სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვაშლიჯვრის დასახლების ერთი "ტყე-ეზო", რომლის გაშენებაში მთელი კორპუსი მონაწილეობდა, ახლა კი მას პოლიტიკოსი აკაკი ბობოხიძე უვლის
ვაშლიჯვრის დასახლების ერთი "ტყე-ეზო", რომლის გაშენებაში მთელი კორპუსი მონაწილეობდა, ახლა კი მას პოლიტიკოსი აკაკი ბობოხიძე უვლის

ვაშ­ლი­ჯვრის და­სახ­ლე­ბა­ში არის ად­გი­ლი, რო­მე­ლიც ერთი კორ­პუ­სის ბი­ნად­რებ­მა და­ა­სუფ­თა­ვეს, გა­ამ­წვა­ნეს და შე­სა­ნიშ­ნა­ვი და­სას­ვე­ნე­ბე­ლი სივ­რცე შექ­მნეს. ამ ტე­რი­ტო­რი­ას დღეს სამი კაცი უვ­ლის, მათ შო­რის არის პო­ლი­ტი­კო­სი აკა­კი ბო­ბო­ხი­ძე. თავ­და­პირ­ვე­ლად ბა­ტონ­მა აკა­კიმ ინ­ტერ­ვი­უ­ზე უარი გვი­თხრა, სა­კუ­თარ გა­რე­მო­ზე ზრუნ­ვა ხომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვი­აო, მაგ­რამ ჩვე­ნი თხოვ­ნის შემ­დეგ გაგ­ვე­სა­უბ­რა. შე­საძ­ლოა ეს ამ­ბა­ვი ქა­ლა­ქის სხვა კორ­პუ­სე­ბის ბი­ნად­რე­ბის­თვი­საც კარ­გი მა­გა­ლი­თი აღ­მოჩ­ნდეს.

აკა­კი ბო­ბო­ხი­ძე:

- ჩვე­ნი კორ­პუ­სის უკან ფიჭვნა­რი იყო. სამ­წუ­ხა­როდ, 2019-2020 წლებ­ში თბი­ლის­ში პრობ­ლე­მა გაჩ­ნდა, რო­მე­ლიც ამ ფიჭვნარ­საც შე­ე­ხო - ხე­ებ­მა მა­სობ­რი­ვად და­ი­წყო გა­დახ­მო­ბა. რად­გან ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გამ­ხმა­რი ხე­ე­ბის მოჭ­რის უფ­ლე­ბა არ გვქონ­და, მო­ბი­ნად­რე­ებ­მა მე­რი­ას თხოვ­ნით მივ­მარ­თეთ, ხე­ე­ბი რაც შე­იძ­ლე­ბა მალე მო­ეჭ­რათ, რომ ახა­ლი პარ­კი გაგ­ვე­შე­ნე­ბი­ნა. მე­რი­ამ მოჭ­რა გამ­ხმა­რი ხე­ე­ბი და გა­მო­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სას­წრა­ფოდ ახა­ლი სკვე­რის გა­შე­ნე­ბა და­ვი­წყეთ. ამ საქ­მე­ში მთე­ლი კორ­პუ­სი მო­ნა­წი­ლე­ობ­და, ზოგი ფი­ნან­სუ­რად, ზო­გიც ფი­ზი­კუ­რად. და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი ჰექ­ტა­რი ტე­რი­ტო­რია კორ­პუ­სის უკან ხე­ლახ­ლა გა­შენ­და, ნა­წი­ლობ­რივ ეკალ­ბარ­დე­ბის­გა­ნაც გა­იწ­მინ­და, მხო­ლოდ მცი­რე ფარ­თო­ბი და­ვუ­ტო­ვეთ ზღარ­ბებ­სა და კუ­ებს. მთლი­ა­ნად რომ გაგ­ვე­სუფ­თა­ვე­ბი­ნა, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი არე­ა­ლი არ ექ­ნე­ბო­დათ და იქ აღარ დარ­ჩე­ბოდ­ნენ.

- ამ­ჟა­მად რა მცე­ნა­რე­ე­ბია გა­შე­ნე­ბუ­ლი?

- წიწ­ვო­ვა­ნი, ფოთ­ლო­ვა­ნი მცე­ნა­რე­ე­ბი, ყვა­ვი­ლე­ბი... ჩვე­ნი ტყე ვაშ­ლი­ჯვრის და­სახ­ლე­ბა­შია. ეს ტე­რი­ტო­რია მწირ­ნი­ა­და­გი­ა­ნია, პრაქ­ტი­კუ­ლად, ფი­ქა­ლი მი­წაა, ამი­ტომ ჭირს მცე­ნა­რის გა­ხა­რე­ბა, მაგ­რამ შრო­მა დაგ­ვი­ფას­და. მი­მაჩ­ნია, რომ თბი­ლის­ში ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო ეზო გვაქვს.

ტყე-ეზოს რამ­დე­ნი­მე კაცი უვ­ლის, გა­შე­ნე­ბა­ში კი მთე­ლი კორ­პუ­სი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ეს ბა­ტონ ია­კობ თო­დუ­ას ინი­ცი­ა­ტი­ვა იყო. ახლა ბა­ტო­ნი ია­კო­ბი, მუ­რად ჭა­უ­ჭი­ძე და მე შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ვცდი­ლობთ აქა­უ­რო­ბას მო­ვუ­ა­როთ, და­ვა­მა­ტოთ ნერ­გე­ბი, გა­ვამ­წვა­ნოთ.

სხვა­თა შო­რის, გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბა­ში კა­ჭ­კა­ჭე­ბიც გვეხ­მა­რე­ბი­ან. უამ­რა­ვი მუ­ხის ნერ­გია მათი მო­ტა­ნი­ლი რკო­დან ამო­სუ­ლი. კაკ­ლის ხეც ბევ­რი დგას და ესეც მათი დამ­სა­ხუ­რე­ბაა. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიმი
0

კარგი საქმე არასოდეს არ არის გვიან.

ვაშლიჯვარელი
2

წესიერი სურათები დაგედოთ,კარგი იქნებოდა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

ვაშლიჯვრის დასახლების ერთი "ტყე-ეზო", რომლის გაშენებაში მთელი კორპუსი მონაწილეობდა, ახლა კი მას პოლიტიკოსი აკაკი ბობოხიძე უვლის

ვაშლიჯვრის დასახლების ერთი "ტყე-ეზო", რომლის გაშენებაში მთელი კორპუსი მონაწილეობდა, ახლა კი მას პოლიტიკოსი აკაკი ბობოხიძე უვლის

ვაშლიჯვრის დასახლებაში არის ადგილი, რომელიც ერთი კორპუსის ბინადრებმა დაასუფთავეს, გაამწვანეს და შესანიშნავი დასასვენებელი სივრცე შექმნეს. ამ ტერიტორიას დღეს სამი კაცი უვლის, მათ შორის არის პოლიტიკოსი აკაკი ბობოხიძე. თავდაპირველად ბატონმა აკაკიმ ინტერვიუზე უარი გვითხრა, საკუთარ გარემოზე ზრუნვა ხომ ჩვეულებრივი ამბავიაო, მაგრამ ჩვენი თხოვნის შემდეგ გაგვესაუბრა. შესაძლოა ეს ამბავი ქალაქის სხვა კორპუსების ბინადრებისთვისაც კარგი მაგალითი აღმოჩნდეს.

აკაკი ბობოხიძე:

- ჩვენი კორპუსის უკან ფიჭვნარი იყო. სამწუხაროდ, 2019-2020 წლებში თბილისში პრობლემა გაჩნდა, რომელიც ამ ფიჭვნარსაც შეეხო - ხეებმა მასობრივად დაიწყო გადახმობა. რადგან ტერიტორიაზე გამხმარი ხეების მოჭრის უფლება არ გვქონდა, მობინადრეებმა მერიას თხოვნით მივმართეთ, ხეები რაც შეიძლება მალე მოეჭრათ, რომ ახალი პარკი გაგვეშენებინა. მერიამ მოჭრა გამხმარი ხეები და გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე სასწრაფოდ ახალი სკვერის გაშენება დავიწყეთ. ამ საქმეში მთელი კორპუსი მონაწილეობდა, ზოგი ფინანსურად, ზოგიც ფიზიკურად. დაახლოებით ნახევარი ჰექტარი ტერიტორია კორპუსის უკან ხელახლა გაშენდა, ნაწილობრივ ეკალბარდებისგანაც გაიწმინდა, მხოლოდ მცირე ფართობი დავუტოვეთ ზღარბებსა და კუებს. მთლიანად რომ გაგვესუფთავებინა, საცხოვრებელი არეალი არ ექნებოდათ და იქ აღარ დარჩებოდნენ.

- ამჟამად რა მცენარეებია გაშენებული?

- წიწვოვანი, ფოთლოვანი მცენარეები, ყვავილები... ჩვენი ტყე ვაშლიჯვრის დასახლებაშია. ეს ტერიტორია მწირნიადაგიანია, პრაქტიკულად, ფიქალი მიწაა, ამიტომ ჭირს მცენარის გახარება, მაგრამ შრომა დაგვიფასდა. მიმაჩნია, რომ თბილისში ერთ-ერთი საუკეთესო ეზო გვაქვს.

ტყე-ეზოს რამდენიმე კაცი უვლის, გაშენებაში კი მთელი კორპუსი მონაწილეობდა. ეს ბატონ იაკობ თოდუას ინიციატივა იყო. ახლა ბატონი იაკობი, მურად ჭაუჭიძე და მე შეძლებისდაგვარად ვცდილობთ აქაურობას მოვუაროთ, დავამატოთ ნერგები, გავამწვანოთ.

სხვათა შორის, განაშენიანებაში კაჭკაჭებიც გვეხმარებიან. უამრავი მუხის ნერგია მათი მოტანილი რკოდან ამოსული. კაკლის ხეც ბევრი დგას და ესეც მათი დამსახურებაა. გააგრძელეთ კითხვა