ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით რუსეთის ელჩი, თეიმურაზ რამიშვილი უწყებაში დაიბარა.
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ანე ჟორემის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო უახლოეს მომავალში რუსეთის ელჩთან გამართავს საუბარს ნავალნის გარდაცვალების შესახებ.
"საუბარში გამოიკვეთება ნორვეგიის პოზიცია ნავალნის გარდაცვალებაზე რუსეთის ხელისუფლების პასუხისმგებლობასთან და ღია გამოძიებაში დახმარების მზადყოფნასთან დაკავშირებით. ნორვეგიის ხელისუფლება გაიმეორებს მოწოდებას ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლების შესახებ", - განაცხადა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.
ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საგარეო უწყებებში რუსეთის ელჩები ასევე დაიბარეს გაერთიანებულმა სამეფომ, შვედეთმა, ფინეთმა, ესპანეთმა და გერმანიამ. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ორშაბათს განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნის გარდაცვალების გამო, ის რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს განიხილავს. ნავალნის გარდაცვალებაზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავს ევროკავშირიც.
კაი ერთი! უკრაინის ციხეში რომ ზელეს მთავრობის მკაცრი კრიტიკისთვის აშშ-ის მოქალაქე იჯდა და მოკვდა, უკრაინის ელჩი დაიბარეს თეთრ სახლში და მოსთხოვეს პასუხი მის მთავრობას??
გამოიწვიეთ თქვენი ელჩები
გაყარეთ რუსი ელჩები
დაუკეტეთ რუსებს მთლიანად გასასვლელი ევროპა ამერიკაში
მიაწოდეთ უკრაინას კონვენციონალური იარაღი მასიურად ავიაციის ჩათვლით!!!!!