სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხვიჩა კვარაცხელია "ბარსელონაში"?! - რას წერს მედია, რას ამბობენ სპეციალისტები და "ბარსას" გულშემატკივრები?
ხვიჩა კვარაცხელია "ბარსელონაში"?! - რას წერს მედია, რას ამბობენ სპეციალისტები და "ბარსას" გულშემატკივრები?

უცხო­ურ პრე­სა­ში არ წყდე­ბა მით­ქმა-მოთ­ქმა იმის თა­ო­ბა­ზე, რომ კა­ტა­ლო­ნი­ის "ბარ­სე­ლო­ნა“ ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას ტრანსფერ­ზე მუ­შა­ობს.

წე­რენ, - ეს­პა­ნურ გრან­დს "კვა­რას­თვის" 90-100 მი­ლი­ო­ნი ევრო აქვს გა­მო­ყო­ფი­ლიო. 21 თე­ბერ­ვალს ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის 1/8 ფი­ნალ­ში "ნა­პო­ლი“ "ბარ­სე­ლო­ნას“ უმას­პინ­ძლებს. სტუმ­რებს იდე­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ, რომ კვა­რა­ცხე­ლი­ას და­აკ­ვირ­დნენ და სა­ბო­ლო­ოდ ჩა­მო­ყა­ლიბ­დნენ სა­კუ­თარ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში.

Mundo Deportivo-ს თქმით, კა­ტა­ლო­ნი­ე­ლე­ბის რა­დარ­ზე ხვი­ჩა ერ­თა­დერ­თი არ არის. კლუბ­მა სკა­უ­ტე­ბი ასე­ვე გაგ­ზავ­ნა გაბ­რი­ელ მარ­ტი­ნელ­ლი­სა და კა­უ­რა მი­ტო­მას და­საკ­ვირ­ვებ­ლად.

"ბარ­სას“ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ფიქ­რობს, რომ კლუ­ბი 4-3-3 სქე­მა­ზე უნდა გა­და­ე­წყოს, ამი­ტომ მათ მა­ღა­ლი დო­ნის მარ­ცხე­ნა ვინ­გე­რი სჭირ­დე­ბათ, რო­მე­ლიც ამა­ვე დროს იქ­ნე­ბა კრე­ა­ტი­უ­ლი და დრიბ­ლინ­გით გა­მორ­ჩე­უ­ლი.

  • ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა იმა­ზე, თუ რა ფი­ნან­სებს ჩა­დე­ბენ ეს­პა­ნე­ლე­ბი ტრანსფერ­ში.

Nacionalfutbol.es-ის ცნო­ბით, "პარ­ტე­ნო­პეი" ქარ­თვე­ლი შემ­ტე­ვის სა­ნაც­ვლოდ 74 მი­ლი­ონ ევ­როს ითხოვს.

გა­მო­ცე­მა აღ­ნიშ­ნავს, რომ ზა­ფხუ­ლის სატ­რანსფე­რო ფან­ჯა­რა­ზე "ბარ­სე­ლო­ნას" სპორ­ტუ­ლი დი­რექ­ტო­რი დეკუ "ნა­პო­ლის" პრე­ზი­დენტ აუ­რე­ლიო დე ლა­უ­რენ­ტის­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბებს გა­მარ­თავს.

შე­გახ­სე­ნებთ, დე ლა­უ­რენ­ტის­მა რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ გა­ნა­ცხა­და, რომ კვა­რა­ცხე­ლი­ას ახა­ლი კონ­ტრაქ­ტი უკვე შეს­თა­ვა­ზა, თუმ­ცა მის­მა გა­რე­მოც­ვამ ამა­ზე დე­ტა­ლუ­რად სა­უ­ბა­რი სე­ზო­ნის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მო­ი­სურ­ვა.

რუ­სუ­ლი "ლო­კო­მო­ტი­ვის“ ყო­ფი­ლი მწვრთნე­ლი იური სი­ო­მი­ნი დიდ იმე­დებს ამ­ყა­რებს, რომ ხვი­ჩა "ბარ­სე­ლო­ნა­ში“ გა­და­ვა.

"ხვი­ჩა "ბარ­სას“ პრინ­ცი­პებს შე­ე­ფე­რე­ბა. ჩემი აზ­რით, ხვი­ჩას­თვის ეს კარ­გი ვა­რი­ან­ტია. ეს­პა­ნურ გუნდში ის თა­ვის დო­ნეს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გაზ­რდის“, - ამ­ბობს მწვრთნე­ლი.

კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა ასე­ვე "რუ­ბი­ნის“ ყო­ფილ­მა ფეხ­ბურ­თელ­მა და მწვრთნელ­მა რო­მან შა­რო­ნოვ­მაც.

"როცა მე ხვი­ჩას­თან ვმუ­შა­ობ­დი, ხში­რად ვსა­უბ­რობ­დით მის დიდ პო­ტენ­ცი­ალ­ზე და იმა­ზე, რომ დიდ კლუბ­ში ითა­მა­შებ­და. მი­ხა­რია, რომ არ შევ­ცდი. მე ვხე­დავ­დი, რო­გორ იზ­რდე­ბო­და ხვი­ჩა რო­გორც მო­თა­მა­შე და ვხვდე­ბო­დი, რომ მას სჭირ­დე­ბა სის­ტე­მუ­რი ფეხ­ბურ­თი. ეს სის­ტე­მუ­რი ფეხ­ბურ­თი მას ჰქონ­და ლუ­ჩა­ნო სპა­ლე­ტის დროს, ზუს­ტად მა­შინ ჩა­ა­ტა­რა კა­რი­ე­რის სა­უ­კე­თე­სო სე­ზო­ნი. იმე­დი მაქვს, "ბარ­სე­ლო­ნა­ში“ გა­დას­ვლის შემ­თხვე­ვა­ში მისი პროგ­რე­სი გაგ­რძელ­დე­ბა. ფეხ­ბურ­თი - გუნ­დუ­რი თა­მა­შია, ყვე­ლას სჭირ­დე­ბა პარტნი­ო­რი. ხვი­ჩა კი თავს კარ­გად გრძნობს სის­ტე­მურ ფეხ­ბურთში, მა­შინ შე­უძ­ლია გახ­სნა და თა­ვის სა­უ­კე­თე­სო უნა­რე­ბის გა­მოვ­ლე­ნა. არ ვიცი, "ბარ­სე­ლო­ნა“ მის­ცემს თუ არა ხვი­ჩას ამ სის­ტე­მუ­რო­ბას. ეს მწვრთნელ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. სის­ტე­მურ ფეხ­ბურთს თა­მა­შო­ბენ - დე ძერ­ბი, კლო­პი, გვარ­დი­ო­ლა, სპა­ლე­ტი“, - ამ­ბობს შა­რო­ნო­ვი.

"ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია "ბარ­სას" გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად მარ­ცხე­ნა გა­რე­მარ­ბის პო­ზი­ცი­ა­ზე სა­სურ­ვე­ლი ვა­რი­ან­ტია", - წერს "ბარ­სე­ლო­ნას" ქო­მაგ­თა 6-მი­ლი­ო­ნი­ა­ნი "ფე­ის­ბუქგ­ვერ­დი".

პოსტს კა­ტა­ლო­ნი­ე­ლე­ბის უამ­რა­ვი კო­მენ­ტა­რი აქვს. მათ­გან უმე­ტე­სო­ბა ამ­გვარ სა­ვა­რა­უ­დო ტრანსფერს "სა­უ­კე­თე­სო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბად" მი­იჩ­ნევს.

"მან ღიად თქვა, რომ მად­რი­დის "რე­ა­ლი" ბავ­შვო­ბი­დან უყ­ვარ­და და მო­ინ­დო­მებს კი ჩვენ­თან თა­მაშს?" - კი­თხუ­ლობს ერთ-ერთი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი.

ამის სა­პა­სუ­ხოდ მე­ო­რე ფანი წერს: "ვფიქ­რობ, რომ ის გა­ნახ­ლე­ბულ "კამპ ნო­უ­ზე" და­უ­ჯე­რე­ბელ შოუს დად­გამს! და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე ლეო მას­თან მი­ვი­და და ხელი გა­უ­წო­და. ის გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი იყო ამ დი­დე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯით! "კვა­რას" აგენ­ტი და მამა "ბარ­სას" ფა­ნე­ბი არი­ან".

"ის მე მა­გო­ნებს ახალ­გაზ­რდა რო­ნალ­დი­ნი­ოს, დიდი იმე­დი მაქვს, რომ ის ისე­თი­ვე სარ­გე­ბელს მო­უ­ტანს "ბარ­სას", რაც რო­ნალ­დი­ნი­ომ მო­უ­ტა­ნა..." - წერს კი­დევ ერთი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი.

myquiz

მიმ­დი­ნა­რე სე­ზონ­ში ხვი­ჩამ 31 მატ­ჩი ჩა­ა­ტა­რა, გა­ი­ტა­ნა 6 გოლი და გა­ა­კე­თა 5 სა­გო­ლე გა­და­ცე­მა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სოსო-ს
0

ნამდვილად,ერთი-მეორის მიყოლებით ანგრევენ ოჯახებს და მოყავთ ათასი გადამთიელი ცოლად,მერე მათმა შვილებმა საერთოდ არ იციან ქართული და არც ქართველობენ!!!!

სოსო
0

ხვიჩა გაიხარე შენ ლამაზ ქართულ ოჯახთან ერთად,ახლა ასეთი ტენდენციაა ქართველი სპორტსმენები აღარ ქმნიან ქართულ ოჯახებს და ამრავლებენ უცხოელებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

ხვიჩა კვარაცხელია "ბარსელონაში"?! - რას წერს მედია, რას ამბობენ სპეციალისტები და "ბარსას" გულშემატკივრები?

ხვიჩა კვარაცხელია "ბარსელონაში"?! - რას წერს მედია, რას ამბობენ სპეციალისტები და "ბარსას" გულშემატკივრები?

უცხოურ პრესაში არ წყდება მითქმა-მოთქმა იმის თაობაზე, რომ კატალონიის "ბარსელონა“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე მუშაობს.

წერენ, - ესპანურ გრანდს "კვარასთვის" 90-100 მილიონი ევრო აქვს გამოყოფილიო. 21 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში "ნაპოლი“ "ბარსელონას“ უმასპინძლებს. სტუმრებს იდეალური შესაძლებლობა ექნებათ, რომ კვარაცხელიას დააკვირდნენ და საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ საკუთარ გადაწყვეტილებაში.

Mundo Deportivo-ს თქმით, კატალონიელების რადარზე ხვიჩა ერთადერთი არ არის. კლუბმა სკაუტები ასევე გაგზავნა გაბრიელ მარტინელლისა და კაურა მიტომას დასაკვირვებლად.

"ბარსას“ ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ კლუბი 4-3-3 სქემაზე უნდა გადაეწყოს, ამიტომ მათ მაღალი დონის მარცხენა ვინგერი სჭირდებათ, რომელიც ამავე დროს იქნება კრეატიული და დრიბლინგით გამორჩეული.

  • ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ფინანსებს ჩადებენ ესპანელები ტრანსფერში.

Nacionalfutbol.es-ის ცნობით, "პარტენოპეი" ქართველი შემტევის სანაცვლოდ 74 მილიონ ევროს ითხოვს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსელონას" სპორტული დირექტორი დეკუ "ნაპოლის" პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან მოლაპარაკებებს გამართავს.

შეგახსენებთ, დე ლაურენტისმა რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ კვარაცხელიას ახალი კონტრაქტი უკვე შესთავაზა, თუმცა მისმა გარემოცვამ ამაზე დეტალურად საუბარი სეზონის დასრულების შემდეგ მოისურვა.

რუსული "ლოკომოტივის“ ყოფილი მწვრთნელი იური სიომინი დიდ იმედებს ამყარებს, რომ ხვიჩა "ბარსელონაში“ გადავა.

"ხვიჩა "ბარსას“ პრინციპებს შეეფერება. ჩემი აზრით, ხვიჩასთვის ეს კარგი ვარიანტია. ესპანურ გუნდში ის თავის დონეს მნიშვნელოვნად გაზრდის“, - ამბობს მწვრთნელი.

კომენტარი გააკეთა ასევე "რუბინის“ ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა რომან შარონოვმაც.

"როცა მე ხვიჩასთან ვმუშაობდი, ხშირად ვსაუბრობდით მის დიდ პოტენციალზე და იმაზე, რომ დიდ კლუბში ითამაშებდა. მიხარია, რომ არ შევცდი. მე ვხედავდი, როგორ იზრდებოდა ხვიჩა როგორც მოთამაშე და ვხვდებოდი, რომ მას სჭირდება სისტემური ფეხბურთი. ეს სისტემური ფეხბურთი მას ჰქონდა ლუჩანო სპალეტის დროს, ზუსტად მაშინ ჩაატარა კარიერის საუკეთესო სეზონი. იმედი მაქვს, "ბარსელონაში“ გადასვლის შემთხვევაში მისი პროგრესი გაგრძელდება. ფეხბურთი - გუნდური თამაშია, ყველას სჭირდება პარტნიორი. ხვიჩა კი თავს კარგად გრძნობს სისტემურ ფეხბურთში, მაშინ შეუძლია გახსნა და თავის საუკეთესო უნარების გამოვლენა. არ ვიცი, "ბარსელონა“ მისცემს თუ არა ხვიჩას ამ სისტემურობას. ეს მწვრთნელზეა დამოკიდებული. სისტემურ ფეხბურთს თამაშობენ - დე ძერბი, კლოპი, გვარდიოლა, სპალეტი“, - ამბობს შარონოვი.

"ხვიჩა კვარაცხელია "ბარსას" გასაძლიერებლად მარცხენა გარემარბის პოზიციაზე სასურველი ვარიანტია", - წერს "ბარსელონას" ქომაგთა 6-მილიონიანი "ფეისბუქგვერდი".

პოსტს კატალონიელების უამრავი კომენტარი აქვს. მათგან უმეტესობა ამგვარ სავარაუდო ტრანსფერს "საუკეთესო გადაწყვეტილებად" მიიჩნევს.

"მან ღიად თქვა, რომ მადრიდის "რეალი" ბავშვობიდან უყვარდა და მოინდომებს კი ჩვენთან თამაშს?" - კითხულობს ერთ-ერთი გულშემატკივარი.

ამის საპასუხოდ მეორე ფანი წერს: "ვფიქრობ, რომ ის განახლებულ "კამპ ნოუზე" დაუჯერებელ შოუს დადგამს! დაჯილდოებაზე ლეო მასთან მივიდა და ხელი გაუწოდა. ის გაკვირვებული იყო ამ დიდებული ნაბიჯით! "კვარას" აგენტი და მამა "ბარსას" ფანები არიან".

"ის მე მაგონებს ახალგაზრდა რონალდინიოს, დიდი იმედი მაქვს, რომ ის ისეთივე სარგებელს მოუტანს "ბარსას", რაც რონალდინიომ მოუტანა..." - წერს კიდევ ერთი გულშემატკივარი.

<div class="palettepq_container" data-href="https://myquiz.ge/poll/view/z-wNrQoLPl98tg/" data-palettepq="z-wNrQoLPl98tg"><span style="display: none;">myquiz</span></div>

მიმდინარე სეზონში ხვიჩამ 31 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 6 გოლი და გააკეთა 5 საგოლე გადაცემა.

იხილეთ ასევე:

ავტორი: ანრი კურტანიძე