ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებლობა პუტინს ეკისრება. რატომ არ შეუძლია ტრამპს ამის თქმა? - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტი, ტრამპი და სხვა "რესპუბლიკელები" უარს ამბობენ, რომ ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებლობა პუტინს დააკისრონ.
"ამის სანაცვლოდ, ტრამპმა თქვა, რომ ნავალნის სიკვდილით გააცნობიერა, თუ რამდენად ცუდია ამერიკა“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ დაცემას განიცდის.
"რატომ ადანაშაულებს ტრამპი ყოველთვის ამერიკას? ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებლობა პუტინს ეკისრება. რატომ არ შეუძლია ტრამპს ამის თქმა?“ - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ასევე იხილეთ:
ბატონო ჯოზეფ! შენ როგორც გამოცდილ პოლიტიკოსს უნდა გესმოდეს რომ არსებობს ასეთი მცნება უდანაშაულობის პრეზუმპცია, ანუ მხოლოდ მაშინ უნდა დაადო ვინმეს ხელი როცა მყარი მტკიცებულებები გაგაჩნია, სავარაუდოდ ტრამპმა ეს იცის შენ კი ვფიქრობ დაგავიწყდა))) ისე კი პუტინისაც და შენიც...
ზუსტად ისეთივე მარაზმშია როგორც ჩვენი პოლიტიკოსების ის კასტა "თქვი რუსეთი ოკიპანტია" "თქვი სლავა უკრაინე" წავიდა ეგ დრო შარვლოს ჩახდით ოკუპაცია არ პროტესტება ან იმოქმედე თუ გაქვა ერთი ადგილი ან იჯექი შენთვის ეს ბლა ბლა ბლა ყელშია უკვე