მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოსამსახურეების ოთახში ცხოვრობდა, ერთადერთი ადამიანი იყო, რომლისაც დიქტატორს ეშინოდა" - როგორ ცხოვრობდა კეკე ჯუღაშვილი და რატომ არ ჩამოვიდა სტალინი საქართველოში დედის დაკრძალვაზე
"მოსამსახურეების ოთახში ცხოვრობდა, ერთადერთი ადამიანი იყო, რომლისაც დიქტატორს ეშინოდა" - როგორ ცხოვრობდა კეკე ჯუღაშვილი და რატომ არ ჩამოვიდა სტალინი საქართველოში დედის დაკრძალვაზე

1937 წლის 4 ივ­ნისს თბი­ლის­ში, მძი­მე ავად­მყო­ფო­ბის შე­დე­გად, 79 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა ეკა­ტე­რი­ნე (კეკე) გი­ორ­გის ასუ­ლი ჯუ­ღაშ­ვი­ლი. სტა­ლი­ნის დე­დის სა­გა­ზე­თო ნეკ­რო­ლოგს ხელს აწერ­და სა­ქარ­თვე­ლოს ცკ-ის მა­შინ­დე­ლი პირ­ვე­ლი მდი­ვა­ნი, ლავ­რენ­ტი ბე­რია და ქვეყ­ნის პარ­ტი­უ­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა.

კე­კეს დაკ­რძალ­ვას მთლი­ა­ნად ლავ­რენ­ტი ბე­რია ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, ამი­ტო­მაც გა­და­წყდა მის გან­სას­ვე­ნებ­ლად მთაწ­მინ­დის პან­თე­ო­ნი.

კეკე ჯუ­ღაშ­ვი­ლის მთაწ­მინ­და­ზე დაკ­რძალ­ვას მისი ერ­თა­დერ­თი შვი­ლი იო­სებ ბე­სა­რი­ო­ნის ძე ჯუ­ღაშ­ვი­ლი არ დას­წრე­ბია. დე­დის გას­ვე­ნე­ბის დღეს ბე­ლად­მა მხო­ლოდ გვირ­გვი­ნი გაგ­ზავ­ნა "ძვირ­ფას და საყ­ვა­რელ დე­დას შვი­ლის­გან იო­სებ ჯუ­ღაშ­ვი­ლის­გან", - ეწე­რა გვირ­გვინ­ზე.

ლავ­რენ­ტი ბე­რია ერთ-ერთი იყო იმ ადა­მი­ა­ნე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც ამ დღეს კე­კეს სა­სახ­ლეს მთაწ­მინ­დის­კენ მი­ას­ვე­ნებ­დნენ. სტა­ლი­ნის დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ სსრკ-ში სა­ქარ­თვე­ლოს გარ­და, არ­სა­დაც არ გა­ცხა­დე­ბუ­ლა.

  • დიქ­ტა­ტო­რის მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი დედა

ჯუ­ღაშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხი გა­ჭირ­ვე­ბა­ში ცხოვ­რობ­და. რო­დე­საც სტა­ლინ­მა კო­მუ­ნის­ტურ პარ­ტი­ა­ში დიდი თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ი­კა­ვა, იგი ცდი­ლობ­და დე­დის­თვის აე­ნა­ზღა­უ­რე­ბი­ნა გა­ჭირ­ვე­ბის წლე­ბი. მაგ­რამ კე­კემ გა­ნაგ­რძო ცხოვ­რე­ბა ისე­თი­ვე მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად და სა­სახ­ლე­ში მხო­ლოდ ერთი პა­ტა­რა ოთა­ხი და­ი­კა­ვა, რო­მე­ლიც გან­კუთ­ვნი­ლი იყო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის­თვის.

  • ვა­ჟის სიყ­ვა­რუ­ლი

რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ სტა­ლი­ნი იშ­ვი­ა­თად სტუმ­რობ­და დე­დას, ძი­რი­თა­დად მოკ­ლე წე­რი­ლე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბო­და. ისი­ნი ყო­ველ­თვის სიყ­ვა­რუ­ლით იყო სავ­სე. სტა­ლი­ნის­თვის თუნ­დაც მცი­რე წე­რი­ლის და­წე­რა ად­ვი­ლი არ იყო - დე­და­მი­სი ხომ რუ­სუ­ლად არ სა­უბ­რობ­და, სტა­ლი­ნი კი, თა­ვის მხრივ, ქარ­თულს თით­ქმის არ ცნობ­და.

  • "ჯობ­და მღვდე­ლი გამ­ხდა­რი­ყა­ვი“

სტა­ლი­ნის ქა­ლიშ­ვი­ლი სვეტ­ლა­ნა ალი­ლუ­ე­ვა იხ­სე­ნებს, რომ ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნი, ვი­სიც მა­მას ეში­ნო­და, ეს იყო კეკე. ის მკაც­რი და პრე­ტენ­ზი­უ­ლი ქალი იყო, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ოც­ნე­ბობ­და, რომ შვი­ლი მღვდე­ლი გამ­ხდა­რი­ყო. ამ­ბო­ბენ, რომ 1935 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე, რო­დე­საც სტა­ლი­ნი დე­დას სტუმ­რობ­და, ჰკი­თხა, რა­ტომ სცემ­და ასე ხში­რად და სას­ტი­კად ბავ­შვო­ბა­ში. რა­ზეც კე­კემ უპა­სუ­ხა: ”ამი­ტომ გა­მოხ­ვე­დი ასე­თი კარ­გი.” რო­დე­საც კე­კემ ჰკი­თხა, ვის­თვის მუ­შა­ობ­და სტა­ლი­ნი, შვილ­მა უპა­სუ­ხა: "გახ­სოვს მეფე? მეც ერ­თგვა­რი მეფე ვარ. ” სა­პა­სუ­ხოდ დე­დამ და­ი­ჩივ­ლა და უთხრა "-"ჯობ­და, მღვდე­ლი გამ­ხდა­რი­ყა­ვი“.

  • უარი კრემლზე

სტა­ლინ­მა ლავ­რენ­ტი ბე­რია და­ნიშ­ნა "მცვე­ლად“, რო­მე­ლიც დე­დას უვ­ლი­და, მაგ­რამ მისი ჯან­მრთე­ლო­ბა უკვე შერ­ყე­უ­ლი იყო. კე­კეს სტა­ლი­ნი და ბე­რია და­ჟი­ნე­ბით სთხოვ­დნენ, რომ მოს­კოვ­ში გა­და­სუ­ლი­ყო სა­ცხოვ­რებ­ლად. 1930-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში კე­კემ კი­დევ ერთხელ კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი უთხრა შვილს რუ­სეთ­ში დარ­ჩე­ნა­ზე. კეკე შვილს კრემლში ეწ­ვია, მაგ­რამ დარ­ჩე­ნა არ მო­ი­სურ­ვა და სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა გა­და­წყვი­ტა. ”მას არ უნ­დო­და კრემლში, ნეს­ტი­ან მი­წა­ზე ყოფ­ნა, ” - უთ­ქვამს ლავ­რენ­ტი ბე­რი­ას.

რე­ა­ლუ­რად კე­კეს რომ მოს­კოვ­ში ეცხოვ­რა და არა სა­ქარ­თვე­ლო­ში, დიდი ალ­ბა­თო­ბით, უფრო დიდ­ხანს იცო­ცხლებ­და და შე­საძ­ლე­ბე­ლია მის დაკ­რძალ­ვას შვი­ლიც დას­წრე­ბო­და. ბო­ლოს დედა-შვილ­მა ერ­თმა­ნე­თი 1935 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე ნა­ხეს. სტა­ლი­ნის გა­რე­მოც­ვა ამ­ბობ­და, რომ წი­ნამ­ძღო­ლი ძა­ლი­ან წუხ­და იმა­ზე, რომ არ გა­ა­მარ­თლა დე­დის იმე­დე­ბი და არ გახ­და მღვდე­ლი.

და მა­ინც, რა­ტომ არ ჩა­მო­ვი­და სტა­ლი­ნი დე­დის დაკ­რძალ­ვა­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში, არ­სე­ბობს ორი ვერ­სია, პირ­ვე­ლი 1937 წელს სტა­ლინ­მა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხე­ბის გამო ვერ და­ტო­ვა მოს­კო­ვი და მე­ო­რე, სტა­ლინს ეში­ნო­და რეპ­რე­სი­რე­ბულ­თა ოჯა­ხე­ბის მხრი­დან შუ­რის­ძი­ე­ბის.

მკითხველის კომენტარები / 58 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვაკო
2

,,სტა­ლი­ნი კი, თა­ვის მხრივ, ქარ­თულს თით­ქმის არ ცნობ­დაო". სასაცილოა ხომ. ქართულ ნაწარმოებებს, სცენარებს თავისი ხელით ასწორებდა.

 

ზაზა
2

მართლა ძალიან მაგარი იყო...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"მოსამსახურეების ოთახში ცხოვრობდა, ერთადერთი ადამიანი იყო, რომლისაც დიქტატორს ეშინოდა" - როგორ ცხოვრობდა კეკე ჯუღაშვილი და რატომ არ ჩამოვიდა სტალინი საქართველოში დედის დაკრძალვაზე

"მოსამსახურეების ოთახში ცხოვრობდა, ერთადერთი ადამიანი იყო, რომლისაც დიქტატორს ეშინოდა" - როგორ ცხოვრობდა კეკე ჯუღაშვილი და რატომ არ ჩამოვიდა სტალინი საქართველოში დედის დაკრძალვაზე

1937 წლის 4 ივნისს თბილისში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა ეკატერინე (კეკე) გიორგის ასული ჯუღაშვილი. სტალინის დედის საგაზეთო ნეკროლოგს ხელს აწერდა საქართველოს ცკ-ის მაშინდელი პირველი მდივანი, ლავრენტი ბერია და ქვეყნის პარტიული ხელმძღვანელობა.

კეკეს დაკრძალვას მთლიანად ლავრენტი ბერია ხელმძღვანელობდა, ამიტომაც გადაწყდა მის განსასვენებლად მთაწმინდის პანთეონი.

კეკე ჯუღაშვილის მთაწმინდაზე დაკრძალვას მისი ერთადერთი შვილი იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი არ დასწრებია. დედის გასვენების დღეს ბელადმა მხოლოდ გვირგვინი გაგზავნა "ძვირფას და საყვარელ დედას შვილისგან იოსებ ჯუღაშვილისგან", - ეწერა გვირგვინზე.

ლავრენტი ბერია ერთ-ერთი იყო იმ ადამიანებიდან, რომლებიც ამ დღეს კეკეს სასახლეს მთაწმინდისკენ მიასვენებდნენ. სტალინის დედის გარდაცვალების შესახებ სსრკ-ში საქართველოს გარდა, არსადაც არ გაცხადებულა.

  • დიქტატორის მოკრძალებული დედა

ჯუღაშვილების ოჯახი გაჭირვებაში ცხოვრობდა. როდესაც სტალინმა კომუნისტურ პარტიაში დიდი თანამდებობა დაიკავა, იგი ცდილობდა დედისთვის აენაზღაურებინა გაჭირვების წლები. მაგრამ კეკემ განაგრძო ცხოვრება ისეთივე მოკრძალებულად და სასახლეში მხოლოდ ერთი პატარა ოთახი დაიკავა, რომელიც განკუთვნილი იყო მოსამსახურეებისთვის.

  • ვაჟის სიყვარული

რევოლუციის შემდეგ სტალინი იშვიათად სტუმრობდა დედას, ძირითადად მოკლე წერილებით შემოიფარგლებოდა. ისინი ყოველთვის სიყვარულით იყო სავსე. სტალინისთვის თუნდაც მცირე წერილის დაწერა ადვილი არ იყო - დედამისი ხომ რუსულად არ საუბრობდა, სტალინი კი, თავის მხრივ, ქართულს თითქმის არ ცნობდა.

  • "ჯობდა მღვდელი გამხდარიყავი“

სტალინის ქალიშვილი სვეტლანა ალილუევა იხსენებს, რომ ერთადერთი ადამიანი, ვისიც მამას ეშინოდა, ეს იყო კეკე. ის მკაცრი და პრეტენზიული ქალი იყო, მთელი ცხოვრება ოცნებობდა, რომ შვილი მღვდელი გამხდარიყო. ამბობენ, რომ 1935 წლის შემოდგომაზე, როდესაც სტალინი დედას სტუმრობდა, ჰკითხა, რატომ სცემდა ასე ხშირად და სასტიკად ბავშვობაში. რაზეც კეკემ უპასუხა: ”ამიტომ გამოხვედი ასეთი კარგი.” როდესაც კეკემ ჰკითხა, ვისთვის მუშაობდა სტალინი, შვილმა უპასუხა: "გახსოვს მეფე? მეც ერთგვარი მეფე ვარ. ” საპასუხოდ დედამ დაიჩივლა და უთხრა "-"ჯობდა, მღვდელი გამხდარიყავი“.

  • უარი კრემლზე

სტალინმა ლავრენტი ბერია დანიშნა "მცველად“, რომელიც დედას უვლიდა, მაგრამ მისი ჯანმრთელობა უკვე შერყეული იყო. კეკეს სტალინი და ბერია დაჟინებით სთხოვდნენ, რომ მოსკოვში გადასულიყო საცხოვრებლად. 1930-იანი წლების დასაწყისში კეკემ კიდევ ერთხელ კატეგორიული უარი უთხრა შვილს რუსეთში დარჩენაზე. კეკე შვილს კრემლში ეწვია, მაგრამ დარჩენა არ მოისურვა და საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა. ”მას არ უნდოდა კრემლში, ნესტიან მიწაზე ყოფნა, ” - უთქვამს ლავრენტი ბერიას.

რეალურად კეკეს რომ მოსკოვში ეცხოვრა და არა საქართველოში, დიდი ალბათობით, უფრო დიდხანს იცოცხლებდა და შესაძლებელია მის დაკრძალვას შვილიც დასწრებოდა. ბოლოს დედა-შვილმა ერთმანეთი 1935 წლის შემოდგომაზე ნახეს. სტალინის გარემოცვა ამბობდა, რომ წინამძღოლი ძალიან წუხდა იმაზე, რომ არ გაამართლა დედის იმედები და არ გახდა მღვდელი.

და მაინც, რატომ არ ჩამოვიდა სტალინი დედის დაკრძალვაზე საქართველოში, არსებობს ორი ვერსია, პირველი 1937 წელს სტალინმა მნიშვნელოვანი საკითხების გამო ვერ დატოვა მოსკოვი და მეორე, სტალინს ეშინოდა რეპრესირებულთა ოჯახების მხრიდან შურისძიების.