მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე, მთვარე ტყუპშია – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბიძინა ივანიშვილი ცდილობს კობახიძის დანიშვნით შიში დააბრუნოს სისტემაში, განა იმიტომ, რომ კორუფციას ებრძოლოს, არამედ მისი მიზანია კორუფცია დააყენოს კონტროლის ქვეშ" - ხუხაშვილი
"ბიძინა ივანიშვილი ცდილობს კობახიძის დანიშვნით შიში დააბრუნოს სისტემაში, განა იმიტომ, რომ კორუფციას ებრძოლოს, არამედ მისი მიზანია კორუფცია დააყენოს კონტროლის ქვეშ" - ხუხაშვილი

გია ხუ­ხაშ­ვი­ლი - იქ­ნე­ბა კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლის იმი­ტა­ცი­ე­ბი, ასე­ვე იქ­ნე­ბა და­ჭე­რე­ბიც, არა კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლის, არა­მედ კო­რუფ­ცი­ის კონ­ტრო­ლი­რე­ბად სქე­მა­ში დაბ­რუ­ნე­ბის ეგი­დით იქ­ნე­ბა კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლის იმი­ტა­ცი­ე­ბი, ასე­ვე იქ­ნე­ბა და­ჭე­რე­ბიც, არა კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლის ეგი­დით, არა­მედ კო­რუფ­ცი­ის კონ­ტრო­ლი­რე­ბად სქე­მა­ში დაბ­რუ­ნე­ბის ეგი­დით, - ამის შე­სა­ხებ ექ­სპერ­ტმა, გია ხუ­ხაშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში "რე­ზი­უ­მე“ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის პრე­მი­ერ - მი­ნის­ტრად და­ნიშ­ვნა­ზე და მის როლ­ზე კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლის სა­კი­თხზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, რე­ა­ლუ­რად, კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლას არა­ვინ აპი­რებს.

"კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლა ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში აბ­სურ­დია. ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე არ არის მხე­დარ­თმთა­ვა­რი და არც ოფი­ცე­რი, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ი­ღოს. ეს არის მო­ნო­თე­ის­ტუ­რი რე­ლი­გი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია, სა­დაც თა­მა­შის წე­სებს ერთი ადა­მი­ა­ნი კარ­ნა­ხობს. იმ ადა­მი­ა­ნის­თვის კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლა მხო­ლოდ იმი­ტა­ცი­აა. მის­თვის სა­ხელ­მწი­ფოს მარ­თვა­ში კო­რუფ­ცი­ის მე­ქა­ნიზ­მი ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მე­ქა­ნიზ­მია, თუმ­ცა მას უნდა რუ­სუ­ლი მო­დე­ლის კო­რუფ­ცია, რო­დე­საც ეს ყვე­ლა­ფე­რი კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დია და, ფაქ­ტობ­რი­ვად, ერთ სა­ლა­რო­ზე მუ­შა­ობს. ადა­მი­ანს რომ ეტყვი­ან, შენ მი­ლი­ო­ნის მო­პარ­ვის უფ­ლე­ბა გაქვს, მან უნდა მო­ი­პა­როს მი­ლი­ო­ნი და არა 10 მი­ლი­ო­ნი.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, იქ­ნე­ბა იმი­ტა­ცი­ე­ბი, ასე­ვე იქ­ნე­ბა და­ჭე­რე­ბიც, არა კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლის ეგი­დით, არა­მედ კო­რუფ­ცი­ის კონ­ტრო­ლი­რე­ბად სქე­მა­ში დაბ­რუ­ნე­ბის ეგი­დით და მე­ო­რეს მხრივ, სა­არ­ჩევ­ნო­დაც გარ­კვე­უ­ლი ბო­ნუ­სია იმი­ტომ, რომ შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი ადა­მი­ა­ნი და­ა­ჯე­რონ, რომ რა­ღა­ცას ებ­რძვი­ან. ეს არის ამო­ცა­ნა, თო­რემ ბი­ძი­ნას­თვის კო­რუფ­ცია ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია“,- გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

ამას­თან, რო­გორც ხუ­ხაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრად ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ნაც­ვლად ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის და­ნიშ­ვნით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ცდი­ლობს "შიში და­აბ­რუ­ნოს სის­ტე­მა­ში“.

"პრე­მი­ე­რი გა­და­ა­ყე­ნა, და­ნიშ­ნა კო­ბა­ხი­ძე მის ად­გილ­ზე და ახლა ცდი­ლობს შიში და­აბ­რუ­ნოს სის­ტე­მა­ში, განა იმი­ტომ რომ კო­რუფ­ცი­ას ებ­რძო­ლოს, არა­მედ მისი მი­ზა­ნია კო­რუფ­ცია და­ა­ყე­ნოს კონ­ტრო­ლის ქვეშ. ამის­თვის გა­მო­ი­ყე­ნებს კო­ბა­ხი­ძეს. ვი­ღა­ცას აუ­ცი­ლებ­ლად და­ი­ჭერს“,- გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო სიდამონიძე
1

როგორ ნერვები ეშლებათ ბიძინიეს მონა პინგვინებს ხუხაშვილზე. ამ საცოდავებს დახმარება ესმით ისე, რომ სამაგიეროდ მონად უნდა დაუდგე იმას, ვინც გეხმარება. ვერ გაუგიათ გიამ რატომ არ მიჰყიდა სული "იმ ღმერთ-კაცს"...

როლანდი
2

ასეთი ნაძირალა საიდან დაიბადე??

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

"ბიძინა ივანიშვილი ცდილობს კობახიძის დანიშვნით შიში დააბრუნოს სისტემაში, განა იმიტომ, რომ კორუფციას ებრძოლოს, არამედ მისი მიზანია კორუფცია დააყენოს კონტროლის ქვეშ" - ხუხაშვილი

"ბიძინა ივანიშვილი ცდილობს კობახიძის დანიშვნით შიში დააბრუნოს სისტემაში, განა იმიტომ, რომ კორუფციას ებრძოლოს, არამედ მისი მიზანია კორუფცია დააყენოს კონტროლის ქვეშ" - ხუხაშვილი

გია ხუხაშვილი - იქნება კორუფციასთან ბრძოლის იმიტაციები, ასევე იქნება დაჭერებიც, არა კორუფციასთან ბრძოლის, არამედ კორუფციის კონტროლირებად სქემაში დაბრუნების ეგიდით იქნება კორუფციასთან ბრძოლის იმიტაციები, ასევე იქნება დაჭერებიც, არა კორუფციასთან ბრძოლის ეგიდით, არამედ კორუფციის კონტროლირებად სქემაში დაბრუნების ეგიდით, - ამის შესახებ ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "რეზიუმე“ განაცხადა.

როგორც მან ირაკლი კობახიძის პრემიერ - მინისტრად დანიშვნაზე და მის როლზე კორუფციასთან ბრძოლის საკითხზე საუბრისას განაცხადა, რეალურად, კორუფციასთან ბრძოლას არავინ აპირებს.

"კორუფციასთან ბრძოლა ამ ხელისუფლების პირობებში აბსურდია. ირაკლი კობახიძე არ არის მხედართმთავარი და არც ოფიცერი, რომ გადაწყვეტილებები მიიღოს. ეს არის მონოთეისტური რელიგიური ორგანიზაცია, სადაც თამაშის წესებს ერთი ადამიანი კარნახობს. იმ ადამიანისთვის კორუფციასთან ბრძოლა მხოლოდ იმიტაციაა. მისთვის სახელმწიფოს მართვაში კორუფციის მექანიზმი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმია, თუმცა მას უნდა რუსული მოდელის კორუფცია, როდესაც ეს ყველაფერი კონტროლირებადია და, ფაქტობრივად, ერთ სალაროზე მუშაობს. ადამიანს რომ ეტყვიან, შენ მილიონის მოპარვის უფლება გაქვს, მან უნდა მოიპაროს მილიონი და არა 10 მილიონი.

აქედან გამომდინარე, იქნება იმიტაციები, ასევე იქნება დაჭერებიც, არა კორუფციასთან ბრძოლის ეგიდით, არამედ კორუფციის კონტროლირებად სქემაში დაბრუნების ეგიდით და მეორეს მხრივ, საარჩევნოდაც გარკვეული ბონუსია იმიტომ, რომ შეიძლება ბევრი ადამიანი დააჯერონ, რომ რაღაცას ებრძვიან. ეს არის ამოცანა, თორემ ბიძინასთვის კორუფცია ჩვეულებრივი ამბავია“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

ამასთან, როგორც ხუხაშვილმა განაცხადა, პრემიერ-მინისტრად ღარიბაშვილის ნაცვლად ირაკლი კობახიძის დანიშვნით, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს "შიში დააბრუნოს სისტემაში“.

"პრემიერი გადააყენა, დანიშნა კობახიძე მის ადგილზე და ახლა ცდილობს შიში დააბრუნოს სისტემაში, განა იმიტომ რომ კორუფციას ებრძოლოს, არამედ მისი მიზანია კორუფცია დააყენოს კონტროლის ქვეშ. ამისთვის გამოიყენებს კობახიძეს. ვიღაცას აუცილებლად დაიჭერს“,- განაცხადა ხუხაშვილმა.