სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს-ის ინფორმაციით, თბილისში 25 წლის ბიჭი მეგობარმა მოკლა - რას ვკითხულობთ უწყების განცხადებაში?
შსს-ის ინფორმაციით, თბილისში 25 წლის ბიჭი მეგობარმა მოკლა - რას ვკითხულობთ უწყების განცხადებაში?

შინ­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო თბი­ლის­ში, 25 წლის ბი­ჭის მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბით, აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე ორი პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი. ერთ-ერთს ბრა­ლად ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბა ედე­ბა, ხოლო მე­ო­რე ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბის­თვის არის და­კა­ვე­ბუ­ლი.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 18 თე­ბერ­ვალს, ღა­მის სა­ა­თებ­ში, მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულს თბი­ლის­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთ კაფე-ბარ­ში თა­ვი­სი­ვე მე­გო­ბარ­თან შე­ლა­პა­რა­კე­ბა მო­უ­ვი­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი მან სხვა პი­რებ­თან ერ­თად, ავ­ტო­მო­ბი­ლით მი­ა­კი­თხა, ან­გა­რიშს­წო­რე­ბის მიზ­ნით, ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა და თან­მხლებ პი­რებ­თან ერ­თად შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1991 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ჯ.ს. და 1983 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ზ. და­ა­კა­ვეს.

ჯ.ს.-ს ბრა­ლად ედე­ბა ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბა. ხოლო გ.ზ. ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბის­თვის არის და­კა­ვე­ბუ­ლი.

ჯ.ს.-ს მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას, ხოლო გ.ზ.-ს ქმე­დე­ბა 3-დან 7 წლამ­დე ვა­დით პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის 18 თე­ბერ­ვალს, ღა­მის სა­ა­თებ­ში, ჯ.ს.-ს თბი­ლის­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთ კაფე-ბარ­ში შე­ლა­პა­რა­კე­ბა მო­უ­ვი­და მე­გო­ბარ­თან, 1998 წელს და­ბა­დე­ბულ მ.ლ. - სთან. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ჯ.ს.-მ მას, ალექ­სან­დრე ჭავ­ჭა­ვა­ძის ქუ­ჩა­ზე, მე­გობ­რებ­თან ერ­თად ავ­ტო­მო­ბი­ლით მი­ა­კი­თხა, ან­გა­რიშს­წო­რე­ბის მიზ­ნით, ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა და თან­მხლებ პი­რებ­თან ერ­თად შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

გა­მო­ძი­ე­ბით, ასე­ვე, დად­გინ­და, რომ სრო­ლის ფაქტს შე­ეს­წრო, ბრალ­დე­ბუ­ლის და მოკ­ლუ­ლის სა­ერ­თო მე­გო­ბა­რი გ.ზ.-ც, რო­მელ­მაც მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში, მოწ­მის სა­ხით გა­მო­კი­თხვის დროს, მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის­თვის ხე­ლის შეშ­ლის მიზ­ნით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს ცრუ ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, ჯ.ს. და გ.ზ. ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით, ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს.

პო­ლი­ცი­ამ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ამო­ი­ღო.

და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე სხვა პი­რე­ბის დად­გე­ნა-და­კა­ვე­ბის მიზ­ნით, ტარ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი ოპე­რა­ტი­უ­ლი და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი.

და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში, ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის ჯგუ­ფუ­რად, უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბი­სა და ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ცე­მის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის "ი" ქვე­პუნ­ქტით, სსკ-ის 236-ე მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლის "ა" ქვე­პუნ­ქტი­თა და სსკ-ის 370-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართველი
2

გამოსავალი არის ერთი, განზრახ მკვლელობაზე უნდა დაწესდეს სამუდამო პატიმრობა და მკვლელობების რიცხვი შემცირდება მინიმუმ 80 პროცენტით!!!!!!!!!! საპატრიარქოს ვთხოვ ყველა ქართველის სახელით რო ამოიღოს ხმა და მივაღწიოთ რო გამკაცრდეს კანონი. უმორჩილესად გთხოვთ!!!!!

grisha
2

ნეტავი როდის დავაღწევთ თავს ამ ძველბიჭურ ქუჩურ მარაზმს სადაც კაცის კვლა და ჩაგვრა ვაჟკაცობათ ითვლება! ისე ნუ იზამთ ხალხს ციხეების გადავსება სანატრელი გაუხადოთ, ეწიეთ საქმეს დაანებეთ ამ უსაქმურობას და ყალთაბანდობას თავი, ხალხი მარსზე აპირდბს დასახლებას და თქვენ ერთმანეთის ხოცვა ჟლეტა გაიხადეთ საქმედ! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

შსს-ის ინფორმაციით, თბილისში 25 წლის ბიჭი მეგობარმა მოკლა - რას ვკითხულობთ უწყების განცხადებაში?

შსს-ის ინფორმაციით, თბილისში 25 წლის ბიჭი მეგობარმა მოკლა - რას ვკითხულობთ უწყების განცხადებაში?

შინგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, 25 წლის ბიჭის მკვლელობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე ორი პირია დაკავებული. ერთ-ერთს ბრალად ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ედება, ხოლო მეორე ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის არის დაკავებული.

გამოძიების ინფორმაციით, 18 თებერვალს, ღამის საათებში, მკვლელობაში ბრალდებულს თბილისში მდებარე ერთ-ერთ კაფე-ბარში თავისივე მეგობართან შელაპარაკება მოუვიდა, მოგვიანებით კი მან სხვა პირებთან ერთად, ავტომობილით მიაკითხა, ანგარიშსწორების მიზნით, იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და თანმხლებ პირებთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ჯ.ს. და 1983 წელს დაბადებული გ.ზ. დააკავეს.

ჯ.ს.-ს ბრალად ედება ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება. ხოლო გ.ზ. ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის არის დაკავებული.

ჯ.ს.-ს მიერ ჩადენილი დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას, ხოლო გ.ზ.-ს ქმედება 3-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 თებერვალს, ღამის საათებში, ჯ.ს.-ს თბილისში მდებარე ერთ-ერთ კაფე-ბარში შელაპარაკება მოუვიდა მეგობართან, 1998 წელს დაბადებულ მ.ლ. - სთან. მოგვიანებით, ჯ.ს.-მ მას, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე, მეგობრებთან ერთად ავტომობილით მიაკითხა, ანგარიშსწორების მიზნით, იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და თანმხლებ პირებთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ სროლის ფაქტს შეესწრო, ბრალდებულის და მოკლულის საერთო მეგობარი გ.ზ.-ც, რომელმაც მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში, მოწმის სახით გამოკითხვის დროს, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით, სამართალდამცველებს ცრუ ინფორმაცია მიაწოდა.

სამართალდამცველებმა, ჯ.ს. და გ.ზ. ბრალდებულის სახით, ცხელ კვალზე დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით, ტარდება შესაბამისი ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები.

დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და ცრუ ინფორმაციის მიცემის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "ი" ქვეპუნქტით, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტითა და სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.