მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისრაელმა ღაზის სამხრეთით მდებარე ქალაქ რაფაჰზე შტურმის ზუსტი თარიღი დაასახელა - "თუ ჩვენი მძევლები რამადანისთვის შინ არ დაბრუნდებიან, ბრძოლა ყველგან გაგრძელდება"
ისრაელმა ღაზის სამხრეთით მდებარე ქალაქ რაფაჰზე შტურმის ზუსტი თარიღი დაასახელა - "თუ ჩვენი მძევლები რამადანისთვის შინ არ დაბრუნდებიან, ბრძოლა ყველგან გაგრძელდება"

ის­რა­ელ­მა რა­ფაჰზე თავ­დას­ხმის კონ­კრე­ტუ­ლი თა­რი­ღი და­ა­სა­ხე­ლა - ომის კა­ბი­ნე­ტის წევ­რის ბენი გან­ცის გან­ცხა­დე­ბით, თუ "ჰა­მა­სი" მძევ­ლებს არ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებს, რა­ფაჰზე შტურ­მი 10 მარტს და­ი­წყე­ბა.

ის­რა­ელ­მა პირ­ვე­ლად და­ა­სა­ხე­ლა ღა­ზის სამ­ხრე­თით მდე­ბა­რე ქა­ლაქ­ში ოპე­რა­ცი­ის და­წყე­ბის კონ­კრე­ტუ­ლი თა­რი­ღი, რო­მელ­საც ომის და­წყე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, და­ახ­ლო­ე­ბით, 1,5 მი­ლი­ონ­მა პა­ლეს­ტი­ნელ­მა შე­ა­ფა­რა თავი.

"მსოფ­ლი­ომ უნდა იცო­დეს, რომ თუ ჩვე­ნი მძევ­ლე­ბი რა­მა­და­ნის­თვის სახ­ლში არ დაბ­რუნ­დე­ბი­ან, ბრძო­ლა ყველ­გან გაგ­რძელ­დე­ბა, მათ შო­რის რა­ფაჰ­შიც", - აღ­ნიშ­ნა გან­ცმა და დას­ძი­ნა, რომ ის­რა­ე­ლი იმოქ­მე­დებს "კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლად, რათა ხელი შე­უ­წყოს მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუ­ა­ცი­ას და მი­ნი­მუ­მამ­დე და­იყ­ვა­ნოს მსხვერ­პლი".

სა­ერ­თა­შო­რი­სო ზე­წო­ლის მი­უ­ხე­და­ვად, ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუმ პი­რო­ბა დადო, რომ "ჰა­მა­სის" გა­ნად­გუ­რე­ბის მიზ­ნით, რა­ფაჰზე სახ­მე­ლე­თო თავ­დას­ხმას ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში და­ი­წყებს.

რა­მა­და­ნის და­წყე­ბამ­დე სულ რა­ღაც სამი კვი­რა დარ­ჩა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რა­ფა­ჰის მო­სახ­ლე­ო­ბამ ქა­ლა­ქის და­ტო­ვე­ბა უკვე და­ი­წყო. BBC-ის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კო­რეს­პონ­დენ­ტის პოლ ადამ­სის თქმით, ზო­გი­ერ­თი პა­ლეს­ტი­ნე­ლი თავ­შე­საფ­რის პოვ­ნას ეგ­ვიპ­ტე­ში ცდი­ლობს.

ღა­ზა­ში არ­სე­ბუ­ლი საბ­რძო­ლო ვი­თა­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ბოლო დღე­ე­ბია კა­ი­რო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ის­რა­ელ­სა და "ჰა­მასს" შო­რის ცე­ცხლის შე­წყვე­ტის თე­მა­ზე, თუმ­ცა რო­გორც აღ­ნიშ­ნა­ვენ, შე­დე­გი "არც ისე პერ­სპექ­ტი­უ­ლია".

შე­გახ­სე­ნებთ, მას შემ­დეგ, რაც 7 ოქ­ტომ­ბერს "ჰა­მა­სის“ მებ­რძო­ლე­ბი შე­ვიდ­ნენ სამ­ხრეთ ის­რა­ელ­ში და სას­ტი­კად მოკ­ლეს ათას­ზე მეტი მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე, ქვეყ­ნის მთავ­რო­ბამ გა­მო­ა­ცხა­და, რომ ომს უცხა­დებ­და "ჰა­მასს“, სა­ჰა­ე­რო და სა­არ­ტი­ლე­რიო შე­ტე­ვე­ბის შემ­დეგ და­ი­წყო სახ­მე­ლე­თო ოპე­რა­ცია ღა­ზის სექ­ტორ­ში "ჰა­მა­სის" მებ­რძოლ­თა გა­სა­ნად­გუ­რებ­ლად და მძევ­ლე­ბის გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად.

ცნო­ბის­თვის, პა­ლეს­ტი­ნის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, ომის და­წყე­ბის შემ­დეგ, ღა­ზა­ში 28 400-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და 68 000-ზე მეტი კი და­შავ­და.

  • რა­ფა­ჰი - ქა­ლა­ქი ღა­ზის სექ­ტო­რის სამ­ხრე­თით, ეგ­ვიპ­ტის სა­ზღვარ­ზე. მისი ნა­წი­ლი ეგ­ვიპ­ტე­ში მდე­ბა­რე­ობს. ამ­ჟა­მად ქა­ლაქ­ში მი­ლი­ონ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნია, მათ­გან დიდი ნა­წი­ლი ღა­ზის ჩრდი­ლო­ეთ ნა­წი­ლი­დან არის ლტოლ­ვი­ლი. ის­რა­ე­ლი მი­იჩ­ნევს, რომ რა­ფაჰზე შტურ­მი­სა და ქა­ლა­ქის გაწ­მენ­დის გა­რე­შე, შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ღა­ზის სექ­ტო­რის კონ­ტრო­ლი და "ჰა­მა­სის" სრუ­ლი ლიკ­ვი­და­ცია. თუმ­ცა რა­ფა­ზე თავ­დას­ხმამ და მო­სა­ლოდ­ნელ­მა უზარ­მა­ზარ­მა სა­მო­ქა­ლა­ქო მსხვერ­პლმა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი მკაც­რი რე­აქ­ცია იმ არა­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბი­და­ნაც კი, რომ­ლე­ბიც აქამ­დე შე­და­რე­ბით ზო­მი­ერ პო­ზი­ცი­ას იკა­ვებ­დნენ ის­რა­ე­ლის მი­მართ.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰმმმმმ...
0

"არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი მკაც­რი რე­აქ­ცია იმ არა­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბი­და­ნაც კი რომ­ლე­ბიც აქამ­დე შე­და­რე­ბით ზო­მი­ერ პო­ზი­ცი­ას იკა­ვებ­დნენ ის­რა­ე­ლის მი­მართ."

და სად იყვნენ ეგ არაბული ქვეყნები როცა პალესტინელებმა 7 ოქტომბერს ებრაელები დახოცეს? ხომ ჩუმად იყვნენ

რუსო
0

რა შუაშია ნაცოპოზიცია,?რუსეთს თუ ომის დაწყება უნდა ვერაფერი შეაჩერებს.

ავტორი:

ისრაელმა ღაზის სამხრეთით მდებარე ქალაქ რაფაჰზე შტურმის ზუსტი თარიღი დაასახელა - "თუ ჩვენი მძევლები რამადანისთვის შინ არ დაბრუნდებიან, ბრძოლა ყველგან გაგრძელდება"

ისრაელმა ღაზის სამხრეთით მდებარე ქალაქ რაფაჰზე შტურმის ზუსტი თარიღი დაასახელა - "თუ ჩვენი მძევლები რამადანისთვის შინ არ დაბრუნდებიან, ბრძოლა ყველგან გაგრძელდება"

ისრაელმა რაფაჰზე თავდასხმის კონკრეტული თარიღი დაასახელა - ომის კაბინეტის წევრის ბენი განცის განცხადებით, თუ "ჰამასი" მძევლებს არ გაათავისუფლებს, რაფაჰზე შტურმი 10 მარტს დაიწყება.

ისრაელმა პირველად დაასახელა ღაზის სამხრეთით მდებარე ქალაქში ოპერაციის დაწყების კონკრეტული თარიღი, რომელსაც ომის დაწყებიდან მოყოლებული, დაახლოებით, 1,5 მილიონმა პალესტინელმა შეაფარა თავი.

"მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ თუ ჩვენი მძევლები რამადანისთვის სახლში არ დაბრუნდებიან, ბრძოლა ყველგან გაგრძელდება, მათ შორის რაფაჰშიც", - აღნიშნა განცმა და დასძინა, რომ ისრაელი იმოქმედებს "კოორდინირებულად, რათა ხელი შეუწყოს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას და მინიმუმამდე დაიყვანოს მსხვერპლი".

საერთაშორისო ზეწოლის მიუხედავად, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ "ჰამასის" განადგურების მიზნით, რაფაჰზე სახმელეთო თავდასხმას ნებისმიერ შემთხვევაში დაიწყებს.

რამადანის დაწყებამდე სულ რაღაც სამი კვირა დარჩა. გავრცელებული ინფორმაციით, რაფაჰის მოსახლეობამ ქალაქის დატოვება უკვე დაიწყო. BBC-ის დიპლომატიური კორესპონდენტის პოლ ადამსის თქმით, ზოგიერთი პალესტინელი თავშესაფრის პოვნას ეგვიპტეში ცდილობს.

ღაზაში არსებული საბრძოლო ვითარების მიუხედავად, ბოლო დღეებია კაიროში მიმდინარეობს მოლაპარაკებები ისრაელსა და "ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტის თემაზე, თუმცა როგორც აღნიშნავენ, შედეგი "არც ისე პერსპექტიულია".

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს "ჰამასის“ მებრძოლები შევიდნენ სამხრეთ ისრაელში და სასტიკად მოკლეს ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, ქვეყნის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ომს უცხადებდა "ჰამასს“, საჰაერო და საარტილერიო შეტევების შემდეგ დაიწყო სახმელეთო ოპერაცია ღაზის სექტორში "ჰამასის" მებრძოლთა გასანადგურებლად და მძევლების გასათავისუფლებლად.

ცნობისთვის, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ომის დაწყების შემდეგ, ღაზაში 28 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 68 000-ზე მეტი კი დაშავდა.

  • რაფაჰი - ქალაქი ღაზის სექტორის სამხრეთით, ეგვიპტის საზღვარზე. მისი ნაწილი ეგვიპტეში მდებარეობს. ამჟამად ქალაქში მილიონზე მეტი ადამიანია, მათგან დიდი ნაწილი ღაზის ჩრდილოეთ ნაწილიდან არის ლტოლვილი. ისრაელი მიიჩნევს, რომ რაფაჰზე შტურმისა და ქალაქის გაწმენდის გარეშე, შეუძლებელი იქნება ღაზის სექტორის კონტროლი და "ჰამასის" სრული ლიკვიდაცია. თუმცა რაფაზე თავდასხმამ და მოსალოდნელმა უზარმაზარმა სამოქალაქო მსხვერპლმა შეიძლება გამოიწვიოს არაპროგნოზირებადი მკაცრი რეაქცია იმ არაბული ქვეყნებიდანაც კი, რომლებიც აქამდე შედარებით ზომიერ პოზიციას იკავებდნენ ისრაელის მიმართ.

იხილეთ ასევე: