ავტორი:

აკა მორჩილაძე ნობელის პრემიის კანდიდატად წარადგინეს

აკა მორჩილაძე ნობელის პრემიის კანდიდატად წარადგინეს

"რუსთავი 2" - ის ინფორმაციით, ქართველი მწერალი, გიორგი ახვლედიანი, ფსევდონიმით აკა მორჩილაძე, ნობელის პრემიის კანდიდატია.

თანამედროვე ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ავტორი, ლიტერატურის დარგში, ნობელის პრემიის კანდიდატად საქართველომ წარადგინა. ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროფესორებმა მას ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს მხარი.

აკა მორჩილაძემდე ნობელის პრემიაზე ქართველი მწერლებიდან წარდგენილები იყვნენ: ოთარ ჭილაძე, ჭაბუა ამირეჯიბი, ბესიკ ხარანაული და დავით მაღრაძე. ლიტერატურის დარგში 2024 წლის ნობელის პრემიის გამარჯვებულს, ოქტომბერში დაასახელებენ.