ბუ­ნებ­რი­ვია, მოხ­დე­ბა იმ პრო­ცე­სე­ბის წა­მო­წყე­ბა და გა­თა­მა­შე­ბა, რომ­ლე­ბიც არ­ჩევ­ნე­ბი­დან ყუ­რა­დღე­ბის გა­და­ტა­ნას მო­ახ­დენს. მაგ. ვი­ცით, რომ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ საკ­მაო რა­ო­დე­ნო­ბის მომ­ხრე­ე­ბი ჰყავს, ამას არა­ვინ უარ­ყოფს. ისი­ნი გვარ­წმუ­ნე­ბენ, კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბით მო­ვალ­თო და თე­ო­რი­უ­ლად და­ვუშ­ვათ, რომ არ­ჩევ­ნებ­ში "ოც­ნე­ბა“ ამას ვერ აღ­წევს. ის­მის კი­თხვა - რა უნდა მოხ­დეს ისე­თი, რომ ეს პრო­ცე­სი პი­რო­ბი­თად შე­ჩერ­დეს, ან სხვა მოვ­ლე­ნით გა­და­ი­ფა­როს? ჩვენ შე­იძ­ლე­ბა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ და­ი­წყოს გარ­კვე­უ­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბა სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თან, რუ­სე­ბი გად­მო­ვიდ­ნენ თრუ­სოს ხე­ო­ბა­ში და სხვა. ამ შემ­თხვე­ვა­ში არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი და­ი­წყოს გარ­კვე­უ­ლი ხა­სი­ა­თის კრი­ზი­სე­ბის გა­თა­მა­შე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რა­ზეც მოხ­დე­ბა არ­ჩევ­ნე­ბი­დან ყუ­რა­დღე­ბის და აქ­ცენ­ტე­ბის სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე გა­და­ტა­ნა. ამის შემ­დეგ რამ­დე­ნად გახ­დე­ბა ეს კარ­გი სა­ფარ­ვე­ლი, თუ სა­ბა­ბი იმი­სა, რომ შემ­დგომ სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სი ისევ კრემ­ლის­თვის სა­სურ­ველ კა­ლა­პოტს და­უბ­რუნ­დეს, ეს უკვე სხვა საქ­მეა, მაგ­რამ ის, რომ პა­ტა­რა, თუ სა­შუ­ა­ლო დო­ნის კრი­ზი­სე­ბის მეშ­ვე­ო­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია პო­ლი­ტი­კუ­რი დღის წეს­რი­გის შეც­ვლა და ყუ­რა­დღე­ბის გა­და­ტა­ნა, ეს სავ­სე­ბით რე­ა­ლუ­რია.

myquiz

სი­მარ­თლე გი­თხრათ, სა­ხელ­მწი­ფოს­გან ნაკ­ლე­ბად ველი რა­ი­მეს ორ­გა­ნი­ზე­ბას, პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბას იმი­ტომ, რომ ბოლო 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მას შემ­დეგ, რაც სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა მო­ვი­პო­ვეთ, ძი­რი­თა­დად სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მყო­ფი პარ­ტი­ე­ბი არი­ან დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი დე­მოკ­რა­ტი­ის დე­კონ­სტრუქ­ცია-დე­მონ­ტაჟ­ში. როცა ისი­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­დი­ან, ისე გა­უტ­კბე­ბათ ხოლ­მე ძა­ლა­უფ­ლე­ბა, ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­იმ­ყა­რონ და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბი მო­შა­ლონ. ამი­ტომ აქ სა­ხელ­მწი­ფოს ნაკ­ლე­ბად ვენ­დო­ბო­დი, თუმ­ცა ვი­სურ­ვებ­დი, რომ სა­ხელ­მწი­ფო კონ­სტი­ტუ­ცი­ურ ჩარ­ჩო­ში ჩად­გეს და არც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უფ­ლე­ბე­ბი არ შე­ლა­ხოს, არ მო­ახ­დი­ნოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პირ­და­პი­რი უზურ­პა­ცია. ეს სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­მაც ვერ გა­ბე­და 2012 წელს, რაც ძა­ლი­ან კარ­გია, თუმ­ცა გარ­კვე­უ­ლი ნიშ­ნე­ბი იყო იმი­სა, რომ ამას აპი­რებ­და. ვი­ტყო­დი, რომ ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნი­ტო­რინ­გის და ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით, ეს უნდა იყოს მარ­თლაც უპ­რე­ცე­დენ­ტო, რომ თა­ვის დრო­ზე ყვე­ლა დო­ნე­ზე, ყველ­გან იქ­ნას და­ნა­ხუ­ლი არ­ჩევ­ნებ­ში ჩა­რე­ვა ან უზურ­პა­ცია. მე­ო­რეს მხრივ, სა­ჭი­როა სა­ზო­გა­დო­ე­ბის, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბის, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი მო­ბი­ლი­ზე­ბა, ყველ­გან და ყვე­ლა მი­სა­მარ­თზე, რათა თა­ვი­დან­ვე, სა­წყის ეტაპ­ზე მი­ვა­ნიშ­ნოთ ყვე­ლას, ვი­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უზურ­პი­რე­ბის სურ­ვი­ლი აქვს, რომ ეს მარ­ტი­ვად არ გა­მო­უ­ვათ. სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ეს თუ არ და­ა­ნა­ხათ, მა­შინ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ად­ვი­ლად და­ას­რუ­ლებს ყვე­ლა­ფერს და მე­ო­რე დღეს­ვე ტო­ტა­ლი­ტა­რულ და ავ­ტო­რი­ტა­რულ სა­ხელ­მწი­ფო­ში ამოვ­ყოფთ თავს.

არ მგო­ნია, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყვე­ლა სქარ­თვე­ლოს მო­ღა­ლა­ტე და რუ­სე­თუ­მეა, უბ­რა­ლოდ, ვფიქ­რობ, რომ ის პო­ლი­ტი­კა, რა­საც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ატა­რებს, რუ­სე­თის­თვის მეტ­ნაკ­ლე­ბად მი­სა­ღე­ბია, ბუ­ნებ­რი­ვია, მწყა­ლო­ბე­ლი თვა­ლით უყუ­რებს ამ პრო­ცე­სებს და ხელ­საც უწყობს ამ პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბა­ში. გა­სა­გე­ბია, პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ეს არის რუ­სე­ბის მთავ­რო­ბა, არი­ან რუ­სე­ბის მო­ნე­ბი, მაგ­რამ, რო­გორც მი­ნი­მუმ, ყვე­ლა არ მგო­ნია ასე­თი, შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცე­ებს უფრო მე­ტად და­ვუ­ძა­ხოთ ეს სა­ხე­ლი, ვი­ღა­ცე­ებს - ნაკ­ლე­ბად, ან სა­ერ­თოდ - არა, მაგ­რამ ზო­გა­დად ვი­ტყო­დი, რომ პო­ლი­ტი­კა, რა­საც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ატა­რებს, პირ­ველ რიგ­ში, მორ­გე­ბუ­ლია მათი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე, მათი ინ­ტე­რე­სე­ბის (კერ­ძო, თუ მათი პარ­ტი­ის) გამ­ტა­რე­ბე­ლია, მე­ო­რეს მხრივ, რუ­სე­თის­თვის ყვე­ლა­ზე მი­სა­ღე­ბი. ბუ­ნებ­რი­ვია, რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლო­ში ხელს არ შე­უ­წყობს ისე­თი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მოს­ვლას, რო­მე­ლიც რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სებს არ პა­სუ­ხობს, ამი­ტომ ყვე­ლა­ნა­ი­რად ეც­დე­ბა ჩა­რე­ვას და ხე­ლის შეშ­ლას“.

მკითხველის კომენტარები / 51 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!
20

საქართველო არის ოჯახური ტრადიციების ქვეყანა და როცა ქართველები ხედავენ რომ ვიღაც პრო ევროპული ძალები ებრძვიან ამ ოჯახურ ტრადიციებს, ხოლო ლგბტ და ..... ცხადი თუ შეფარული ზეწოლით,-პროპაგანდას ცდილობენ, ქართველები იძულებულები გახადეს არჩევნებზე უარი თქვან სუფთა პროევროპულ პარტიებზე და პრიორიტეტად აირჩიონ შედარებით ოჯახურ ტრადიციებზე და ერის რელიგიაზე ორიენტირებული პარტიები. ე.წ. პრორუსულ პარტიებისადმი გადახრაც ისევ თქვენი, პროევროპელების არა ეროვნული გატარებული ხაზის დამსახურებაა. ეხლა კი, წინასაარჩევნოდ გადაჯგუფება და ნიღბების ცვლილება საქმეს აღარ უშველის, ყველამ კარგად იცის ვინ ვინაა და რაც უნდათ.

ჟორა
14

მთავარია ნაგვიონალები არ მოვიდნენ!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"საქართველოში გამალებული ინტენსივობით მიდის რუსული ჰიბრიდული ომი..." - როგორ შეიძლება ჩაერიოს რუსეთი ქართულ არჩევნებში და რამდენად რეალურია ეს საფრთხე?

"საქართველოში გამალებული ინტენსივობით მიდის რუსული ჰიბრიდული ომი..." -  როგორ შეიძლება ჩაერიოს რუსეთი ქართულ არჩევნებში და რამდენად რეალურია ეს საფრთხე?

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა “დოიჩე ველესთვის“ (DW) მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევას ელის. ჟურნალისტის შეკითხვაზე, რაში გამოიხატება საქართველოში რუსეთის ჩარევის მტკიცებულებები, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა:

"ჩვენ უფრო ახლოს ვართ და რუსული სამსახურები ბევრად უკეთ გვიცნობენ, იცნობენ ხალხს, ჩვენს ხასიათს. ასე რომ, გარკვეულწილად, მათთვის უფრო ადვილია საქართველოში ჩარევა, რადგან ეს მათთვის ცნობილი ნიადაგია. ამავდროულად, ქართველი ხალხისათვის კარგად ნაცნობია საბჭოთა პროპაგანდა, რაც დიდად არ განსხვავდება დღევანდელი რუსული პროპაგანდისგან. ასე რომ, ჩვენთან შეიძლება გამძლეობა ცოტა უფრო მაღალია, მაგრამ ჩვენ ამის (რუსეთის ჩარევის) საფრთხის წინაშე მიმდინარე წელს დავდგებით, რადგან ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებია. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, ბევრ ჩარევას უნდა ველოდოთ, საქართველოს მიმართ ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

"ქართულ ოცნებაში" პრეზიდენტის განცხადებას ქვეყნისთვის დამაზიანებლად აფასებენ და მსგავს საფრთხეს არც განიხილავენ.

"ქალბატონმა პრეზიდენტმა, საერთოდ, საქართველოს დამაზიანებელი განცხადებების კეთების დროს ან თავი შეიკავოს, ან თუ აკეთებს ამ დამაზიანებელ განცხადებებს, დააკონკრეტოს, რაში უნდა გამოიხატოს რუსეთის ჩარევა საქართველოს საარჩევნო პროცესში - ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ვენდეტა "ქართულ ოცნებაზე“, - განაცხადა საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა. მისი შეფასებით, სწორედ საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან აღნიშნული განცხადება არის ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ჰიბრიდული ომის ნაწილი.

თბილსიის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდება და მასში ჩარევას ვერცერთი ქვეყანა ვერ შეძლებს. "არჩევნებში ჩარევის შესაძლებლობა არავის აქვს, არც რუსეთს, არც ევროკავშირს, არც აშშ-ს. ამას ვერავინ შეძლებს. საქართველოში არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად, როგორც ტარდებოდა. 2012 წლის შემდეგ, ყველამ იცის, როგორ ვატარებთ არჩევნებს და ეს სტანდარტი იქნება შენარჩუნებული. ყველა პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკოსს ექნება შესაძლებლობა, აწარმოოს თავისი საარჩევნო კამპანია, შეხვდეს მოსახლეობას, გააცნოს თავისი ხედვები და შეხედულებები, თუმცა არჩევნებში ჩარევას ვერცერთი ქვეყანა ვერ შეძლებს“, - განაცხადა კალაძემ.

საქართველოს უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორ ლაშა ძებისაშვილთან საუბარს საქართველოში გაზრდილ რუსულ ჰიბრიდულ გავლენასა და საინფორმაციო პროპაგანდაზე ვიწყებთ, რაც საქართველოს საქმეებში რუსეთის ჩარევის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ბერკეტს წარმოადგენს.

"საქართველოში რომ გამალებული ინტენსივობით მიდის რუსული ჰიბრიდული ომი, ფაქტია და ეს საქართველოს საქმეებში ჩარევის რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ბერკეტს წარმოადგენს. ჰიბრიდული გულისხმობს როგორც ეკონომიკურ საქმიანობაში, ასევე პოლიტიკურ სივრცეში გავლენის მოპოვებას. საუბარია პოლიტიკურ მოთამაშეებზე და ფიგურებზე, ასევე ინსტიტუტებში გავლენის მოპოვებაზე. ფაქტია, რომ საქართველოში რუსული ჰიბრიდული გავლენა ძალიან გაზრდილია და ეს პოლიტიკური და ეკონომიკურის გარდა, საინფორმაციო, მედია სივრცეში, სოცქსელებში და სხვა მრავალ სფეროში აისახება.

კატასტროფულად არის გაზრდილი რუსული გავლენა, რუსული საინფორმაციო პროპაგანდა, რუსული სახელმწიფოსთვის სასარგებლო და ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის დამანგრეველი მესიჯების გავრცელება ქართულ საინფორმაციო სივრცეში. ისიც ფაქტია, რომ ამ ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ საქართველოს სახელმწიფო, პრაქტიკულად, არანაირ ნაბიჯს არ დგამს. შეგვიძლია ეს მივიღოთ როგორც მწარე რეალობა, მაგრამ ასეა.

როცა სახელმწიფო არავითარ ნაბიჯს არ დგამს რუსული ჰიბრიდული პროცესების წინააღმდეგ და მის ასალაგმავად, ჩნდება კითხვა, რომ ამ ქვეყანაში პროცესები თუ ისე არ წავიდა, როგორც რუსეთის ინტერესებში შედის, ბუნებრივად და ობიექტურად ხომ არ ჩნდება გარკვეული რისკი და მოლოდინი იმისა, რომ რუსეთი განსაკუთრებით გააქტიურდება იმისთვის, რომ პროცესები თავის სასარგებლოდ წაიყვანოს. ვფიქრობ, ამაზე მიანიშნა პრეზიდენტმა, რასაც სავსებით საკმარისი საფუძველი გააჩნია.

ამ გამალებული ჰიბრიდული და განსაკუთრებით საინფორმაციო პროპაგანდისტული ომის პირობებში, თავისუფლად, უპრობლემოდ და ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე (ხშირად - ხელშეწყობითაც კი) ვრცელდება რუსული პროპაგანდისტული და ჩვენი სახელმწიფოებრიობის დამაზიანებელი რუსული მესიჯები, მათ შორის მედია სივრცეში. ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება, ერთია, რომ აქ ძალიან ბევრი თავად ქართველი მონაწილეა, ასევე, ორგანიზაცია, პოლიტიკური პარტია თუ სხვა, რომელიც ერთი-ერთზე იმეორებს იმ პირდაპირ გზავნილებს, რაც კრემლში იწერება (ჯერ რუსულ მედიაში ვრცელდება, მერე ჩვენთან ამოტივტივდება ხოლმე), ამ მესიჯების ასპროცენტიანი დამთხვევით ხდება ხოლმე, იქნება ეს ომის თემასთან, დასავლეთთან, ევროინტეგრაციასთან თუ სხვა თემებთან დაკავშირებით. ყველა იმ თემატურ საკითხებზე, რომლებიც კრემლის გადმოსახედიდან რუსეთისთვის საზიანოა, მიდის ინტენსიური საინფორმაციო შეტევა. თუ ნახავთ მესიჯებს, რომლებსაც კრემლი გასცემს და მერე მათ შეადარებთ მესიჯებს, რომლებსაც საქართველოში არა მხოლოდ კრემლის დაქირავებული აგენტები ავრცელებენ, არამედ, ხშირ შემთხვევაში, ხელისუფლების წარმომადგენლებიც იმეორებენ, მიხვდებით, რომ სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს საქმე. ზოგადად, ჩვენ სახელმწიფოს და სახელმწიფოებრიობის საფრთხის აღქმის პრობლემა გვაქვს“.

როგორც პოლიტოლოგი ამბობს, ბუნებრივია, რუსეთი საქართველოში ხელს არ შეუწყობს ისეთი ხელისუფლების მოსვლას, რომელიც რუსეთის ინტერესებს არ პასუხობს, ამიტომ ყველანაირად ეცდება პროცესებში ჩარევას. მაინც რას უნდა ველოდოთ ოკუპანტი ქვეყნისგან და რა უნდა გაკეთდეს პრევენციისთვის, რათა კრემლმა საქართველოში საარჩევნოდ თავისი ინტერესების გატარება ვერ შეძლოს, ლაშა ძებისაშვილი გვიხსნის:

"ჩვენ ხომ ვიცით, რომ რაღაც ისეთი სასწაული ინტელექტუალური პოტენციის უნარი არ არის საჭირო საიმისოდ, რომ წარმოვიდგინოთ - იმ შემთხვევაში, როცა მაგ. პოლიტიკური პროცესები არ მიდის იმ მიმართულებით, რასაც პირობითად ხელისუფლება, ან იგივე კრემლი ელოდება საქართველოში, მაშინ ბუნებრივია, მოხდება იმ პროცესების წამოწყება და გათამაშება, რომლებიც არჩევნებიდან ყურადღების გადატანას მოახდენს. მაგ. ვიცით, რომ "ქართულ ოცნებას“ საკმაო რაოდენობის მომხრეები ჰყავს, ამას არავინ უარყოფს. ისინი გვარწმუნებენ, კონსტიტუციური უმრავლესობით მოვალთო და თეორიულად დავუშვათ, რომ არჩევნებში "ოცნება“ ამას ვერ აღწევს. ისმის კითხვა - რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ ეს პროცესი პირობითად შეჩერდეს, ან სხვა მოვლენით გადაიფაროს? ჩვენ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დაიწყოს გარკვეული დაძაბულობა საოკუპაციო ხაზთან, რუსები გადმოვიდნენ თრუსოს ხეობაში და სხვა. ამ შემთხვევაში არაა გამორიცხული დაიწყოს გარკვეული ხასიათის კრიზისების გათამაშება საქართველოს ტერიტორიაზე, რაზეც მოხდება არჩევნებიდან ყურადღების და აქცენტების სხვა მიმართულებაზე გადატანა. ამის შემდეგ რამდენად გახდება ეს კარგი საფარველი, თუ საბაბი იმისა, რომ შემდგომ საარჩევნო პროცესი ისევ კრემლისთვის სასურველ კალაპოტს დაუბრუნდეს, ეს უკვე სხვა საქმეა, მაგრამ ის, რომ პატარა, თუ საშუალო დონის კრიზისების მეშვეობით შესაძლებელია პოლიტიკური დღის წესრიგის შეცვლა და ყურადღების გადატანა, ეს სავსებით რეალურია.

<div class="palettepq_container" data-href="https://myquiz.ge/poll/view/yFqjqcwz1RDgEQ/" data-palettepq="yFqjqcwz1RDgEQ"><span style="display: none;">myquiz</span></div>

სიმართლე გითხრათ, სახელმწიფოსგან ნაკლებად ველი რაიმეს ორგანიზებას, პრევენციული ღონისძიებების გატარებას იმიტომ, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც საქართველოს დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, ძირითადად სახელმწიფო ხელისუფლებაში მყოფი პარტიები არიან დამნაშავეები დემოკრატიის დეკონსტრუქცია-დემონტაჟში. როცა ისინი ხელისუფლებაში მოდიან, ისე გაუტკბებათ ხოლმე ძალაუფლება, ყველაფერს აკეთებენ ხელისუფლება გაიმყარონ და დემოკრატიული მექანიზმები მოშალონ. ამიტომ აქ სახელმწიფოს ნაკლებად ვენდობოდი, თუმცა ვისურვებდი, რომ სახელმწიფო კონსტიტუციურ ჩარჩოში ჩადგეს და არც მოქალაქეების უფლებები არ შელახოს, არ მოახდინოს ხელისუფლების პირდაპირი უზურპაცია. ეს სააკაშვილის ხელისუფლებამაც ვერ გაბედა 2012 წელს, რაც ძალიან კარგია, თუმცა გარკვეული ნიშნები იყო იმისა, რომ ამას აპირებდა. ვიტყოდი, რომ ასეთ ვითარებაში მნიშვნელოვანია საერთაშორისო მონაწილეობა არჩევნებში მონიტორინგის და ზედამხედველობის თვალსაზრისით, ეს უნდა იყოს მართლაც უპრეცედენტო, რომ თავის დროზე ყველა დონეზე, ყველგან იქნას დანახული არჩევნებში ჩარევა ან უზურპაცია. მეორეს მხრივ, საჭიროა საზოგადოების, საზოგადოებრივი ჯგუფების, მოქალაქეების მაქსიმალური მობილიზება, ყველგან და ყველა მისამართზე, რათა თავიდანვე, საწყის ეტაპზე მივანიშნოთ ყველას, ვისაც ხელისუფლების უზურპირების სურვილი აქვს, რომ ეს მარტივად არ გამოუვათ. საზოგადოებამ ეს თუ არ დაანახათ, მაშინ ხელისუფლება ადვილად დაასრულებს ყველაფერს და მეორე დღესვე ტოტალიტარულ და ავტორიტარულ სახელმწიფოში ამოვყოფთ თავს.

არ მგონია, რომ ხელისუფლებაში ყველა სქართველოს მოღალატე და რუსეთუმეა, უბრალოდ, ვფიქრობ, რომ ის პოლიტიკა, რასაც "ქართული ოცნება“ ატარებს, რუსეთისთვის მეტნაკლებად მისაღებია, ბუნებრივია, მწყალობელი თვალით უყურებს ამ პროცესებს და ხელსაც უწყობს ამ პოლიტიკის გატარებაში. გასაგებია, პოლიტიკური ოპონენტები ამბობენ, რომ ეს არის რუსების მთავრობა, არიან რუსების მონები, მაგრამ, როგორც მინიმუმ, ყველა არ მგონია ასეთი, შეიძლება ვიღაცეებს უფრო მეტად დავუძახოთ ეს სახელი, ვიღაცეებს - ნაკლებად, ან საერთოდ - არა, მაგრამ ზოგადად ვიტყოდი, რომ პოლიტიკა, რასაც "ქართული ოცნება“ ატარებს, პირველ რიგში, მორგებულია მათი ხელისუფლების შენარჩუნებაზე, მათი ინტერესების (კერძო, თუ მათი პარტიის) გამტარებელია, მეორეს მხრივ, რუსეთისთვის ყველაზე მისაღები. ბუნებრივია, რუსეთი საქართველოში ხელს არ შეუწყობს ისეთი ხელისუფლების მოსვლას, რომელიც რუსეთის ინტერესებს არ პასუხობს, ამიტომ ყველანაირად ეცდება ჩარევას და ხელის შეშლას“.