Faceამბები
კონფლიქტები

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეცნიერების კიდევ ერთი აპოკალიფსური პროგნოზი - დაახლოებით 20 მილიონ წელიწადში ამერიკასა და ევროპას შორის ოკეანის უზარმაზარი მონაკვეთი შესაძლოა "გაქრეს"
მეცნიერების კიდევ ერთი აპოკალიფსური პროგნოზი - დაახლოებით 20 მილიონ წელიწადში ამერიკასა და ევროპას შორის ოკეანის უზარმაზარი მონაკვეთი შესაძლოა "გაქრეს"

მეც­ნი­ე­რებ­მა კი­დევ ერთი აპო­კა­ლიფ­სუ­რი პროგ­ნო­ზი გა­ა­კე­თეს, ამ­ჯე­რად ეს ატ­ლან­ტის ოკე­ა­ნეს შე­ე­ხე­ბა. მათი დას­კვნით, ამე­რი­კა­სა და ევ­რო­პას შო­რის ოკე­ა­ნის უზარ­მა­ზა­რი მო­ნაკ­ვე­თი შე­საძ­ლოა "გაქ­რეს".

ვიდ­რე კონ­ტი­ნენ­ტე­ბი გა­ერ­თი­ა­ნე­ბას და­ი­წყე­ბენ, წარ­მო­იქ­მნე­ბა "ცე­ცხლო­ვა­ნი ატ­ლან­ტი­კუ­რი რგო­ლი", რის შე­დე­გა­დაც ტექ­ტო­ნი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის არე­ა­ლი ხმელ­თა­შუა ზღვი­დან ატ­ლან­ტი­კა­ში გა­და­ი­ნაც­ვლებს.

"ეს მოხ­დე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 20 მი­ლი­ონ წე­ლი­წად­ში - გე­ო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით ძა­ლი­ან მალე, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნუ­რი მას­შტა­ბით ეს წარ­მო­უდ­გენ­ლად გრძე­ლი პე­რი­ო­დია", - წერს Newsweek.

მეც­ნი­ე­რე­ბი ამ ფაქტს იმით ხსნი­ან, რომ ტექ­ტო­ნი­კუ­რი ფირ­ფი­ტე­ბი მუდ­მი­ვად მოძ­რა­ო­ბენ, მაგ­რამ ნელა. ოკე­ა­ნე­ე­ბი იბა­დე­ბი­ან, რის შე­დე­გა­დაც ფირ­ფი­ტე­ბი ერ­თმა­ნეთს უახ­ლოვ­დე­ბა ასო­ბით მი­ლი­ო­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ამ პრო­ცესს ვილ­სო­ნის ციკ­ლი ეწო­დე­ბა. სწო­რედ ამან გა­მო­იწ­ვია მე­გა­კონ­ტი­ნენ­ტის პან­გე­ას დაშ­ლა 180 მი­ლი­ო­ნი წლის წინ, ჩა­მო­ყა­ლიბ­და ატ­ლან­ტის ოკე­ა­ნე, რო­მელ­შიც გა­ერ­თი­ან­და უძ­ვე­ლე­სი ტე­ტი­სის ოკე­ა­ნე, რო­მელ­საც ახლა ხმელ­თა­შუა ზღვას უწო­დე­ბენ.

მეც­ნი­ე­რებ­მა იწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლეს, რომ მო­მა­ვალ­ში, ხმელ­თა­შუა ზღვის სუბ­დუქ­ცი­ის ზონა გიბ­რალ­ტა­რის სრუ­ტის ქვეშ გა­და­ი­ნაც­ვლებს ატ­ლან­ტი­კა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 20 მი­ლი­ო­ნი წლის შემ­დეგ და წარ­მოქ­მნის ატ­ლან­ტის ცე­ცხლის რგოლს.

მეც­ნი­ე­რე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ამ პრო­ცეს­მა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ატ­ლან­ტის ოკე­ა­ნის და­ხურ­ვა რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

მკვლე­ვა­რებ­მა და­ას­კვნეს, რომ ინ­ვა­ზი­უ­რი სუბ­დუქ­ცია შე­იძ­ლე­ბა იყოს ოკე­ა­ნე­ე­ბის და­ხურ­ვის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გზა, რო­გო­რი­ცაა ატ­ლან­ტის ოკე­ა­ნე და, შე­სა­ბა­მი­სად, შე­იძ­ლე­ბა ეს იყოს ჩვე­ნი პლა­ნე­ტის შემ­დგო­მი გე­ო­ლო­გი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რი. წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მ.პ.
0

მხოლოდ,სამყაროს შემოქმედმა იცის,რა მოხდება მომავალში.

ggg
1

20 მილიონ წელიწადშიო? ხვალ წვიმა იქნება, თუ თოვლი იქნება, ის ვერ გაგირკვევიათ და რაის მილიონები ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

მეცნიერების კიდევ ერთი აპოკალიფსური პროგნოზი - დაახლოებით 20 მილიონ წელიწადში ამერიკასა და ევროპას შორის ოკეანის უზარმაზარი მონაკვეთი შესაძლოა "გაქრეს"

მეცნიერების კიდევ ერთი აპოკალიფსური პროგნოზი - დაახლოებით 20 მილიონ წელიწადში ამერიკასა და ევროპას შორის ოკეანის უზარმაზარი მონაკვეთი შესაძლოა "გაქრეს"

მეცნიერებმა კიდევ ერთი აპოკალიფსური პროგნოზი გააკეთეს, ამჯერად ეს ატლანტის ოკეანეს შეეხება. მათი დასკვნით, ამერიკასა და ევროპას შორის ოკეანის უზარმაზარი მონაკვეთი შესაძლოა "გაქრეს".

ვიდრე კონტინენტები გაერთიანებას დაიწყებენ, წარმოიქმნება "ცეცხლოვანი ატლანტიკური რგოლი", რის შედეგადაც ტექტონიკური აქტივობის არეალი ხმელთაშუა ზღვიდან ატლანტიკაში გადაინაცვლებს.

"ეს მოხდება დაახლოებით 20 მილიონ წელიწადში - გეოლოგიური თვალსაზრისით ძალიან მალე, მაგრამ ადამიანური მასშტაბით ეს წარმოუდგენლად გრძელი პერიოდია", - წერს Newsweek.

მეცნიერები ამ ფაქტს იმით ხსნიან, რომ ტექტონიკური ფირფიტები მუდმივად მოძრაობენ, მაგრამ ნელა. ოკეანეები იბადებიან, რის შედეგადაც ფირფიტები ერთმანეთს უახლოვდება ასობით მილიონი წლის განმავლობაში, ამ პროცესს ვილსონის ციკლი ეწოდება. სწორედ ამან გამოიწვია მეგაკონტინენტის პანგეას დაშლა 180 მილიონი წლის წინ, ჩამოყალიბდა ატლანტის ოკეანე, რომელშიც გაერთიანდა უძველესი ტეტისის ოკეანე, რომელსაც ახლა ხმელთაშუა ზღვას უწოდებენ.

მეცნიერებმა იწინასწარმეტყველეს, რომ მომავალში, ხმელთაშუა ზღვის სუბდუქციის ზონა გიბრალტარის სრუტის ქვეშ გადაინაცვლებს ატლანტიკაში დაახლოებით 20 მილიონი წლის შემდეგ და წარმოქმნის ატლანტის ცეცხლის რგოლს.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ პროცესმა შეიძლება გამოიწვიოს ატლანტის ოკეანის დახურვა რამდენიმე მილიონი წლის განმავლობაში.

მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ ინვაზიური სუბდუქცია შეიძლება იყოს ოკეანეების დახურვის ჩვეულებრივი გზა, როგორიცაა ატლანტის ოკეანე და, შესაბამისად, შეიძლება ეს იყოს ჩვენი პლანეტის შემდგომი გეოლოგიური განვითარების მთავარი ფაქტორი. წყარო

იხილეთ ასევე: