ავტორი:

"ჩვენი ბრალი არ არისო და ხელმძღვანელობისკენ გაიშვირეს ხელი" - ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე რესპუბლიკური საავადმყოფოს ექთანს 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

"ჩვენი ბრალი არ არისო და ხელმძღვანელობისკენ გაიშვირეს ხელი" -  ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე რესპუბლიკური საავადმყოფოს ექთანს 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე რესპუბლიკური საავადმყოფოს ექთანს თეა ბეგიაშვილს სასამართლომ 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ექთანი ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში იყო ბრალდებული.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ გარდაცვლილი ფეხბურთელის მამამ, გაიოზ ჩარკვიანმა განუცხადა, ამავე საქმეზე 26 თებერვალს, 14:00 საათზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს ერთ-ერთი განყოფილების უფროსის, ქეთევან ცერცვაძის სასამართლო პროცესი გაიმართება. მისი თქმით, გამოძიება მას სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით ედავება.

"ახალი გარემოებებიც გამოიკვეთა. ჩვენი ბრალი არ არისო და ხელმძღვანელობისკენ გაიშვირეს ხელი, არადა 2 წლის განმავლობაში ამ ხალხს ვეუბნებოდით, რომ დანაშაული ეღიარებინათ. ამაზე კატეგორიულ უარზე იყვნენ, მაგრამ მართლმსაჯულებისგან თავის დაძვრენის მიზნით ეს გადაწყვეტილება მიიღეს“,- განაცხადა გაიოზ ჩარკვიანმა.

ცნობისთვის, 20 წლის ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანი 2021 წლის 10 სექტემბერს, „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ გარდაიცვალა. მას კორონავირუსი ჰქონდა.