მსოფლიო
სამართალი

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ - რემარკის რომანი და ფრაზა, რომელიც მსოფლიოში სტაგნაციის სინონიმად დამკვიდრდა
"დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ - რემარკის რომანი და ფრაზა, რომელიც მსოფლიოში სტაგნაციის სინონიმად დამკვიდრდა

„ეს წიგ­ნი არც ბრალ­დე­ბაა და არც აღ­სა­რე­ბა. ის მხო­ლოდ მცდე­ლო­ბაა, მო­გი­თხროთ იმ თა­ო­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ომმა გა­ა­ნად­გუ­რა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, გა­და­ურ­ჩა თუ არა მის ჭურ­ვებს“ - ეს ერიხ მა­რია რე­მარ­კის უკ­ვდა­ვი რო­მა­ნია „და­სავ­ლე­თის ფრონ­ტი უც­ვლე­ლია.“

მწე­რა­ლი დიდი ოს­ტა­ტო­ბით მოგ­ვი­თხრობს იმ შემ­ზა­რა­ვი რე­ა­ლო­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­შიც ახალ­გაზ­რდა პაულ ბო­ი­მე­რი და მისი მე­გო­ბა­რი აღ­მოჩ­ნდნენ... ეს გერ­მა­ნე­ლი ბი­ჭე­ბი, ნა­ხევ­რად ბავ­შვე­ბი, სწავ­ლობ­დნენ, რო­გორ ეცხოვ­რათ, რო­გორ ეაზ­როვ­ნათ...მაგ­რამ არ დას­ცალ­დათ…

„და­სავ­ლე­თის ფრონ­ტი უც­ვლე­ლია“ ერიხ მა­რია რე­მარ­კის პირ­ვე­ლი პო­პუ­ლა­რუ­ლი რო­მა­ნია პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც 1928 წელს გა­ზეთ­ში იბეჭ­დე­ბო­და. 1929 წელს კი წიგ­ნის სა­ხით გა­მო­ი­ცა. მან მა­შინ­ვე მი­ი­პყრო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა და არა­ერ­თგვა­რი რე­აქ­ცი­აც გა­მო­იწ­ვია. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევ­და, რომ რე­მარ­კმა სრუ­ლი სი­მარ­თლე აღ­წე­რა, ნა­ცი­ო­ნალ-სო­ცი­ა­ლის­ტე­ბი და მათი მომ­ხრე­ე­ბი კი მი­იჩ­ნევ­დნენ, რომ ამ რო­მა­ნით რე­მარ­კმა გერ­მა­ნი­ა­სა და მის მე­ომ­რებს უღა­ლა­ტა. 1933 წელს, რო­დე­საც ნა­ცის­ტე­ბი მო­ვიდ­ნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, რე­მარ­კის რო­მა­ნე­ბი აიკ­რძა­ლა. წიგ­ნე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბას ჩა­მო­არ­თვეს და სა­ჯა­როდ დაწ­ვეს.

რე­მარ­კი თა­ვად იყო ომის ვე­ტე­რა­ნი. იგი იბ­რძო­და 1917 წლი­დან ომის ბო­ლომ­დე და არა­ერ­თხელ იყო დაჭ­რი­ლი. ეს რო­მა­ნიც, რო­გორც მისი რამ­დე­ნი­მე მომ­დევ­ნო რო­მა­ნი, ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ხა­სი­ა­თი­საა.

რო­მა­ნის მთა­ვა­რი გმი­რი პაულ ბო­ი­მე­რი 18 წლის ასაკ­ში გა­იწ­ვი­ეს ჯარ­ში. ყა­ზარ­მა­ში რამ­დე­ნი­მე კვი­რი­ა­ნი წვრთნის შემ­დეგ იგი და მისი რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბა­რი გა­და­ის­რო­ლეს და­სავ­ლე­თის ფრონტზე, სა­დაც იგი უამ­ხა­ნაგ­დე­ბა მას­ზე უფ­როს და გა­მოც­დილ ჯა­რის­კაცს კატ­ჩინ­სკის, რო­მე­ლიც ახალ­ბე­და პა­ულს და მის მე­გობ­რებს ეხ­მა­რე­ბა რთულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში და ას­წავ­ლის ფრონტზე ცხოვ­რე­ბას.

რო­მან­ში აღ­წე­რი­ლია და­ბომბვე­ბის სე­რია, ფრონტზე ცხოვ­რე­ბის მძი­მე პი­რო­ბე­ბი და ბრძო­ლე­ბი. ამავდრო­უ­ლად, მე­გობ­რე­ბი ხში­რად მსჯე­ლო­ბენ ომის მი­ზე­ზებ­ზე და მი­დი­ან დას­კვნამ­დე, რომ მათ­თვის იგი სრუ­ლი­ად უაზ­როა.

ამ წიგნ­ში ჯა­რის­კა­ცე­ბი ნაჩ­ვე­ნე­ბი არი­ან არა რო­გორც გმი­რე­ბი, არა­მედ რო­გორც რი­გი­თი ახალ­გაზ­რდე­ბი, თა­ვი­სი და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი თვი­სე­ბე­ბით, თა­ვი­სი ხა­სი­ა­თი­თა და მის­წრა­ფე­ბე­ბით.

არა­ერ­თი მებ­რძო­ლის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ, რე­მარ­კი მთა­ვარ გმირ­საც არ ინ­დობს და ის ომის ბოლო დღე­ებ­ში კვდე­ბა. ეს ხდე­ბა მა­შინ, რო­დე­საც და­სავ­ლე­თის ფრონტზე ისე­თი სიმ­შვი­დე იყო, რომ გა­ზე­თებ­ში ცნო­ბე­ბი მხო­ლოდ ერთი ფრა­ზით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბო­და "და­სავ­ლე­თის ფრონ­ტი უც­ვლე­ლია".

მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში არა­ერ­თი წიგ­ნი და­წე­რი­ლა ომის თე­მა­ტი­კა­ზე. თუმ­ცა „და­სავ­ლე­თის ფრონ­ტი უც­ვლე­ლია“ მათ­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. ტრა­დი­ცი­უ­ლად, ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ომის აღ­წე­რა შე­მო­ი­ფარ­გლე­ბო­და ჯა­რის­კაც­თა გმი­რო­ბე­ბის აღ­წე­რით, რე­მარ­კი კი არ­ღვევს ამ ტრა­დი­ცი­ას და ომს სრუ­ლი­ად სხვაგ­ვა­რად აღ­წერს. რო­მან­ში კარ­გა­დაა აღ­წე­რი­ლი არ­ტი­ლე­რი­უ­ლი და­ბომბვე­ბი, ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა, მძი­მე ჯავ­შან­ტექ­ნი­კით ბრძო­ლა და ჯა­რის­კაც­თა სრუ­ლი და­უც­ვე­ლო­ბა ამ სა­ში­ნე­ლე­ბე­ბის წი­ნა­შე, სა­დაც მათ არა მხო­ლოდ პი­როვ­ნუ­ლი სი­მა­მა­ცე, არა­მედ ცხო­ვე­ლუ­რი ინ­სტინ­ქტი ეხ­მა­რე­ბათ.

რო­მა­ნის გა­მო­ცე­მი­დან პირ­ვე­ლი 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში წიგ­ნის 2 მი­ლი­ონ­ზე მეტი ეგ­ზემპლა­რი გა­ი­ყი­და. მისი გა­ყიდ­ვე­ბი დღემ­დე არ წყდე­ბა და მსოფ­ლი­ო­ში 40 მი­ლი­ონ­ზე მეტი ეგ­ზემპლა­რია გა­მო­ცე­მუ­ლი. რო­მა­ნი რამ­დე­ნი­მე ათე­ულ ენა­ზე, მათ შო­რის, ქარ­თუ­ლა­დაა თარ­გმნი­ლი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 1930 წელს მოხ­და წიგ­ნის პირ­ვე­ლი ეკ­რა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც 2 ოს­კა­რით და­ჯილ­დოვ­და. რო­მა­ნის მე­ო­რე ეკ­რა­ნი­ზა­ცია კი 1976 წელს შე­იქ­მნა.

თა­ვის დრო­ზე რო­მან­მა ძა­ლი­ან დიდი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე, რა­საც ადას­ტუ­რებს ის ფაქ­ტიც, რომ ტერ­მი­ნი „და­სავ­ლე­თის ფრონ­ტი უც­ვლე­ლია“ აგ­რეთ­ვე დამ­კვიდ­რე­ბუ­ლია პო­პ­კულ­ტუ­რა­ში და გა­მო­ხა­ტავს ისეთ სი­ტუ­ა­ცი­ას, როცა აბ­სო­ლუ­ტუ­რი სტაგ­ნა­ცი­აა და არა­ნა­ი­რი პროგ­რე­სი არ შე­ი­ნიშ­ნე­ბა.

R

გრიშა
0

კარგი სტატიაა,რაც დიდი იშვიათობაა ჩვენს მედიაში.სამწუხაროდ 20-ე საუკუნის გამოცდილება დიდად ვერ წაადგა კაცობრიობას,რომ ომის საშინლება აღარ დაუშვას.ჰემინგუეისაც კარგად აქვს კაცის კვლის უაზრობა და ამაოება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

"დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ - რემარკის რომანი და ფრაზა, რომელიც მსოფლიოში სტაგნაციის სინონიმად დამკვიდრდა

"დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ - რემარკის რომანი და ფრაზა, რომელიც მსოფლიოში სტაგნაციის სინონიმად დამკვიდრდა

„ეს წიგნი არც ბრალდებაა და არც აღსარება. ის მხოლოდ მცდელობაა, მოგითხროთ იმ თაობის შესახებ, რომელიც ომმა გაანადგურა, მიუხედავად იმისა, გადაურჩა თუ არა მის ჭურვებს“ - ეს ერიხ მარია რემარკის უკვდავი რომანია „დასავლეთის ფრონტი უცვლელია.“

მწერალი დიდი ოსტატობით მოგვითხრობს იმ შემზარავი რეალობის შესახებ, რომელშიც ახალგაზრდა პაულ ბოიმერი და მისი მეგობარი აღმოჩნდნენ... ეს გერმანელი ბიჭები, ნახევრად ბავშვები, სწავლობდნენ, როგორ ეცხოვრათ, როგორ ეაზროვნათ...მაგრამ არ დასცალდათ…

„დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ ერიხ მარია რემარკის პირველი პოპულარული რომანია პირველი მსოფლიო ომის შესახებ, რომელიც 1928 წელს გაზეთში იბეჭდებოდა. 1929 წელს კი წიგნის სახით გამოიცა. მან მაშინვე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება და არაერთგვარი რეაქციაც გამოიწვია. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევდა, რომ რემარკმა სრული სიმართლე აღწერა, ნაციონალ-სოციალისტები და მათი მომხრეები კი მიიჩნევდნენ, რომ ამ რომანით რემარკმა გერმანიასა და მის მეომრებს უღალატა. 1933 წელს, როდესაც ნაცისტები მოვიდნენ ხელისუფლებაში, რემარკის რომანები აიკრძალა. წიგნები მოსახლეობას ჩამოართვეს და საჯაროდ დაწვეს.

რემარკი თავად იყო ომის ვეტერანი. იგი იბრძოდა 1917 წლიდან ომის ბოლომდე და არაერთხელ იყო დაჭრილი. ეს რომანიც, როგორც მისი რამდენიმე მომდევნო რომანი, ავტობიოგრაფიული ხასიათისაა.

რომანის მთავარი გმირი პაულ ბოიმერი 18 წლის ასაკში გაიწვიეს ჯარში. ყაზარმაში რამდენიმე კვირიანი წვრთნის შემდეგ იგი და მისი რამდენიმე მეგობარი გადაისროლეს დასავლეთის ფრონტზე, სადაც იგი უამხანაგდება მასზე უფროს და გამოცდილ ჯარისკაცს კატჩინსკის, რომელიც ახალბედა პაულს და მის მეგობრებს ეხმარება რთულ სიტუაციებში და ასწავლის ფრონტზე ცხოვრებას.

რომანში აღწერილია დაბომბვების სერია, ფრონტზე ცხოვრების მძიმე პირობები და ბრძოლები. ამავდროულად, მეგობრები ხშირად მსჯელობენ ომის მიზეზებზე და მიდიან დასკვნამდე, რომ მათთვის იგი სრულიად უაზროა.

ამ წიგნში ჯარისკაცები ნაჩვენები არიან არა როგორც გმირები, არამედ როგორც რიგითი ახალგაზრდები, თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებებით, თავისი ხასიათითა და მისწრაფებებით.

არაერთი მებრძოლის სიკვდილის შემდეგ, რემარკი მთავარ გმირსაც არ ინდობს და ის ომის ბოლო დღეებში კვდება. ეს ხდება მაშინ, როდესაც დასავლეთის ფრონტზე ისეთი სიმშვიდე იყო, რომ გაზეთებში ცნობები მხოლოდ ერთი ფრაზით შემოიფარგლებოდა "დასავლეთის ფრონტი უცვლელია".

მსოფლიო ლიტერატურაში არაერთი წიგნი დაწერილა ომის თემატიკაზე. თუმცა „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ მათგან რადიკალურად განსხვავებულია. ტრადიციულად, ლიტერატურაში ომის აღწერა შემოიფარგლებოდა ჯარისკაცთა გმირობების აღწერით, რემარკი კი არღვევს ამ ტრადიციას და ომს სრულიად სხვაგვარად აღწერს. რომანში კარგადაა აღწერილი არტილერიული დაბომბვები, ქიმიური იარაღის გამოყენება, მძიმე ჯავშანტექნიკით ბრძოლა და ჯარისკაცთა სრული დაუცველობა ამ საშინელებების წინაშე, სადაც მათ არა მხოლოდ პიროვნული სიმამაცე, არამედ ცხოველური ინსტინქტი ეხმარებათ.

რომანის გამოცემიდან პირველი 2 წლის განმავლობაში წიგნის 2 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. მისი გაყიდვები დღემდე არ წყდება და მსოფლიოში 40 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გამოცემული. რომანი რამდენიმე ათეულ ენაზე, მათ შორის, ქართულადაა თარგმნილი.

აღსანიშნავია, რომ 1930 წელს მოხდა წიგნის პირველი ეკრანიზაცია, რომელიც 2 ოსკარით დაჯილდოვდა. რომანის მეორე ეკრანიზაცია კი 1976 წელს შეიქმნა.

თავის დროზე რომანმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა საზოგადოებაზე, რასაც ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ტერმინი „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ აგრეთვე დამკვიდრებულია პოპკულტურაში და გამოხატავს ისეთ სიტუაციას, როცა აბსოლუტური სტაგნაციაა და არანაირი პროგრესი არ შეინიშნება.

R