პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოჯახი გვერდში მიდგას, შემოევლოთ ჩემი თავი, მაგრამ ვატყობ, რომ ბოლომდე ვერ მაპატიეს" - რას ჰყვება გოგი წულაია, რომელიც თავშესაფარს ბელგიაში ითხოვს მას მერე, რაც საფრანგეთმა უარი უთხრა?
"ოჯახი გვერდში მიდგას, შემოევლოთ ჩემი თავი, მაგრამ ვატყობ, რომ ბოლომდე ვერ მაპატიეს" - რას ჰყვება გოგი წულაია, რომელიც თავშესაფარს ბელგიაში ითხოვს მას მერე, რაც საფრანგეთმა  უარი უთხრა?

პო­ლი­ტი­კო­სი გოგი წუ­ლა­ი­ას საფ­რან­გეთ­მა თავ­შე­სა­ფარ­ზე უარი უთხრა და უკვე მე­სა­მე თვეა, რაც პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­საფ­რის მი­ღე­ბას ბელ­გი­ა­ში ცდი­ლობს. ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ საფ­რან­გეთ­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გავ­ლე­ნებ­მა იმოქ­მე­და. მისი თქმით, რო­დე­საც ერთი წლის წინ ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბა გა­და­წყვი­ტა, სჯობ­და პირ­და­პირ ამე­რი­კა­ში წა­სუ­ლი­ყო.

შე­გახ­სე­ნებთ, პო­ლი­ტი­კო­სი სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით 2021 წლის 17 მარტს და­ა­კა­ვეს, მას წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა 3 თვით მი­ე­სა­ჯა, გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში პო­ლი­ტი­კო­სი შიმ­ში­ლობ­და, რის გა­მოც მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა რამ­დენ­ჯერ­მე დამ­ძიმ­და. ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სი სა­პა­ტიმ­რო­დან იმა­ვე წლის 1-ლ ივ­ლისს გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე მო­სა­მარ­თლემ ად­ვო­კა­ტის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და მას 6 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­უ­ფარ­და. პრო­კუ­რა­ტუ­რა აღ­ნიშ­ნულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ და­ე­თან­ხმა და სა­ა­პე­ლა­ციო წე­სით გა­ა­სა­ჩივ­რა, რაც თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და მსჯავ­რდე­ბულს 4 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა. ამ დრო­ის­თვის პო­ლი­ტი­კო­სი უკვე ქვეყ­ნი­დან იყო წა­სუ­ლი და თავ­შე­სა­ფარს საფ­რან­გეთ­ში ითხოვ­და.

- ბა­ტო­ნო გოგი, სად ცხოვ­რობთ ახლა, რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში და რა სტა­ტუ­სით?

- ახლა ბელ­გი­ა­ში ვარ, ბრი­უ­სელ­თან ახ­ლოს პა­ტა­რა ქა­ლაქ­ში. აქ მცხოვ­რებ­ლებს "დუბ­ლი­ნე­ბი" გვქვია. მა­გა­ლი­თად, ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­დე­საც რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნა­ში ბარ­დე­ბი­ან და იქ ვერ მი­ი­ღე­ბენ სტა­ტუსს, შემ­დეგ გა­და­დი­ან სხვა ქვე­ყა­ნა­ში, ასეთ ადა­მი­ა­ნებს "დუბ­ლი­ნებს" ეძა­ხი­ან. მე თა­ვი­დან საფ­რან­გეთ­ში ჩავ­ბარ­დი.

- პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით ხართ ჩა­ბა­რე­ბუ­ლი?

- დიახ, საფ­რან­გეთ­შიც ასე ჩავ­ბარ­დი და შევ­ცდი, რომ იქ ჩა­ვე­დი, მაგ­რამ იქ ნაც­ნო­ბე­ბი მყავ­და, ვის­თა­ნაც ღა­მეს გა­ვა­თე­ნებ­დი. სა­ბო­ლო­ოდ საფ­რან­გეთ­მა არ მომ­ცა თავ­შე­სა­ფა­რი. კარ­გი ბიჭი ხარ, გვჯე­რა, რომ პო­ლი­ტი­კო­სი ხარ, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო კარ­გი და უსაფრ­თხო ქვე­ყა­ნაა, კარ­გი სა­სა­მარ­თლო გაქვთ, წადი და ეგე­ნი გა­გა­სა­მარ­თლე­ბე­ნო. ჩემი შეც­დო­მა იყო იქ ჩას­ვლა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი საფ­რან­გე­თის მო­ქა­ლა­ქე და სა­პა­ტიო ლე­გი­ო­ნე­რია, თან ბიზ­ნე­სი აქვს ამ ქვე­ყა­ნა­ში. ალ­ბათ, აქვს რა­ღაც გავ­ლე­ნე­ბი. თან ვამ­ბობ­დი, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ჩემი პი­რა­დი მტე­რია-მეთ­ქი და ვინ მომ­ცემ­და თავ­შე­სა­ფარს?!

- რამ­დე­ნი ხა­ნია, რაც ბელ­გი­ა­ში გა­დახ­ვე­დით?

- სამი თვე იქ­ნე­ბა, 14 დე­კემ­ბერს ჩა­მო­ვე­დი აქ და თა­ვი­დან და­ი­წყო პრო­ცე­სი. ჯერ­ჯე­რო­ბით ნორ­მა­ლუ­რად მი­დის, მი­სა­მარ­თიც მაქვს და ახლა ვცხოვ­რობ "დუბ­ლი­ნე­ბის" სახ­ლში. ამ წუ­თას ამ შე­ნო­ბა­ში ქარ­თვე­ლე­ბიც არი­ან. ერთი ოჯა­ხია - ცოლ-ქმა­რი, შვი­ლე­ბით, ასე­ვე ორი ქალ­ბა­ტო­ნია მე­უღ­ლე­ე­ბის გა­რე­შე, ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლე­ბი არი­ან, მე ვარ, ორი მამა-შვი­ლი და ერ­თიც ძა­ლი­ან კარ­გი ბი­ჭია პან­კი­სი­დან. თა­ვი­დან ბელ­გი­ა­ში რომ ჩა­მო­ვე­დი, ერთი ქარ­თვე­ლი იყო და ახლა ძა­ლი­ან იმა­ტა. საფ­რან­გე­თი გავ­სე­ბუ­ლია ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბით, ძი­რი­თა­დად ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბით ბარ­დე­ბი­ან და ვი­საც უარს ეუბ­ნე­ბი­ან, ბელ­გი­ა­ში გად­მო­დი­ან. აქ რომ მო­ვე­დი, 300 კაცი იდგა რიგ­ში და მარ­ტო ვი­ყა­ვი ქარ­თვე­ლი. ერთ თვე­ში უკვე ბევ­რი შე­მო­ე­მა­ტა. რო­გორც ვიცი, ბელ­გი­ამ სა­ქარ­თვე­ლოს შე­უ­ჩე­რა უსაფრ­თხო ქვეყ­ნის სტა­ტუ­სი და აქ იმი­ტომ მო­დი­ან, მაგ­რამ ახლა ამ­ბო­ბენ, თით­ქოს და­უბ­რუ­ნაო. არ ვიცი, არ წა­მი­კი­თხავს მე დო­კუ­მენ­ტი.

- საფ­რან­გეთ­მა უარი გი­თხრათ, მაგ­რამ ვი­ცით, რომ იგი­ვე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მხარ­დამ­ჭე­რებს, პო­ლი­ტი­კო­სებს, არა­ერ­თს მი­უ­ღი­ათ თავ­შე­სა­ფა­რი სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში.

- ამე­რი­კა­ში შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ არ და­ი­ჯე­როთ, საფ­რან­გე­თი თავ­შე­სა­ფარს ძა­ლი­ან ძნე­ლად იძ­ლე­ვა. ის, ვინც ამ­ბობს, რომ პო­ლი­ტი­კუ­რით ვბარ­დე­ბიო, 90 პრო­ცენ­ტი ჩა­ბა­რე­ბუ­ლია სულ სხვა მი­ზე­ზით, მა­გა­ლი­თად, რო­გორც სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ტრანსგენ­დე­რი. არ და­ვიტ­რა­ბა­ხებ, მაგ­რამ პო­ლი­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით რომ იძ­ლე­ოდ­ნენ თავ­შე­სა­ფარს, საფ­რან­გე­თი პირ­ველ რიგ­ში მე მომ­ცემ­და. ცნო­ბი­ლიც ვარ, ყვე­ლა არხი და "იუ­თუ­ბი" აჭ­რე­ლე­ბუ­ლი იყო ჩემი ფო­ტო­ე­ბით. ცი­ხე­შიც ვი­ჯე­ქი, სა­სა­მარ­თლოც მქონ­და. ახალ­გაზ­რდე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ რო­გორც ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლე­ბი ისე ჩა­ბარ­დნენ, არა­და, სუ­ლაც არ არი­ან ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლე­ბი...

- წარ­მო­იდ­გენ­დით, რომ ამ ასაკ­ში ემიგ­რან­ტი გახ­დე­ბო­დით?

- 61 წლის კაცი ვარ და ჩემი აქ ჩა­მოს­ვლამ­დე ორი თვით ადრე, ვინ­მეს რომ ეთ­ქვა ემიგ­რან­ტი გახ­დე­ბიო, მგო­ნია, თავ­ში აგურს ჩა­ვარ­ტყამ­დი, არა, მო­ძა­ლა­დე კი არ ვარ, ისე ვამ­ბობ სი­ტყვის მა­სა­ლად. ბოლო დღე­ებ­ში სა­ნამ სა­ქარ­თვე­ლოს დავ­ტო­ვებ­დი, მი­თხრეს, რომ და­ჭე­რას მი­პი­რებ­დნენ, რად­გან იმ ქალ­ბა­ტონ­მა იჩივ­ლა, თით­ქოს "ფე­ის­ბუ­ქით" გა­ვუგ­ზავ­ნე მე­გობ­რო­ბის თხოვ­ნა, რაც შე­უძ­ლე­ბე­ლია, დამ­ბლო­კა და მე­გობ­რო­ბას რო­გორ გა­ვუგ­ზავ­ნი­დი?! სი­სუ­ლე­ლე­ე­ბი ამ­ტკი­ცა სა­სა­მარ­თლო­ზე. მას დამ­ცა­ვი ორ­დე­რი მის­ცეს, მე კი სახ­ლში მო­მად­გნენ და შე­მა­კა­ვე­ბე­ლი გა­მო­მი­წე­რეს, თურ­მე ას­მათს აწუ­ხე­ბო. ამ ორ­დე­ნის შემ­დეგ ყო­ველ წუთ­ში შე­ეძ­ლო პო­ლი­ცი­ას ჩემი და­კა­ვე­ბა. 17 იან­ვარს გა­ვა­სა­ჩივ­რე და რო­დე­საც ისევ და­მი­ტო­ვეს დამ­ცა­ვი ორ­დე­ნი, მივ­ხვდი რომ სა­ცი­ხოდ ვი­ყა­ვი გამ­ზა­დე­ბუ­ლი. საფ­რან­გეთ­ში 28 დე­კემ­ბერს გა­მოვფრინ­დი. ჯობ­და ამე­რი­კა­ში წავ­სუ­ლი­ყა­ვი, ევ­რო­პა არ უნდა ამერ­ჩია, მი­თუ­მე­ტეს საფ­რან­გე­თი.

- ბელ­გი­ამ რომ თავ­შე­სა­ფა­რი მოგ­ცეთ, მანდ ცხოვ­რე­ბა რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ?

- აქ სიკ­ვდილს არ ვა­პი­რებ, ენის სწავ­ლა მი­ჭირს, ინ­გლი­სუ­რიც არ ვიცი. რო­დე­საც მე­კი­თხე­ბი­ან, რას გა­მო­ას­წო­რებ, რას შეც­ვლი შენს ცხოვ­რე­ბა­შიო, არა­ფერს შევცლი­დი, ერთი იმას შევ­ცვლი­დი, რომ უცხო ენებს ვის­წავ­ლი­დი და უფრო მეტ გა­ნათ­ლე­ბას მი­ვი­ღებ­დი. ენის გა­რე­შე ვერ წარ­მო­იდ­გენთ, რა რთუ­ლია ემიგ­რა­ცი­ა­ში. მე აქ დამ­რჩე­ნი არ ვარ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლას ვუც­დი. ამ გად­მო­სა­ხე­დი­დან ოპო­ზი­ცია ძა­ლი­ან სუს­ტია და ეს ხალ­ხი ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შემ­ცვლე­ლი არ არის, 2024-ში ისვე "ოც­ნე­ბა" გა­ი­მარ­ჯვებს. 61 წლის კაცი ვარ, ამო­ვი­და კი­სერ­ში... სულ ოპო­ზი­ცი­ა­ში ვი­ყა­ვი.

თუ შე­ვა­ტყვე, რომ ქვე­ყა­ნა­ში რა­ღაც იც­ვლე­ბა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს ვთხოვ შე­წყა­ლე­ბას, მაგ­რამ ძა­ლი­ა­ნაც არ მინ­და. რო­დე­საც შე­წყა­ლე­ბას ითხოვ, გა­მო­დის რომ აღი­ა­რებ და­ნა­შა­ულს. ათო­ბით ქალ­ბა­ტო­ნია გარ­დაც­ვლი­ლი და მოკ­ლუ­ლი იმ მა­მა­კა­ცე­ბის მიერ, ვი­საც ეს ქა­ლე­ბი უჩი­ოდ­ნენ და ისი­ნი ვერ და­იც­ვა სა­ხელ­მწი­ფომ. ას­მა­თი კი ამ ფაქ­ტის შემ­დეგ ქუ­თა­ი­სი­დან თბი­ლის­ში წა­მო­იყ­ვა­ნეს და სახ­ლი, სამ­სა­ხუ­რი მის­ცეს. მეტი რა­ნა­ი­რად უნდა ვთქვა, რომ ის არის მათი აგენ­ტი, შე­ას­რუ­ლა მათი და­ვა­ლე­ბა. სა­ხელ­მწი­ფოს არ და­უც­ვია ის ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი ისე, რო­გორც ას­მა­თი და­იც­ვეს. აქე­დან კარ­გად ჩანს, მე რო­გო­რი მო­ძა­ლა­დე ვი­ყა­ვი...

სა­ერ­თოდ ადა­მი­ა­ნე­ბის და­ჭე­რის მომ­ხრე არ ვარ, მა­ინც ქუ­ჩა­ში ვარ გაზ­რდი­ლი, ქუ­თა­ი­სი და ამ­ბა­ვი, არც "ჩაშ­ვე­ბის" მომ­ხრე ვარ, მაგ­რამ "კა­ბუს" შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც ჩემ­ზე მე­ტად გა­მო­ხა­ტუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი იყო, რა­საც ჰყვე­ბოდ­ნენ ტე­ლე­ვი­ზორ­ში, ის ერთი სა­ა­თი არ მჯდა­რა ცი­ხე­ში და მე ოთხი თვე "მო­მა­ჭყუ­ნი­ეს". შემ­დეგ კი ოთხი წელი მომ­ცეს და ემიგ­რა­ცი­ა­ში გა­მაგ­დეს, შერ­ჩე­ვი­თი სა­მარ­თლის მსხვერ­პლი მა­ინც ხომ ვარ?..

- ამ ქალ­ბა­ტონ­თან მო­რი­გე­ბა ან და­ლა­პა­რა­კე­ბა არ გიც­დი­ათ?

- არა, არა, არც მიც­დია და არც ვეც­დე­ბი. ხომ გე­უბ­ნე­ბით, მის­ცეს სახ­ლი თბი­ლის­ში და სამ­სა­ხუ­რი, ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემს გა­უ­ბე­დუ­რე­ბა­ში. ამას ახლა რო­გორ და რაზე უნდა მო­ვე­ლა­პა­რა­კო. არც შუ­რის­ძი­ე­ბა მინ­და, კაცო, იშ­ლი­გი­ნოს თა­ვის გზა­ზე, რო­გორც უნდა. უბ­რა­ლოდ, ყვე­ლას ვაფრ­თხი­ლებ, თუ გა­და­ე­ყა­როთ, არ აჰ­ყვეთ, მო­გი­წევთ ჩემი ბე­დის გა­ზი­ა­რე­ბა... არც მო­რი­გე­ბა მინ­და, არც და­ნახ­ვა და არა­ფე­რი, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა რომ მინ­და, ფაქ­ტია.

- მომ­ხდარ­მა ძა­ლი­ან დიდი ტკი­ვი­ლი მი­ა­ყე­ნა თქვენს ოჯახს, ახლა რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვთ მათ­თან?

- ყვე­ლა­ზე მე­ტად თუ ოდეს­მე შუ­რის­ძი­ე­ბის სურ­ვი­ლი გა­მიჩ­ნდე­ბა, ვინც ჩემს გა­უ­ბე­დუ­რე­ბა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, იქ­ნე­ბა ის ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის ბო­როტ ტვინ­შიც მო­ი­ხარ­შა ის ამ­ბა­ვი და ჩემ­ზე ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა. სა­დაც არ ჩანს, რომ აგ­რე­სო­რი ვარ, პი­რი­ქით ვე­უბ­ნე­ბი, ბო­დი­ში, მა­პა­ტიე, თუ რამე მივ­ქა­რე და შევ­ცდი, მე­გობ­რე­ბად დავ­რჩეთ - მეთ­ქი... იქ ჩანს მხო­ლოდ ჩემი მი­ა­მი­ტო­ბა, სი­დე­ბი­ლე და რა­ღაც შეც­დო­მა. სად ჩანს, რომ აგ­რე­სი­უ­ლად ვექ­ცე­ვი ქალს. ამ ქვე­ყა­ნა­ში უნდა შე­წყდეს ამ­ნა­ი­რი რა­ღა­ცე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა.

გულ­და­წყვე­ტი­ლი ვარ ზო­გი­ერ­თი ჟურ­ნა­ლის­ტის, პო­ლი­ტი­კო­სის გამო, არ შე­იძ­ლე­ბო­და ამ ჩა­ნა­წე­რის გავ­რცე­ლე­ბა და არც გა­შუ­ქე­ბა. რა თქმა უნდა, ოჯა­ხი გვერ­დში მიდ­გას, შე­მო­ევ­ლოთ ჩემი თავი, მაგ­რამ ვა­ტყობ, რომ ბო­ლომ­დე ვერ მპა­ტი­ო­ბენ სწო­რედ ამ კად­რებს. შვი­ლე­ბიც კი ვერ მპა­ტი­ო­ბენ და სწო­რა­დაც ვერ მპა­ტი­ო­ბენ, ისი­ნი მარ­თლე­ბი არი­ან ჩემ­თან. თო­რემ ოჯა­ხი მიდ­გას გვერ­დში, მაგ­რამ მა­ინც არ არის ის, რაც იყო.

- ბა­ტო­ნო გოგი, სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ დაბ­რუნ­დეთ, ალ­ბათ, აე­რო­პორ­ტში და­გა­პა­ტიმ­რე­ბენ...

- დიახ, ტრა­პთან დამ­ხვდე­ბა პო­ლი­ცია და ისე წა­მიყ­ვა­ნენ ცი­ხე­ში, რომ ქუ­თა­ის­სა და ოჯახ­საც არ მა­ნა­ხე­ბენ. ცი­ხის არ მე­ში­ნია, იქ ოთხი თვე გა­ვა­ტა­რე და ორი თვის მერე შე­ვე­გუე. მი­შას თუ ცი­ხე­ში უს­ტვენ­დნენ, მე მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ჯი­გა­რი ხარ გო­გიო. კი არ ვტრა­ბა­ხობ, მაგ­რამ ქუ­თა­ის­ში ვარ გაზ­რდი­ლი, ქურ­დებ­საც ვიც­ნობ, ძველ ბი­ჭებ­საც და მომ­პა­რა­ვებ­საც. ცი­ხე­ში კომ­ფორ­ტი მქონ­და, ძა­ლი­ან თბი­ლად მექ­ცე­ოდ­ნენ ცი­ხის თა­ნამ­შრომ­ლე­ბიც.

მაგ­რამ მი­მაჩ­ნია, რომ ქვეყ­ნის­თვის, ოჯა­ხის­თვის და ჩემი თა­ვის­თვის, უფრო აქე­დან ვიქ­ნე­ბი პრო­დუქ­ტი­უ­ლი, ვიდ­რე ცი­ხი­დან. აქ უფრო მეტს გა­ვა­კე­თებ, მაგ­რამ ღმერ­თმა აქ ნუ მომ­კლას, მანდ ცხოვ­რე­ბა მირ­ჩევ­ნია. რაც აქ ვარ, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი გა­და­მირ­ჩე­ნია, რამ­დენს დავ­ხმა­რე­ბი­ვარ, ამ­ნა­ი­რი სტი­ლის ვარ, ვერ ვის­ვე­ნებ...

- ბელ­გი­ა­ში თუ არ მოგ­ცათ თავ­შე­სა­ფა­რი, რას აპი­რებთ?

- ევ­რო­პა დი­დია, თან არ არის პრობ­ლე­მა. თავ­შე­სა­ფა­რი თუ არ მოგ­ცეს, გა­გი­ჭირ­დე­ბა, მაგ­რამ არა­ვინ გა­მო­გაგ­დებს ქვეყ­ნი­დან, ქურ­დო­ბა­ზე ან სხვა და­ნა­შა­ულ­ზე თუ არ და­გი­ჭი­რეს...

მკითხველის კომენტარები / 52 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურა
6

2004–2008 წლებში ეს კაცი იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“. ეს ის პარლამენტი და წლებია ნაცები ზენიტში როცა იყვნენ... საქართველოს სირცხვილი წულაიაც და ნაცმოძრაობაც...

ემიგრანტი
1

ბიჭო, გოგია, ემიგრაციაში შიშველი ქალის ქანდაკებასთან გადაღებული სურათი რომ კომპრომატივით დაგიდეს, იმას რა ვუყოთ, დავიჯეროთ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

"ოჯახი გვერდში მიდგას, შემოევლოთ ჩემი თავი, მაგრამ ვატყობ, რომ ბოლომდე ვერ მაპატიეს" - რას ჰყვება გოგი წულაია, რომელიც თავშესაფარს ბელგიაში ითხოვს მას მერე, რაც საფრანგეთმა უარი უთხრა?

"ოჯახი გვერდში მიდგას, შემოევლოთ ჩემი თავი, მაგრამ ვატყობ, რომ ბოლომდე ვერ მაპატიეს" - რას ჰყვება გოგი წულაია, რომელიც თავშესაფარს ბელგიაში ითხოვს მას მერე, რაც საფრანგეთმა  უარი უთხრა?

პოლიტიკოსი გოგი წულაიას საფრანგეთმა თავშესაფარზე უარი უთხრა და უკვე მესამე თვეა, რაც პოლიტიკური თავშესაფრის მიღებას ბელგიაში ცდილობს. ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ საფრანგეთში ბიძინა ივანიშვილის გავლენებმა იმოქმედა. მისი თქმით, როდესაც ერთი წლის წინ ქვეყნის დატოვება გადაწყვიტა, სჯობდა პირდაპირ ამერიკაში წასულიყო.

შეგახსენებთ, პოლიტიკოსი სექსუალური ძალადობის ბრალდებით 2021 წლის 17 მარტს დააკავეს, მას წინასწარი პატიმრობა 3 თვით მიესაჯა, გარკვეული დროის განმავლობაში პოლიტიკოსი შიმშილობდა, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენჯერმე დამძიმდა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საპატიმროდან იმავე წლის 1-ლ ივლისს გაათავისუფლეს. სასამართლო პროცესზე მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას 6 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. პროკურატურა აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და სააპელაციო წესით გაასაჩივრა, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა და მსჯავრდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ამ დროისთვის პოლიტიკოსი უკვე ქვეყნიდან იყო წასული და თავშესაფარს საფრანგეთში ითხოვდა.

- ბატონო გოგი, სად ცხოვრობთ ახლა, რომელ ქვეყანაში და რა სტატუსით?

- ახლა ბელგიაში ვარ, ბრიუსელთან ახლოს პატარა ქალაქში. აქ მცხოვრებლებს "დუბლინები" გვქვია. მაგალითად, ადამიანები, როდესაც რომელიმე ქვეყანაში ბარდებიან და იქ ვერ მიიღებენ სტატუსს, შემდეგ გადადიან სხვა ქვეყანაში, ასეთ ადამიანებს "დუბლინებს" ეძახიან. მე თავიდან საფრანგეთში ჩავბარდი.

- პოლიტიკური ნიშნით ხართ ჩაბარებული?

- დიახ, საფრანგეთშიც ასე ჩავბარდი და შევცდი, რომ იქ ჩავედი, მაგრამ იქ ნაცნობები მყავდა, ვისთანაც ღამეს გავათენებდი. საბოლოოდ საფრანგეთმა არ მომცა თავშესაფარი. კარგი ბიჭი ხარ, გვჯერა, რომ პოლიტიკოსი ხარ, მაგრამ საქართველო კარგი და უსაფრთხო ქვეყანაა, კარგი სასამართლო გაქვთ, წადი და ეგენი გაგასამართლებენო. ჩემი შეცდომა იყო იქ ჩასვლა, ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქე და საპატიო ლეგიონერია, თან ბიზნესი აქვს ამ ქვეყანაში. ალბათ, აქვს რაღაც გავლენები. თან ვამბობდი, ბიძინა ივანიშვილი ჩემი პირადი მტერია-მეთქი და ვინ მომცემდა თავშესაფარს?!

- რამდენი ხანია, რაც ბელგიაში გადახვედით?

- სამი თვე იქნება, 14 დეკემბერს ჩამოვედი აქ და თავიდან დაიწყო პროცესი. ჯერჯერობით ნორმალურად მიდის, მისამართიც მაქვს და ახლა ვცხოვრობ "დუბლინების" სახლში. ამ წუთას ამ შენობაში ქართველებიც არიან. ერთი ოჯახია - ცოლ-ქმარი, შვილებით, ასევე ორი ქალბატონია მეუღლეების გარეშე, ძალადობის მსხვერპლები არიან, მე ვარ, ორი მამა-შვილი და ერთიც ძალიან კარგი ბიჭია პანკისიდან. თავიდან ბელგიაში რომ ჩამოვედი, ერთი ქართველი იყო და ახლა ძალიან იმატა. საფრანგეთი გავსებულია ქართველი ემიგრანტებით, ძირითადად ჯანმრთელობის პრობლემებით ბარდებიან და ვისაც უარს ეუბნებიან, ბელგიაში გადმოდიან. აქ რომ მოვედი, 300 კაცი იდგა რიგში და მარტო ვიყავი ქართველი. ერთ თვეში უკვე ბევრი შემოემატა. როგორც ვიცი, ბელგიამ საქართველოს შეუჩერა უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი და აქ იმიტომ მოდიან, მაგრამ ახლა ამბობენ, თითქოს დაუბრუნაო. არ ვიცი, არ წამიკითხავს მე დოკუმენტი.

- საფრანგეთმა უარი გითხრათ, მაგრამ ვიცით, რომ იგივე "ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს, პოლიტიკოსებს, არაერთს მიუღიათ თავშესაფარი სხვადასხვა ქვეყანაში.

- ამერიკაში შეიძლება, მაგრამ არ დაიჯეროთ, საფრანგეთი თავშესაფარს ძალიან ძნელად იძლევა. ის, ვინც ამბობს, რომ პოლიტიკურით ვბარდებიო, 90 პროცენტი ჩაბარებულია სულ სხვა მიზეზით, მაგალითად, როგორც სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი, ტრანსგენდერი. არ დავიტრაბახებ, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით რომ იძლეოდნენ თავშესაფარს, საფრანგეთი პირველ რიგში მე მომცემდა. ცნობილიც ვარ, ყველა არხი და "იუთუბი" აჭრელებული იყო ჩემი ფოტოებით. ციხეშიც ვიჯექი, სასამართლოც მქონდა. ახალგაზრდები ამბობენ, რომ როგორც ჰომოსექსუალები ისე ჩაბარდნენ, არადა, სულაც არ არიან ჰომოსექსუალები...

- წარმოიდგენდით, რომ ამ ასაკში ემიგრანტი გახდებოდით?

- 61 წლის კაცი ვარ და ჩემი აქ ჩამოსვლამდე ორი თვით ადრე, ვინმეს რომ ეთქვა ემიგრანტი გახდებიო, მგონია, თავში აგურს ჩავარტყამდი, არა, მოძალადე კი არ ვარ, ისე ვამბობ სიტყვის მასალად. ბოლო დღეებში სანამ საქართველოს დავტოვებდი, მითხრეს, რომ დაჭერას მიპირებდნენ, რადგან იმ ქალბატონმა იჩივლა, თითქოს "ფეისბუქით" გავუგზავნე მეგობრობის თხოვნა, რაც შეუძლებელია, დამბლოკა და მეგობრობას როგორ გავუგზავნიდი?! სისულელეები ამტკიცა სასამართლოზე. მას დამცავი ორდერი მისცეს, მე კი სახლში მომადგნენ და შემაკავებელი გამომიწერეს, თურმე ასმათს აწუხებო. ამ ორდენის შემდეგ ყოველ წუთში შეეძლო პოლიციას ჩემი დაკავება. 17 იანვარს გავასაჩივრე და როდესაც ისევ დამიტოვეს დამცავი ორდენი, მივხვდი რომ საციხოდ ვიყავი გამზადებული. საფრანგეთში 28 დეკემბერს გამოვფრინდი. ჯობდა ამერიკაში წავსულიყავი, ევროპა არ უნდა ამერჩია, მითუმეტეს საფრანგეთი.

- ბელგიამ რომ თავშესაფარი მოგცეთ, მანდ ცხოვრება როგორ წარმოგიდგენიათ?

- აქ სიკვდილს არ ვაპირებ, ენის სწავლა მიჭირს, ინგლისურიც არ ვიცი. როდესაც მეკითხებიან, რას გამოასწორებ, რას შეცვლი შენს ცხოვრებაშიო, არაფერს შევცლიდი, ერთი იმას შევცვლიდი, რომ უცხო ენებს ვისწავლიდი და უფრო მეტ განათლებას მივიღებდი. ენის გარეშე ვერ წარმოიდგენთ, რა რთულია ემიგრაციაში. მე აქ დამრჩენი არ ვარ. ხელისუფლების შეცვლას ვუცდი. ამ გადმოსახედიდან ოპოზიცია ძალიან სუსტია და ეს ხალხი ამ ხელისუფლების შემცვლელი არ არის, 2024-ში ისვე "ოცნება" გაიმარჯვებს. 61 წლის კაცი ვარ, ამოვიდა კისერში... სულ ოპოზიციაში ვიყავი.

თუ შევატყვე, რომ ქვეყანაში რაღაც იცვლება, სალომე ზურაბიშვილს ვთხოვ შეწყალებას, მაგრამ ძალიანაც არ მინდა. როდესაც შეწყალებას ითხოვ, გამოდის რომ აღიარებ დანაშაულს. ათობით ქალბატონია გარდაცვლილი და მოკლული იმ მამაკაცების მიერ, ვისაც ეს ქალები უჩიოდნენ და ისინი ვერ დაიცვა სახელმწიფომ. ასმათი კი ამ ფაქტის შემდეგ ქუთაისიდან თბილისში წამოიყვანეს და სახლი, სამსახური მისცეს. მეტი რანაირად უნდა ვთქვა, რომ ის არის მათი აგენტი, შეასრულა მათი დავალება. სახელმწიფოს არ დაუცვია ის ძალადობის მსხვერპლი ქალბატონები ისე, როგორც ასმათი დაიცვეს. აქედან კარგად ჩანს, მე როგორი მოძალადე ვიყავი...

საერთოდ ადამიანების დაჭერის მომხრე არ ვარ, მაინც ქუჩაში ვარ გაზრდილი, ქუთაისი და ამბავი, არც "ჩაშვების" მომხრე ვარ, მაგრამ "კაბუს" შემთხვევაში, როდესაც ჩემზე მეტად გამოხატული დანაშაული იყო, რასაც ჰყვებოდნენ ტელევიზორში, ის ერთი საათი არ მჯდარა ციხეში და მე ოთხი თვე "მომაჭყუნიეს". შემდეგ კი ოთხი წელი მომცეს და ემიგრაციაში გამაგდეს, შერჩევითი სამართლის მსხვერპლი მაინც ხომ ვარ?..

- ამ ქალბატონთან მორიგება ან დალაპარაკება არ გიცდიათ?

- არა, არა, არც მიცდია და არც ვეცდები. ხომ გეუბნებით, მისცეს სახლი თბილისში და სამსახური, ეს ყველაფერი ჩემს გაუბედურებაში. ამას ახლა როგორ და რაზე უნდა მოველაპარაკო. არც შურისძიება მინდა, კაცო, იშლიგინოს თავის გზაზე, როგორც უნდა. უბრალოდ, ყველას ვაფრთხილებ, თუ გადაეყაროთ, არ აჰყვეთ, მოგიწევთ ჩემი ბედის გაზიარება... არც მორიგება მინდა, არც დანახვა და არაფერი, მაგრამ საქართველოში დაბრუნება რომ მინდა, ფაქტია.

- მომხდარმა ძალიან დიდი ტკივილი მიაყენა თქვენს ოჯახს, ახლა როგორი ურთიერთობა გაქვთ მათთან?

- ყველაზე მეტად თუ ოდესმე შურისძიების სურვილი გამიჩნდება, ვინც ჩემს გაუბედურებაში მიიღო მონაწილეობა, იქნება ის ადამიანი, რომლის ბოროტ ტვინშიც მოიხარშა ის ამბავი და ჩემზე ფარული ჩანაწერები გამოაქვეყნა. სადაც არ ჩანს, რომ აგრესორი ვარ, პირიქით ვეუბნები, ბოდიში, მაპატიე, თუ რამე მივქარე და შევცდი, მეგობრებად დავრჩეთ - მეთქი... იქ ჩანს მხოლოდ ჩემი მიამიტობა, სიდებილე და რაღაც შეცდომა. სად ჩანს, რომ აგრესიულად ვექცევი ქალს. ამ ქვეყანაში უნდა შეწყდეს ამნაირი რაღაცების გამოქვეყნება.

გულდაწყვეტილი ვარ ზოგიერთი ჟურნალისტის, პოლიტიკოსის გამო, არ შეიძლებოდა ამ ჩანაწერის გავრცელება და არც გაშუქება. რა თქმა უნდა, ოჯახი გვერდში მიდგას, შემოევლოთ ჩემი თავი, მაგრამ ვატყობ, რომ ბოლომდე ვერ მპატიობენ სწორედ ამ კადრებს. შვილებიც კი ვერ მპატიობენ და სწორადაც ვერ მპატიობენ, ისინი მართლები არიან ჩემთან. თორემ ოჯახი მიდგას გვერდში, მაგრამ მაინც არ არის ის, რაც იყო.

- ბატონო გოგი, საქართველოში რომ დაბრუნდეთ, ალბათ, აეროპორტში დაგაპატიმრებენ...

- დიახ, ტრაპთან დამხვდება პოლიცია და ისე წამიყვანენ ციხეში, რომ ქუთაისსა და ოჯახსაც არ მანახებენ. ციხის არ მეშინია, იქ ოთხი თვე გავატარე და ორი თვის მერე შევეგუე. მიშას თუ ციხეში უსტვენდნენ, მე მეუბნებოდნენ, ჯიგარი ხარ გოგიო. კი არ ვტრაბახობ, მაგრამ ქუთაისში ვარ გაზრდილი, ქურდებსაც ვიცნობ, ძველ ბიჭებსაც და მომპარავებსაც. ციხეში კომფორტი მქონდა, ძალიან თბილად მექცეოდნენ ციხის თანამშრომლებიც.

მაგრამ მიმაჩნია, რომ ქვეყნისთვის, ოჯახისთვის და ჩემი თავისთვის, უფრო აქედან ვიქნები პროდუქტიული, ვიდრე ციხიდან. აქ უფრო მეტს გავაკეთებ, მაგრამ ღმერთმა აქ ნუ მომკლას, მანდ ცხოვრება მირჩევნია. რაც აქ ვარ, რამდენი ადამიანი გადამირჩენია, რამდენს დავხმარებივარ, ამნაირი სტილის ვარ, ვერ ვისვენებ...

- ბელგიაში თუ არ მოგცათ თავშესაფარი, რას აპირებთ?

- ევროპა დიდია, თან არ არის პრობლემა. თავშესაფარი თუ არ მოგცეს, გაგიჭირდება, მაგრამ არავინ გამოგაგდებს ქვეყნიდან, ქურდობაზე ან სხვა დანაშაულზე თუ არ დაგიჭირეს...