გივი სიხარულიძის ვაჟი, რეჟისორი და მსახიობი ბექა სიხარულიძე, ამერიკაში ცხოვრობს. მერიკო კარტოზიასთან გადაცემაში მშობლებზე საუბრობს. ბექამ ნაადრევად, მძიმე სენით გარდაცვლილი დედა გაიხსენა და მოჰყვა, თუ როგორ უვლიდა საყვარელ ცოლს, მსახიობი გივი სიხარულიძე. უნდა აღინიშნოს, რომ ბექა მამას ძალიან ჰგავს.
"მამაჩემი ვინ არის, ბევრმა არ იცის სამწუხაროდ. ნამდვილი გივი სიხარულიძე თუ უნდა ვინმემ გაიგოს, ახალი წიგნი გამოვიდა მისი, "ბიბლუსში" იყიდება და წაიკითხონ, "აწყვეტილი სიცოცხლე“ ჰქვია. გივი სიხარულიძე, რომელიც ხუმრობს, შოუა ჩემთვის...
დედა ავად რომ იყო, ყველაფერი გააკეთა, ყველა კაპიკი დახარჯა, დედა მოსკოვში წაგვეყვანა, საუკეთესო ექიმები, საუკეთესო სასტუმროები. დედაჩემს ვბანდი, პატარა რომ ვიყავი ფრჩხილებსაც ვუჭრიდი, მაგრამ ღამე ვერ ვათენებდი, ტკივილები ჰქონდა, ვერ ვუძლებდი. მამა უთენებდა ღამეებს და ერთი სიტყვა არ მახსოვს მისგან, ერთხელ არ დაუწუწუნია.
ყველაზე ძნელი ის იყო, ეკლესიაში რომ მიხვალ და სთხოვ, წაიყვანეო. 18 წლის ვიყავი მაშინ. ჩვენთან მოვიდა ქალი, რომელიც გვეხმარებოდა. დედამ გაიგო, რომ ოთხი შვილი ჰყავდა, დედამ ყველაფერი გამოუტანა, შეუფუთა და ისე გაუშვა სახლში, ბევრი რამე აჩუქა. დედას ორმოცზე მე უკვე ამერიკაში ვიყავი, ტელეფონით ვუსმენდი რომ გარდაცვლილს რომ უგალობდნენ.
13 წლის წინ, ჩემს საახლობლოში რაღაც ძალიან ცუდი მოხდა, ფულის ამბავი იყო, ოღონდ ჩემმა საყვარელმა ადამიანმა ისეთი რაღაც გააკეთა და ამ დროს როცა გავიგე მაღაზიაში ვიყავი, ძალიან იმოქმედა, ცუდად გავხდი. თბილისში რომ ჩამოვედი ექვსი თვე ცუდად ვიყავი, ვამბობდი, იარაღს ავიღებ და შუბლზე დავიდებთ-თქო. ძალიან დიდი ტკივილი იყო, უსამართლობა. მივხვდი, რომ ბევრი იყიდება ფულზე. ნელ-ნელა, ყველაფერი დაგროვდა და რეჟისორობა გადავწყვიტე, ამ დროს უკვე 15 ფილმში ვიყავი გადაღებული. ამერიკაში რომ ჩამოვედი, სკოლა ვნახე სამსახიობო და იქ ჩავაბარე" - ამბობს ბექა სიხარულიძე.
მისი თქმით, 19 წლის იყო, როცა ამერიკაში ჩამოვიდა.
"უკვე გადაწყვეტილი მქონდა საქართველოდან წამოსვლა, მაგრამ დედას ვერ ვტოვებდი. უკვე გამოფრენას ვაპირებდი, რომ გავხდი ავად, მამამ ბილეთის დრო გადაწია, მეორე კვირაც ავად ვიყავი, კიდევ გადაწია დრო, წავედით კლინიკაში და ბრონქიტი. მესამე კვირას დედაც დაიღუპა. დედა დავკრძალეთ და წამოვედი. ის ჩემთვის ყველაფერი იყო. მე მასთან სხვა ურთიერთობა მქონდა" - იხსენებს ბექა.