საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გარეთ არის საშიში დამნაშავე..." - ვინ არის ედგარ აბუხბა, რომლის გათავისუფლების შემდეგ რუსეთი აფხაზეთში მყოფ და იქ ჩამსვლელ რუსებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს
"გარეთ არის საშიში დამნაშავე..." - ვინ არის ედგარ აბუხბა, რომლის გათავისუფლების შემდეგ რუსეთი აფხაზეთში მყოფ და იქ ჩამსვლელ რუსებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში არ­სე­ბუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის რის­კე­ბის შე­სა­ხებ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი გა­აფრ­თხი­ლა.

  • "აფხა­ზე­თის მო­ქა­ლა­ქე ე.გ. აბუხ­ბა, რო­მელ­მაც 2019 წელს რუსი ტუ­რის­ტის მი­მართ მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა, ამ ქვეყ­ნის უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით სას­ჯე­ლის შემ­სუ­ბუ­ქე­ბის შემ­დეგ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს", - აცხა­დებს რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო.

"ეს რეს­პუბ­ლი­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბი­სა და დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის­თვის და­კის­რე­ბუ­ლი სას­ჯე­ლის მი­მართ აფხა­ზუ­რი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის ძა­ლი­ან ლმო­ბი­ერ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას მოწ­მობს.

ცხა­დია, ეს აფხა­ზე­თის კუ­რორ­ტებ­ზე ყო­ველ­წლი­უ­რად დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ჩა­სუ­ლი უცხო­ე­ლი სტუმ­რე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის რის­კებს ქმნის, რის შე­სა­ხე­ბაც ჩვენ იძუ­ლე­ბუ­ლი ვართ ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბი გა­ვაფრ­თხი­ლოთ“, - ნათ­ქვა­მია რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

ვინ არის ედ­გარ აბუხ­ბა და რა მოხ­და 2019 წლის 31 ივ­ლისს?

ედ­გარ აბუხ­ბა 18 წლის იყო, რო­დე­საც უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. ე.წ. მი­ლი­ცი­ამ ის 2019 წელს გა­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ სი­და­ში და­ა­კა­ვა. აფხა­ზუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, მო­ქა­ლა­ქემ და­ნა­შა­უ­ლი სო­ხუმ­ში ჩა­ი­დი­ნა. მან რუსი ტუ­რის­ტი გა­იც­ნო, სა­სე­ირ­ნოდ და­პა­ტი­ჟა, შემ­დეგ კი გა­ძარ­ცვა და მას­ზე ფი­ზი­კუ­რად იძა­ლა­და.

აფხა­ზე­თის ე.წ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში ნათ­ქვა­მი იყო, რომ სო­ხუ­მის მი­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში სა­ტე­ლე­ფო­ნო შე­ტყო­ბი­ნე­ბა შე­ვი­და, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­იყ­ვა­ნეს 20 წლის გო­გო­ნა სხე­უ­ლის მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბით.

ედ­გარ აბუხ­ბა - ფოტო 2019 წელს აფხა­ზე­თის ე.წ. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­აქ­ვეყ­ნა

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ედ­გარ აბუხ­ბამ 31 ივ­ლი­სის სა­ღა­მოს, სო­ხუ­მის სა­ნა­პი­რო­ზე მი­ტო­ვე­ბულ შე­ნო­ბა­ში შე­იყ­ვა­ნა გო­გო­ნა, სა­დაც მას­ზე მუ­ქა­რით იძა­ლა­და, შემ­დეგ კი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი გას­ტა­ცა და მი­ი­მა­ლა. საქ­მე ორი მუხ­ლით - 126-ე და 158-ე მუხ­ლე­ბით აღიძ­რა, რაც გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­სა და ქურ­დო­ბას გუ­ლის­ხმობს.

წლე­ბია, რაც აფხა­ზეთ­ში სა­კუ­რორ­ტო სე­ზო­ნი უამ­რა­ვი პრობ­ლე­მის ფონ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს - ფას­თან შე­და­რე­ბით და­ბა­ლი სერ­ვი­სი, მწვა­ვე კრი­მი­ნო­გე­ნუ­ლი ვი­თა­რე­ბა, ნარ­კო­მა­ნია, ძარ­ცვა, ყა­ჩა­ღო­ბა - ვი­თა­რე­ბის გა­მოს­წო­რე­ბის გზე­ბი კი არ ჩანს...

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აფხაზეთის ქართველი
0

ისე, აქ უფრო შეიძლება სხვა მიზანი იყოს. რადგან აფსუები ცოტას თავნებობენ, რუსეთი ამ შემთხვევას გამოიყენებს ეკონომიკური ზეწოლისთვის. რუსი ტურისტების ნაკადს შეამცირებს ან საერთოდ შეაჩერებს და აფსუებს ტურიზმის ბიზნესს ჩაუგდებს. აწრუწუნებს ამ აფსუებს სანამ ისინი ისეთივე მორჩილები არ იქნებიან როგორც ცხინვალელი ოსები

ნინორე
40

და მაგ აფხაზეთის დაბრუნება გვინდა.? ველურები.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"გარეთ არის საშიში დამნაშავე..." - ვინ არის ედგარ აბუხბა, რომლის გათავისუფლების შემდეგ რუსეთი აფხაზეთში მყოფ და იქ ჩამსვლელ რუსებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

"გარეთ არის საშიში დამნაშავე..." - ვინ არის ედგარ აბუხბა, რომლის გათავისუფლების შემდეგ რუსეთი აფხაზეთში მყოფ და იქ ჩამსვლელ რუსებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული უსაფრთხოების რისკების შესახებ რუსეთის მოქალაქეები გააფრთხილა.

  • "აფხაზეთის მოქალაქე ე.გ. აბუხბა, რომელმაც 2019 წელს რუსი ტურისტის მიმართ მძიმე დანაშაული ჩაიდინა, ამ ქვეყნის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით სასჯელის შემსუბუქების შემდეგ გაათავისუფლეს", - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

"ეს რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულებისა და დამნაშავეებისთვის დაკისრებული სასჯელის მიმართ აფხაზური მართლმსაჯულების ძალიან ლმობიერ დამოკიდებულებას მოწმობს.

ცხადია, ეს აფხაზეთის კურორტებზე ყოველწლიურად დიდი რაოდენობით ჩასული უცხოელი სტუმრების უსაფრთხოების რისკებს ქმნის, რის შესახებაც ჩვენ იძულებული ვართ ჩვენი თანამემამულეები გავაფრთხილოთ“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ვინ არის ედგარ აბუხბა და რა მოხდა 2019 წლის 31 ივლისს?

ედგარ აბუხბა 18 წლის იყო, როდესაც უმძიმესი დანაშაულის ბრალდებით დააკავეს. ე.წ. მილიციამ ის 2019 წელს გალის რაიონის სოფელ სიდაში დააკავა. აფხაზური მედიის ცნობით, მოქალაქემ დანაშაული სოხუმში ჩაიდინა. მან რუსი ტურისტი გაიცნო, სასეირნოდ დაპატიჟა, შემდეგ კი გაძარცვა და მასზე ფიზიკურად იძალადა.

აფხაზეთის ე.წ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამი იყო, რომ სოხუმის მილიციის განყოფილებაში სატელეფონო შეტყობინება შევიდა, რომლის თანახმადაც, საავადმყოფოში მიიყვანეს 20 წლის გოგონა სხეულის მრავლობითი დაზიანებით.

ედგარ აბუხბა - ფოტო 2019 წელს აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა

გამოძიების ინფორმაციით, ედგარ აბუხბამ 31 ივლისის საღამოს, სოხუმის სანაპიროზე მიტოვებულ შენობაში შეიყვანა გოგონა, სადაც მასზე მუქარით იძალადა, შემდეგ კი მობილური ტელეფონი გასტაცა და მიიმალა. საქმე ორი მუხლით - 126-ე და 158-ე მუხლებით აღიძრა, რაც გაუპატიურებასა და ქურდობას გულისხმობს.

წლებია, რაც აფხაზეთში საკურორტო სეზონი უამრავი პრობლემის ფონზე მიმდინარეობს - ფასთან შედარებით დაბალი სერვისი, მწვავე კრიმინოგენული ვითარება, ნარკომანია, ძარცვა, ყაჩაღობა - ვითარების გამოსწორების გზები კი არ ჩანს...