მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეცნიერებმა ყველაზე კაშკაშა შავი ხვრელი აღმოაჩინეს - "ის მრავალი წელი თვალებში გვიყურებდა, მაგრამ ახლა ვაღიარეთ... მას "დაუკმაყოფილებელი მადა" აქვს"
მეცნიერებმა ყველაზე კაშკაშა შავი ხვრელი აღმოაჩინეს - "ის მრავალი წელი თვალებში გვიყურებდა, მაგრამ ახლა ვაღიარეთ... მას "დაუკმაყოფილებელი მადა" აქვს"

ას­ტრო­ნო­მებ­მა კოს­მოს­ში ყვე­ლა­ზე კაშ­კა­შა ობი­ექ­ტი და­ა­ფიქ­სი­რეს, რო­მე­ლიც კი ოდეს­მე უნა­ხავთ. ეს ობი­ექ­ტი J0529-4351-ის სა­ხე­ლით ცნო­ბი­ლი კვა­ზა­რია (იგი­ვე კვა­ზი­ვარ­სკვლა­ვი) და იმ გა­ლაქ­ტი­კის კაშ­კა­შა ბირ­თვს წარ­მო­ად­გენს, რო­მე­ლიც მა­სით ჩვენს მზეს 17 მი­ლი­არდჯერ აღე­მა­ტე­ბა.

რო­გორც მეც­ნი­ე­რე­ბი ჟურ­ნალ Nature Astronomy-ში იუ­წყე­ბი­ან, ამ შავ ხვრელს და­უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი "მადა" აქვს და ყო­ველ­დღი­უ­რად ერთი მზის ექ­ვი­ვა­ლენტ მა­სას შთან­თქავს.

მეც­ნი­ე­რებ­მა J0529-4351 მრა­ვა­ლი წლის წინ აღ­მო­ა­ჩი­ნეს, მაგ­რამ მისი ნამ­დვი­ლი დი­დე­ბა მხო­ლოდ ახ­ლა­ხანს იქნა აღი­ა­რე­ბუ­ლი: "ეს ობი­ექ­ტი მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თვა­ლებ­ში გვი­ყუ­რებ­და და სა­ვა­რა­უ­დოდ, იმა­ზე მეტი დროა კაშ­კა­შებს, ვიდ­რე კა­ცობ­რი­ო­ბა არ­სე­ბობს. მაგ­რამ ახლა გა­და­ვა­ფა­ა­სეთ ის და ვა­ღი­ა­რეთ არა რო­გორც უკა­ნა ფონ­ზე არ­სე­ბულ ვარ­სკვლავ­თა­გა­ნი, არა­მედ რო­გორც ძა­ლი­ან შო­რე­უ­ლი და ნა­თე­ლი ობი­ექ­ტი",- გა­ნუ­ცხა­და BBC News-ს კრის­ტი­ან ვულფ­მა ავ­სტრა­ლი­ის ეროვ­ნუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან.

ტერ­მინ კვა­ზარს ას­ტრო­ნო­მე­ბი აქ­ტი­უ­რი გა­ლაქ­ტი­კუ­რი ბირ­თვის აღ­სა­წე­რად იყე­ნე­ბენ. ეს არის გა­ლაქ­ტი­კის ენერ­გე­ტი­კუ­ლი ბირ­თვი, რო­მე­ლიც უზარ­მა­ზა­რი შავი ხვრე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით გარ­შე­მო არ­სე­ბულ მა­ტე­რი­ას თა­ვის­კენ იზი­დავს და მი­სით იკ­ვე­ბე­ბა. რად­გა­ნაც ეს მა­ტე­რია ხვრე­ლის ირ­გვლივ აჩ­ქა­რე­ბუ­ლად მოძ­რა­ობს, ის იშ­ლე­ბა და კაშ­კა­შა შუქს ას­ხი­ვებს. მეც­ნი­ე­რე­ბის თქმით, კვა­ზა­რის მიერ გა­მოს­ხი­ვე­ბუ­ლი ენერ­გია მას მზეს­თან შე­და­რე­ბით 500 ტრი­ლი­ონ­ჯერ უფრო კაშ­კა­შას ხდის.

წყა­რო: bbc

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიაკო
0

მზე ამას არ მოითმენს !!!!!!!

მეცნიერებს სიმართლე
9

ანუ, ეხლა აგეხილათ თვალები?

შავი ხვრელი არა კვახი!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
ავტორი:

მეცნიერებმა ყველაზე კაშკაშა შავი ხვრელი აღმოაჩინეს - "ის მრავალი წელი თვალებში გვიყურებდა, მაგრამ ახლა ვაღიარეთ... მას "დაუკმაყოფილებელი მადა" აქვს"

მეცნიერებმა ყველაზე კაშკაშა შავი ხვრელი აღმოაჩინეს - "ის მრავალი წელი თვალებში გვიყურებდა, მაგრამ ახლა ვაღიარეთ... მას "დაუკმაყოფილებელი მადა" აქვს"

ასტრონომებმა კოსმოსში ყველაზე კაშკაშა ობიექტი დააფიქსირეს, რომელიც კი ოდესმე უნახავთ. ეს ობიექტი J0529-4351-ის სახელით ცნობილი კვაზარია (იგივე კვაზივარსკვლავი) და იმ გალაქტიკის კაშკაშა ბირთვს წარმოადგენს, რომელიც მასით ჩვენს მზეს 17 მილიარდჯერ აღემატება.

როგორც მეცნიერები ჟურნალ Nature Astronomy-ში იუწყებიან, ამ შავ ხვრელს დაუკმაყოფილებელი "მადა" აქვს და ყოველდღიურად ერთი მზის ექვივალენტ მასას შთანთქავს.

მეცნიერებმა J0529-4351 მრავალი წლის წინ აღმოაჩინეს, მაგრამ მისი ნამდვილი დიდება მხოლოდ ახლახანს იქნა აღიარებული: "ეს ობიექტი მრავალი წლის განმავლობაში თვალებში გვიყურებდა და სავარაუდოდ, იმაზე მეტი დროა კაშკაშებს, ვიდრე კაცობრიობა არსებობს. მაგრამ ახლა გადავაფაასეთ ის და ვაღიარეთ არა როგორც უკანა ფონზე არსებულ ვარსკვლავთაგანი, არამედ როგორც ძალიან შორეული და ნათელი ობიექტი",- განუცხადა BBC News-ს კრისტიან ვულფმა ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტიდან.

ტერმინ კვაზარს ასტრონომები აქტიური გალაქტიკური ბირთვის აღსაწერად იყენებენ. ეს არის გალაქტიკის ენერგეტიკული ბირთვი, რომელიც უზარმაზარი შავი ხვრელის საშუალებით გარშემო არსებულ მატერიას თავისკენ იზიდავს და მისით იკვებება. რადგანაც ეს მატერია ხვრელის ირგვლივ აჩქარებულად მოძრაობს, ის იშლება და კაშკაშა შუქს ასხივებს. მეცნიერების თქმით, კვაზარის მიერ გამოსხივებული ენერგია მას მზესთან შედარებით 500 ტრილიონჯერ უფრო კაშკაშას ხდის.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა