ავტორი:

"ასეთი, ჩვენი მონაცემებით, მსოფლიოში არავის უნახავს და შეუსწავლია" - ჰერპეტოლოგებმა ქარელში ქვეწარმავლების გამოსაზამთრებელი ადგილი აღმოაჩინეს (ფოტო, ვიდეო)

"ასეთი, ჩვენი მონაცემებით, მსოფლიოში არავის უნახავს და შეუსწავლია" - ჰერპეტოლოგებმა ქარელში ქვეწარმავლების გამოსაზამთრებელი ადგილი აღმოაჩინეს (ფოტო, ვიდეო)

ჰერპეტოლოგებმა, გუშინ, 17 თებერვალს, ქარელში ქვეწარმავლების კერძოდ, "წითელმუცელა მცურავების" გამოსაზამთრებელ ადგილს მიაკვლიეს. ამის შესახებ ინფორმაციას და შესაბამის ფოტოებს სოციალურ ქსელში შოთა ზანდუკელი ავრცელებს.

"გუშინ, ილიაუნის მკვლევარებთან და სტუდენტებთან ერთად ვიყავით ქარელის ერთ-ერთ სოფელში ძალიან მნიშვნელოვან ლოკაციაზე, სადაც კერძო ტერიტორიაზე მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები, რა პროცესშიც წააწყდნენ წითელმუცელა მცურავების ( Dolichophis schmidti) გამოსაზამთრებელ ადგილს (ასეთი, ჩვენი მონაცემებით, მსოფლიოში არავის არ უნახავს და არ შეუსწავლიათ), რის გამოც ეკოსისტემის ჯაჭვის ეს მნიშვნელოვანი წარმომადგენლები ჩავარდნენ დიდი საფრთხეში. ასევე, ადამიანებისთვის დიდი დისკომფორტიც იყო, რადგან შიში და სხვა დანარჩენი დამოკიდებულებები, რაც გველების მიმართ არსებობს ,მათი ასეთი თანაცხოვრება წარმოუდგენელი იყო, ამიტომ მოხდა ამ გველების ამ ლოკაციიდან წამოყვანა, ასევე ჩავატარეთ მეცნიერული გამოკვლევები.ამ სივრციდან ამოვიყვანეთ 134 წითელმუცელა მცურავი (Dolichophis schmidti),1 წენგოსფერი მცურავი (Platyceps najadum) და 1 წყლის ანკარა (Natrix tessellata) .პ.ს.მადლობა გიორგი ჭყოიძეს ბუნებისადმი ასეთი დამოკიდებულების გამო" - წერს ჰერპეტოლოგი.

იხილეთ ასევე: