ავტორი:

მერაბ დვალიშვილის მორიგი ტრიუმფი - ქართველმა მებრძოლმა ჰენრი სეჰუდო დაამარცხა

მერაბ დვალიშვილის მორიგი ტრიუმფი - ქართველმა მებრძოლმა ჰენრი სეჰუდო დაამარცხა

UFC-ის მთავარ ქარდზე ქართველი მერაბ დვალიშვილი ამერიკელ ჰენრი სეჰუდოს დაუპირისპირდა. ბრძოლის პირველი რაუნდი ჰენრი სეჰუდოს უპირატესობით წარიმართა, თუმცა დანარჩენი ორი რაუნდის განმავლობაში მერაბმა მეტოქე გაანადგურა.

საბოლოოდ ბრძოლა მერაბ დვალიშვილის გამარჯვებით დამთავრდა. მესამე რაუნდში დვალიშვილმა ჰენრი სეჰუდო ხელში აყვანილი ატარა გალიის დიაგონალზე და მარკ ცუკერბერგის წინ დააგდო.

"შემდეგი ჩემპიონი ხარ", - ასე მიმართა ბრძოლის შემდეგ ჰენრი სეჰუდომ მერაბ დვალიშვილს.

ჰენრი სეჰუდო ერთ-ერთი ჭიდაობაში ოქროს მედალოსანია. ის ასევე არის UFC-ის ყოფილი უმსუბუქესი და სუპერმსუბუქი დივიზიონის ჩემპიონი.

რაც შეეხება მერაბს, ეს მის კარიერაში ზედიზედ მეათე გამარჯვებაა.