მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალა პუგაჩოვასა და მაქსიმ გალკინს რუსეთში სასახლის ჩამორთმევით ემუქრებიან - დაათვალიერეთ წყვილის ციხესიმაგრე, სადაც გასაოცარი ფუფუნება და სიმდიდრე სუფევს
ალა პუგაჩოვასა და მაქსიმ გალკინს რუსეთში სასახლის ჩამორთმევით ემუქრებიან - დაათვალიერეთ წყვილის ციხესიმაგრე, სადაც გასაოცარი ფუფუნება და სიმდიდრე სუფევს

ალა პუ­გა­ჩო­ვას და მაქ­სიმ გალ­კინს, რომ­ლებ­მაც რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის შემ­დეგ შვი­ლებ­თან ერ­თად და­ტო­ვეს, შე­საძ­ლოა, სო­ფელ გრი­აზ­ში მდე­ბა­რე ცნო­ბი­ლი სა­სახ­ლე ჩა­მო­არ­თვან. ამის შე­სა­ხებ "ტე­ლეგ­რა­მარ­ხი" Shot წერს.

არ­ხის ცნო­ბით, სა­ხელ­მწი­ფო დუ­მამ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სთხო­ვა გა­და­ე­მოწ­მე­ბი­ნა, შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა სა­სახ­ლე სა­ხელ­მწი­ფო სა­კუთ­რე­ბა­ში გა­და­ვი­დეს, უცხო­ე­ლი აგენ­ტე­ბის ქო­ნე­ბის კონ­ფის­კა­ცი­ის შე­სა­ხებ ახა­ლი კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში. შე­გახ­სე­ნებთ, რომ კა­ნო­ნი ამ ცოტა ხნის წინ მი­ი­ღეს, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, უცხო­ე­თის აგენ­ტე­ბად გა­მო­ცხა­დე­ბულ პი­რებს, რუ­სეთ­ში სა­კუთ­რე­ბა ჩა­მო­ერ­თმე­ვათ.

ციხე-კოშ­კის ღი­რე­ბუ­ლე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 1 მი­ლი­არ­დი რუბ­ლია და ის რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია მაქ­სიმ გალ­კინ­ზე. ახლა ის ცა­რი­ე­ლია, თუმ­ცა სამ­შობ­ლო­ში ბოლო ვი­ზი­ტი­სას, ალა პუ­გა­ჩო­ვა იქ დარ­ჩა.

სა­ხელ­მწი­ფო სა­თათ­ბი­როს დე­პუ­ტა­ტის დი­მიტ­რი გუ­სე­ვის თქმით, გალ­კინს, რო­მე­ლიც სა­ჯა­როდ აკ­რი­ტი­კებს რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ქმე­დე­ბებს, პირ­ველ რიგ­ში უნდა ჩა­მო­ერ­თვას ქო­ნე­ბა. გარ­და ამი­სა, ალა პუ­გა­ჩო­ვას უნდა ჩა­მო­ერ­თვას სა­ხალ­ხო არ­ტის­ტის წო­დე­ბა. თა­ვად გალ­კინს უკვე ჩა­მო­ერ­თვა კუზ­ბა­სის ღირ­სე­ბის ორ­დე­ნი. კო­მი­კო­სის თქმით, ის არ აპი­რებს ჯილ­დოს დაბ­რუ­ნე­ბას, რო­მე­ლიც სო­ფელ გრი­ა­ზის ცი­ხე­სი­მაგ­რე­ში ინა­ხე­ბა.

  • და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ რუ­სეთ­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი წყვი­ლის სა­სახ­ლე

ვარ­სკვლა­ვურ­მა ოჯახ­მა ცი­ხე­სი­მაგ­რე ოდინ­ცო­ვოს ურ­ბა­ნუ­ლი რა­ი­ო­ნის სო­ფელ გრი­აზ­ში 2010-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში აა­შე­ნა და მას შემ­დეგ, ის ამ ად­გი­ლის მთა­ვა­რი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბაა. სამი ათა­სი კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ფარ­თო­ბის სა­სახ­ლე ბორ­ცვის თავ­ზე დგას და შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ციხე-სი­მაგ­რეს წა­ა­გავს წვე­ტი­ა­ნი კოშ­კე­ბი­თა და ქონ­გუ­რე­ბით.

ამ სა­სახ­ლე­ში გალ­კინ­მა და პუ­გა­ჩო­ვამ მრა­ვა­ლი წელი გა­ა­ტა­რეს. მე­დი­ა­ში გაჩ­ნდა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ძვი­რა­დღი­რე­ბულ მა­მულ­ში, ამ ცოტა ხნის წინ 10 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი შეს­თა­ვა­ზეს, და­ახ­ლო­ე­ბით 700 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლი. თუმ­ცა ფაქ­ტია, რომ ისი­ნი გა­ყიდ­ვას არ ჩქა­რო­ბენ.

წარ­მო­გიდ­გენთ სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტებს და ფო­ტო­ებს პრი­მა­დო­ნას მი­ლი­არ­დი­ან სა­სახ­ლე­ზე:

სო­ფე­ლი გრი­ა­ზი, მოს­კო­ვის რე­გი­ო­ნის ოდინ­ცო­ვოს ურ­ბა­ნუ­ლი რა­ი­ო­ნის ნა­წი­ლია, რო­მე­ლიც დე­და­ქა­ლა­ქი­დან 55 კი­ლო­მეტრში მდე­ბა­რე­ობს. 2011 წლი­დან ეს ად­გი­ლი ცნო­ბი­ლი გახ­და ამ უზარ­მა­ზა­რი სა­სახ­ლის წყა­ლო­ბით, სა­დაც ვარ­სკვლა­ვუ­რი ოჯა­ხი სა­ცხოვ­რებ­ლად გა­და­ვი­და.

ის დგას გო­რა­კის თავ­ზე სოფ­ლის გა­ნა­პი­რას, დიდ მწვა­ნე ფარ­თობ­ზე, რო­მე­ლიც გა­დაჰ­ყუ­რებს მდი­ნა­რეს. ეკ­ლექ­ტი­კუ­რი სა­სახ­ლე, რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს ნეო-გო­თი­კუ­რი სტი­ლის დე­ტა­ლებს, მთლი­ა­ნად ქვით არის აშე­ნე­ბუ­ლი. მისი სტრუქ­ტუ­რა გარ­კვე­ულ­წი­ლად მოგ­ვა­გო­ნებს შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ცი­ხე­ებს წვე­ტი­ა­ნი კოშ­კე­ბით.

შე­ნო­ბე­ბის სა­ერ­თო ფარ­თი სამი ათა­სი კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რია. აქვს დიდი მი­წის­ქვე­შა პარ­კინ­გი, სა­ცუ­რაო აუზი და სპა.

მი­უ­ხე­და­ვად სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წი­ნან­დე­ლი სტი­ლი­სა, ცი­ხის შიგ­ნით გან­თავ­სე­ბუ­ლია ლიფ­ტი, რათა ალას არ მო­უ­წი­ოს ფე­ხით ას­ვლა იმ სარ­თულ­ზე, სა­დაც სა­ბავ­შვო ოთა­ხე­ბია გან­თავ­სე­ბუ­ლი. ტე­რი­ტო­რია მო­ი­ცავს მო­სამ­სა­ხუ­რე­თა სახ­ლებს, ღია სცე­ნას ზა­ფხუ­ლის გარე კონ­ცერ­ტე­ბის­თვის, ზამ­თრის ბაღს სათ­ბუ­რით და უც­ნა­ურ მო­ნუ­მენ­ტურ შე­ნო­ბებს, რო­მე­ლიც რო­მა­ულ ამ­ფი­თე­ატრს მო­გა­გო­ნებთ.

ამ ად­გი­ლებ­ში უყ­ვარ­და გალ­კინს თა­ვი­სი "ტიკ-ტო­კის­თვის" ვი­დე­ო­ე­ბის გა­და­ღე­ბა. კო­მი­კო­სი სპე­ცი­ა­ლუ­რად რო­მა­ულ ტო­გა­საც კი იც­ვამ­და ხოლ­მე.

სა­სახ­ლის ინ­ტე­რი­ე­რი ისე­თი­ვე ბრწყინ­ვა­ლე­ბი­თა და მდიდ­რუ­ლი, კლა­სი­კუ­რი სტი­ლით გა­მო­ირ­ჩე­ვა, რო­გორც მისი მთე­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რა. ხის ჩუ­ქურ­თმე­ბი, მო­ხა­ტუ­ლი ჭერი, ბრო­ლის სა­ნა­თე­ბი, სვე­ტე­ბი, ქან­და­კე­ბე­ბი, გა­ლე­რე­ე­ბი.

მას შემ­დეგ, რაც წყვილ­მა ქვე­ყა­ნა და­ტო­ვა, რუსი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი პე­რი­ო­დუ­ლად ჩა­დი­ან გრი­აზ­ში და ფო­ტო­ებს უღე­ბენ სა­სახ­ლეს. ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ: "ცი­ხის გარე ფა­სა­დი ად­გილ-ად­გილ აქერცლი­ლია და რე­მონტს სა­ჭი­რო­ებს, მაგ­რამ ზო­გა­დად, სა­სახ­ლე­ში სი­ცო­ცხლეა. ორი მცვე­ლი საბ­რძო­ლო პოსტზეა, მე­ბა­ღე ფოთ­ლებს ასუფ­თა­ვებს. გა­მო­დის, რომ ოჯა­ხი ჯერ კი­დევ ასო­ბით ათას რუბლს ხარ­ჯავს ცა­რი­ელ ციხე-სი­მაგ­რე­ში მყო­ფი პერ­სო­ნა­ლის ხელ­ფა­სებ­ზე“.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლექსო
1

სასაცილოა,როგორ უნდა ჩამოერთვას ესტრადის დედოფლის სტატუსი-გვირგვინს წაართმევენ?ეს ხალხის სიყვარულითა და ტალანტით მოიპოვა!

მაცმაცუნა
27

რა იმღერე ასეთი საქართველოში ბევრად უფრო კარგი მომღერლები გვყავს მარა სასახლებს ვერ აღწევენ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

ალა პუგაჩოვასა და მაქსიმ გალკინს რუსეთში სასახლის ჩამორთმევით ემუქრებიან - დაათვალიერეთ წყვილის ციხესიმაგრე, სადაც გასაოცარი ფუფუნება და სიმდიდრე სუფევს

ალა პუგაჩოვასა და მაქსიმ გალკინს რუსეთში სასახლის ჩამორთმევით ემუქრებიან - დაათვალიერეთ წყვილის ციხესიმაგრე, სადაც გასაოცარი ფუფუნება და სიმდიდრე სუფევს

ალა პუგაჩოვას და მაქსიმ გალკინს, რომლებმაც რუსეთი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შვილებთან ერთად დატოვეს, შესაძლოა, სოფელ გრიაზში მდებარე ცნობილი სასახლე ჩამოართვან. ამის შესახებ "ტელეგრამარხი" Shot წერს.

არხის ცნობით, სახელმწიფო დუმამ შინაგან საქმეთა სამინისტროს სთხოვა გადაემოწმებინა, შესაძლებელია თუ არა სასახლე სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდეს, უცხოელი აგენტების ქონების კონფისკაციის შესახებ ახალი კანონის ფარგლებში. შეგახსენებთ, რომ კანონი ამ ცოტა ხნის წინ მიიღეს, რომლის თანახმადაც, უცხოეთის აგენტებად გამოცხადებულ პირებს, რუსეთში საკუთრება ჩამოერთმევათ.

ციხე-კოშკის ღირებულება დაახლოებით 1 მილიარდი რუბლია და ის რეგისტრირებულია მაქსიმ გალკინზე. ახლა ის ცარიელია, თუმცა სამშობლოში ბოლო ვიზიტისას, ალა პუგაჩოვა იქ დარჩა.

სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის დიმიტრი გუსევის თქმით, გალკინს, რომელიც საჯაროდ აკრიტიკებს რუსეთის ხელისუფლების ქმედებებს, პირველ რიგში უნდა ჩამოერთვას ქონება. გარდა ამისა, ალა პუგაჩოვას უნდა ჩამოერთვას სახალხო არტისტის წოდება. თავად გალკინს უკვე ჩამოერთვა კუზბასის ღირსების ორდენი. კომიკოსის თქმით, ის არ აპირებს ჯილდოს დაბრუნებას, რომელიც სოფელ გრიაზის ციხესიმაგრეში ინახება.

  • დაათვალიერეთ რუსეთში ყველაზე პოპულარული წყვილის სასახლე

ვარსკვლავურმა ოჯახმა ციხესიმაგრე ოდინცოვოს ურბანული რაიონის სოფელ გრიაზში 2010-იანი წლების დასაწყისში ააშენა და მას შემდეგ, ის ამ ადგილის მთავარი ღირსშესანიშნაობაა. სამი ათასი კვადრატული მეტრი ფართობის სასახლე ბორცვის თავზე დგას და შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრეს წააგავს წვეტიანი კოშკებითა და ქონგურებით.

ამ სასახლეში გალკინმა და პუგაჩოვამ მრავალი წელი გაატარეს. მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ძვირადღირებულ მამულში, ამ ცოტა ხნის წინ 10 მილიონი დოლარი შესთავაზეს, დაახლოებით 700 მილიონი რუბლი. თუმცა ფაქტია, რომ ისინი გაყიდვას არ ჩქარობენ.

წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს და ფოტოებს პრიმადონას მილიარდიან სასახლეზე:

სოფელი გრიაზი, მოსკოვის რეგიონის ოდინცოვოს ურბანული რაიონის ნაწილია, რომელიც დედაქალაქიდან 55 კილომეტრში მდებარეობს. 2011 წლიდან ეს ადგილი ცნობილი გახდა ამ უზარმაზარი სასახლის წყალობით, სადაც ვარსკვლავური ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა.

ის დგას გორაკის თავზე სოფლის განაპირას, დიდ მწვანე ფართობზე, რომელიც გადაჰყურებს მდინარეს. ეკლექტიკური სასახლე, რომელიც აერთიანებს ნეო-გოთიკური სტილის დეტალებს, მთლიანად ქვით არის აშენებული. მისი სტრუქტურა გარკვეულწილად მოგვაგონებს შუა საუკუნეების ციხეებს წვეტიანი კოშკებით.

შენობების საერთო ფართი სამი ათასი კვადრატული მეტრია. აქვს დიდი მიწისქვეშა პარკინგი, საცურაო აუზი და სპა.

მიუხედავად საუკუნეების წინანდელი სტილისა, ციხის შიგნით განთავსებულია ლიფტი, რათა ალას არ მოუწიოს ფეხით ასვლა იმ სართულზე, სადაც საბავშვო ოთახებია განთავსებული. ტერიტორია მოიცავს მოსამსახურეთა სახლებს, ღია სცენას ზაფხულის გარე კონცერტებისთვის, ზამთრის ბაღს სათბურით და უცნაურ მონუმენტურ შენობებს, რომელიც რომაულ ამფითეატრს მოგაგონებთ.

ამ ადგილებში უყვარდა გალკინს თავისი "ტიკ-ტოკისთვის" ვიდეოების გადაღება. კომიკოსი სპეციალურად რომაულ ტოგასაც კი იცვამდა ხოლმე.

სასახლის ინტერიერი ისეთივე ბრწყინვალებითა და მდიდრული, კლასიკური სტილით გამოირჩევა, როგორც მისი მთელი არქიტექტურა. ხის ჩუქურთმები, მოხატული ჭერი, ბროლის სანათები, სვეტები, ქანდაკებები, გალერეები.

მას შემდეგ, რაც წყვილმა ქვეყანა დატოვა, რუსი ჟურნალისტები პერიოდულად ჩადიან გრიაზში და ფოტოებს უღებენ სასახლეს. ბოლო ინფორმაციაში ვკითხულობთ: "ციხის გარე ფასადი ადგილ-ადგილ აქერცლილია და რემონტს საჭიროებს, მაგრამ ზოგადად, სასახლეში სიცოცხლეა. ორი მცველი საბრძოლო პოსტზეა, მებაღე ფოთლებს ასუფთავებს. გამოდის, რომ ოჯახი ჯერ კიდევ ასობით ათას რუბლს ხარჯავს ცარიელ ციხე-სიმაგრეში მყოფი პერსონალის ხელფასებზე“.