სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უნიკალური შემთხვევა ქარელში: როგორ აღმოაჩინეს გველების გამოსაზამთრებელი ადგილი და სად არიან ახლა ქვეწარმავლები?
უნიკალური შემთხვევა ქარელში: როგორ აღმოაჩინეს გველების გამოსაზამთრებელი ადგილი და სად არიან ახლა ქვეწარმავლები?
  • სტა­ტი­ა­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია გი­ორ­გი იან­ქოშ­ვი­ლის ფო­ტო­ე­ბი

17 თე­ბერ­ვალს, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ცნო­ბა, რომ ქარ­თველ­მა ჰერ­პე­ტო­ლო­გებ­მა ქა­რელ­ში ქვე­წარ­მავ­ლე­ბის, კერ­ძოდ, "წი­თელ­მუ­ცე­ლა მცუ­რა­ვე­ბის" გა­მო­სა­ზამ­თრე­ბელ ად­გილს მი­აკ­ვლი­ეს. ინ­ფორ­მა­ცია და ფო­ტო­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და. ად­გილ­ზე ჩა­სულ ილი­ა­უ­ნის მკვლევ­რე­ბის გუნდს 134 წი­თელ­მუ­ცე­ლა მცუ­რა­ვი დახ­ვდათ. ჯგუ­ფის წევ­რე­ბი იყ­ვნენ: შოთა ზან­დუ­კე­ლი, მარი წუ­ლა­ია, იო­ა­ნე როს­ტი­აშ­ვი­ლი, ან­დრო სო­ლო­მა­ნაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი იან­ქოშ­ვი­ლი, ალი­სა სა­ნა­კო­ე­ვა.

მარი წუ­ლა­ია ერთხელ უკვე იყო ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი. პრო­ფე­სი­ით ეკო­ლოგ­მა, ჩერ­ნო­ბილ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს გა­დახ­დე­ნი­ლი სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბე­ბი მოგ­ვიყ­ვა. ამ­ბობს, რომ ქვე­წარ­მავ­ლე­ბით ჯერ კი­დევ ბავ­შვო­ბი­დან და­ინ­ტე­რეს­და და ამ მი­ზე­ზით 5 წელი, მე­გო­ბარ ალი­სას­თან ერ­თად, ზო­ო­პარკში მო­ხა­ლი­სედ მუ­შა­ობ­და.

- მარი, გუ­შინ თქვე­ნი ჯგუ­ფის გავ­რცე­ლე­ბულ ფოტო და ვი­დე­ო­მა­სა­ლას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ძა­ლი­ან დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა, თუმ­ცა ვიდ­რე ამ თე­მა­ზე ვი­სა­უბ­რებთ, მინ­და, ქვე­წარ­მავ­ლებ­თან თქვენს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე მოგ­ვიყ­ვეთ...

- ცხო­ვე­ლე­ბი ბავ­შვო­ბი­დან ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და. ჯერ კი­დევ ბაღ­ში სი­ა­რუ­ლი­სას, რო­დე­საც ბავ­შვე­ბი დარ­ბოდ­ნენ, თა­მა­შობ­დნენ, მე ჭი­ან­ჭვე­ლებს და სხვა­დას­ხვა მწე­რებს ვაკ­ვირ­დე­ბო­დი. თან­და­თან ეს სიყ­ვა­რუ­ლი ინ­ტე­რეს­ში გა­და­ი­ზარ­და. ალ­ბათ 12 წლის ვიქ­ნე­ბო­დი, რო­დე­საც ზო­ო­პარ­კის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ცენ­ტრში მი­ვე­დი. იქ უამ­რა­ვი რამ ვის­წავ­ლე ბუ­ნე­ბა­ზე, ეკო­ლო­გი­ა­ზე, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ეს მო­მენ­ტი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. მა­შინ მივ­ხვდი, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მა­ინ­ტე­რე­სებ­და რეპ­ტი­ლი­ე­ბი, მწე­რე­ბი და ობო­ბე­ბი. მა­ლე­ვე და­ვი­წყე მო­ხა­ლი­სე­ო­ბა თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კის ეგ­ზო­ტა­რი­უმ­ში, სა­დაც და­ახ­ლო­ე­ბით 5 წელი დავ­რჩი, ჩემს ახლო მე­გო­ბარ ალი­სას­თან ერ­თად. ზო­ო­პარ­კის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ცენ­ტრში იმის სა­შუ­ა­ლე­ბაც გვქონ­და, რომ გვე­ლებ­ზე პრო­ექ­ტე­ბი გვე­კე­თე­ბი­ნა. პრო­ცეს­ში ძა­ლი­ან ბევ­რი რამ გა­ვი­გეთ, მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ­დით, ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცია მიგ­ვე­წო­დე­ბი­ნა ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის. ინ­ფორ­მა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბა იწ­ვევს შიშს, შიში კი აგ­რე­სი­ას, სწო­რედ ამის მსხვერ­პლე­ბი არი­ან გვე­ლე­ბი.

- ვიცი, რომ სახ­ლშიც გყავ­დათ გვე­ლი, დედა - მწე­რა­ლი ელის დოჯ­სო­ნი, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხში­რად წერ­და ხოლ­მე ამ თე­მა­ზე...

- და­ახ­ლო­ე­ბით 15 წლის ვიქ­ნე­ბო­დი, სახ­ლში რომ გვე­ლი მი­ვიყ­ვა­ნე. მინ­დო­და მქო­ნო­და იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ დავკვირ­ვე­ბო­დი, მას­თან დრო გა­მე­ტა­რე­ბი­ნა. რო­გორც სხვა ადა­მი­ა­ნებს ჰყავთ ძაღ­ლი და კატა ში­ნა­ურ ცხო­ვე­ლე­ბად, ისე მყო­ლო­და მეც გვე­ლი. თა­ვი­დან დედა და­იბ­ნა, თუმ­ცა არ და­მი­შა­ლა და მაქ­სი­მა­ლუ­რად გვერ­დში და­მიდ­გა, იცო­და, რო­გორ მა­ინ­ტე­რე­სებ­და და მიყ­ვარ­და ეს ცხო­ვე­ლი. მა­ლე­ვე მა­საც შე­უყ­ვარ­და. ქა­ლა­ქი­დან რომ გავ­დი­ო­დი, დედა აჭ­მევ­და, ას­მევ­და, უვ­ლი­და. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც პოს­ტავს ხოლ­მე ჩვენს სა­ინ­ტე­რე­სო ში­ნა­ურ ცხო­ვე­ლებ­ზე და ცდი­ლობს ადა­მი­ა­ნებს და­ა­ნა­ხოს, რო­გო­რი საყ­ვარ­ლე­ბი არი­ან. თუმ­ცა ხში­რად ვხუმ­რობთ ხოლ­მე, რომ ნა­ხე­ვარ "ფე­ის­ბუქს" "და­ჰა­ი­დე­ბუ­ლი“ ვყა­ვართ, სწო­რედ ამ პოს­ტე­ბის გამო.

- გვე­ლი ერთ-ერ­თია ქვე­წარ­მავ­ლებს შო­რის, რომ­ლი­საც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ეში­ნი­ათ ადა­მი­ა­ნებს.

- სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ გვე­ლე­ბის შიში სამ­ყა­რო­ში მე­ო­რე ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფო­ბი­აა, პირ­ველ ად­გილ­ზეა ობო­ბე­ბის შიში. უც­ნა­უ­რია, სხვა რეპ­ტი­ლი­ე­ბიც ხომ არი­ან, ხვლი­კე­ბი, კუ­ე­ბიც, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნებს მა­ინც გვე­ლე­ბის ეში­ნი­ათ. ეს ალ­ბათ ბევრ რა­მეს შე­იძ­ლე­ბა და­ვუ­კავ­ში­როთ, ზღაპ­რებს, რე­ლი­გი­ას, რე­ა­ლურ ფაქ­ტებს, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი გვე­ლის ნაკ­ბე­ნით კვდე­ბოდ­ნენ. დღეს უკვე გვაქვს იმ­დე­ნი ცოდ­ნა, რომ გა­ვარ­ჩი­ოთ, რო­მე­ლი გვე­ლია შხა­მი­ა­ნი და რო­მე­ლი არა, ან რო­გორ უნდა მო­ვიქ­ცეთ, ბუ­ნე­ბა­ში გველს რომ შევ­ხვდეთ. მაქ­სი­მა­ლუ­რად ფრთხი­ლად უნდა ვი­ყოთ, რომ არა­ფე­რი დაგ­ვი­ზი­ან­დეს და არც ჩვენ და­ვა­ზი­ა­ნოთ.

არ არ­სე­ბობს მარ­ტი­ვი ფორ­მუ­ლა, რომ­ლი­თაც შხა­მი­ან გველს გა­მო­ვიც­ნობთ, ერ­თა­დერ­თი გზაა, რომ ვის­წავ­ლოთ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ გვე­ლე­ბის ჯი­შე­ბი და ვი­ზუ­ა­ლუ­რად და­ვი­მახ­სოვ­როთ, რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბი­ან შხა­მი­ა­ნი გვე­ლე­ბი.

- ტურ­ზე ვი­სა­უბ­როთ, რო­გორ მოხ­ვდით ამ ჯგუფ­ში და რა მო­ლო­დი­ნი გქონ­დათ ად­გილ­ზე მის­ვლამ­დე?

- რამ­დე­ნი­მე დღის წინ ტიკ-ტოკ­ზე გავ­რცელ­და ვი­დეო, რო­მელ­შიც სარ­დაფ­ში ჩან­და ბევ­რი წი­თელ­მუ­ცე­ლა მცუ­რა­ვი. ეს ვი­დეო გი­ორ­გი ჭყო­ი­ძემ გა­მო­აქ­ვეყ­ნა, ჩვე­ნი ჯგუ­ფის წევ­რი, იო­ა­ნე და­უ­კავ­შირ­და და დე­ტა­ლე­ბი და­ა­ზუს­ტა. შემ­დეგ გაგ­ვი­ზი­ა­რა მე­გობ­რებს და შოთა ზან­დუ­კელს, რო­მე­ლიც ჰერ­პე­ტო­ლო­გია. გა­დავ­წყვი­ტეთ, ად­გილ­ზე გვე­ნა­ხა ყვე­ლა­ფე­რი და თუ სი­მარ­თლე იყო, რაც "ტიკ-ტოკ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ვი­დე­ო­ში ჩან­და, აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვი­ღებ­დით ზო­მებს გვე­ლე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად. ეს სარ­და­ფი კერ­ძო სა­კუთ­რე­ბაა, იქ ახლა პა­ტა­რა ქარ­ხა­ნა შენ­დე­ბა და აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო გვე­ლე­ბის უსაფრ­თხო სივ­რცე­ში გა­დაყ­ვა­ნა.

გი­ორ­გი ჭყო­ი­ძეს, ვინც ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, არ უნ­დო­და მათი მოკ­ვლა და პი­რი­ქით, მისი სურ­ვი­ლი იყო უსაფრ­თხოდ გა­დაგ­ვეყ­ვა­ნა, მთე­ლი ეს პე­რი­ო­დი ჩვენ­თან იყო და მად­ლო­ბა მას ამის­თვის.

15 თე­ბერ­ვალს დი­ლით ადრე წა­ვე­დით ქა­რელ­ში. ად­გილ­ზე გი­ორ­გი დაგ­ვხვდა და მიგ­ვიყ­ვა­ნა. სარ­დაფ­ში რომ ჩა­ვე­დით, ჩვენს სი­ხა­რულს სა­ზღვა­რი არ ჰქონ­და, რო­დე­საც უამ­რა­ვი წი­თელ­მუ­ცე­ლა მცუ­რა­ვი და­ვი­ნა­ხეთ.

ცოტა რა­მეს ამ ჯიშ­ზეც გე­ტყვით, ეს არის სა­ქარ­თვე­ლო­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მცუ­რა­ვი წი­თელ­მუ­ცე­ლა და არ არის შხა­მი­ა­ნი. თუმ­ცა აქ­ტი­უ­რი გვე­ლია, თბილ დღე­ებ­ში თუ გა­და­ე­ყა­რეთ და მი­უ­ახ­ლოვ­დით, თავ­დაც­ვა­ზე გად­მო­ვა, ძა­ლი­ან სწრა­ფი და აქ­ტი­უ­რია. ეც­დე­ბა არა­ფე­რი და­უ­შავ­დეს. ახლა გა­მო­ზამ­თრე­ბის პე­რი­ო­დი აქვთ და ამ დროს მათი მე­ტა­ბო­ლიზ­მი ნელ­დე­ბა. არ აქვთ ენერ­გია და იმის თავი, რომ ჩქა­რა გა­და­ად­გილ­დნენ ან თავი და­იც­ვან. რომ დაგ­ვი­ნა­ხეს, სი­სი­ნებ­დნენ, პირ­საც აღებ­დნენ, მაგ­რამ კბე­ნის მცდე­ლო­ბა არ ჰქო­ნი­ათ.

- რო­გორ შე­ძე­ლით მათი მო­თავ­სე­ბა სპე­ცი­ა­ლურ კონ­ტე­ი­ნე­რებ­ში?

- მარ­ტი­ვი იყო მათი და­ჭე­რა და კონ­ტე­ი­ნე­რებ­ში მო­თავ­სე­ბა. ეს იყო იშ­ვი­ა­თი სა­ნა­ხა­ო­ბა, ამ რა­ო­დე­ნო­ბით მცუ­რა­ვი ერთ ად­გილ­ზე თით­ქმის არ არის და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. ერ­თა­დერ­თი შემ­თხვე­ვა შე­იძ­ლე­ბა არ იყოს, მაგ­რამ საკ­მა­ოდ იშ­ვი­ა­თი ამ­ბა­ვია. სა­ბო­ლო­ოდ უსაფრ­თხო ად­გი­ლას გა­და­ვიყ­ვა­ნეთ 136 წი­თელ­მუ­ცე­ლა, 1 წენ­გოს­ფე­რი მცუ­რა­ვი და ერ­თიც ან­კა­რა. ყვე­ლა გვე­ლი არაშ­ხა­მი­ა­ნია და ისი­ნი ახლა ერთ-ერთი ჩვენ­გა­ნის აგა­რაკ­ზე არი­ან. სპე­ცი­ა­ლუ­რად გავ­ზო­მეთ ტემ­პე­რა­ტუ­რა, ტე­ნი­ა­ნო­ბა, რომ ზუს­ტად მსგავს პი­რო­ბებ­ში გა­დაგ­ვეყ­ვა­ნა, სა­დაც უსაფრ­თხოდ გა­მო­ი­ზამ­თრე­ბენ. ეს არის უნი­კა­ლუ­რი შემ­თხვე­ვა, კავ­კა­სი­ა­ში მსგავ­სი რამ ნამ­დვი­ლად არ გვი­ნა­ხავს. გა­მო­ზამ­თრე­ბის შემ­დეგ გვე­ლებს და­ვაბ­რუ­ნებთ მო­სახ­ლე­ო­ბის­გან მო­შო­რე­ბით, ისეთ ჰა­ბი­ტატ­ში, სა­დაც ბუ­ნებ­რი­ვად გვხვდე­ბი­ან ამ ჯი­შის გვე­ლე­ბი.

- და­სას­რულს, მარი, გვირ­ჩი­ეთ, რო­გორ ვიქ­ცე­ვით თუ სახ­ლში აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ ქვე­წარ­მა­ვა­ლი?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გვე­ლე­ბი­დან ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში შხა­მი გი­ურ­ზას აქვს, თუმ­ცა არი­ან სხვა შხა­მი­ა­ნი გვე­ლე­ბიც. თუ გვე­ლი შეგ­ხვდათ, მო­ე­რი­დეთ, არ გა­ა­კე­თოთ მკვეთ­რი მოძ­რა­ო­ბე­ბი და გა­ე­ცა­ლეთ. გა­მო­რი­ცხუ­ლია გა­მო­გე­კი­დოთ, მათ ადა­მი­ა­ნე­ბის ეში­ნი­ათ, არ აწყობთ ადა­მი­ა­ნებ­ზე შხა­მის და­ხარ­ჯვა, რად­გან ეს შხა­მი საკ­ვე­ბის მო­სა­ნა­დი­რებ­ლად სჭირ­დე­ბათ.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 52 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
0

სადაც გადაიყვანეთ, იქაური მეზობლები რა მადლობლები დაგრჩებოდნენ არ იცით. ვინ იცის როგორ გლოცავენ

Yo
16

აი მივხვდი რომ ეს გოგოები ქართველები არ იყვნენ. ქართველ გოგოებს ესეთი რისკიანი და არაორდინალური ინტერესები არა აქვთ ხოლმე. ძალიან სტანდარტული არიან. მამენტ ბიჭების უმრავლესობაც ასეთია მაგრამ გოგოების შემთხვევაში სხვა სოციალური შეზღუდვებიც მუშაობს და კიდევ უფრო უინტერესოები არიან. თან კომენტარებში უსაქმურებს რომ ეძახიან ამ ხალხს. ამათი წარმოდგენით საქმიანობა მარტო რეცხვა, სახლის დალაგება და საჭმლის გაკეთებაა, საქორწილო ხუთსართულიანი სუფრების გაწყობა )))))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

უნიკალური შემთხვევა ქარელში: როგორ აღმოაჩინეს გველების გამოსაზამთრებელი ადგილი და სად არიან ახლა ქვეწარმავლები?

უნიკალური შემთხვევა ქარელში: როგორ აღმოაჩინეს გველების გამოსაზამთრებელი ადგილი და სად არიან ახლა ქვეწარმავლები?
  • სტატიაში გამოყენებულია გიორგი იანქოშვილის ფოტოები

17 თებერვალს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ცნობა, რომ ქართველმა ჰერპეტოლოგებმა ქარელში ქვეწარმავლების, კერძოდ, "წითელმუცელა მცურავების" გამოსაზამთრებელ ადგილს მიაკვლიეს. ინფორმაცია და ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ადგილზე ჩასულ ილიაუნის მკვლევრების გუნდს 134 წითელმუცელა მცურავი დახვდათ. ჯგუფის წევრები იყვნენ: შოთა ზანდუკელი, მარი წულაია, იოანე როსტიაშვილი, ანდრო სოლომანაშვილი, გიორგი იანქოშვილი, ალისა სანაკოევა.

მარი წულაია ერთხელ უკვე იყო ჩვენი რესპონდენტი. პროფესიით ეკოლოგმა, ჩერნობილში მოგზაურობის დროს გადახდენილი საინტერესო ამბები მოგვიყვა. ამბობს, რომ ქვეწარმავლებით ჯერ კიდევ ბავშვობიდან დაინტერესდა და ამ მიზეზით 5 წელი, მეგობარ ალისასთან ერთად, ზოოპარკში მოხალისედ მუშაობდა.

- მარი, გუშინ თქვენი ჯგუფის გავრცელებულ ფოტო და ვიდეომასალას სოციალურ ქსელში ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა ვიდრე ამ თემაზე ვისაუბრებთ, მინდა, ქვეწარმავლებთან თქვენს დამოკიდებულებაზე მოგვიყვეთ...

- ცხოველები ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა. ჯერ კიდევ ბაღში სიარულისას, როდესაც ბავშვები დარბოდნენ, თამაშობდნენ, მე ჭიანჭველებს და სხვადასხვა მწერებს ვაკვირდებოდი. თანდათან ეს სიყვარული ინტერესში გადაიზარდა. ალბათ 12 წლის ვიქნებოდი, როდესაც ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრში მივედი. იქ უამრავი რამ ვისწავლე ბუნებაზე, ეკოლოგიაზე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს მომენტი ჩემს ცხოვრებაში. მაშინ მივხვდი, რომ განსაკუთრებულად მაინტერესებდა რეპტილიები, მწერები და ობობები. მალევე დავიწყე მოხალისეობა თბილისის ზოოპარკის ეგზოტარიუმში, სადაც დაახლოებით 5 წელი დავრჩი, ჩემს ახლო მეგობარ ალისასთან ერთად. ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრში იმის საშუალებაც გვქონდა, რომ გველებზე პროექტები გვეკეთებინა. პროცესში ძალიან ბევრი რამ გავიგეთ, მაქსიმალურად ვცდილობდით, ბევრი ინფორმაცია მიგვეწოდებინა ადამიანებისთვის. ინფორმაციის ნაკლებობა იწვევს შიშს, შიში კი აგრესიას, სწორედ ამის მსხვერპლები არიან გველები.

- ვიცი, რომ სახლშიც გყავდათ გველი, დედა - მწერალი ელის დოჯსონი, სოციალურ ქსელში ხშირად წერდა ხოლმე ამ თემაზე...

- დაახლოებით 15 წლის ვიქნებოდი, სახლში რომ გველი მივიყვანე. მინდოდა მქონოდა იმის საშუალება, რომ დავკვირვებოდი, მასთან დრო გამეტარებინა. როგორც სხვა ადამიანებს ჰყავთ ძაღლი და კატა შინაურ ცხოველებად, ისე მყოლოდა მეც გველი. თავიდან დედა დაიბნა, თუმცა არ დამიშალა და მაქსიმალურად გვერდში დამიდგა, იცოდა, როგორ მაინტერესებდა და მიყვარდა ეს ცხოველი. მალევე მასაც შეუყვარდა. ქალაქიდან რომ გავდიოდი, დედა აჭმევდა, ასმევდა, უვლიდა. სოციალურ ქსელშიც პოსტავს ხოლმე ჩვენს საინტერესო შინაურ ცხოველებზე და ცდილობს ადამიანებს დაანახოს, როგორი საყვარლები არიან. თუმცა ხშირად ვხუმრობთ ხოლმე, რომ ნახევარ "ფეისბუქს" "დაჰაიდებული“ ვყავართ, სწორედ ამ პოსტების გამო.

- გველი ერთ-ერთია ქვეწარმავლებს შორის, რომლისაც განსაკუთრებულად ეშინიათ ადამიანებს.

- საინტერესოა, რომ გველების შიში სამყაროში მეორე ყველაზე გავრცელებული ფობიაა, პირველ ადგილზეა ობობების შიში. უცნაურია, სხვა რეპტილიებიც ხომ არიან, ხვლიკები, კუებიც, მაგრამ ადამიანებს მაინც გველების ეშინიათ. ეს ალბათ ბევრ რამეს შეიძლება დავუკავშიროთ, ზღაპრებს, რელიგიას, რეალურ ფაქტებს, როდესაც ადამიანები გველის ნაკბენით კვდებოდნენ. დღეს უკვე გვაქვს იმდენი ცოდნა, რომ გავარჩიოთ, რომელი გველია შხამიანი და რომელი არა, ან როგორ უნდა მოვიქცეთ, ბუნებაში გველს რომ შევხვდეთ. მაქსიმალურად ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ არაფერი დაგვიზიანდეს და არც ჩვენ დავაზიანოთ.

არ არსებობს მარტივი ფორმულა, რომლითაც შხამიან გველს გამოვიცნობთ, ერთადერთი გზაა, რომ ვისწავლოთ ჩვენს ქვეყანაში არსებულ გველების ჯიშები და ვიზუალურად დავიმახსოვროთ, როგორ გამოიყურებიან შხამიანი გველები.

- ტურზე ვისაუბროთ, როგორ მოხვდით ამ ჯგუფში და რა მოლოდინი გქონდათ ადგილზე მისვლამდე?

- რამდენიმე დღის წინ ტიკ-ტოკზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც სარდაფში ჩანდა ბევრი წითელმუცელა მცურავი. ეს ვიდეო გიორგი ჭყოიძემ გამოაქვეყნა, ჩვენი ჯგუფის წევრი, იოანე დაუკავშირდა და დეტალები დააზუსტა. შემდეგ გაგვიზიარა მეგობრებს და შოთა ზანდუკელს, რომელიც ჰერპეტოლოგია. გადავწყვიტეთ, ადგილზე გვენახა ყველაფერი და თუ სიმართლე იყო, რაც "ტიკ-ტოკზე" გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანდა, აუცილებლად მივიღებდით ზომებს გველების გადასარჩენად. ეს სარდაფი კერძო საკუთრებაა, იქ ახლა პატარა ქარხანა შენდება და აუცილებელი იყო გველების უსაფრთხო სივრცეში გადაყვანა.

გიორგი ჭყოიძეს, ვინც ვიდეო გამოაქვეყნა, არ უნდოდა მათი მოკვლა და პირიქით, მისი სურვილი იყო უსაფრთხოდ გადაგვეყვანა, მთელი ეს პერიოდი ჩვენთან იყო და მადლობა მას ამისთვის.

15 თებერვალს დილით ადრე წავედით ქარელში. ადგილზე გიორგი დაგვხვდა და მიგვიყვანა. სარდაფში რომ ჩავედით, ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც უამრავი წითელმუცელა მცურავი დავინახეთ.

ცოტა რამეს ამ ჯიშზეც გეტყვით, ეს არის საქართველოში გავრცელებული მცურავი წითელმუცელა და არ არის შხამიანი. თუმცა აქტიური გველია, თბილ დღეებში თუ გადაეყარეთ და მიუახლოვდით, თავდაცვაზე გადმოვა, ძალიან სწრაფი და აქტიურია. ეცდება არაფერი დაუშავდეს. ახლა გამოზამთრების პერიოდი აქვთ და ამ დროს მათი მეტაბოლიზმი ნელდება. არ აქვთ ენერგია და იმის თავი, რომ ჩქარა გადაადგილდნენ ან თავი დაიცვან. რომ დაგვინახეს, სისინებდნენ, პირსაც აღებდნენ, მაგრამ კბენის მცდელობა არ ჰქონიათ.

- როგორ შეძელით მათი მოთავსება სპეციალურ კონტეინერებში?

- მარტივი იყო მათი დაჭერა და კონტეინერებში მოთავსება. ეს იყო იშვიათი სანახაობა, ამ რაოდენობით მცურავი ერთ ადგილზე თითქმის არ არის დაფიქსირებული. ერთადერთი შემთხვევა შეიძლება არ იყოს, მაგრამ საკმაოდ იშვიათი ამბავია. საბოლოოდ უსაფრთხო ადგილას გადავიყვანეთ 136 წითელმუცელა, 1 წენგოსფერი მცურავი და ერთიც ანკარა. ყველა გველი არაშხამიანია და ისინი ახლა ერთ-ერთი ჩვენგანის აგარაკზე არიან. სპეციალურად გავზომეთ ტემპერატურა, ტენიანობა, რომ ზუსტად მსგავს პირობებში გადაგვეყვანა, სადაც უსაფრთხოდ გამოიზამთრებენ. ეს არის უნიკალური შემთხვევა, კავკასიაში მსგავსი რამ ნამდვილად არ გვინახავს. გამოზამთრების შემდეგ გველებს დავაბრუნებთ მოსახლეობისგან მოშორებით, ისეთ ჰაბიტატში, სადაც ბუნებრივად გვხვდებიან ამ ჯიშის გველები.

- დასასრულს, მარი, გვირჩიეთ, როგორ ვიქცევით თუ სახლში აღმოვაჩინეთ ქვეწარმავალი?

- საქართველოში გავრცელებული გველებიდან ადამიანის სიცოცხლისთვის საშიში შხამი გიურზას აქვს, თუმცა არიან სხვა შხამიანი გველებიც. თუ გველი შეგხვდათ, მოერიდეთ, არ გააკეთოთ მკვეთრი მოძრაობები და გაეცალეთ. გამორიცხულია გამოგეკიდოთ, მათ ადამიანების ეშინიათ, არ აწყობთ ადამიანებზე შხამის დახარჯვა, რადგან ეს შხამი საკვების მოსანადირებლად სჭირდებათ.

წაიკითხეთ ასევე: