საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას სახელმწიფომ მორიგებაზე უარი უთხრა - ადვოკატი
დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას სახელმწიფომ მორიგებაზე უარი უთხრა - ადვოკატი

ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე, და­ვით სა­რა­ლი­ძის გან­ზრახ ჯგუ­ფუ­რად მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდე­ბულ მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას სა­ხელ­მწი­ფომ მო­რი­გე­ბა­ზე უარი გა­ნუ­ცხადა - აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ მსჯავ­რდე­ბუ­ლის ად­ვო­კატ­მა ზუ­რაბ თო­დუ­ამ გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც მსჯავ­რდე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი გან­მარ­ტავს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, რო­მელ­საც ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლო­ში სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო წარ­მო­ად­გენს, უა­რის შე­სა­ხებ დო­კუ­მენ­ტა­ცია რამ­დე­ნი­მე დღის წინ გაგ­ზავ­ნა, სა­სა­მარ­თლო­დან კი ად­ვო­კატ­მა წე­რი­ლო­ბი­თი დო­კუ­მენ­ტა­ცია მი­ი­ღო.

თო­დუა მი­იჩ­ნევს, რომ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუკი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კა­ლან­დი­ას­თან მო­რი­გე­ბა­ზე წა­ვი­დო­და, მას მო­უ­წევ­და ეღი­ა­რე­ბი­ნა, რომ მსჯავ­რდე­ბუ­ლი სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს უფ­ლე­ბით ვერ უზ­რუნ­ველ­ყო.

"2024 წლის 14 თე­ბერ­ვალს, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ, მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას საქ­მე­ზე მო­რი­გე­ბა­ზე გა­ნა­ცხა­და უარი და ითხო­ვა დრო სა­სა­მარ­თლოს მიერ დას­მულ სამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­სა­ცე­მად. ეს კი­თხვე­ბია: ჰქონ­და თუ არა განმცხა­დე­ბელს სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო მოს­მე­ნა მის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის დად­გე­ნი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კონ­ვენ­ცი­ის მუხ­ლი 6 §1 -ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით? გა­რე­მო­ე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იყო სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლის სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბის დროს, კერ­ძოდ, სა­პარ­ლა­მენ­ტო გა­მო­ძი­ე­ბა, რო­მე­ლიც წინ უს­წრებ­და სა­სა­მარ­თლო მოს­მე­ნას და სა­სა­მარ­თლო, რო­მე­ლიც გა­ნი­ხი­ლავ­და განმცხა­დებ­ლის საქ­მეს იყო თუ არა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი კონ­ვენ­ცი­ის მუხ­ლი 6 § 1 თა­ნახ­მად (იხ. Čivinskaitė v. Lithuania, no. 21218/12, 15 September 2020)? ჰქონ­და თუ არა განმცხა­დე­ბელს მის წი­ნა­აღ­მდეგ მოწ­მე­ე­ბის, კონ­კრე­ტუ­ლად გ.ჯ და გ.ბ, გა­მო­კი­თხვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რო­გორც ამას ითხოვს კონ­ვენ­ცი­ის მუხ­ლი 6 §§ 1 და 3(დ) (იხ. mutatis mutandis, Bondar v. Ukraine, no. 18895/08, 16 April 2019)?

სა­სა­მარ­თლომ, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას, ამ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის გა­სა­ცე­მად 2024 წლის 10 მა­ი­სამ­დე მის­ცა დრო”, - აცხა­დებს თო­დუა.

მისი გან­მარ­ტე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბი­სათ­ვის ამ საქ­მე­ზე მო­რი­გე­ბა სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლია.

"მი­უ­ღე­ბე­ლია, რად­გან მას აღი­ა­რე­ბა მო­უ­წევს, რომ დრო­ე­ბი­თი სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­სია ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის 2004 წლის 98-ე პლე­ნუ­მის დად­გე­ნი­ლე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ შე­იქ­მნა და იმის გან­მარ­ტე­ბაც მო­უ­წევს, თუ რა­ტომ წა­ვი­და ის ამ დარ­ღვე­ვა­ზე - ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის ამ დად­გე­ნი­ლე­ბით კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია ასე­თი ტი­პის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ე­ბის შექ­მნა სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის დად­გო­მამ­დე. ასე­ვე ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა პრე­ცე­დენ­ტულ საქ­მეს Čivinskaitė v. Lithuania, no. 21218/12.

არ­გუ­მენ­ტად ვერ გა­მო­ად­გე­ბათ იმ­ჟა­მინ­დე­ლი პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის და ამ­ჟა­მინ­დე­ლი პრე­მი­ერ- მი­ნის­ტრის ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის 2019 წლის ივ­ნი­სის გან­ცხა­დე­ბა, რომ კო­მი­სია არ უნდა შექ­მნი­ლი­ყო სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის დად­გო­მამ­დე. ასე­ვე არ იქ­ნე­ბა არ­გუ­მენ­ტი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის შე­გო­ნე­ბა მთავ­რო­ბი­სად­მი, სა­დაც ის პირ­და­პირ აცხა­დებ­და, რომ ევ­რო­პა­ში ძა­ლი­ან გა­უკ­ვირ­დე­ბათ კო­მი­სი­ის შექ­მნა სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბამ­დე და წი­ნას­წარ მი­ა­ნიშ­ნა კონ­ვენ­ცი­ის 6.1 და 6.2 მუხ­ლე­ბის დარ­ღვე­ვა­ზე.

იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ დღეს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ამ უტყუ­არ მო­ცე­მუ­ლო­ბას აღი­ა­რებს, იმას ნიშ­ნავს, რომ მთავ­რო­ბამ ფაქ­ტობ­რი­ვად აღი­ა­რა კონ­ვენ­ცი­ის 6.1 - სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო უფ­ლე­ბა - მუხ­ლით გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბის დარ­ღვე­ვა, ეს კი იმის აღი­ა­რე­ბაც არის, ამ საქ­მი­სათ­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რად, თუ რო­გორ გა­ამ­წე­სეს მო­სა­მარ­თლედ ნი­კო­ლოზ მარ­სა­გიშ­ვი­ლი, რო­გორ და­ა­წი­ნა­უ­რეს ის მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას საქ­მის დამ­თავ­რე­ბის­თა­ნა­ვე სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რედ, რო­გორ გა­ხა­დეს იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭოს მდი­ვა­ნი და რო­გორ დაბ­ლო­კეს და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი სა­ჩივ­რე­ბის გან­ხილ­ვა ამ მო­სა­მარ­თლის მი­მართ, რო­დე­საც ის სხდო­მე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას facebook-ით მთე­ლი 8 სა­ა­თის მან­ძილ­ზე ერ­თო­ბო­და.

ამ მო­ცე­მუ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბა ასე­ვე ნიშ­ნავს იმა­საც, რომ სა­სა­მარ­თლომ და­ურ­ღვია მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას დაც­ვას უფ­ლე­ბა, რო­დე­საც არ მის­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა და­ე­კი­თხა ის პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მის წი­ნა­აღ­მდეგ აძ­ლევ­დნენ ჩვე­ნე­ბებს. აქ იყო ახა­ლი არ­სე­ბი­თი გა­რე­მო­ე­ბე­ბი გი­ორ­გი ჯა­ნა­ში­ა­სა და გუგა ბარ­ბა­ქა­ძის მი­მართ, რო­დე­საც მათ საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბე­ბის მი­სა­ღე­ბად აღი­ა­რეს სა­რა­ლი­ძის მკვლე­ლო­ბა ჯგუ­ფუ­რად. ეს მა­შინ, რო­დე­საც მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას პრო­ცეს­ზე ერთი ირ­წმუ­ნე­ბო­და, რომ ის აუ­ცი­ლე­ბე­ლი მო­გე­რი­ე­ბის ფარ­გლებ­ში იყო, ხოლო მე­ო­რე კი, სა­ერ­თოდ უარ­ყოფ­და რა­ი­მე ძა­ლა­დო­ბას სა­რა­ლი­ძის მი­მართ.

და­ბო­ლოს, მთავ­რო­ბას სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­სი­ის პო­ლი­ტი­ზი­რე­ბის აღი­ა­რე­ბაც მო­უ­წევს. არც აქ გა­მოდ­გე­ბა არ­გუ­მენ­ტად ის, რომ რე­კო­მენ­და­ცი­ის მი­ღე­ბი­სას "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ არ მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა კენ­ჭისყრა­ში - თუ მის­თვის ასე მი­უ­ღე­ბე­ლი იყო ეს დას­კვნა, რა­ტომ მი­ი­ღო "მი­უ­ღე­ბელ­მა“, ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის სტან­დარ­ტის დარ­ღვე­ვით შედ­გე­ნილ­მა დას­კვნამ პარ­ლა­მენ­ტში სა­ჭი­რო ხმე­ბი? აი, სწო­რედ აქ მარ­ხია ძაღ­ლის თავი - რა თქმა უნდა "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ იცო­და მსგავ­სი კო­მი­სი­ე­ბის შექ­მნის წე­სე­ბი, მაგ­რამ და­უშ­ვა იმი­ტომ, რომ არ ყო­ფი­ლი­ყო ბუნ­ტი. სწო­რედ ამ ბუნ­ტის ში­შით ჩა­ე­რია სა­სა­მარ­თლო­ში და და­ა­ყე­ნა გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას მი­მართ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მხო­ლოდ ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აძ­ლევ­და ხელს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და­სარ­ჩე­ნად. ეს ყო­ვე­ლი­ვე მან ჯერ შს მი­ნის­ტრის, შემ­დეგ კი პრე­მი­ე­რის რან­გში, კრი­ზის­მე­ნე­ჯე­რად მო­ნათ­ლუ­ლი გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას ხე­ლით გა­ა­კე­თა. აი, აქ კი, ანუ არ წა­ვი­და მო­რი­გე­ბა­ზე, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ კი­დევ ერთი ში­და­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი პო­ლი­ტი­კუ­რი დი­ვი­დენ­დის აღე­ბას გეგ­მავს - თუ მოგ­ვი­რიგ­დე­ბა, ეს სცე­ნა­რი ძა­ლი­ან სუს­ტი იქ­ნე­ბა მისი გეგ­მე­ბის­თვის, მაგ­რამ თუ ამას სტრას­ბურ­გი და­ად­გენს - ის­პე­კუ­ლი­რებს და გა­ხა­რი­ას მმარ­თვე­ლო­ბის სამ­ხე­ლად გა­მო­ი­ყე­ნებს ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას - აი, ვინ შე­არ­ცხვი­ნა ქვე­ყა­ნა ევ­რო­პუ­ლი მას­შტა­ბი­თო.

მოკ­ლედ, "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“, არა აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა კონ­კრე­ტუ­ლად რო­მე­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის ხე­ლით, მი­ხე­ილ კა­ლან­დია პო­ლი­ტი­კურ სა­ჭად­რა­კო და­ფა­ზე შეს­წი­რა პა­ი­კის სა­ხით, რი­თაც მი­ი­ღო პო­ლი­ტი­კუ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბა - მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას გა­მარ­თლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ისევ აქ­ცი­ე­ბი ჰქონ­და გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი, ხოლო შე­წირ­ვის შემ­თხვე­ვა­ში კი აქ­ცი­ე­ბის რე­სურ­სი მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას და მის ოჯახს არ გაჩ­ნდა. ამ შე­წირ­ვას დიდი პერ­სპექ­ტი­ვა აქვს თა­ვად შე­წი­რუ­ლის­თვის - პა­ი­კად შე­წი­რუ­ლი მი­ხე­ილ კა­ლან­დია, დიდი ალ­ბა­თო­ბით, დე­დოფ­ლად გა­და­იქ­ცე­ვა და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დრო­ე­ბით მო­გე­ბუ­ლი პარ­ტია კა­ტას­ტრო­ფად მი­უბ­რუნ­დე­ბა უკან”, - აცხა­დებს თო­დუა.

ცნო­ბის­თვის, "კა­ლან­დია სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ“ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლო­დან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა დაც­ვის მხა­რეს გა­სუ­ლი წლის 22 ნო­ემ­ბერს ჩაჰ­ბარ­და. ზუ­რაბ თო­დუ­ას გან­მარ­ტე­ბით, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას­თან შე­თან­ხმე­ბის­თვის ვადა 2024 წლის 14 თე­ბერ­ვლამ­დე ჰქონ­და მი­ცე­მუ­ლი. სწო­რედ, აღ­ნიშ­ნულ­ზე ეთ­ქვა მსჯავ­რდე­ბულს უარი.

2017 წლის პირ­ველ დე­კემ­ბერს, ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბას და­ვით სა­რა­ლი­ძი­სა და ლე­ვან და­დუ­ნაშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა და­ვით სა­რა­ლი­ძის გან­ზრახ ჯგუ­ფუ­რად მკვლე­ლო­ბის­თვის გი­ორ­გი ჯა­ნა­შია, მი­ხე­ილ კა­ლან­დია და გი­ორ­გი მე­ნაბ­დე და­ა­კა­ვეს.

მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას ქვეყ­ნის სა­მი­ვე ინ­სტან­ცი­ის მიერ 11 წე­ლი­თა და 3 თვის ვა­დით აქვს პა­ტიმ­რო­ბა მის­ჯი­ლი, გი­ორ­გი მე­ნაბ­დეს 10 წლი­თა და 6 თვის ვა­დით.

რაც შე­ე­ხე­ბა გი­ორ­გი ჯა­ნა­ში­ას, მან პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და­ტო­ვა. მას საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე 4 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ჰქონ­და შე­ფარ­დე­ბუ­ლი. ჯა­ნა­შია ე.წ. უდოს კო­მი­სი­ამ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

და­ვით სა­რა­ლი­ძეს­თან ერ­თად მოკ­ლუ­ლი მო­ზარ­დის, ლე­ვან და­დუ­ნაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე სას­ჯელს გუგა ბარ­ბა­ქა­ძე იხ­დის. მას თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 11 წლი­თა და 3 თვის ვა­დით აქვს მის­ჯი­ლი.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თათკა
1

თავისუფლება მიხეილ კალანდიას, გამოუშვით ეს ბავშვი. რაც იჯდა ეყო. იქნებ გამოსწორდეს. კარგი ბავშვია. 

კოტე შავშიშვილი
0

საწყალ ბიჭებს თვითონ მიუყენებიათ სასიკვდილო ჭრილობები და ეს და სხვები, ანგელოზები ყოფილან :(

ავტორი:

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას სახელმწიფომ მორიგებაზე უარი უთხრა - ადვოკატი

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას სახელმწიფომ მორიგებაზე უარი უთხრა - ადვოკატი

ხორავას ქუჩაზე, დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას სახელმწიფომ მორიგებაზე უარი განუცხადა - აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ მსჯავრდებულის ადვოკატმა ზურაბ თოდუამ განუცხადა.

როგორც მსჯავრდებულის ადვოკატი განმარტავს, ხელისუფლებამ, რომელსაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს, უარის შესახებ დოკუმენტაცია რამდენიმე დღის წინ გაგზავნა, სასამართლოდან კი ადვოკატმა წერილობითი დოკუმენტაცია მიიღო.

თოდუა მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლება კალანდიასთან მორიგებაზე წავიდოდა, მას მოუწევდა ეღიარებინა, რომ მსჯავრდებული სამართლიანი სასამართლოს უფლებით ვერ უზრუნველყო.

"2024 წლის 14 თებერვალს, საქართველოს მთავრობამ, მიხეილ კალანდიას საქმეზე მორიგებაზე განაცხადა უარი და ითხოვა დრო სასამართლოს მიერ დასმულ სამ კითხვაზე პასუხის გასაცემად. ეს კითხვებია: ჰქონდა თუ არა განმცხადებელს სამართლიანი სასამართლო მოსმენა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის დადგენილებასთან დაკავშირებით კონვენციის მუხლი 6 §1 -ის გათვალისწინებით? გარემოებები, რომლებიც გათვალისწინებული იყო სისხლის სამართლის დანაშაულის სამართალწარმოების დროს, კერძოდ, საპარლამენტო გამოძიება, რომელიც წინ უსწრებდა სასამართლო მოსმენას და სასამართლო, რომელიც განიხილავდა განმცხადებლის საქმეს იყო თუ არა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი კონვენციის მუხლი 6 § 1 თანახმად (იხ. Čivinskaitė v. Lithuania, no. 21218/12, 15 September 2020)? ჰქონდა თუ არა განმცხადებელს მის წინააღმდეგ მოწმეების, კონკრეტულად გ.ჯ და გ.ბ, გამოკითხვის შესაძლებლობა, როგორც ამას ითხოვს კონვენციის მუხლი 6 §§ 1 და 3(დ) (იხ. mutatis mutandis, Bondar v. Ukraine, no. 18895/08, 16 April 2019)?

სასამართლომ, საქართველოს მთავრობას, ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად 2024 წლის 10 მაისამდე მისცა დრო”, - აცხადებს თოდუა.

მისი განმარტებით, საქართველოს მთავრობისათვის ამ საქმეზე მორიგება სრულიად მიუღებელია.

"მიუღებელია, რადგან მას აღიარება მოუწევს, რომ დროებითი საპარლამენტო კომისია ვენეციის კომისიის 2004 წლის 98-ე პლენუმის დადგენილების საწინააღმდეგოდ შეიქმნა და იმის განმარტებაც მოუწევს, თუ რატომ წავიდა ის ამ დარღვევაზე - ვენეციის კომისიის ამ დადგენილებით კატეგორიულად მიუღებელია ასეთი ტიპის საგამოძიებო კომისიების შექმნა სასამართლო გადაწყვეტილების დადგომამდე. ასევე ეწინააღმდეგება პრეცედენტულ საქმეს Čivinskaitė v. Lithuania, no. 21218/12.

არგუმენტად ვერ გამოადგებათ იმჟამინდელი პარლამენტის თავმჯდომარის და ამჟამინდელი პრემიერ- მინისტრის ირაკლი კობახიძის 2019 წლის ივნისის განცხადება, რომ კომისია არ უნდა შექმნილიყო სასამართლო გადაწყვეტილების დადგომამდე. ასევე არ იქნება არგუმენტი თეა წულუკიანის შეგონება მთავრობისადმი, სადაც ის პირდაპირ აცხადებდა, რომ ევროპაში ძალიან გაუკვირდებათ კომისიის შექმნა სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე და წინასწარ მიანიშნა კონვენციის 6.1 და 6.2 მუხლების დარღვევაზე.

იმ შემთხვევაში, თუ დღეს საქართველოს მთავრობა ამ უტყუარ მოცემულობას აღიარებს, იმას ნიშნავს, რომ მთავრობამ ფაქტობრივად აღიარა კონვენციის 6.1 - სამართლიანი სასამართლო უფლება - მუხლით გარანტირებული უფლების დარღვევა, ეს კი იმის აღიარებაც არის, ამ საქმისათვის სპეციალურად, თუ როგორ გაამწესეს მოსამართლედ ნიკოლოზ მარსაგიშვილი, როგორ დააწინაურეს ის მიხეილ კალანდიას საქმის დამთავრებისთანავე საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ, როგორ გახადეს იუსტიციის საბჭოს მდივანი და როგორ დაბლოკეს დასაბუთებული საჩივრების განხილვა ამ მოსამართლის მიმართ, როდესაც ის სხდომების მიმდინარეობისას facebook-ით მთელი 8 საათის მანძილზე ერთობოდა.

ამ მოცემულობის აღიარება ასევე ნიშნავს იმასაც, რომ სასამართლომ დაურღვია მიხეილ კალანდიას დაცვას უფლება, როდესაც არ მისცა შესაძლებლობა დაეკითხა ის პირები, რომლებიც მის წინააღმდეგ აძლევდნენ ჩვენებებს. აქ იყო ახალი არსებითი გარემოებები გიორგი ჯანაშიასა და გუგა ბარბაქაძის მიმართ, როდესაც მათ საპროცესო შეთანხმებების მისაღებად აღიარეს სარალიძის მკვლელობა ჯგუფურად. ეს მაშინ, როდესაც მიხეილ კალანდიას პროცესზე ერთი ირწმუნებოდა, რომ ის აუცილებელი მოგერიების ფარგლებში იყო, ხოლო მეორე კი, საერთოდ უარყოფდა რაიმე ძალადობას სარალიძის მიმართ.

დაბოლოს, მთავრობას საპარლამენტო კომისიის პოლიტიზირების აღიარებაც მოუწევს. არც აქ გამოდგება არგუმენტად ის, რომ რეკომენდაციის მიღებისას "ქართულმა ოცნებამ“ არ მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში - თუ მისთვის ასე მიუღებელი იყო ეს დასკვნა, რატომ მიიღო "მიუღებელმა“, ვენეციის კომისიის სტანდარტის დარღვევით შედგენილმა დასკვნამ პარლამენტში საჭირო ხმები? აი, სწორედ აქ მარხია ძაღლის თავი - რა თქმა უნდა "ქართულმა ოცნებამ“ იცოდა მსგავსი კომისიების შექმნის წესები, მაგრამ დაუშვა იმიტომ, რომ არ ყოფილიყო ბუნტი. სწორედ ამ ბუნტის შიშით ჩაერია სასამართლოში და დააყენა გამამტყუნებელი განაჩენი მიხეილ კალანდიას მიმართ. ხელისუფლებას მხოლოდ ასეთი გადაწყვეტილება აძლევდა ხელს ხელისუფლებაში დასარჩენად. ეს ყოველივე მან ჯერ შს მინისტრის, შემდეგ კი პრემიერის რანგში, კრიზისმენეჯერად მონათლული გიორგი გახარიას ხელით გააკეთა. აი, აქ კი, ანუ არ წავიდა მორიგებაზე, "ქართული ოცნება“ კიდევ ერთი შიდასახელმწიფოებრივი პოლიტიკური დივიდენდის აღებას გეგმავს - თუ მოგვირიგდება, ეს სცენარი ძალიან სუსტი იქნება მისი გეგმებისთვის, მაგრამ თუ ამას სტრასბურგი დაადგენს - ისპეკულირებს და გახარიას მმართველობის სამხელად გამოიყენებს ამ გადაწყვეტილებას - აი, ვინ შეარცხვინა ქვეყანა ევროპული მასშტაბითო.

მოკლედ, "ქართულმა ოცნებამ“, არა აქვს მნიშვნელობა კონკრეტულად რომელი მაღალჩინოსნის ხელით, მიხეილ კალანდია პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე შესწირა პაიკის სახით, რითაც მიიღო პოლიტიკური სტაბილურობა - მიხეილ კალანდიას გამართლების შემთხვევაში ისევ აქციები ჰქონდა გარანტირებული, ხოლო შეწირვის შემთხვევაში კი აქციების რესურსი მიხეილ კალანდიას და მის ოჯახს არ გაჩნდა. ამ შეწირვას დიდი პერსპექტივა აქვს თავად შეწირულისთვის - პაიკად შეწირული მიხეილ კალანდია, დიდი ალბათობით, დედოფლად გადაიქცევა და "ქართული ოცნების“ დროებით მოგებული პარტია კატასტროფად მიუბრუნდება უკან”, - აცხადებს თოდუა.

ცნობისთვის, "კალანდია საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან გადაწყვეტილება დაცვის მხარეს გასული წლის 22 ნოემბერს ჩაჰბარდა. ზურაბ თოდუას განმარტებით, ამ გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობას მიხეილ კალანდიასთან შეთანხმებისთვის ვადა 2024 წლის 14 თებერვლამდე ჰქონდა მიცემული. სწორედ, აღნიშნულზე ეთქვა მსჯავრდებულს უარი.

2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამართალდამცავებმა დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობისთვის გიორგი ჯანაშია, მიხეილ კალანდია და გიორგი მენაბდე დააკავეს.

მიხეილ კალანდიას ქვეყნის სამივე ინსტანციის მიერ 11 წელითა და 3 თვის ვადით აქვს პატიმრობა მისჯილი, გიორგი მენაბდეს 10 წლითა და 6 თვის ვადით.

რაც შეეხება გიორგი ჯანაშიას, მან პენიტენციური დაწესებულება დატოვა. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული. ჯანაშია ე.წ. უდოს კომისიამ გაათავისუფლა.

დავით სარალიძესთან ერთად მოკლული მოზარდის, ლევან დადუნაშვილის საქმეზე სასჯელს გუგა ბარბაქაძე იხდის. მას თავისუფლების აღკვეთა 11 წლითა და 3 თვის ვადით აქვს მისჯილი.

იხილეთ ასევე: