პირველი ადამიანი, რომელსაც ილონ მასკის სტარტაპ კომპანია Neuralink-მა ტვინში ჩიპი ჩაუნერგა, გამოჯანმრთელდა და ახლა აზრებით კომპიუტერის მაუსის მართვა შეუძლია. ამის შესახებ განცხადებას თავად ილონ მასკი ავრცელებს.
"პროგრესი გვაქვს და როგორც ჩანს, პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა. მას არც ერთი ჩვენთვის ცნობილი გვერდითი ეფექტი არ უფიქსირდება. პაციენტს ახლა ეკრანზე მაუსის ამოძრავება მხოლოდ ფიქრის საშუალებით შეუძლია",- დაწერა მასკმა სოციალურ პლატფორმა X-ზე. მისივე თქმით, Neuralink ცდილობს, პაციენტს რაც შეიძლება მეტჯერ დააკლიკებინოს მაუსით.
მასკის კომპანია რობოტს იყენებს, რათა ნეიროჩიპი ქირურგიულად მოათავსოს ტვინის კონკრეტულად იმ უბანში, რომელიც გადაადგილებას აკონტროლებს.
მასკს ნეიროჩიპთან დაკავშირებით უფრო დიდი გეგმები აქვს და ამბობს, რომ ის ჭარბწონიანობის, აუტიზმის, დეპრესიისა და შიზოფრენიის სამკურნალოდ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
წყარო: reuters
მოამზადა: ანა სიბოშვილმა