პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გარდაიცვალა ლეგენდარული ქართველი ფალავანი ლევან თედიაშვილი
გარდაიცვალა ლეგენდარული ქართველი ფალავანი ლევან თედიაშვილი

ლე­გენ­და­რუ­ლი ქარ­თვე­ლი ფა­ლა­ვა­ნი ლე­ვან თე­დი­აშ­ვი­ლი 76 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცია AMBEBI.GE-ს ლე­გენ­და­რუ­ლი სპორ­ტსმე­ნის ვაჟ­მა ბესო თე­დი­აშ­ვილ­მა და­უ­დას­ტუ­რა. მისი თქმით, ლე­ვან თე­დი­აშ­ვი­ლი დღეს დი­ლით გარ­და­იც­ვა­ლა.

"ლე­გენ­და წა­ვი­და! ლე­ვან თე­დი­აშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა" - წე­რია ჭი­და­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ის "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე.

თე­დი­აშ­ვი­ლი 1948 წლის 15 მარტს სა­გა­რე­ჯო­ში და­ი­ბა­და. ის იყო ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის 2-გზის ჩემ­პი­ო­ნი (1972, 1976) ჭი­და­ო­ბა­ში, მსოფ­ლი­ოს 4-გზის (1971, 1973, 1974, 1975) და ევ­რო­პის 3-გზის ჩემ­პი­ო­ნი (1974, 1976, 1978). მსოფ­ლიო თა­სის მფლო­ბე­ლი (1973). ასე­ვე მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი სამ­ბო­ში (1973).

1971, 1973 და 1974 წლებ­ში და­სა­ხელ­და სა­ქარ­თვე­ლოს წლის სა­უ­კე­თე­სო სპორ­ტსმე­ნად.

1987 წელს გა­მო­ვი­და რე­ჟი­სორ გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ი­ას ფილ­მი "ხა­რე­ბა და გო­გია", რო­მელ­შიც მთა­ვარ რო­ლებს ლე­ვან თე­დი­აშ­ვი­ლი და ვე­ლო­სი­პე­დის­ტი ომარ ფხა­კა­ძე ას­რუ­ლებ­დნენ.

სა­ქარ­თვე­ლოს სპორ­ტულ ჟურ­ნა­ლის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის მიერ 1999 წელს ორ­გა­ნი­ზე­ბულ გა­მო­კი­თხვა­ში XX სა­უ­კუ­ნის მე­სა­მე სა­უ­კე­თე­სო სპორ­ტსმე­ნად და­სა­ხელ­და (მძლე­ო­სან ვიქ­ტორ სა­ნე­ე­ვის და ბერ­ძნულ-რო­მა­უ­ლი სტი­ლით მო­ჭი­და­ვე გივი კარ­ტო­ზი­ას შემ­დეგ) და ბრინ­ჯა­ოს პრი­ზი გა­და­ე­ცა.

ლე­ვან თე­დი­აშ­ვი­ლი ერ­თა­დერ­თი მო­ჭი­და­ვეა, რო­მელ­მაც ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი სამ სხვა­დას­ხვა წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში მო­ი­პო­ვა: 82 და 90 კგ წო­ნებ­ში ოლიმ­პი­ა­და და მსოფ­ლიო პირ­ვე­ლო­ბე­ბი მო­ი­გო, 100 კგ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში კი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი.

1993–1995 წლებ­ში იყო სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რის რწმუ­ნე­ბუ­ლი კა­ხე­თის რე­გი­ონ­ში.

1993 წლის 22 სექ­ტემ­ბერს, აფხა­ზე­თის ომის დროს, ბა­ბუ­შე­რას აე­რო­პორ­ტში აფეთ­ქე­ბულ თვითმფრი­ნავს შე­ე­წი­რა ლე­ვან თე­დი­აშ­ვი­ლის 19 წლის ვაჟი ვახ­ტან­გი.[5]

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის ბრძა­ნე­ბით, ვახ­ტანგ თე­დი­აშ­ვი­ლი 1998 წელს ვახ­ტანგ გორ­გას­ლის სა­ხე­ლო­ბის III ხა­რის­ხის ორ­დე­ნით და­ჯილ­დოვ­და.

1995–1999 წლებ­ში იყო სა­ქარ­თვე­ლოს მე-4 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი (სა­გა­რე­ჯოს მა­ჟო­რი­ტა­რი), სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კი „სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­თა კავ­ში­რი“. 1999–2004 წლებ­ში იყო სა­ქარ­თვე­ლოს მე-5 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი პარ­ტი­უ­ლი სიით, სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კი „სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­თა კავ­ში­რი“.

2003 წელს ლე­ვან თე­დი­აშ­ვი­ლის თბი­ლი­სის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქის წო­დე­ბა მი­ე­ნი­ჭა. 2005 წლი­დან ჭი­და­ო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ის (FILA) დი­დე­ბის დარ­ბა­ზის წევ­რია.

2011 წელს, სე­რი­ა­ში „ქარ­თვე­ლი ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნე­ბი“ (პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი ელ­გუ­ჯა ბე­რიშ­ვი­ლი) გა­მო­ი­ცა ნუგ­ზარ შა­ტა­ი­ძის წიგ­ნი „ლე­ვან თე­დი­აშ­ვი­ლი“.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კატო
4

ლეგენდები მიდიან, სამწუხაროდ. თუმცა თედიაშვილი და ჩოჩიშვილი, ორივე საამაყო ფალავანი ოსი იყო და საქართველოს ნამდვილი შვილები და პატრიოტები. თედიაშვილი ასევე დიდებული მსახიობი. 

ანზორი
0

მარტო სპორსმენი კი არა, უდიდესი პიროვნება იყო.გარეჯობაზე გავიცანი დაერთმა ჩემმა მეგობარმა უთხრა ბატონო ლევან შენთან მინდა ჭიდაობაო,შენ ბიჭო_ ხო მეო.აიტაცა ეს120 კილოიანი კაცი და მიწაზე ნელა დასვა.ჩემმა მეგობარმა უთხრა მე დღეს ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ, მსოფლიოს სამ გზის ჩემპიონს ვეჭიდავეო. ორი წლის მერე ჩემი მეგობარი გარდაიცვალა.დღეს კი უსაყვარლესი ადამიანი. ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი სული.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს
ავტორი:

გარდაიცვალა ლეგენდარული ქართველი ფალავანი ლევან თედიაშვილი

გარდაიცვალა ლეგენდარული ქართველი ფალავანი ლევან თედიაშვილი

ლეგენდარული ქართველი ფალავანი ლევან თედიაშვილი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია AMBEBI.GE-ს ლეგენდარული სპორტსმენის ვაჟმა ბესო თედიაშვილმა დაუდასტურა. მისი თქმით, ლევან თედიაშვილი დღეს დილით გარდაიცვალა.

"ლეგენდა წავიდა! ლევან თედიაშვილი გარდაიცვალა" - წერია ჭიდაობის ფედერაციის "ფეისბუქის" გვერდზე.

თედიაშვილი 1948 წლის 15 მარტს საგარეჯოში დაიბადა. ის იყო ოლიმპიური თამაშების 2-გზის ჩემპიონი (1972, 1976) ჭიდაობაში, მსოფლიოს 4-გზის (1971, 1973, 1974, 1975) და ევროპის 3-გზის ჩემპიონი (1974, 1976, 1978). მსოფლიო თასის მფლობელი (1973). ასევე მსოფლიო ჩემპიონი სამბოში (1973).

1971, 1973 და 1974 წლებში დასახელდა საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად.

1987 წელს გამოვიდა რეჟისორ გიორგი შენგელაიას ფილმი "ხარება და გოგია", რომელშიც მთავარ როლებს ლევან თედიაშვილი და ველოსიპედისტი ომარ ფხაკაძე ასრულებდნენ.

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ 1999 წელს ორგანიზებულ გამოკითხვაში XX საუკუნის მესამე საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა (მძლეოსან ვიქტორ სანეევის და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გივი კარტოზიას შემდეგ) და ბრინჯაოს პრიზი გადაეცა.

ლევან თედიაშვილი ერთადერთი მოჭიდავეა, რომელმაც ჩემპიონის ტიტული სამ სხვადასხვა წონით კატეგორიაში მოიპოვა: 82 და 90 კგ წონებში ოლიმპიადა და მსოფლიო პირველობები მოიგო, 100 კგ წონით კატეგორიაში კი ევროპის ჩემპიონის ტიტული.

1993–1995 წლებში იყო სახელმწიფოს მეთაურის რწმუნებული კახეთის რეგიონში.

1993 წლის 22 სექტემბერს, აფხაზეთის ომის დროს, ბაბუშერას აეროპორტში აფეთქებულ თვითმფრინავს შეეწირა ლევან თედიაშვილის 19 წლის ვაჟი ვახტანგი.[5]

საქართველოს პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ბრძანებით, ვახტანგ თედიაშვილი 1998 წელს ვახტანგ გორგასლის სახელობის III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

1995–1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (საგარეჯოს მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 1999–2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“.

2003 წელს ლევან თედიაშვილის თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. 2005 წლიდან ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის (FILA) დიდების დარბაზის წევრია.

2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა ნუგზარ შატაიძის წიგნი „ლევან თედიაშვილი“.

ნახეთ ასევე: