ავტორი:

"ციხეში შესვლამდე პირწავარდნილი "ნაცი" იყავით, ციხიდან გამოხვედით და იძახით, "ნაცი" არ ვარო... "ქოცებმა" ხომ არ გადაგიბირეს?!" - იაგო ხვიჩია ნიკა გვარამიას

"ციხეში შესვლამდე პირწავარდნილი "ნაცი" იყავით, ციხიდან გამოხვედით და იძახით, "ნაცი" არ ვარო... "ქოცებმა" ხომ არ გადაგიბირეს?!" - იაგო ხვიჩია ნიკა გვარამიას

წარმოიდგინეთ, ციხეში შესვლამდე პირწავარდნილი „ნაცი“ იყავით, ციხიდან გამოხვედით და იძახით, „ნაცი“ არ ვარო; თან, ინფორმაციაა, რომ „ნაცებში“ თქვენს პირობებს აყენებთ - სრულიად ლეგიტიმურია, ეს ვაჭრობად ჩავთვალოთ - სხვა დაშვებაა, რომ ციხიდან გამოხვედი შეწყალების შედეგად და უცებ „ნაცებს“ გაემიჯნე, რაც კითხვას აჩენს, „ქოცებმა“ ხომ არ გადაგიბირეს?! - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, ბევრად უფრო ბუნებრივია ის დაშვება, რომ ნიკა გვარამია „ქოცებთან“ კი არ გადახტა, არამედ გუნდის შიგნით უფრო მეტ გავლენაზე ვაჭრობს“.

"წარმოიდგინეთ, ციხეში შესვლამდე პირწავარდნილი „ნაცი“, „ნაცების“ მთავარი პროპაგანდისტი იყავით, ციხიდან გამოხვედით და იძახით, „ნაცი“ არ ვარო. თან ხვდებით მიშას და თან, გამოდის ინფორმაცია, რომ „ნაცებში“ თქვენს პირობებს აყენებთ. ჩემი აზრით, სრულიად ლეგიტიმურია, რომ ეს ვაჭრობად ჩავთვალოთ - ფულზე, პარლამენტის სიებზე, ან ორივეზე ერთად. სხვა დაშვებაა, რომ ციხიდან გამოხვედი შეწყალების შედეგად და უცებ „ნაცებს“ გაემიჯნე - ეს ბევრად მეტ კითხვას აჩენს იმასთან დაკავშირებით, „ქოცებმა“ ხომ არ გადაგიბირეს და წინასაარჩევნოდ ხომ არ გამოგიშვეს, რათა „ნაცებს“ მთავარი პროპაგანდისტული საშუალება წაართვა. აქედან გამომდინარე, ჩემი ეჭვი ვაჭრობასთან დაკავშირებით ბევრად უფრო მორალურია და ბუნებრივად ასახავს იმას, რომ ნიკა გვარამია კი არ გადახტა „ქოცებთან“, არამედ თავის გუნდის შიგნით სრულიად ლეგიტიმურად უფრო მეტ გავლენაზე ვაჭრობს. მგონია, რომ ეს სრულიად ბუნებრივი და ლეგიტიმური ამბავია“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

რაც შეეხება ნიკა გვარამიას ინტერვიუს, სადაც ის ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს სისტემური პრობლემები იყო, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ „ნიკა გვარამიას არც მანამდე ეთაკილებოდა ხელისუფლების კრიტიკა და არც ახლა“.

"ნიკა გვარამიას რომ არ ეღიარებინა, ამ ქვეყანაში ადამიანებს მეხსიერება აქვთ და ზუსტად იციან, რა და როგორ ხდებოდა. ნიკა გვარამიას არც მანამდე ეთაკილებოდა ხელისუფლების კრიტიკა და არც ახლა ეთაკილება. ზოგადად, მგონია რომ მარტო ნიკა გვარამია არ არის ის, ვინც წინა ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ, იქ ყველაფერი იდეალურად არ ხდებოდა და დღესაც იგივე საქმეს წარმოადგენენ. ამიტომ ეს განსაკუთრებით არ გამკვირვებია და არ ველოდები, რომ ამის შემდეგ გვარამიას ან „ნაცების“ განსაკუთრებული ფერისცვალება დაიწყება“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.