მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რადგან ნავალნის ცხედრის გადაცემას ასე აჭიანურებენ, ეს ნიშნავს, რომ რუსეთის ხელისუფლებას რაღაც აქვს დასამალი"
"რადგან ნავალნის ცხედრის გადაცემას ასე აჭიანურებენ, ეს ნიშნავს, რომ რუსეთის ხელისუფლებას რაღაც აქვს დასამალი"

რუ­სე­თის სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებს შე­ეძ­ლოთ ალექ­სეი ნა­ვალ­ნის ცხე­და­რი 17 თე­ბერ­ვლის ღა­მეს, კო­ლო­ნი­ი­დან სალე­ხარ­დის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში პო­ლი­ტი­კო­სის ად­ვო­კა­ტი­სა და ნა­თე­სა­ვე­ბის მის­ვლამ­დე გა­და­ე­ტა­ნათ, - წერს "მე­დი­ა­ზო­ნა.“

გა­მო­ცე­მის ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა შე­ის­წავ­ლეს ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი, რო­მე­ლიც ლა­ბიტ­ნან­გი­სა და სალე­ხარ­დის გა­დაკ­ვე­თა­ზე და­ყე­ნე­ბუ­ლი კა­მე­რით არის გა­და­ღე­ბუ­ლი. ეს გახ­ლავთ ერ­თა­დერ­თი სახ­მე­ლე­თო მარ­შრუ­ტი კლი­ნი­კამ­დე. ვი­დე­ო­ებ­ში ჩანს ოთხი მან­ქა­ნის მიერ შემ­დგა­რი კო­ლო­ნა, მათ შო­რის არის სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მან­ქა­ნაც. გა­მო­ცე­მის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი მან­ქა­ნით კო­ლო­ნი­ი­დან ნა­ვალ­ნის ცხე­და­რი სალე­ხარ­დში გა­და­ას­ვე­ნეს, რათა ახ­ლობ­ლე­ბის­თვის და­ე­მა­ლათ. შე­გახ­სნებთ, ნა­ვალ­ნის დედა და ად­ვო­კა­ტი, რო­დე­საც ხარ­პეს კო­ლო­ნი­ა­ში ჩა­ვიდ­ნენ, სა­დაც პო­ლი­ტი­კო­სი სას­ჯელს იხ­დი­და, სალე­ხარ­დის მორ­გში გაგ­ზავ­ნეს, მაგ­რამ იქ მათ უთხრეს, რომ ნა­ვალ­ნის ცხე­და­რი იქ არ იყო.

Novaya Gazeta Europe, წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, რომ პო­ლი­ტი­კო­სის ცხე­და­რი ნამ­დვი­ლად სალე­ხარ­დის რა­ი­ო­ნუ­ლი კლი­ნი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს მორ­გში იყო და ახ­ლობ­ლებს ეს და­უ­მა­ლეს.

ნა­ვალ­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან სამი დღეა გა­სუ­ლი, მის ოჯახს კი ცხე­და­რი აქამ­დე არ მი­უ­ღია.

BBC-ის სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, რაც უფრო გა­და­დებს რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ნა­ვალ­ნის ცხედ­რის გაკ­ვე­თას, მით უფრო ნაკ­ლე­ბია ალ­ბა­თო­ბა, რომ ის ბუ­ნებ­რი­ვი სიკ­ვდი­ლით გარ­და­იც­ვა­ლა.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტეტ­მა კი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რის თა­ნა­მო­აზ­რე­ებს გა­ნუ­ცხა­და, რომ ისი­ნი ჯერ კი­დევ ად­გე­ნენ პო­ლი­ტი­კო­სის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზეზს და გა­მო­ძი­ე­ბას მო­მა­ვალ კვი­რა­ზე ადრე ვერ და­ას­რუ­ლე­ბენ.

სალე­ხარ­დის სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის სად­გუ­რის თა­ნამ­შრო­მელ­მა გა­მო­ცე­მას გა­ნუ­ცხა­და, რომ მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით ნა­ვალ­ნის სხე­ულ­ზე სი­ცო­ცხლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ღე­ბუ­ლი სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, მაგ­რამ ეს არ იყო ცე­მის­გან მი­ყე­ნე­ბუ­ლი. სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მუ­შა­კი ამ­ბობს, რომ მსგავ­სი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი კრუნ­ჩხვის დროს ჩნდე­ბა. მისი თქმით, ნა­ვალ­ნის სის­ხლჩაქ­ცე­ვა აღე­ნიშ­ნე­ბო­და მკერ­დზეც.

"რო­გორ ჩანს, მა­ინც სცა­დეს რე­ა­ნი­მა­ცია და ის სა­ვა­რა­უ­დოდ, გუ­ლის გა­ჩე­რე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა. მაგ­რამ რა­ტომ გა­უ­ჩერ­და გული, ამა­ზე ჯერ არა­ვინ არა­ფერს ამ­ბობს“, - წერს Novaya Gazeta Europe.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, 17 თე­ბერ­ვლის მდგო­მა­რე­ო­ბით, ექ­სპერ­ტი­ზა არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა.

"მხო­ლოდ დრო­ულ გაკ­ვე­თას შე­უძ­ლია ნა­თე­ლი მოჰ­ფი­ნოს უე­ცა­რი გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზებს - ეს უნდა მომ­ხდა­რი­ყო რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად, სულ მცი­რე, 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. ეს არის ნორ­მა­ლუ­რი ქმე­დე­ბა უე­ცა­რი სიკ­ვდი­ლის შემ­თხვე­ვა­ში“, - ამ­ბობს ბი-ბი-სი-სთან კონ­სტან­ტი­ნე ბა­ლო­ნო­ვი - ტაფტ­სის ანეს­თე­ზი­ო­ლო­გი­ი­სა და ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში პე­რი­ო­პე­რა­ცი­უ­ლი მე­დი­ცი­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

ხდე­ბა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი მო­უ­ლოდ­ნე­ლად კვდე­ბი­ან, ამ­ბობს ექ­სპერ­ტი: "ვფიქ­რობ, სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი რომ იყოს მა­სი­უ­რი თრომ­ბო­ემ­ბო­ლია, მწვა­ვე კო­რო­ნა­რუ­ლი სინ­დრო­მი ან გუ­ლის შე­ტე­ვა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის უფრო მომ­გე­ბი­ა­ნი იქ­ნე­ბო­და გაკ­ვე­თის ჩა­ტა­რე­ბა და ახ­ლობ­ლე­ბის­თვის ცხედ­რის გა­და­ცე­მა...“

მი­სი­ვე თქმით, გულ­მკერ­დზე სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი, რა­ზეც Novaya Gazeta Europe წერ­და, შე­საძ­ლოა გულ-ფილ­ტვის რე­ა­ნი­მა­ცი­ის შე­დე­გი იყოს. არა­პირ­და­პი­რი გუ­ლის მა­სა­ჟი, რო­გორც წესი, ეს ტრავ­მუ­ლია, ამ დროს ნეკ­ნის მო­ტეხ­ვაც კი შე­საძ­ლე­ბე­ლია.

ბა­ლო­ნო­ვის თქმით, სა­სა­მარ­თლო­დან გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ში, რო­მელ­შიც ნა­ვალ­ნი წინა დღეს სა­უბ­რობ­და და ხუმ­რობ­და, ის არ ჰგავ­და ადა­მი­ანს, რო­მელ­საც სე­რი­ო­ზუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი ჰქონ­და: მისი მდგო­მა­რე­ო­ბა, რამ­დე­ნა­დაც ვი­დე­ო­დან შე­იძ­ლე­ბა ვიმ­სჯე­ლოთ, ადეკ­ვა­ტუ­რი იყო.

უც­ნო­ბი ნივ­თი­ე­რე­ბით მო­წამ­ვლის ალ­ბა­თო­ბას უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი უშ­ვებს - რო­გორც ეს მოხ­და 2020 წელს, მაგ­რამ კვლე­ვის გა­რე­შე ამის მტკი­ცე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ტოქ­სი­კუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა, ექი­მის თქმით, ორ­გა­ნიზ­მში საკ­მა­ოდ დიდ­ხანს რჩე­ბა, მით უმე­ტეს, თუ ადა­მი­ა­ნი გარ­დაც­ვლი­ლია, მაგ­რამ 2020 წლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ახლა ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, რომ ნა­ვალ­ნის ნა­თე­სა­ვებ­მა შეძ­ლონ კვლე­ვის­თვის სინ­ჯე­ბის აღე­ბა ან ნა­ვალ­ნის ცხე­და­რი გაგ­ზავ­ნონ სა­ზღვარ­გა­რეთ.

"რად­გან ნა­ვალ­ნის ცხე­და­რის გა­და­ცე­მას ასე აჭი­ა­ნუ­რე­ბენ, ეს ნიშ­ნავს, რომ რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას რა­ღაც აქვს და­სა­მა­ლი" , - ამ­ბო­ბენ ექ­სპერ­ტე­ბი.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავით 67
20

 იმათ ვინც ფიქრობთ რომ პუტინს არ აწყობდა, მისი სიკვდილი. ჯერ ერთი არჩევნებზე მას კონკურენტი არავინ ჰყავს, მეორეც მთელი ცივილიზირებული სამყარო ეუბნება ომი შეწყვიტეო და არავის უსმენს და ნავალნის შეკვეთაზე დაიხევდა უკან? დიახაც ეშინოდა ნავალნის და ამიტომაც მოკლა. შიშს ვეძახი იმას რომ ბოლო დროს მისი მომხრეები გააქტიურდნენ, სწორედ მათ მოიპოვეს მისი სასახლეების და აგარაკებზე ინფორმაციები. პუტინს შეეშინდა შიდა არეულობის, თავისი მორჩილი ხალხის აბუნტების. აბა ნავალნი თოფს კი არ ესროდა ციხიდან. გაიგეთ ერთხელ და სამუდამოდ რომ რუსეთი არის ჭაობი. არავითარ საერთაშორისო კანონებს ეგენი არ ემორჩილებიან და რატომ გინდად ჭაობში ჩაძირვა?

maka
2

მიკვირს,ოჯახი არ ითხოვს ექსპერტიზაზე თავიანთი წარმომადგენლის დასწრებას

ავტორი:

"რადგან ნავალნის ცხედრის გადაცემას ასე აჭიანურებენ, ეს ნიშნავს, რომ რუსეთის ხელისუფლებას რაღაც აქვს დასამალი"

"რადგან ნავალნის ცხედრის გადაცემას ასე აჭიანურებენ, ეს ნიშნავს, რომ რუსეთის ხელისუფლებას რაღაც აქვს დასამალი"

რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურის თანამშრომლებს შეეძლოთ ალექსეი ნავალნის ცხედარი 17 თებერვლის ღამეს, კოლონიიდან სალეხარდის საავადმყოფოში პოლიტიკოსის ადვოკატისა და ნათესავების მისვლამდე გადაეტანათ, - წერს "მედიაზონა.“

გამოცემის ჟურნალისტებმა შეისწავლეს ვიდეოჩანაწერები, რომელიც ლაბიტნანგისა და სალეხარდის გადაკვეთაზე დაყენებული კამერით არის გადაღებული. ეს გახლავთ ერთადერთი სახმელეთო მარშრუტი კლინიკამდე. ვიდეოებში ჩანს ოთხი მანქანის მიერ შემდგარი კოლონა, მათ შორის არის სასჯელაღსრულების მანქანაც. გამოცემის ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ აღნიშნული მანქანით კოლონიიდან ნავალნის ცხედარი სალეხარდში გადაასვენეს, რათა ახლობლებისთვის დაემალათ. შეგახსნებთ, ნავალნის დედა და ადვოკატი, როდესაც ხარპეს კოლონიაში ჩავიდნენ, სადაც პოლიტიკოსი სასჯელს იხდიდა, სალეხარდის მორგში გაგზავნეს, მაგრამ იქ მათ უთხრეს, რომ ნავალნის ცხედარი იქ არ იყო.

Novaya Gazeta Europe, წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პოლიტიკოსის ცხედარი ნამდვილად სალეხარდის რაიონული კლინიკური საავადმყოფოს მორგში იყო და ახლობლებს ეს დაუმალეს.

ნავალნის გარდაცვალებიდან სამი დღეა გასული, მის ოჯახს კი ცხედარი აქამდე არ მიუღია.

BBC-ის სამედიცინო ექსპერტების თქმით, რაც უფრო გადადებს რუსეთის ხელისუფლება ნავალნის ცხედრის გაკვეთას, მით უფრო ნაკლებია ალბათობა, რომ ის ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.

საგამოძიებო კომიტეტმა კი ოპოზიციონერის თანამოაზრეებს განუცხადა, რომ ისინი ჯერ კიდევ ადგენენ პოლიტიკოსის გარდაცვალების მიზეზს და გამოძიებას მომავალ კვირაზე ადრე ვერ დაასრულებენ.

სალეხარდის სასწრაფო დახმარების სადგურის თანამშრომელმა გამოცემას განუცხადა, რომ მისი ინფორმაციით ნავალნის სხეულზე სიცოცხლის განმავლობაში მიღებული სისხლჩაქცევები აღმოაჩინეს, მაგრამ ეს არ იყო ცემისგან მიყენებული. სასწრაფო დახმარების მუშაკი ამბობს, რომ მსგავსი დაზიანებები კრუნჩხვის დროს ჩნდება. მისი თქმით, ნავალნის სისხლჩაქცევა აღენიშნებოდა მკერდზეც.

"როგორ ჩანს, მაინც სცადეს რეანიმაცია და ის სავარაუდოდ, გულის გაჩერებით გარდაიცვალა. მაგრამ რატომ გაუჩერდა გული, ამაზე ჯერ არავინ არაფერს ამბობს“, - წერს Novaya Gazeta Europe.

გამოცემის ცნობით, 17 თებერვლის მდგომარეობით, ექსპერტიზა არ ჩატარებულა.

"მხოლოდ დროულ გაკვეთას შეუძლია ნათელი მოჰფინოს უეცარი გარდაცვალების მიზეზებს - ეს უნდა მომხდარიყო რაც შეიძლება სწრაფად, სულ მცირე, 24 საათის განმავლობაში. ეს არის ნორმალური ქმედება უეცარი სიკვდილის შემთხვევაში“, - ამბობს ბი-ბი-სი-სთან კონსტანტინე ბალონოვი - ტაფტსის ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში პერიოპერაციული მედიცინის მიმართულების ხელმძღვანელი.

ხდება, რომ ადამიანები მოულოდნელად კვდებიან, ამბობს ექსპერტი: "ვფიქრობ, სიკვდილის მიზეზი რომ იყოს მასიური თრომბოემბოლია, მწვავე კორონარული სინდრომი ან გულის შეტევა, ხელისუფლებისთვის უფრო მომგებიანი იქნებოდა გაკვეთის ჩატარება და ახლობლებისთვის ცხედრის გადაცემა...“

მისივე თქმით, გულმკერდზე სისხლჩაქცევები, რაზეც Novaya Gazeta Europe წერდა, შესაძლოა გულ-ფილტვის რეანიმაციის შედეგი იყოს. არაპირდაპირი გულის მასაჟი, როგორც წესი, ეს ტრავმულია, ამ დროს ნეკნის მოტეხვაც კი შესაძლებელია.

ბალონოვის თქმით, სასამართლოდან გავრცელებულ ვიდეოში, რომელშიც ნავალნი წინა დღეს საუბრობდა და ხუმრობდა, ის არ ჰგავდა ადამიანს, რომელსაც სერიოზული დაავადებები ჰქონდა: მისი მდგომარეობა, რამდენადაც ვიდეოდან შეიძლება ვიმსჯელოთ, ადეკვატური იყო.

უცნობი ნივთიერებით მოწამვლის ალბათობას უფრო მეტი ადამიანი უშვებს - როგორც ეს მოხდა 2020 წელს, მაგრამ კვლევის გარეშე ამის მტკიცება შეუძლებელია. ტოქსიკური ნივთიერება, ექიმის თქმით, ორგანიზმში საკმაოდ დიდხანს რჩება, მით უმეტეს, თუ ადამიანი გარდაცვლილია, მაგრამ 2020 წლისგან განსხვავებით, ახლა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნავალნის ნათესავებმა შეძლონ კვლევისთვის სინჯების აღება ან ნავალნის ცხედარი გაგზავნონ საზღვარგარეთ.

"რადგან ნავალნის ცხედარის გადაცემას ასე აჭიანურებენ, ეს ნიშნავს, რომ რუსეთის ხელისუფლებას რაღაც აქვს დასამალი" , - ამბობენ ექსპერტები.

იხილეთ ასევე: