Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიცი, რომ სოხუმის საავადმყოფოდან გამაშვილეს... თუ რამე იცით ჩემზე, ოღონდ შემეხმიანეთ..." - გერმანიაში მცხოვრები ქალი ბიოლოგიურ მშობლებს ეძებს
"ვიცი, რომ სოხუმის საავადმყოფოდან გამაშვილეს... თუ რამე იცით ჩემზე, ოღონდ შემეხმიანეთ..." - გერმანიაში მცხოვრები ქალი ბიოლოგიურ მშობლებს ეძებს

მა­ი­კო გვი­ლა­ვა - რო­ბერ­ტუ­სი 18 წლი­დან გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რობს. მისი ცხოვ­რე­ბა ფილ­მს ჰგავს. სო­ხუ­მელ­მა გო­გო­ნამ 6 წლის ასაკ­ში დევ­ნი­ლის სტა­ტუ­სით და­ტო­ვა აფხა­ზე­თი და მშობ­ლებ­თან ერ­თად ზუგ­დიდ­ში და­სახ­ლდა. დედა 16 ასაკ­ში გახ­და, მაგ­რამ მალე მარ­ტო­ხე­ლა დე­დად იქცა და იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და შვი­ლის გამო ემიგ­რა­ცი­ა­ში წა­სუ­ლი­ყო.

რთუ­ლი დღე­ე­ბი გა­და­ი­ტა­ნა, მაგ­რამ მა­ლე­ვე იპო­ვა საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცი, რო­მელ­თა­ნაც ოჯა­ხი შექ­მნა და ვაჟი შე­ე­ძი­ნა. პირ­ველ ქორ­წი­ნე­ბა­ში შე­ძე­ნი­ლი გო­გო­ნა თა­ვის­თან წა­იყ­ვა­ნა და რო­დე­საც ეგო­ნა, რომ მის ცხოვ­რე­ბა­შიც მო­ვი­და ბედ­ნი­ე­რე­ბა, ერთი წლის შუ­ა­ლე­დით მშობ­ლე­ბი და­კარ­გა. მა­ლე­ვე კი გა­ი­გო, რომ ნაშ­ვი­ლე­ბი იყო.

ამ ამ­ბე­ბი­დან შვი­დი წელი გა­ვი­და და მა­ი­კო დღემ­დე ეძებს ბი­ო­ლო­გი­ურ მშობ­ლებს.

- მა­ი­კო, თქვენს ოჯახ­ზე მოგ­ვი­ყე­ვით, რო­გორ მოხ­ვდით ემიგ­რა­ცი­ა­ში?

- ახლა გერ­მა­ნი­ა­ში ვცხოვ­რობ, მე­უღ­ლეს­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად. 2005 წელს ჩა­მო­ვე­დი გერ­მა­ნი­ა­ში ძი­ძად, ერ­თწ­ლი­ა­ნი პროგ­რა­მით, მე­უღ­ლე გერ­მა­ნე­ლია, აქ გა­ვი­ცა­ნი და შეგ­ვიყ­ვარ­და ერ­თმა­ნე­თი. მა­ლე­ვე დავ­ქორ­წინ­დით. სო­ხუმ­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე. 6 წლის ვი­ყა­ვი, დევ­ნი­ლო­ბა­ში რომ აღ­მოვ­ჩნდი და გამ­ზრდელ მშობ­ლებ­თან ერ­თად ზუგ­დიდ­ში გად­მო­ვე­დით სა­ცხოვ­რებ­ლად. დე­დას ხში­რად დავ­ყავ­დი თა­ვის სო­ფელ­ში, სა­დაც ახალ­გაზ­რდა ბიჭი გა­ვი­ცა­ნი. ისე მოხ­და, რომ ძა­ლი­ან სწრა­ფად, ფაქ­ტობ­რი­ვად, ბავ­შვებ­მა შევ­ქმე­ნით ოჯა­ხი. 16 წლის უკვე დედა ვი­ყა­ვი, თვი­თონ პა­ტა­რა, ბავ­შვით ხელ­ში. სამ­წუ­ხა­როდ, ჩემი პირ­ვე­ლი ოჯა­ხი ძა­ლი­ან მალე და­ინ­გრა და ასე ჩვი­ლით ხელ­ში დავ­რჩი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ყვე­ლა­ნა­ი­რი დახ­მა­რე­ბის ხელი გა­მო­მი­წო­დეს მშობ­ლებ­მა.

- ამ ასაკ­ში მარ­ტო­ხე­ლო­ბა დე­დო­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლი იქ­ნე­ბო­და.

- დიახ, ცხოვ­რე­ბა ურ­თუ­ლე­სი იყო. ჩემი მშობ­ლე­ბი უკვე ასაკ­ში იყ­ვნენ, მე პა­ტა­რა ბავ­შვით ასე ვერ დავ­რჩე­ბო­დი. იმ დრო­ის­თვის უკვე 18 წლის ვი­ყა­ვი და რჩე­ვა დე­დას ვკი­თხე. მახ­სოვს, მძი­მედ ჩა­ი­სუნ­თქა და მი­თხრა, აქე­დან უნდა წახ­ვი­დე, შენ შვილს ჩვენ მივ­ხე­დავთ, ცივ ნი­ავს არ მი­ვა­კა­რებთ და რო­დე­საც აე­წყო­ბი შენი შვი­ლი შენ­თან წა­იყ­ვა­ნეო. გერ­მა­ნუ­ლის სწავ­ლა და­ვი­წყე, მოვ­ძებ­ნე სა­ა­გენ­ტო, რო­მელ­მაც მი­პო­ვა გერ­მა­ნუ­ლი ოჯა­ხი, ერთი ბავ­შვი ჰყავ­დათ და ასე აღ­მოვ­ჩნდი გერ­მა­ნე­ლებ­თან ძი­ძად ძა­ლი­ან შორს სამ­შობ­ლოს­გან, მშობ­ლე­ბის­გან და შვი­ლის­გან.

ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და, სულ ვტი­რო­დი და შვი­ლის სუ­რათს ვი­ხუ­ტებ­დი გულ­ში. ასე ვი­ძი­ნებ­დი და ვიღ­ვი­ძებ­დი. 3-4 თვე გრძელ­დე­ბო­და ჩემი ტან­ჯვა. ოჯახ­მა, სა­დაც ვმუ­შა­ობ­დი, გერ­მა­ნუ­ლი ენის კურ­სებ­ზე მი­მიყ­ვა­ნა, იქ გა­ვი­ცა­ნი ახალ­გაზ­რდა ქალ­ბა­ტო­ნი და დავ­მე­გობ­რდით. ერთ დღეს მე­უბ­ნე­ბა, ქარ­თვე­ლი გო­გო­ე­ბი ძა­ლი­ან კარ­გე­ბი ხართ, მომ­წონ­ხარ და ჩემი მაზ­ლი უნდა გა­გაც­ნოო. ასე გა­ვი­ცა­ნი მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე, ვი­ქორ­წი­ნეთ და შეგ­ვე­ძი­ნა ბიჭი. მერე ჩემი გო­გო­ნაც ჩა­მო­ვიყ­ვა­ნე და სამ­შობ­ლოს­გან შორს შევ­ქმე­ნი ბედ­ნი­ე­რი ოჯა­ხი.

- რო­გორც ვიცი, რამ­დე­ნი­მე წლის წინ გა­ი­გეთ, რომ გიშ­ვი­ლეს. ამ დროს მშვი­ლე­ბე­ლი მშობ­ლე­ბი გარ­დაც­ვლი­ლე­ბი იყ­ვნენ?

- დიახ, ჩვენ ოჯა­ხით სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა ზა­ფხულს ჩა­მოვ­დი­ო­დით. ჩემს უცხო­ელ მე­უღ­ლეს ძა­ლი­ან უყ­ვარს ჩემი სამ­შობ­ლო. გამ­ზრდე­ლი დედა 2015 წელს გარ­და­იც­ვა­ლა, ერთ წე­ლი­წად­ში მა­მაც და­ი­ღუ­პა. 2017 წელს, ზა­ფხულ­ში სტუმ­რად ჩა­მო­ვე­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში და მშობ­ლე­ბის საფ­ლავ­ზე ავე­დით, იქი­დან გა­დავ­წყვი­ტე სა­ნა­თე­სა­ვო მოგ­ვევ­ლო. 2017 წლის აგ­ვის­ტო იდგა, მა­რი­ა­მო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი გვი­ახ­ლოვ­დე­ბო­და, რო­დე­საც ერთ ნა­თე­სავს წა­მოს­ცდა, რომ ნაშ­ვი­ლე­ბი ვი­ყა­ვი, მკი­თხა, - შენ რა, აქამ­დე არა­ფე­რი იცო­დიო? - მა­შინ 31 წლის ვი­ყა­ვი. ასე მე­გო­ნა, ფეხ­ქვეშ მიწა გა­მო­მე­ცა­ლა. ძა­ლი­ან უსუ­სუ­რად და უმ­წე­ოდ ვიგ­რძე­ნი თავი. ძა­ლი­ან რომ ვე­ცა­დო, ვერ გად­მოვ­ცემ იმ ემო­ცი­ებს, რაც იმ წამ­ში და­მე­უფ­ლა, ალ­ბათ, სიკ­ვდი­ლის ტოლ­ფა­სი იყო. ისე­თი შოკი მი­ვი­ღე, რას ვლა­პა­რა­კობ­დი, რო­გორ და­ვემ­შვი­დო­ბე იქა­უ­რო­ბას, არა­ფე­რი მახ­სოვს. მა­შინ უკვე არც დედა იყო ცო­ცხა­ლი და არც მამა.

მა­ი­კო გვი­ლა­ვა გამ­ზრდელ მშობ­ლებ­თან ერ­თად

- იქამ­დე არა­სო­დეს გაგ­ჩე­ნი­ათ ეჭვი, რომ ნაშ­ვი­ლე­ბი იყა­ვით?

- არა, ეჭვი არა­სო­დეს მქო­ნია. უსა­ზღვროდ ვუყ­ვარ­დი მშობ­ლებს, თავს მევ­ლე­ბოდ­ნენ, ზრუ­ნავ­დნენ, ისე რო­გორც ყვე­ლა მშო­ბე­ლი. რამე უც­ნა­ურს მა­შინ ვერ ვამ­ჩნევ­დი, ახლა როცა უკვე ვიცი სი­მარ­თლე, ერთი შემ­თხვე­ვა მახ­სენ­დე­ბა. ერთხელ გამ­ზრდელ­მა დე­დამ მკი­თხა, რომ იცო­დე სა­დღაც გყავს ახალ­გაზ­რდა, ლა­მა­ზი დე­დი­კო, გა­იქ­ცე­ო­დი მას­თა­ნო? ვუ­თხა­რი, არ გა­ვიქ­ცე­ო­დი, მე შენ მიყ­ვარ­ხარ, მაგ­რამ გა­ვიც­ნობ­დი, ვნა­ხავ­დი, რო­გო­რია-მეთ­ქი. დე­დამ მო­ი­წყი­ნა, თვა­ლე­ბი ძირს და­ხა­რა და ცოტა მკაც­რი ხმით მი­თხრა: შვილ­ზე უა­რის მთქმე­ლი დე­დის გაც­ნო­ბა რა­ტომ გა­ინ­ტე­რე­სებ­სო. ამით დამ­თავ­რდა ეს სა­უ­ბა­რი. დღეს დედა გვერ­დით რომ მყავ­დეს, ვე­ტყო­დი, რომ ყო­ველ­თვის მათი შვი­ლი ვი­ყა­ვი და ვიქ­ნე­ბი.

- რო­დე­საც გა­ი­გეთ, რომ შვი­ლად აგიყ­ვა­ნეს, რა გა­ა­კე­თეთ, ვის­გან მი­ი­ღეთ და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია, სა­ი­დან გა­ი­გეთ, რომ სო­ხუ­მის სამ­შო­ბი­ა­რო­დან გა­გაშ­ვი­ლეს?

- ნა­თე­სა­ვებს გა­მოვ­კი­თხე და მი­თხრეს, რომ თით­ქოს, მა­მა­ჩე­მის შვი­ლი ვი­ყა­ვი, ოღონდ სხვა ქა­ლის­გან. მა­შინ­ვე ვი­ყი­დე გე­ნე­ტი­კუ­რი ტეს­ტი ჩემ­თვის, მა­მი­და­ჩე­მი­სა და ბი­ძა­ჩე­მის­თვის. ისი­ნი და­ემ­თხვნენ, რომ და-ძმა იყ­ვნენ, მე კი მათ­თან სა­ერ­თო არა­ფე­რი აღ­მო­მაჩ­ნდა. შემ­დეგ ის ქა­ლიც მოვ­ძებ­ნე, რო­მე­ლიც თით­ქოს დე­და­ჩე­მი იყო, გა­ვი­კე­თე ტეს­ტი, მაგ­რამ მას­თა­ნაც არა­ფე­რი აღ­მოჩ­ნდა სა­ერ­თო.

მოკ­ლედ, თუ რამე ჭორი გა­ვი­გე, ამ შვი­დი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყვე­ლა­ფე­რი გა­და­ვა­მოწ­მე. ორი სა­ხე­ო­ბის გე­ნე­ტი­კუ­რი ტეს­ტი მაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი, სა­დაც ჩანს, რომ ქარ­თვე­ლი ვარ. ამ ტეს­ტით მე­მა­ტე­ბი­ან პი­როვ­ნე­ბე­ბი, რომ­ლებ­მაც ასე­ვე ტეს­ტი გა­ი­კე­თეს, უმ­რავ­ლე­სო­ბა მეგ­რე­ლე­ბი არი­ან. ნათ­ლი­ამ მი­თხრა, ერთხელ შენ­მა გამ­ზრდელ­მა დე­დამ თქვა, რად­გან ჩვენ მეგ­რე­ლე­ბი ვი­ყა­ვით, მეგ­რე­ლე­ბის შვი­ლიც ამი­ტომ ავიყ­ვა­ნე­თო. ვი­ყა­ვი ასა­თი­ან­ზე, არ­ქივ­ში ჩემ­ზე ვე­რა­ფე­რი მო­ი­ძი­ეს.

- სო­ხუ­მელ მე­ზობ­ლებ­თან თუ გაქვთ ურ­თი­ერ­თო­ბა, მათ ხომ არა­ფე­რი უთ­ქვამთ თქვენს გაშ­ვი­ლე­ბა­ზე?

- არა მხო­ლოდ ჩემი ნა­თე­სა­ვე­ბი, არა­მედ სო­ხუ­მე­ლი მე­ზობ­ლე­ბიც გა­მოვ­კი­თხე. ერთ-ერთი ქალ­მა მო­მიყ­ვა, რომ ჩემი აყ­ვა­ნის დროს თა­ვად 13 წლის იყო. რო­გორც ამ­ბობს, ჩემ­მა მშობ­ლებ­მა დე­და­მი­სი და­ი­ბა­რეს, რომ მათ­თან მი­სუ­ლი­ყო და შვი­ლიც გაჰ­ყვა. "შენ­მა გამ­ზრდელ­მა დე­დამ დე­და­ჩემს უთხრა სო­ხუ­მის სამ­შო­ბი­ა­რო­დან დაგ­ვი­რე­კეს, რო­გორც იქნა გვე­ღირ­სა - გოგო ტო­ვებს ბავ­შვს და უნდა მოგ­ვიყ­ვა­ნოო. მე და დედა ფე­ხით გა­ვი­ქე­ცით სამ­შო­ბი­ა­რო­ში, ავე­დით მე­ო­რე სარ­თულ­ზე, დე­და­ჩემ­მა ხელ­ში აგიყ­ვა­ნა, სა­ბავ­შვო ეტ­ლში ჩა­გაწ­ვი­ნა, რა­ღაც თან­ხა გა­და­ი­ხა­და, სა­ბუ­თე­ბი ითხო­ვა, მაგ­რამ არა­ფე­რი მის­ცე­სო...“ - ეს ქალი მიყ­ვე­ბა, რომ სამ­შო­ბი­ა­რო­დან სახ­ლამ­დე სა­ბავ­შვო ეტ­ლით მი­მიყ­ვა­ნეს და ჩემი თავი მშვი­ლე­ბელ მშობ­ლებს გა­დას­ცეს.

- რო­გორც ტეს­ტებ­მა აჩ­ვე­ნეს, ეთ­ნი­კუ­რად ქარ­თვე­ლე­ბი იყ­ვნენ თქვე­ნი ბი­ო­ლო­გი­უ­რი მშობ­ლე­ბი.

- დიახ, ვფიქ­რობ და მჯე­რა, რომ ორი­ვე მშო­ბე­ლი იყო ქარ­თვე­ლი, სა­მეგ­რე­ლო­დან. ეს წლე­ბი სო­ხუ­მი­დან ბევ­რი მეხ­მა­რე­ბო­და, იქ დარ­ჩე­ნი­ლი მე­ზობ­ლე­ბი, უც­ნო­ბი აფხა­ზე­ბი, ანუ ყვე­ლა, ეროვ­ნე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ჩემი ამ­ბა­ვი გულ­თან ბევ­რმა მი­ი­ტა­ნა, მაგ­რამ ვე­რა­ფე­რი გა­ვარ­კვიე.

- იმ ადა­მი­ა­ნებს თუ და­უ­კავ­შირ­დით, ვინც გე­ნე­ტი­კუ­რი ტეს­ტის მი­ხედ­ვით თქვე­ნი ნა­თე­სა­ვე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ?

- რა თქმა უნდა, ყვე­ლა­ზე ახლო გე­ნე­ტი­კუ­რი ტეს­ტე­ბი­დან, რო­მე­ლი ნა­თე­სა­ვიც არის, ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს. დახ­მა­რე­ბა­ზე უარი მი­თხრა, რად­გან შორს იყო და იქი­დან ვე­რა­ფერს გა­არ­კვევ­და. ვფიქ­რობ, რომ დახ­მა­რე­ბის სურ­ვი­ლი არ ჰქონ­და ან მარ­თლა არ შე­ეძ­ლო.

- ახალ­გაზ­რდა ქალი ხართ და დიდი ალ­ბა­თო­ბით თქვე­ნი ბი­ო­ლო­გი­უ­რი მშობ­ლე­ბი ცო­ცხლე­ბი არი­ან, რას ეტყო­დით მათ?

- ბი­ო­ლო­გი­უ­რი დე­დის ასა­კი უც­ნო­ბია. თუ ამ სტა­ტი­ას კი­თხუ­ლობს და მიც­ნობს, ვე­ტყო­დი, რომ ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ვი­ცო­დე სა­კუ­თა­რი სის­ხლი, გვა­რი და გე­ნე­ტი­კა. თუ სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა ანო­ნი­მუ­რო­ბა­საც გპირ­დე­ბით, ოღონდ შე­მეხ­მი­ა­ნეთ. არ მაქვს უფ­ლე­ბა ვინ­მე გან­ვი­კი­თხო. ვიცი, რომ ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა, მთა­ვა­რია, დრო­ზე მო­ვი­ნა­ნი­ოთ. მას შემ­დეგ ბევ­რმა დრომ ჩა­ი­ა­რა, 38 წლის ვარ და ყვე­ლას სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბა გვაქვს. ჩემი მი­ზა­ნი არ არის, რომ ვინ­მეს ცხოვ­რე­ბა­ში შე­ვიჭ­რა, უბ­რა­ლოდ, თხოვ­ნაა, ჩუ­მად მა­ინც მი­თხა­რით, ვისი სის­ხლის, გვა­რის და გე­ნის ვარ. ამით და­ვამ­თავ­რებ ძებ­ნას.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იმერელი
12

ბიᲫინას ᲫმიᲨვილი ხარ, ივანიᲨვილის, უფროსი Ძმის

>
0

როგორ შეუძლიათ რომ დედას ბავშვი მოპარონ და გაყიდონ? როგორ შეუძლიათ ეს ან როგორ ცხოვრობენ მერე მთელი ცხოვრება? ეს მკვლელობაზე არანაკლები დანაშაულია, არ ვიცი რა დონის ნაძირალა უნდა იყო ადამინი, ალბათ ამის ჩამდენებს ღმერთი საერთოდ არ წამთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"ვიცი, რომ სოხუმის საავადმყოფოდან გამაშვილეს... თუ რამე იცით ჩემზე, ოღონდ შემეხმიანეთ..." - გერმანიაში მცხოვრები ქალი ბიოლოგიურ მშობლებს ეძებს

"ვიცი, რომ სოხუმის საავადმყოფოდან გამაშვილეს... თუ რამე იცით ჩემზე, ოღონდ შემეხმიანეთ..." - გერმანიაში მცხოვრები ქალი ბიოლოგიურ მშობლებს ეძებს

მაიკო გვილავა - რობერტუსი 18 წლიდან გერმანიაში ცხოვრობს. მისი ცხოვრება ფილმს ჰგავს. სოხუმელმა გოგონამ 6 წლის ასაკში დევნილის სტატუსით დატოვა აფხაზეთი და მშობლებთან ერთად ზუგდიდში დასახლდა. დედა 16 ასაკში გახდა, მაგრამ მალე მარტოხელა დედად იქცა და იძულებული გახდა შვილის გამო ემიგრაციაში წასულიყო.

რთული დღეები გადაიტანა, მაგრამ მალევე იპოვა საყვარელი მამაკაცი, რომელთანაც ოჯახი შექმნა და ვაჟი შეეძინა. პირველ ქორწინებაში შეძენილი გოგონა თავისთან წაიყვანა და როდესაც ეგონა, რომ მის ცხოვრებაშიც მოვიდა ბედნიერება, ერთი წლის შუალედით მშობლები დაკარგა. მალევე კი გაიგო, რომ ნაშვილები იყო.

ამ ამბებიდან შვიდი წელი გავიდა და მაიკო დღემდე ეძებს ბიოლოგიურ მშობლებს.

- მაიკო, თქვენს ოჯახზე მოგვიყევით, როგორ მოხვდით ემიგრაციაში?

- ახლა გერმანიაში ვცხოვრობ, მეუღლესთან და შვილებთან ერთად. 2005 წელს ჩამოვედი გერმანიაში ძიძად, ერთწლიანი პროგრამით, მეუღლე გერმანელია, აქ გავიცანი და შეგვიყვარდა ერთმანეთი. მალევე დავქორწინდით. სოხუმში დავიბადე და გავიზარდე. 6 წლის ვიყავი, დევნილობაში რომ აღმოვჩნდი და გამზრდელ მშობლებთან ერთად ზუგდიდში გადმოვედით საცხოვრებლად. დედას ხშირად დავყავდი თავის სოფელში, სადაც ახალგაზრდა ბიჭი გავიცანი. ისე მოხდა, რომ ძალიან სწრაფად, ფაქტობრივად, ბავშვებმა შევქმენით ოჯახი. 16 წლის უკვე დედა ვიყავი, თვითონ პატარა, ბავშვით ხელში. სამწუხაროდ, ჩემი პირველი ოჯახი ძალიან მალე დაინგრა და ასე ჩვილით ხელში დავრჩი. მიუხედავად ამისა, ყველანაირი დახმარების ხელი გამომიწოდეს მშობლებმა.

- ამ ასაკში მარტოხელობა დედობა ძალიან რთული იქნებოდა.

- დიახ, ცხოვრება ურთულესი იყო. ჩემი მშობლები უკვე ასაკში იყვნენ, მე პატარა ბავშვით ასე ვერ დავრჩებოდი. იმ დროისთვის უკვე 18 წლის ვიყავი და რჩევა დედას ვკითხე. მახსოვს, მძიმედ ჩაისუნთქა და მითხრა, აქედან უნდა წახვიდე, შენ შვილს ჩვენ მივხედავთ, ცივ ნიავს არ მივაკარებთ და როდესაც აეწყობი შენი შვილი შენთან წაიყვანეო. გერმანულის სწავლა დავიწყე, მოვძებნე სააგენტო, რომელმაც მიპოვა გერმანული ოჯახი, ერთი ბავშვი ჰყავდათ და ასე აღმოვჩნდი გერმანელებთან ძიძად ძალიან შორს სამშობლოსგან, მშობლებისგან და შვილისგან.

ძალიან გამიჭირდა, სულ ვტიროდი და შვილის სურათს ვიხუტებდი გულში. ასე ვიძინებდი და ვიღვიძებდი. 3-4 თვე გრძელდებოდა ჩემი ტანჯვა. ოჯახმა, სადაც ვმუშაობდი, გერმანული ენის კურსებზე მიმიყვანა, იქ გავიცანი ახალგაზრდა ქალბატონი და დავმეგობრდით. ერთ დღეს მეუბნება, ქართველი გოგოები ძალიან კარგები ხართ, მომწონხარ და ჩემი მაზლი უნდა გაგაცნოო. ასე გავიცანი მომავალი მეუღლე, ვიქორწინეთ და შეგვეძინა ბიჭი. მერე ჩემი გოგონაც ჩამოვიყვანე და სამშობლოსგან შორს შევქმენი ბედნიერი ოჯახი.

- როგორც ვიცი, რამდენიმე წლის წინ გაიგეთ, რომ გიშვილეს. ამ დროს მშვილებელი მშობლები გარდაცვლილები იყვნენ?

- დიახ, ჩვენ ოჯახით საქართველოში ყველა ზაფხულს ჩამოვდიოდით. ჩემს უცხოელ მეუღლეს ძალიან უყვარს ჩემი სამშობლო. გამზრდელი დედა 2015 წელს გარდაიცვალა, ერთ წელიწადში მამაც დაიღუპა. 2017 წელს, ზაფხულში სტუმრად ჩამოვედი საქართველოში და მშობლების საფლავზე ავედით, იქიდან გადავწყვიტე სანათესავო მოგვევლო. 2017 წლის აგვისტო იდგა, მარიამობის დღესასწაული გვიახლოვდებოდა, როდესაც ერთ ნათესავს წამოსცდა, რომ ნაშვილები ვიყავი, მკითხა, - შენ რა, აქამდე არაფერი იცოდიო? - მაშინ 31 წლის ვიყავი. ასე მეგონა, ფეხქვეშ მიწა გამომეცალა. ძალიან უსუსურად და უმწეოდ ვიგრძენი თავი. ძალიან რომ ვეცადო, ვერ გადმოვცემ იმ ემოციებს, რაც იმ წამში დამეუფლა, ალბათ, სიკვდილის ტოლფასი იყო. ისეთი შოკი მივიღე, რას ვლაპარაკობდი, როგორ დავემშვიდობე იქაურობას, არაფერი მახსოვს. მაშინ უკვე არც დედა იყო ცოცხალი და არც მამა.

მაიკო გვილავა გამზრდელ მშობლებთან ერთად

- იქამდე არასოდეს გაგჩენიათ ეჭვი, რომ ნაშვილები იყავით?

- არა, ეჭვი არასოდეს მქონია. უსაზღვროდ ვუყვარდი მშობლებს, თავს მევლებოდნენ, ზრუნავდნენ, ისე როგორც ყველა მშობელი. რამე უცნაურს მაშინ ვერ ვამჩნევდი, ახლა როცა უკვე ვიცი სიმართლე, ერთი შემთხვევა მახსენდება. ერთხელ გამზრდელმა დედამ მკითხა, რომ იცოდე სადღაც გყავს ახალგაზრდა, ლამაზი დედიკო, გაიქცეოდი მასთანო? ვუთხარი, არ გავიქცეოდი, მე შენ მიყვარხარ, მაგრამ გავიცნობდი, ვნახავდი, როგორია-მეთქი. დედამ მოიწყინა, თვალები ძირს დახარა და ცოტა მკაცრი ხმით მითხრა: შვილზე უარის მთქმელი დედის გაცნობა რატომ გაინტერესებსო. ამით დამთავრდა ეს საუბარი. დღეს დედა გვერდით რომ მყავდეს, ვეტყოდი, რომ ყოველთვის მათი შვილი ვიყავი და ვიქნები.

- როდესაც გაიგეთ, რომ შვილად აგიყვანეს, რა გააკეთეთ, ვისგან მიიღეთ დამატებითი ინფორმაცია, საიდან გაიგეთ, რომ სოხუმის სამშობიაროდან გაგაშვილეს?

- ნათესავებს გამოვკითხე და მითხრეს, რომ თითქოს, მამაჩემის შვილი ვიყავი, ოღონდ სხვა ქალისგან. მაშინვე ვიყიდე გენეტიკური ტესტი ჩემთვის, მამიდაჩემისა და ბიძაჩემისთვის. ისინი დაემთხვნენ, რომ და-ძმა იყვნენ, მე კი მათთან საერთო არაფერი აღმომაჩნდა. შემდეგ ის ქალიც მოვძებნე, რომელიც თითქოს დედაჩემი იყო, გავიკეთე ტესტი, მაგრამ მასთანაც არაფერი აღმოჩნდა საერთო.

მოკლედ, თუ რამე ჭორი გავიგე, ამ შვიდი წლის განმავლობაში, ყველაფერი გადავამოწმე. ორი სახეობის გენეტიკური ტესტი მაქვს გაკეთებული, სადაც ჩანს, რომ ქართველი ვარ. ამ ტესტით მემატებიან პიროვნებები, რომლებმაც ასევე ტესტი გაიკეთეს, უმრავლესობა მეგრელები არიან. ნათლიამ მითხრა, ერთხელ შენმა გამზრდელმა დედამ თქვა, რადგან ჩვენ მეგრელები ვიყავით, მეგრელების შვილიც ამიტომ ავიყვანეთო. ვიყავი ასათიანზე, არქივში ჩემზე ვერაფერი მოიძიეს.

- სოხუმელ მეზობლებთან თუ გაქვთ ურთიერთობა, მათ ხომ არაფერი უთქვამთ თქვენს გაშვილებაზე?

- არა მხოლოდ ჩემი ნათესავები, არამედ სოხუმელი მეზობლებიც გამოვკითხე. ერთ-ერთი ქალმა მომიყვა, რომ ჩემი აყვანის დროს თავად 13 წლის იყო. როგორც ამბობს, ჩემმა მშობლებმა დედამისი დაიბარეს, რომ მათთან მისულიყო და შვილიც გაჰყვა. "შენმა გამზრდელმა დედამ დედაჩემს უთხრა სოხუმის სამშობიაროდან დაგვირეკეს, როგორც იქნა გვეღირსა - გოგო ტოვებს ბავშვს და უნდა მოგვიყვანოო. მე და დედა ფეხით გავიქეცით სამშობიაროში, ავედით მეორე სართულზე, დედაჩემმა ხელში აგიყვანა, საბავშვო ეტლში ჩაგაწვინა, რაღაც თანხა გადაიხადა, საბუთები ითხოვა, მაგრამ არაფერი მისცესო...“ - ეს ქალი მიყვება, რომ სამშობიაროდან სახლამდე საბავშვო ეტლით მიმიყვანეს და ჩემი თავი მშვილებელ მშობლებს გადასცეს.

- როგორც ტესტებმა აჩვენეს, ეთნიკურად ქართველები იყვნენ თქვენი ბიოლოგიური მშობლები.

- დიახ, ვფიქრობ და მჯერა, რომ ორივე მშობელი იყო ქართველი, სამეგრელოდან. ეს წლები სოხუმიდან ბევრი მეხმარებოდა, იქ დარჩენილი მეზობლები, უცნობი აფხაზები, ანუ ყველა, ეროვნების მიუხედავად, ჩემი ამბავი გულთან ბევრმა მიიტანა, მაგრამ ვერაფერი გავარკვიე.

- იმ ადამიანებს თუ დაუკავშირდით, ვინც გენეტიკური ტესტის მიხედვით თქვენი ნათესავები აღმოჩნდნენ?

- რა თქმა უნდა, ყველაზე ახლო გენეტიკური ტესტებიდან, რომელი ნათესავიც არის, ამერიკაში ცხოვრობს. დახმარებაზე უარი მითხრა, რადგან შორს იყო და იქიდან ვერაფერს გაარკვევდა. ვფიქრობ, რომ დახმარების სურვილი არ ჰქონდა ან მართლა არ შეეძლო.

- ახალგაზრდა ქალი ხართ და დიდი ალბათობით თქვენი ბიოლოგიური მშობლები ცოცხლები არიან, რას ეტყოდით მათ?

- ბიოლოგიური დედის ასაკი უცნობია. თუ ამ სტატიას კითხულობს და მიცნობს, ვეტყოდი, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდე საკუთარი სისხლი, გვარი და გენეტიკა. თუ საჭირო იქნება ანონიმურობასაც გპირდებით, ოღონდ შემეხმიანეთ. არ მაქვს უფლება ვინმე განვიკითხო. ვიცი, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, მთავარია, დროზე მოვინანიოთ. მას შემდეგ ბევრმა დრომ ჩაიარა, 38 წლის ვარ და ყველას საკუთარი ცხოვრება გვაქვს. ჩემი მიზანი არ არის, რომ ვინმეს ცხოვრებაში შევიჭრა, უბრალოდ, თხოვნაა, ჩუმად მაინც მითხარით, ვისი სისხლის, გვარის და გენის ვარ. ამით დავამთავრებ ძებნას.

წაიკითხეთ ასევე: