საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მის სხეულზე სისხლჩაქცევები აღმოაჩინეს... როცა ადამიანს კრუნჩხვები აქვს, ამ დროს ჩნდება ასეთი სისხლჩაქცევები" - რა ახალი გარემოებები ხდება ცნობილი ნავალნის გარდაცვალების თაობაზე
"მის სხეულზე სისხლჩაქცევები აღმოაჩინეს... როცა ადამიანს კრუნჩხვები აქვს, ამ დროს ჩნდება ასეთი სისხლჩაქცევები" - რა ახალი გარემოებები ხდება ცნობილი ნავალნის გარდაცვალების თაობაზე

სპე­ცი­ა­ლუ­რი რე­ჟი­მის სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის კო­ლო­ნი­ა­ში ალექ­სეი ნა­ვალ­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე "ნო­ვა­ია გა­ზე­ტა ევ­რო­პა"ახალ ცნო­ბებს აქ­ვეყ­ნებს. გა­მო­ცე­მის წყა­რო ამ­ტკი­ცებს, რომ ნა­ვალ­ნის სხე­ულ­ზე მე­დი­კო­სებ­მა სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რაც აფიქ­რე­ბი­ნებთ, რომ მას გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე კრუნ­ჩხვე­ბი ჰქონ­და.

"სალე­ხარ­დი არც ისე დიდი ქა­ლა­ქია, აქ 50 000-ზე ცოტა მეტი მო­სახ­ლე ცხოვ­რობს, ამი­ტომ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის­გან რა­ი­მე სა­ი­დუმ­ლოს შე­ნახ­ვა ძა­ლი­ან რთუ­ლია. გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, როცა საქ­მე მსოფ­ლიო დო­ნის პო­ლი­ტი­კო­სის გარ­დაც­ვა­ლე­ბას ეხე­ბა".

სალე­ხარ­დის კლი­ნი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო

გა­ზე­თის პი­რა­დი წყა­როს ცნო­ბით, ნა­ვალ­ნის ცხე­და­რი ჯერ ად­გი­ლობ­რივ კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, 16 თე­ბერ­ვლის სა­ღა­მოს კი სალე­ხარ­დის რა­ი­ო­ნულ კლი­ნი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­ას­ვე­ნეს. სალე­ხარ­დის სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის თა­ნამ­შრო­მელ­მა მე­დი­ას­თან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ რო­გორც წესი, კო­ლო­ნი­ებ­ში გარ­დაც­ვლლი­ლე­ბი პირ­და­პირ სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში გა­დაჰ­ყავთ, მაგ­რამ ნა­ვალ­ნის შემ­თხვე­ვა­ში ასე არ მო­იქ­ცნენ.

რო­გორც წყა­რო ამ­ბობს, პო­ლი­ტი­კო­სი ჯერ კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც მის კარ­თან ორი პო­ლი­ცი­ე­ლი და­ა­ყე­ნეს: " რა თქმა უნდა, ყვე­ლას სურ­და გა­ე­გო, რა მოხ­და ან რა­ტომ გახ­და ამ­ბის გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა სა­ჭი­რო და ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა ყვე­ლა ღონე იხ­მა­რეს მის გა­სარ­კვე­ვად. მა­ლე­ვე გა­ცხად­და, რომ ად­გი­ლობ­რივ მე­დი­კო­სებს ნა­ვალ­ნის ცხედ­რის გაკ­ვე­თის უფ­ლე­ბა არ მის­ცეს. სწო­რედ აქ იყო­ფა მო­საზ­რე­ბე­ბი", - თქვა სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ოფი­ცერ­მა.

  • "ზო­გი­ერ­თი ამ­ბობ­და, რომ მოს­კო­ვი­დან იყო ბრძა­ნე­ბა, რომ დე­და­ქა­ლა­ქელ სპე­ცი­ა­ლის­ტებს უნდა და­ლო­დე­ბოდ­ნენ, ზოგი კი ამ­ტკი­ცებ­და, რომ ექი­მებ­მა თა­ვად გა­ნა­ცხა­დეს უარი გაკ­ვე­თის ჩა­ტა­რე­ბა­ზე."

სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლის, ჟურ­ნა­ლის­ტის წყა­როს თქმით, მათ ნა­ვალ­ნის სხე­ულ­ზე სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კოს­მა მა­შინ მი­ი­ღო, როცა ჯერ კი­დევ ცო­ცხა­ლი იყო. თუმ­ცა მისი ვა­რა­უ­დით, ისი­ნი ცე­მის­გან არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო მი­ღე­ბუ­ლი: "ჩემი მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბით შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ასე­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი კრუნ­ჩხვე­ბის შე­დე­გად ჩნდე­ბა. როცა ადა­მი­ანს კრუნ­ჩხვე­ბი აქვს და მის და­კა­ვე­ბას ცდი­ლო­ბენ, ამ დროს ჩნდე­ბა ასე­თი სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი."

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რუ­სულ მე­დი­ა­ში, ნა­ვალ­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ მი­ზე­ზად “უე­ცა­რი სიკ­ვდი­ლის სინ­დრო­მი” და­სა­ხელ­და.

Meduza აღ­ნიშ­ნავს, რომ და­ა­ვა­დე­ბა­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო კლა­სი­ფი­კა­ცი­ა­ში ასე­თი დი­აგ­ნო­ზი არ არ­სე­ბობს. სალე­ხარ­დში მდე­ბა­რე სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტე­ტი აღ­ნიშ­ნავს, რომ ნა­ვალ­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, ნა­ვალ­ნის ად­ვო­კატს კი უთხრეს, რომ გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი ამ მო­მენ­ტის­თვის დად­გე­ნი­ლი არაა.

წყა­რო: novayagazeta

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ერმონია
1

რა მოკვლა? ეგ ლაგერი სტალინის აშენებულია, მაქედან ცოცხალი არავინ არ გამოსულა...

თენგო
1

ავტორმა მსოფლიო დონის პოლიტიკოსის დეფინიცია განმარტოს))) როდის გახდა შოვინისტი ნავალნი ამ სტატუსის მფლობელი?

ავტორი:

"მის სხეულზე სისხლჩაქცევები აღმოაჩინეს... როცა ადამიანს კრუნჩხვები აქვს, ამ დროს ჩნდება ასეთი სისხლჩაქცევები" - რა ახალი გარემოებები ხდება ცნობილი ნავალნის გარდაცვალების თაობაზე

"მის სხეულზე სისხლჩაქცევები აღმოაჩინეს... როცა ადამიანს კრუნჩხვები აქვს, ამ დროს ჩნდება ასეთი სისხლჩაქცევები" - რა ახალი გარემოებები ხდება ცნობილი ნავალნის გარდაცვალების თაობაზე

სპეციალური რეჟიმის სასჯელაღსრულების კოლონიაში ალექსეი ნავალნის გარდაცვალების თაობაზე "ნოვაია გაზეტა ევროპა" ახალ ცნობებს აქვეყნებს. გამოცემის წყარო ამტკიცებს, რომ ნავალნის სხეულზე მედიკოსებმა სისხლჩაქცევები აღმოაჩინეს, რაც აფიქრებინებთ, რომ მას გარდაცვალებამდე კრუნჩხვები ჰქონდა.

"სალეხარდი არც ისე დიდი ქალაქია, აქ 50 000-ზე ცოტა მეტი მოსახლე ცხოვრობს, ამიტომ ადგილობრივებისგან რაიმე საიდუმლოს შენახვა ძალიან რთულია. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე მსოფლიო დონის პოლიტიკოსის გარდაცვალებას ეხება".

სალეხარდის კლინიკური საავადმყოფო

გაზეთის პირადი წყაროს ცნობით, ნავალნის ცხედარი ჯერ ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს, 16 თებერვლის საღამოს კი სალეხარდის რაიონულ კლინიკურ საავადმყოფოში გადაასვენეს. სალეხარდის სასწრაფო დახმარების თანამშრომელმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ როგორც წესი, კოლონიებში გარდაცვლლილები პირდაპირ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში გადაჰყავთ, მაგრამ ნავალნის შემთხვევაში ასე არ მოიქცნენ.

როგორც წყარო ამბობს, პოლიტიკოსი ჯერ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მის კართან ორი პოლიციელი დააყენეს: " რა თქმა უნდა, ყველას სურდა გაეგო, რა მოხდა ან რატომ გახდა ამბის გასაიდუმლოება საჭირო და ადგილობრივებმა ყველა ღონე იხმარეს მის გასარკვევად. მალევე გაცხადდა, რომ ადგილობრივ მედიკოსებს ნავალნის ცხედრის გაკვეთის უფლება არ მისცეს. სწორედ აქ იყოფა მოსაზრებები", - თქვა სასწრაფო დახმარების ოფიცერმა.

  • "ზოგიერთი ამბობდა, რომ მოსკოვიდან იყო ბრძანება, რომ დედაქალაქელ სპეციალისტებს უნდა დალოდებოდნენ, ზოგი კი ამტკიცებდა, რომ ექიმებმა თავად განაცხადეს უარი გაკვეთის ჩატარებაზე."

სასწრაფო დახმარების წარმომადგენლის, ჟურნალისტის წყაროს თქმით, მათ ნავალნის სხეულზე სისხლჩაქცევები აღმოაჩინეს, რომელიც პოლიტიკოსმა მაშინ მიიღო, როცა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. თუმცა მისი ვარაუდით, ისინი ცემისგან არ უნდა ყოფილიყო მიღებული: "ჩემი მრავალწლიანი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი დაზიანებები კრუნჩხვების შედეგად ჩნდება. როცა ადამიანს კრუნჩხვები აქვს და მის დაკავებას ცდილობენ, ამ დროს ჩნდება ასეთი სისხლჩაქცევები."

აღსანიშნავია, რომ რუსულ მედიაში, ნავალნის გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად “უეცარი სიკვდილის სინდრომი” დასახელდა.

Meduza აღნიშნავს, რომ დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციაში ასეთი დიაგნოზი არ არსებობს. სალეხარდში მდებარე საგამოძიებო კომიტეტი აღნიშნავს, რომ ნავალნის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, ნავალნის ადვოკატს კი უთხრეს, რომ გარდაცვალების მიზეზი ამ მომენტისთვის დადგენილი არაა.

წყარო: novayagazeta

მოამზადა: ანა სიბოშვილმა

ასევე იხილეთ: