მსოფლიო
პოლიტიკა

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სპორტი
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კანადა ახლა "ზომბი ხანძრების" დამარცხებას ცდილობს - რას წარმოადგენს ეს მოვლენა და რამდენად სახიფათოა გარემოსთვის?
კანადა ახლა "ზომბი ხანძრების" დამარცხებას ცდილობს - რას წარმოადგენს ეს მოვლენა და რამდენად სახიფათოა გარემოსთვის?

კა­ნა­და ზამ­თარ­შიც კი ხან­ძარს ებ­რძვის - ე.წ. ზომ­ბი ხან­ძა­რი თოვ­ლის სქე­ლი ფე­ნე­ბის ქვეშ უპ­რე­ცე­დენ­ტო სიჩ­ქა­რით ვრცელ­დე­ბა. (ასე­თი ხან­ძრე­ბი, რო­გორც წესი, ჩნდე­ბა არ­ქტი­კულ ტუნ­დრა­ში - ზამ­თარ­ში თოვ­ლის ქვეშ ვი­თარ­დე­ბა და ზა­ფხულ­ში უფრო ინ­ტენ­სი­უ­რი ხდე­ბა.)

  • "ზომ­ბი ხან­ძა­რი" ძი­რი­თა­დად წარ­მო­ი­შო­ბა ტორ­ფით მდი­დარ ად­გი­ლებ­ში. მის დიდ ნა­წილს ნახ­შირ­ბა­დი შე­ად­გენს, რო­მე­ლიც მცე­ნა­რე­თა ნარ­ჩე­ნე­ბის დაშ­ლის შე­დე­გად წარ­მო­იქ­მნე­ბა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ტორ­ფი ძა­ლი­ან კარ­გად იწ­ვის. მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის პი­რო­ბებ­ში ტორ­ფი ბოლო რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მსოფ­ლი­ო­ში მრა­ვა­ლი ხან­ძრის მი­ზე­ზი გახ­და. მაგ­რამ ეს არ არის ტორ­ფი­ან მი­წებ­ზე ხან­ძრის მთა­ვა­რი საფრ­თხე. ტორ­ფის ჩაქ­რო­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია. მას შე­უძ­ლია მი­წის­ქვე­შეთ­ში ძა­ლი­ან დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში წვა, ნი­ა­და­გის სიმ­კვრი­ვის გამო წყა­ლი ხში­რად არ აღ­წევს ხან­ძრამ­დე და ბო­ლომ­დე ვერ აჩე­რებს "ზომბ ცე­ცხლს". ტორ­ფი იწ­ვე­ბა მი­წის­ქვეშ მი­ნი­მუმ 10 სმ სიღ­რმე­ზე, ეს კი ნიშ­ნავს, რომ ამ ხან­ძრებს შე­უძ­ლი­ათ გა­და­ურჩნენ შე­მოდ­გო­მის წვი­მებ­სა და თოვ­ლი­ან ზამ­თარს.

ეს მოვ­ლე­ნა კა­ნა­დის­თვის უჩ­ვე­უ­ლო არ არის, თუმ­ცა შეშ­ფო­თე­ბას იწ­ვევს მათი გახ­ში­რე­ბა. ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, ბოლო 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბრი­ტა­ნულ კო­ლუმ­ბი­ა­ში ხან­ძა­რი 5-6-ჯერ გავ­რცელ­და, იან­ვარ­ში კი უფრო გა­აქ­ტი­ურ­და.

2023 წელს, კა­ნა­და­ში ტყის ხან­ძრე­ბის შე­დე­გად 18 მი­ლი­ონ ჰექ­ტარ­ზე მეტი (44 მი­ლი­ო­ნი ჰექ­ტა­რი) მიწა და­იწ­ვა. სე­ზო­ნი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ფა­ტა­ლუ­რი იყო უახ­ლეს ის­ტო­რი­ა­ში. სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას რამ­დე­ნი­მე მე­ხან­ძრე და­ი­ღუ­პა. ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და და­ე­ტო­ვე­ბი­ნა სახ­ლე­ბი. ხან­ძრის ეფექ­ტი იგ­რძნო­ბო­და კა­ნა­დის სა­ზღვრებს მიღ­მა. მა­გა­ლი­თად, ივ­ნის­ში აშშ-ის ჩრდი­ლო­ეთ ნა­წი­ლი კვამლმა და­ფა­რა.

ხან­ძრის მარ­თვის ექ­სპერ­ტის, მაიკ ფლა­ნი­გა­ნის გან­ცხა­დე­ბით ხან­ძრის მაჩ­ვე­ნებ­ლის ზრდა გვალ­ვი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი. მი­სი­ვე თქმით, "ზომ­ბი ხან­ძა­რი" ადრე იშ­ვი­ა­თი მოვ­ლე­ნა იყო, თუმ­ცა გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბის შე­დე­გად ბოლო პე­რი­ოდ­ში საკ­მა­ოდ გახ­შირ­და.

ჯერ ნა­ად­რე­ვია იმის პროგ­ნო­ზი­რე­ბა, თუ რო­გო­რი იქ­ნე­ბა მო­მა­ვა­ლი სე­ზო­ნი, მაგ­რამ თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ წელს მსოფ­ლიო "ელ ნი­ნი­ოს" საფრ­თხის წი­ნა­შეა, გა­ზა­ფხუ­ლის­თვის ხან­ძრის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლიც მო­ი­მა­ტებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ხოდა
0

ძაღლი შინ არ ვარგოდაო, სანადიროდ გარბოდაო?.....ქვეყნის გარეთ "ალაგებენ" სიტუაციას თავის ჭკუით.....

გუგა
14

უკრაინაში რომ აგზავნიან ნაიომნიკებს თავის ქვეყანაში ზომბებს ებრძოლონ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

კანადა ახლა "ზომბი ხანძრების" დამარცხებას ცდილობს - რას წარმოადგენს ეს მოვლენა და რამდენად სახიფათოა გარემოსთვის?

კანადა ახლა "ზომბი ხანძრების" დამარცხებას ცდილობს - რას წარმოადგენს ეს მოვლენა და რამდენად სახიფათოა გარემოსთვის?

კანადა ზამთარშიც კი ხანძარს ებრძვის - ე.წ. ზომბი ხანძარი თოვლის სქელი ფენების ქვეშ უპრეცედენტო სიჩქარით ვრცელდება. (ასეთი ხანძრები, როგორც წესი, ჩნდება არქტიკულ ტუნდრაში - ზამთარში თოვლის ქვეშ ვითარდება და ზაფხულში უფრო ინტენსიური ხდება.)

  • "ზომბი ხანძარი" ძირითადად წარმოიშობა ტორფით მდიდარ ადგილებში. მის დიდ ნაწილს ნახშირბადი შეადგენს, რომელიც მცენარეთა ნარჩენების დაშლის შედეგად წარმოიქმნება. მოგეხსენებათ, ტორფი ძალიან კარგად იწვის. მაღალი ტემპერატურის პირობებში ტორფი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მსოფლიოში მრავალი ხანძრის მიზეზი გახდა. მაგრამ ეს არ არის ტორფიან მიწებზე ხანძრის მთავარი საფრთხე. ტორფის ჩაქრობა ძალიან რთულია. მას შეუძლია მიწისქვეშეთში ძალიან დიდი ხნის განმავლობაში წვა, ნიადაგის სიმკვრივის გამო წყალი ხშირად არ აღწევს ხანძრამდე და ბოლომდე ვერ აჩერებს "ზომბ ცეცხლს". ტორფი იწვება მიწისქვეშ მინიმუმ 10 სმ სიღრმეზე, ეს კი ნიშნავს, რომ ამ ხანძრებს შეუძლიათ გადაურჩნენ შემოდგომის წვიმებსა და თოვლიან ზამთარს.

ეს მოვლენა კანადისთვის უჩვეულო არ არის, თუმცა შეშფოთებას იწვევს მათი გახშირება. ექსპერტების თქმით, ბოლო 10 წლის განმავლობაში ბრიტანულ კოლუმბიაში ხანძარი 5-6-ჯერ გავრცელდა, იანვარში კი უფრო გააქტიურდა.

2023 წელს, კანადაში ტყის ხანძრების შედეგად 18 მილიონ ჰექტარზე მეტი (44 მილიონი ჰექტარი) მიწა დაიწვა. სეზონი ერთ-ერთი ყველაზე ფატალური იყო უახლეს ისტორიაში. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას რამდენიმე მეხანძრე დაიღუპა. ათასობით ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა სახლები. ხანძრის ეფექტი იგრძნობოდა კანადის საზღვრებს მიღმა. მაგალითად, ივნისში აშშ-ის ჩრდილოეთ ნაწილი კვამლმა დაფარა.

ხანძრის მართვის ექსპერტის, მაიკ ფლანიგანის განცხადებით ხანძრის მაჩვენებლის ზრდა გვალვითაა გამოწვეული. მისივე თქმით, "ზომბი ხანძარი" ადრე იშვიათი მოვლენა იყო, თუმცა გლობალური დათბობის შედეგად ბოლო პერიოდში საკმაოდ გახშირდა.

ჯერ ნაადრევია იმის პროგნოზირება, თუ როგორი იქნება მომავალი სეზონი, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ წელს მსოფლიო "ელ ნინიოს" საფრთხის წინაშეა, გაზაფხულისთვის ხანძრის მაჩვენებელიც მოიმატებს.