საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად არის ალექსეი ნავალნის ცხედარი? - ადგილზე მისულ ნავალნის დედასა და ადვოკატს მორგი დაკეტილი დახვდათ
სად არის ალექსეი ნავალნის ცხედარი? - ადგილზე მისულ ნავალნის დედასა და ადვოკატს მორგი დაკეტილი დახვდათ

რუსი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ლი­დე­რის, ალექ­სეი ნა­ვალ­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა მის­მა სპი­კერ­მა კირა იარ­მიშ­მა და­ა­დას­ტუ­რა, თუმ­ცა ამ დრომ­დე ვერ დგინ­დე­ბა ნა­ვალ­ნის ცხედ­რის ზუს­ტი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი.

"აშ­კა­რაა, რომ მკვლე­ლებს კვა­ლის და­ფარ­ვა სურთ და ამი­ტომ ოჯახს ალექ­სე­ის ცხედ­რის ნახ­ვის უფ­ლე­ბას არ აძ­ლე­ვენ“, - აცხა­დე­ბენ ნა­ვალ­ნის თა­ნა­შემ­წე­ე­ბი.

ოფი­ცი­ა­ლურ შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ ის პა­რას­კევს ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 14:17 სა­ათ­ზე, გარ­და­იც­ვა­ლა. სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ცხე­და­რი ახ­ლომ­დე­ბა­რე ქა­ლაქ სალე­ხარ­დში გა­და­ას­ვე­ნეს, თუმ­ცა ად­გილ­ზე მი­სულ ნა­ვალ­ნის დე­და­სა და ად­ვო­კატს მორ­გი და­კე­ტი­ლი დახ­ვდათ. მორ­გის თა­ნამ­შრო­მელ­მა "რო­ი­ტერსს" გა­ნუ­ცხა­და, რომ ნა­ვალ­ნის ცხე­და­რი იქ არ მი­უ­ტა­ნი­ათ.

"​სალე­ხარ­დის მორ­გში ალექ­სე­ის ად­ვო­კა­ტი და დედა მი­ვიდ­ნენ. ის და­ხუ­რუ­ლია, მი­უ­ხე­და­ვად კო­ლო­ნი­ის მტკი­ცე­ბი­სა, რომ მუ­შა­ობს და ნა­ვალ­ნის ცხე­და­რი იქ არის. კარ­ზე მი­თი­თე­ბულ ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერ­ზე და­რე­კა ად­ვო­კატ­მა. მას უთხრეს, რომ ის მეშ­ვი­დე იყო, ვინც დღეს და­რე­კა. მორ­გში ალექ­სე­ის ცხე­და­რი არ არის. ჩვენ მო­ვი­თხოვთ, რომ ცხე­და­რი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­დას­ცენ მის ოჯახს", - და­წე­რა კირა იარ­მიშ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ X-ში.

ნა­ვალ­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი და გა­რე­მო­ე­ბე­ბი გა­ურ­კვე­ვე­ლია. რუ­სე­თის ფე­დე­რა­ლურ­მა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სამ­სა­ხურ­მა პა­რას­კევს გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ნა­ვალ­ნიმ სე­ირ­ნო­ბის შემ­დეგ თავი ცუ­დად იგ­რძნო და გო­ნე­ბა და­კარ­გა. ად­გილ­ზე სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნა მი­ვი­და, მაგ­რამ ექი­მებ­მა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს.

ნა­ვალ­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ მი­ზე­ზად “უე­ცა­რი სიკ­ვდი­ლის სინ­დრო­მი” და­სა­ხელ­და, - ამის შე­სა­ხებ რუ­სუ­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი გა­მო­ცე­მა Meduza ალექ­სეი ნა­ვალ­ნის თა­ნა­გუნ­დე­ლებ­ზე დაყ­რდნო­ბით წერს.

ნა­ვალ­ნის მიერ შექ­მნი­ლი “კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლის ფონ­დის” დი­რექ­ტორ­მა ივან ჟდა­ნოვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ნა­ვალ­ნის დე­დას კო­ლო­ნი­ა­ში გარ­დაც­ვა­ლე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ მი­ზე­ზად “უე­ცა­რი სიკ­ვდი­ლის სინ­დრო­მი” და­უ­სა­ხე­ლეს.

Meduza აღ­ნიშ­ნავს, რომ და­ა­ვა­დე­ბა­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო კლა­სი­ფი­კა­ცი­ა­ში ასე­თი დი­აგ­ნო­ზი არ არ­სე­ბობს. სალე­ხარ­დში მდე­ბა­რე სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტე­ტი აღ­ნიშ­ნავს, რომ ნა­ვალ­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, ნა­ვალ­ნის ად­ვო­კატს კი უთხრეს, რომ გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი ამ მო­მენ­ტის­თვის დად­გე­ნი­ლი არაა.

ამავდრო­უ­ლად, რუ­სუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო გა­მო­ცე­მა Russia Today გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზად თრომბს ასა­ხე­ლებს.

  • ალექ­სეი ნა­ვალ­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბას რუ­სეთ­ში მღელ­ვა­რე­ბა მოჰ­ყვა - პო­ლი­ცი­ამ და­ა­პა­ტიმ­რა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლებ­საც მე­მო­რი­ა­ლურ ძეგ­ლებ­თან ნა­ვალ­ნის პა­ტივ­სა­ცე­მად ყვა­ვი­ლე­ბი მიჰ­ქონ­დათ. 109 ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში, 39 კი - მოს­კოვ­ში.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
???
1

ცოდოა ადამიანი, მოკვდა, მაგრამ - ეს ის ნავალნი არ არის, ქართველებს ვირთხებს, მღრღნელბის წარმომადგენლებს რომ ეძახდა დ2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დროს ფიქრობდა, რომ რუსეთს საქართველოზე ფრთოსანი რაკეტა უნდა დაეშინა? მოგვიანებით, როცა დასჭირდა, კი მოიხადაო ბოდიში

მამუკა
26

რუსეთის მტერი ამერიკის აგენტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

სად არის ალექსეი ნავალნის ცხედარი? - ადგილზე მისულ ნავალნის დედასა და ადვოკატს მორგი დაკეტილი დახვდათ

სად არის ალექსეი ნავალნის ცხედარი? - ადგილზე მისულ ნავალნის დედასა და ადვოკატს მორგი დაკეტილი დახვდათ

რუსი ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალება მისმა სპიკერმა კირა იარმიშმა დაადასტურა, თუმცა ამ დრომდე ვერ დგინდება ნავალნის ცხედრის ზუსტი ადგილსამყოფელი.

"აშკარაა, რომ მკვლელებს კვალის დაფარვა სურთ და ამიტომ ოჯახს ალექსეის ცხედრის ნახვის უფლებას არ აძლევენ“, - აცხადებენ ნავალნის თანაშემწეები.

ოფიციალურ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ ის პარასკევს ადგილობრივი დროით 14:17 საათზე, გარდაიცვალა. სასჯელაღსრულების დაწესებულების განცხადებით, ცხედარი ახლომდებარე ქალაქ სალეხარდში გადაასვენეს, თუმცა ადგილზე მისულ ნავალნის დედასა და ადვოკატს მორგი დაკეტილი დახვდათ. მორგის თანამშრომელმა "როიტერსს" განუცხადა, რომ ნავალნის ცხედარი იქ არ მიუტანიათ.

"​სალეხარდის მორგში ალექსეის ადვოკატი და დედა მივიდნენ. ის დახურულია, მიუხედავად კოლონიის მტკიცებისა, რომ მუშაობს და ნავალნის ცხედარი იქ არის. კარზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე დარეკა ადვოკატმა. მას უთხრეს, რომ ის მეშვიდე იყო, ვინც დღეს დარეკა. მორგში ალექსეის ცხედარი არ არის. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ცხედარი დაუყოვნებლივ გადასცენ მის ოჯახს", - დაწერა კირა იარმიშმა სოციალურ ქსელ X-ში.

ნავალნის გარდაცვალების მიზეზი და გარემოებები გაურკვეველია. რუსეთის ფედერალურმა სასჯელაღსრულების სამსახურმა პარასკევს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნავალნიმ სეირნობის შემდეგ თავი ცუდად იგრძნო და გონება დაკარგა. ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანა მივიდა, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ნავალნის გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად “უეცარი სიკვდილის სინდრომი” დასახელდა, - ამის შესახებ რუსული დამოუკიდებელი გამოცემა Meduza ალექსეი ნავალნის თანაგუნდელებზე დაყრდნობით წერს.

ნავალნის მიერ შექმნილი “კორუფციასთან ბრძოლის ფონდის” დირექტორმა ივან ჟდანოვმა განაცხადა, რომ ნავალნის დედას კოლონიაში გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად “უეცარი სიკვდილის სინდრომი” დაუსახელეს.

Meduza აღნიშნავს, რომ დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციაში ასეთი დიაგნოზი არ არსებობს. სალეხარდში მდებარე საგამოძიებო კომიტეტი აღნიშნავს, რომ ნავალნის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, ნავალნის ადვოკატს კი უთხრეს, რომ გარდაცვალების მიზეზი ამ მომენტისთვის დადგენილი არაა.

ამავდროულად, რუსული სახელმწიფო გამოცემა Russia Today გარდაცვალების მიზეზად თრომბს ასახელებს.

  • ალექსეი ნავალნის გარდაცვალებას რუსეთში მღელვარება მოჰყვა - პოლიციამ დააპატიმრა მოქალაქეები, რომლებსაც მემორიალურ ძეგლებთან ნავალნის პატივსაცემად ყვავილები მიჰქონდათ. 109 ადამიანი დააკავეს სანქტ-პეტერბურგში, 39 კი - მოსკოვში.

იხილეთ ასევე: