Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პუტინის სისხლიან დიქტატურას ორჯერ გადარჩენილი ნავალნი საბოლოოდ ისევ მის მსხვერპლად იქცა - სამშობლოში დაბრუნების საბედისწერო გადაწყვეტილება და გზა კოლონია "პოლარულ მგლამდე"
პუტინის სისხლიან დიქტატურას ორჯერ გადარჩენილი ნავალნი საბოლოოდ ისევ მის მსხვერპლად იქცა - სამშობლოში დაბრუნების საბედისწერო გადაწყვეტილება და გზა კოლონია "პოლარულ მგლამდე"

რუსი დიქ­ტა­ტო­რის, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის პო­ლი­ტი­კის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა რუ­სეთ­ში ხში­რად აქ­ტი­ვის­ტე­ბის სიკ­ვდი­ლით მთავ­რდე­ბა. გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში გარ­დაც­ვლი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის, პო­ლი­ტი­კო­სე­ბის თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის სია წლი­დან წლამ­დე იზ­რდე­ბა.

მოს­კოვ­ში მოკ­ლეს ბო­რის ნემ­ცო­ვი, ანა პო­ლიტ­კოვ­სკა­ია, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში მო­წამ­ლეს და შე­დე­გად, მოკ­ლეს ალექ­სან­დრე ლიტ­ვი­ნენ­კო. სა­წამ­ლა­ვით სიკ­ვდილს შემ­თხვე­ვით გა­და­ურჩნენ მამა-შვი­ლი სერ­გეი და იუ­ლია სკრი­პა­ლე­ბი დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში.

ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ალექ­სეი ნა­ვალ­ნი სიკ­ვდილს ორ­ჯერ გა­და­ურ­ჩა...

სამ­წუ­ხა­როდ, 16 თე­ბერ­ვალს, დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში გავ­რცელ­და სამ­წუ­ხა­რო ინ­ფორ­მა­ცია - რუ­სე­თის ფე­დე­რა­ლუ­რი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, ნა­ვალ­ნი ია­მა­ლის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ­ზე მდე­ბა­რე კო­ლო­ნი­ა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. უწყე­ბის თა­ნახ­მად, ნა­ვალ­ნი გა­სე­ირ­ნე­ბის შემ­დეგ გახ­და ცუ­დად და მყი­სი­ე­რად გო­ნე­ბა და­კარ­გა. ად­გილ­ზე მი­სულ­მა სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ექი­მებ­მა პა­ტიმ­რის გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს.

სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი ჯერ უც­ნო­ბია, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ ის ამ სიკ­ვდი­ლამ­დე სწო­რედ კრემ­ლის ავ­ტო­რი­ტა­რულ­მა პო­ლი­ტი­კამ მო­იყ­ვა­ნა.

ნა­ვალ­ნი სრუ­ლი­ად აბ­სურ­დუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბით, პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით აღ­მოჩ­ნდა ცი­ხე­ში, თა­ნაც ერთ-ერთ ურ­თუ­ლეს კო­ლო­ნი­ა­ში იყო გან­წე­სე­ბუ­ლი.

რუსი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი სას­ჯელს გა­მო­სას­წო­რე­ბელ კო­ლო­ნია #2-ში იხ­დი­და, რო­მელ­საც "პო­ლა­რულ მგელს“ და "ტრო­ი­კა­საც“ უწო­დე­ბენ. კო­ლო­ნია პო­ლა­რუ­ლი წრის იქით მდე­ბა­რე­ობს, ია­მა­ლო-ნე­ნეც­კის ავ­ტო­ნო­მი­ურ ოლ­ქში, და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტ ხარპში. ის 1961 წელს გა­იხ­სნა. კო­ლო­ნია "წი­თელ ზო­ნა­დაა“ ცნო­ბი­ლი, სა­დაც კრი­მი­ნა­ლის გავ­ლე­ნა შე­ზღუ­დუ­ლია. აქ მთე­ლი მე­თო­დო­ლო­გია აქვთ, რომ პა­ტი­მარს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვის სურ­ვი­ლიც კი და­უ­კარ­გონ. ზამ­თარ­ში იქ მი­ნუს 40 გრა­დუ­სია და ათ წუთ­ში შე­იძ­ლე­ბა იმ ქვეყ­ნად წე­რი­ლი წა­ი­ღო. ზა­ფხულ­ში კი კო­ღო­ე­ბის არ­მი­ე­ბის შე­მო­სე­ვაა. ნა­ვალ­ნი ამ ზო­ნა­ში ვო­ლოგ­დის კო­ლო­ნი­ი­დან გა­და­იყ­ვა­ნეს. ორი­ვე ცი­ხე­ში ნა­ვალ­ნის გა­მუდ­მე­ბით აგ­ზავ­ნიდ­ნენ ე.წ. სა­ჯა­რი­მო იზო­ლა­ტორ­ში, ერ­თკა­ცი­ან სა­კან­ში, სა­დაც პი­რო­ბე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მკაც­რია.

ალექ­სეი ნა­ვალ­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი ბი­ოგ­რა­ფია წლე­ბის წინ და­ი­წყო და სა­ხე­ლი ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ფონ­დის და­არ­სე­ბით გა­ით­ქვა.

მისი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის შეც­ვლა გახ­ლდათ.

  • და­სა­წყი­სი

ალექ­სეი ნა­ვალ­ნი 1976 წლის 4 ივ­ნისს, მოს­კოვ­თან ახ­ლოს, ბუ­ტინ­ში და­ი­ბა­და. ის გა­ნათ­ლე­ბით ეკო­ნო­მის­ტი და იუ­რის­ტი გახ­ლდათ. რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში და­ამ­თავ­რა ორი უნი­ვერ­სი­ტე­ტი. ასე­ვე, გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღო ამე­რი­კა­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟულ იე­ი­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. იყო წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბლო­გე­რი, მისი პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­ვის­ტო­ბაც სწო­რედ ინ­ტერ­ნეტ­ში და­ი­წყო.

ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რის მთა­ვა­რი სა­მოქ­მე­დო გეგ­მა დიდ­წი­ლად კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლის­კენ იყო მი­მარ­თუ­ლი.

მისი მშობ­ლე­ბი რუ­სეთ­ში ბიზ­ნესს ფლობ­დნენ. წლე­ბის წინ მის­მა მშობ­ლებ­მა ქსო­ვი­ლე­ბის ფაბ­რი­კა და­ა­არ­სეს, რაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით წარ­მა­ტე­ბულ ბიზ­ნე­სად იქცა.

მისი ძმა ოლეგ ნა­ვალ­ნია, რო­მე­ლიც 2014 წელს რუ­სე­თის სა­სა­მარ­თლომ ფი­ნან­სურ თაღ­ლი­თო­ბა­ში დამ­ნა­შა­ვედ ცნო და პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა. ამა­ვე საქ­მე­ზე გა­ა­სა­მარ­თლეს ალექ­სეი ნა­ვალ­ნიც, თუმ­ცა მას პა­ტიმ­რო­ბა არ შე­უ­ფარ­დეს და პი­რო­ბი­თი სას­ჯე­ლი და­უ­წე­სეს. ძმებ ნა­ვალ­ნებს ბრა­ლი თაღ­ლი­თო­ბა­ში ედე­ბო­დათ. კრემ­ლის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ვერ­სი­ით, ალექ­სეი ნა­ვალ­ნიმ, რო­მელ­მაც კერ­ძო გა­დამ­ზი­და­ვი კომ­პა­ნია გახ­სნა და ოლეგ ნა­ვალ­ნიმ, რომ­ლის რუ­სე­თის ფოს­ტა­ში მუ­შა­ობ­და, კომ­პა­ნია "ივ რო­შეს" და კი­დევ ერთ კერ­ძო კომ­პა­ნი­ას, გზავ­ნი­ლებ­ზე არა­რე­ა­ლუ­რად მა­ღა­ლი ფა­სე­ბის და­წე­სე­ბის გზით, და­ახ­ლო­ე­ბით 800 ათა­სი დო­ლა­რის ზა­რა­ლი მი­ა­ყე­ნეს, თუმ­ცა, რუ­სულ გა­მო­ძი­ე­ბას არა­ვინ ენ­დო­ბო­და და საქ­მეს თა­ვად ნა­ვალ­ნიც პო­ლი­ტი­კურ ზე­წო­ლად აფა­სებ­და.

ნა­ვალ­ნი პუ­ტი­ნის მი­მართ წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის გამო არა­ერ­თხელ და­ა­კა­ვეს.

  • პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბა

ნა­ვალ­ნი თავ­და­პირ­ვე­ლად, მას მერე, რაც ცხოვ­რე­ბა პო­ლი­ტი­კას და­უ­კავ­ში­რა, პატ­რია "იაბ­ლო­კო­ში" გა­წევ­რდა. მა­ლე­ვე პარ­ტი­ი­დან წას­ვლა მო­უ­წია. მი­ზე­ზი მისი ხის­ტი პო­ზი­ცი­ე­ბი, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი და ქმე­დე­ბე­ბი გახ­და.

ის პარ­ტი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი "რუ­სუ­ლი მარ­შის" ორ­გა­ნი­ზე­ბა­სა და საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, ასე­ვე სა­თა­ვე­ში ჩა­უდ­გა გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბელ მოძ­რა­ო­ბას.

"რუ­სუ­ლი მარ­ში" ყო­ვე­ლი წლის ნო­ემ­ბერ­ში რუ­სე­თის რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქ­ში ეროვ­ნუ­ლი ერ­თო­ბის დღეს მარ­თავ­და. ათა­სო­ბით ადა­მი­ანს ერთი ლო­ზუნ­გი აერ­თი­ა­ნებს - "ეს (რუ­სე­თი) ჩვე­ნი ქვე­ყა­ნაა." ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი მარ­ში რუ­სეთ­ში 2006 წელს გა­ი­მარ­თა. ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი უკა­ნო­ნო იმიგ­რა­ცი­ას აპ­რო­ტეს­ტებ­და. მარ­ში იმ­ჟა­მინ­დელ­მა მერ­მა მა­ლე­ვე აკ­რძა­ლა. ერთ-ერთი ვინც მოს­კო­ვის მერს იური ლუჟ­კოვს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და ალექ­სეი ნა­ვალ­ნი იყო. ის ითხოვ­და აქ­ცი­ებ­ზე ნე­ბარ­თვის გა­ცე­მას სი­ტყვი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ალექ­სეი ნა­ვალ­ნი 2011 წელს მო­ექ­ცა. მა­ნამ­დე, მისი ცნო­ბა­დო­ბა რუ­სეთ­ში 10 % -საც არ შე­ად­გენ­და. აქე­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი კი მისი რე­ი­ტინ­გი იზ­რდე­ბო­და, რა­საც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­უ­წყო ხელი კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლამ. მისი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ნა­ვალ­ნის რე­ი­ტინ­გი მკვეთ­რად გა­ი­ზარ­და და­სავ­ლეთ­შიც.

ნა­ვალ­ნი არ მა­ლავ­და, რომ მისი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი რუ­სეთ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლა იყო, უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, პუ­ტი­ნის მმარ­თვე­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბა და ქვე­ყა­ნა­ში რე­ა­ლუ­რი რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბა...

ის ფიქ­რობ­და, რომ პო­ლი­ტი­კა­ში უფრო მეტი ქალი უნდა მო­სუ­ლი­ყო. ის ასე­ვე მი­იჩ­ნევ­და, რომ ქა­ლებს და მა­მა­კა­ცებს კა­ნო­ნით და­ცუ­ლი თა­ნა­ბა­რი უფ­ლე­ბე­ბი უნდა ჰქო­ნო­დათ.

გარ­და ამი­სა, ის სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის სა­კი­თხებ­ზეც მუ­შა­ობს და მათი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას მო­ი­თხოვ­და. ახალ­გაზ­რდა პო­ლი­ტი­კო­სის რე­ი­ტინ­გი გან­სა­კუთ­რე­ბით იზ­რდე­ბო­და ახა­ლი თა­ო­ბის რუ­სებ­ში, რაც მის­თვის სა­ბე­დის­წე­რო აღ­მოჩ­ნდა…

2013 წელს მან მოს­კო­ვის მე­რო­ბის­თვის ბრძო­ლა წა­ა­გო. 2018 წელს ნა­ვალ­ნიმ "პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია "მო­მავ­ლის რუ­სე­თი“ და­ა­არ­სა. (2020 წლის 22 სექ­ტემ­ბერს - რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ აღ­ნიშ­ნულ პარ­ტია გა­ა­უქ­მა). 2018 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე, ნა­ვალ­ნის კან­დი­და­ტუ­რა რუ­სე­თის სა­სა­მარ­თლომ დაბ­ლო­კა. მი­ზე­ზად "კრი­მი­ნა­ლუ­რი“ წარ­სუ­ლი და­ა­სა­ხე­ლა..

  • კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლის ფონ­დი

2008 წელს ნა­ვალ­ნიმ ბლო­გი შექ­მნა რუ­სეთ­ში არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბი­სა და კო­რუფ­ცი­ის შე­სა­ხებ. რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, მისი პო­პუ­ლა­რო­ბის ზრდა უკავ­შირ­დე­ბა იმ პე­რი­ოდს, რო­დე­საც მან "კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლის ფონ­დი" და­ა­რე­გის­ტრი­რა და მის მუ­შა­ო­ბას სა­თა­ვე­ში ჩა­უდ­გა. ეს კი 2011 წელს მოხ­და...

ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ფონ­დის მთა­ვა­რი სა­მიზ­ნე, რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო კომ­პა­ნი­ე­ბი იყო. მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად, მან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბიც ჩა­ა­ტა­რა. ნა­ვალ­ნის მოღ­ვა­წე­ო­ბა­ში დიდი როლი ითა­მა­შა მის მიერ მომ­ზა­დე­ბულ­მა ფილმმა "ჩა­ი­კა“, რო­მე­ლიც დმიტ­რი მედ­ვე­დე­ვის, მას­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რე­ბის და რუ­სე­თის მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის, იური ჩა­ი­კას საქ­მი­ა­ნო­ბას უკავ­შირ­დე­ბო­და.

“ყვე­ლა ამ­ბობს, რომ კო­რუფ­ცი­აა ყველ­გან. მაგ­რამ ჩემ­თვის უც­ნა­უ­რია: თუ ეს ვი­ცით და არ მოგ­ვწონს და არ ვაგ­დებთ ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და დამ­ნა­შა­ვე­ებს”, - ალექ­სეი ნა­ვალ­ნი.

ნა­ვალ­ნის გა­და­ღე­ბუ­ლი ჰქონ­და კი­დევ არა­ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი, რომ­ლი­თაც ის ცდი­ლობ­და რუ­სე­ბის­თვის ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, თუ რო­გორ იყე­ნე­ბენ ბო­რო­ტად სა­ხელ­მწი­ფო თა­ნამ­დე­ბო­ბებს მო­ხე­ლე­ე­ბი და რო­გორ იპა­რა­ვენ ფულს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ხარ­ჯზე. ნა­ვალ­ნი ხში­რად ეუბ­ნე­ბო­და თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ ძა­ლა­უფ­ლე­ბა მხო­ლოდ მათ ხელ­ში იყო და არა მთავ­რო­ბებ­ში.

კო­რუფ­ცი­უ­ლი ფონ­დის საქ­მი­ა­ნო­ბა კრემ­ლის­თვის რომ მი­უ­ღე­ბე­ლი იყო, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ნათ­ლად ჩან­და. ნა­ვალ­ნი არა­ერ­თხელ და­ა­კა­ვეს, კრემ­ლის პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მან­ქა­ნა მის წარ­მოდ­გე­ნილ ფაქ­ტებს ფაბ­რი­კა­ცი­ა­სა და სიც­რუ­ეს უწო­დებ­და.

კრემ­ლმა ნა­ვალ­ნის მიერ და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ფონ­დი “უცხო­ელ აგენ­ტად” შე­რა­ცხა და ფონდში არა­ერ­თი შე­მოწ­მე­ბა ჩა­ა­ტა­რა.

მი­უ­ხე­და­ვად მისი მზარ­დი რე­ი­ტინ­გი­სა, რო­გორც უკვე ვთქვით, მან მოს­კო­ვის მე­რო­ბის­თვის ბრძო­ლა წა­ა­გო. არ­ჩევ­ნე­ბი რომ გა­ყალბ­და და დარ­ღვე­ვე­ბით გა­ი­მარ­თა ამას ბევ­რი ფაქ­ტი და სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვა ადას­ტუ­რებს. ეს თა­ვად ნა­ვალ­ნი­მაც თქვა და სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის მო­თხოვ­ნით რუ­სეთ­ში მას­შტა­ბუ­რი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი გა­ი­მარ­თა. თუმ­ცა, რო­გორც ყო­ველ­თვის, კრემ­ლმა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა ვერ აი­ტა­ნა, აქ­ცია არა­სან­ქცი­რე­ბუ­ლად გა­მო­ა­ცხა­და და ასო­ბით ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვა.

“რო­დე­საც არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შანსს ვი­ღებთ, მე მზად ვარ ვიბ­რძო­ლო ბო­ლომ­დე და წამ­ყვან პო­ზი­ცი­ა­ზე, მათ შო­რის, მზად ვარ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის­თვის", - ამ­ბობ­და იმ­ხა­ნად ალექ­სეი ნა­ვალ­ნი.

მი­უ­ხე­და­ვად არა­ერ­თი მარ­ცხი­სა, ნა­ვალ­ნი ბრძო­ლას გა­ნაგ­რძობ­და...

  • სა­სი­ცო­ცხლო საფრ­თხე

ნა­ვალ­ნი სიკ­ვდილს ორ­ჯერ გა­და­ურ­ჩა. ერთხელ, რო­გორც თა­ვად ამ­ბობ­და, ცი­ხე­ში ყოფ­ნი­სას მო­წამ­ლეს, თუმ­ცა მა­ლე­ვე გა­მო­ჯან­მრთელ­და. მას იმ­ჟა­მად რუს­მა ექი­მებ­მა მწვა­ვე ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცი­ის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს, მაგ­რამ რამ გა­მო­იწ­ვია ეს რე­აქ­ცია-დღემ­დე უც­ნო­ბია.

2020 წლის 20 აგ­ვის­ტო კი რუსი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ციმ­ბი­რის ქა­ლაქ ომ­სკი­დან, სა­დაც მან ოპო­ზი­ცი­ის კან­დი­და­ტებ­თან ად­გი­ლობ­რივ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე შეხ­ვედ­რა გა­მარ­თა, მოს­კოვ­ში მიფ­რი­ნავ­და, რო­დე­საც მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­უძ­ლოდ გახ­და. თვითმფრი­ნა­ვი ავა­რი­უ­ლად, ომ­სკში და­ეშ­ვა. ალექ­სეი ნა­ვალ­ნი მო­წამ­ვლის სიმპტო­მე­ბით რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში მო­ა­თავ­სეს.

2020 წლის 22 აგ­ვის­ტო ომ­სკის სა­ა­ვად­მყო­ფოს ექი­მე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, კო­მა­ში მყო­ფი ალექ­სეი ნა­ვალ­ნი ბერ­ლინ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და კლი­ნი­კა მო­ა­თავ­სეს.

2 სექ­ტემ­ბერს, გერ­მა­ნი­ის მთავ­რო­ბამ ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც - ნა­ვალ­ნი "ნო­ვი­ჩო­კის“ ნერ­ვუ­ლი აგენ­ტით იყო მო­წამ­ლუ­ლი.

ეს არის პუ­ტი­ნის სა­სიკ­ვდი­ლო ხელ­წე­რა, თუმ­ცა ის სულ სხვა რა­მეს ამ­ტკი­ცებ­და.

"რუ­სე­თი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია, ალექ­სეი ნა­ვალ­ნის­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ცი­დენ­ტის ყვე­ლა გა­რე­მო­ე­ბის მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი და სრულ­ყო­ფი­ლი გა­მო­ძი­ე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და დიქ­ტა­ტორ­მა.

7 სექ­ტემ­ბე­რი ნა­ვალ­ნი კო­მი­დან გა­მო­ვი­და

მას მერე, რაც ნა­ვალ­ნი ოთხთვი­ა­ნი სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო კურ­სის შემ­დეგ ბერ­ლი­ნის კლი­ნი­კი­დან გა­წე­რეს, მან სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეო, რაც მის­თვის სა­ბე­დის­წე­რო გა­მოდ­გა.

ის მოს­კოვ­ში 2021 წლის 17 იან­ვარს დაბ­რუნ­და. ნა­ვალ­ნი აე­რო­პორ­ტში­ვე და­ა­კა­ვეს, მე­ო­რე დღეს კი სა­სა­მარ­თლომ 30-დღი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

ალექ­სეი ნა­ვალ­ნის 2023 წლის აგ­ვის­ტო­ში მოს­კო­ვის სა­სა­მარ­თლომ 19 წლით პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა.

  • გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში გარ­დაც­ვლი­ლი ექი­მი

2021 წლის თე­ბერ­ვალ­ში ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ომ­სკის სა­ა­ვად­მყო­ფოს ანეს­თე­ზი­ო­ლო­გი­ი­სა და რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი თე­რა­პევ­ტის მო­ად­გი­ლე, სერ­გეი მაქ­სი­მი­ში­ნი რო­მე­ლიც ალექ­სეი ნა­ვალ­ნის მო­წამ­ვლის შემ­დეგ მკურ­ნა­ლობ­და, მო­უ­ლოდ­ნე­ლად, 55 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. CNN - ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ექი­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცია ომ­სკის სა­ა­ვად­მყო­ფომ გა­ავ­რცე­ლა, თუმ­ცა გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზეზ­ზე გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მი არა­ფე­რია. ნა­ვალ­ნის შტა­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის ლე­ო­ნიდ ვოლ­კო­ვის გან­ცხა­დე­ბით, გარ­დაც­ვლი­ლი ექი­მი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ომ­სკში ყოფ­ნი­სას ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რის მკურ­ნა­ლო­ბას და ნა­ვალ­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე ყვე­ლა­ზე მეტი იცო­და.

  • ოჯა­ხი

ნა­ვალ­ნის მე­უღ­ლე იუ­ლია და შვი­ლე­ბი - და­რია და ზა­ხა­რი დარ­ჩა. იუ­ლია ნა­ვალ­ნა­ია მოს­კოვ­ში ცნო­ბი­ლი ეკო­ნო­მის­ტია, თუმ­ცა ქმრის თა­ნა­მო­აზ­რე და მხარ­დამ­ჭე­რი იყო მუ­დამ. მან ქმრის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბა­ვი მი­უნ­ხე­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ი­გო.

"ალ­ბათ თქვენ ყვე­ლამ ნა­ხეთ დღეს მიმ­დი­ნა­რე სა­ში­ნე­ლი ამ­ბე­ბი. მეც ვფიქ­რობ­დი, აქ მოვ­სუ­ლი­ყა­ვი თუ ეგ­რე­ვე შვი­ლებ­თან გავფრე­ნი­ლი­ყა­ვი. მერე ვი­ფიქ­რე, თუ რო­გორ მო­იქ­ცე­ო­და ალექ­სეი ნა­ვალ­ნი და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ის აქ იქ­ნე­ბო­და. ამ სცე­ნა­ზე იდ­გე­ბო­და. არ ვიცი, და­ვუ­ჯე­რო თუ არა ამ სა­ში­ნელ ამ­ბებს, რომ­ლებ­საც მხო­ლოდ სა­ხელ­მწი­ფო წყა­რო­ე­ბი­დან ვი­ღებთ. ყვე­ლამ იცით, რომ არ შეგ­ვიძ­ლია პუ­ტი­ნის მთავ­რო­ბის გვჯე­რო­დეს. ისი­ნი სულ იტყუ­ე­ბი­ან.

მაგ­რამ ეს თუ სი­მარ­თლეა, მინ­და, რომ პუ­ტინ­მა და მთელ­მა მის­მა გა­რე­მოც­ვამ, მის­მა მე­გობ­რებ­მა და მთავ­რო­ბამ იცოდ­ნენ, რომ პა­სუხს აგე­ბენ იმის­თვის, თუ რა უქ­ნეს ჩვენს ქვე­ყა­ნას, ჩემს ოჯახ­სა და ჩემს ქმარს. და ეს დღე მალე დად­გე­ბა.

მინ­და მთელ მსოფ­ლიო სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­ვუ­წო­დო, ყვე­ლას, ვინც ამ დარ­ბაზ­ში იმ­ყო­ფე­ბა, ადა­მი­ა­ნებს მთელ მსოფ­ლი­ო­ში, რომ გა­ერ­თი­ან­დნენ და ეს ბო­რო­ტე­ბა და­ა­მარ­ცხონ, და­ა­მარ­ცხონ რუ­სე­თის სა­ში­ნე­ლი რე­ჟი­მი. ამ რე­ჟიმ­მა და ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა პა­სუ­ხი უნდა აგონ ყვე­ლა სა­ში­ნე­ლე­ბის­თვის, რო­მელ­საც ჩვენს ქვე­ყა­ნას უკე­თე­ბენ ბოლო წლებ­ში”, - გა­ნა­ცხა­და ნა­ვალ­ნა­ი­ამ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­მოს­ვლი­სას.

იხი­ლეთ ასე­ვე:

ვი­დეო: ალექ­სეი ნავ­ლა­ნის უკანსკნე­ლი კად­რე­ბი

.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქუთაისელი
1

ღმერთმა აცხონოს. ჩვენ შემწყნარებელი ერი ვართ, თვარა,ნავალნი ქართველებს ადამიანებად არ გვთვლიდა. 2008 წელს, ომის დროს, მან ქართველებს „მღრღნელები“ ​​გვიწოდა, («запулить ракетой» по штабу «грызунов») საქართველოს სრული ბლოკადა და საქართველოს ყველა მოქალაქის რუსეთის ფედერაციიდან გაძევება მოითხოვა.

ტოტო
0

ერთმანეთს ებრძვიან ძალაუფლებისათვის,ხოლო პატარა ქვეყნების მიმართ ყველა დერჟიმორდაა.ერთი ნაგავია ყველა.

ავტორი:

პუტინის სისხლიან დიქტატურას ორჯერ გადარჩენილი ნავალნი საბოლოოდ ისევ მის მსხვერპლად იქცა - სამშობლოში დაბრუნების საბედისწერო გადაწყვეტილება და გზა კოლონია "პოლარულ მგლამდე"

პუტინის სისხლიან დიქტატურას ორჯერ გადარჩენილი ნავალნი საბოლოოდ ისევ მის მსხვერპლად იქცა - სამშობლოში დაბრუნების საბედისწერო გადაწყვეტილება და გზა კოლონია "პოლარულ მგლამდე"

რუსი დიქტატორის, ვლადიმერ პუტინის პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლა რუსეთში ხშირად აქტივისტების სიკვდილით მთავრდება. გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ჟურნალისტების, პოლიტიკოსების თუ საზოგადოებისთვის ცნობილი სხვა ადამიანების სია წლიდან წლამდე იზრდება.

მოსკოვში მოკლეს ბორის ნემცოვი, ანა პოლიტკოვსკაია, დიდ ბრიტანეთში მოწამლეს და შედეგად, მოკლეს ალექსანდრე ლიტვინენკო. საწამლავით სიკვდილს შემთხვევით გადაურჩნენ მამა-შვილი სერგეი და იულია სკრიპალები დიდ ბრიტანეთში.

ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი სიკვდილს ორჯერ გადაურჩა...

სამწუხაროდ, 16 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში გავრცელდა სამწუხარო ინფორმაცია - რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობით, ნავალნი იამალის ნახევარკუნძულზე მდებარე კოლონიაში გარდაიცვალა. უწყების თანახმად, ნავალნი გასეირნების შემდეგ გახდა ცუდად და მყისიერად გონება დაკარგა. ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის გადარჩენა ვერ შეძლეს.

სიკვდილის მიზეზი ჯერ უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ ის ამ სიკვდილამდე სწორედ კრემლის ავტორიტარულმა პოლიტიკამ მოიყვანა.

ნავალნი სრულიად აბსურდული ბრალდებებით, პოლიტიკური ნიშნით აღმოჩნდა ციხეში, თანაც ერთ-ერთ ურთულეს კოლონიაში იყო განწესებული.

რუსი ოპოზიციონერი სასჯელს გამოსასწორებელ კოლონია #2-ში იხდიდა, რომელსაც "პოლარულ მგელს“ და "ტროიკასაც“ უწოდებენ. კოლონია პოლარული წრის იქით მდებარეობს, იამალო-ნენეცკის ავტონომიურ ოლქში, დასახლებულ პუნქტ ხარპში. ის 1961 წელს გაიხსნა. კოლონია "წითელ ზონადაა“ ცნობილი, სადაც კრიმინალის გავლენა შეზღუდულია. აქ მთელი მეთოდოლოგია აქვთ, რომ პატიმარს წინააღმდეგობის გაწევის სურვილიც კი დაუკარგონ. ზამთარში იქ მინუს 40 გრადუსია და ათ წუთში შეიძლება იმ ქვეყნად წერილი წაიღო. ზაფხულში კი კოღოების არმიების შემოსევაა. ნავალნი ამ ზონაში ვოლოგდის კოლონიიდან გადაიყვანეს. ორივე ციხეში ნავალნის გამუდმებით აგზავნიდნენ ე.წ. საჯარიმო იზოლატორში, ერთკაციან საკანში, სადაც პირობები განსაკუთრებულად მკაცრია.

ალექსეი ნავალნის პოლიტიკური ბიოგრაფია წლების წინ დაიწყო და სახელი ანტიკორუფციული ფონდის დაარსებით გაითქვა.

მისი მთავარი მიზანი ვლადიმირ პუტინის შეცვლა გახლდათ.

  • დასაწყისი

ალექსეი ნავალნი 1976 წლის 4 ივნისს, მოსკოვთან ახლოს, ბუტინში დაიბადა. ის განათლებით ეკონომისტი და იურისტი გახლდათ. რუსეთის ფედერაციაში დაამთავრა ორი უნივერსიტეტი. ასევე, განათლება მიიღო ამერიკაში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ იეილის უნივერსიტეტში. იყო წარმატებული ბლოგერი, მისი პოლიტიკური აქტივისტობაც სწორედ ინტერნეტში დაიწყო.

ოპოზიციონერის მთავარი სამოქმედო გეგმა დიდწილად კორუფციასთან ბრძოლისკენ იყო მიმართული.

მისი მშობლები რუსეთში ბიზნესს ფლობდნენ. წლების წინ მისმა მშობლებმა ქსოვილების ფაბრიკა დააარსეს, რაც მოგვიანებით წარმატებულ ბიზნესად იქცა.

მისი ძმა ოლეგ ნავალნია, რომელიც 2014 წელს რუსეთის სასამართლომ ფინანსურ თაღლითობაში დამნაშავედ ცნო და პატიმრობა მიუსაჯა. ამავე საქმეზე გაასამართლეს ალექსეი ნავალნიც, თუმცა მას პატიმრობა არ შეუფარდეს და პირობითი სასჯელი დაუწესეს. ძმებ ნავალნებს ბრალი თაღლითობაში ედებოდათ. კრემლის მიერ კონტროლირებული გამოძიების ვერსიით, ალექსეი ნავალნიმ, რომელმაც კერძო გადამზიდავი კომპანია გახსნა და ოლეგ ნავალნიმ, რომლის რუსეთის ფოსტაში მუშაობდა, კომპანია "ივ როშეს" და კიდევ ერთ კერძო კომპანიას, გზავნილებზე არარეალურად მაღალი ფასების დაწესების გზით, დაახლოებით 800 ათასი დოლარის ზარალი მიაყენეს, თუმცა, რუსულ გამოძიებას არავინ ენდობოდა და საქმეს თავად ნავალნიც პოლიტიკურ ზეწოლად აფასებდა.

ნავალნი პუტინის მიმართ წინააღმდეგობრივი ქმედებების გამო არაერთხელ დააკავეს.

  • პოლიტიკური ცხოვრება

ნავალნი თავდაპირველად, მას მერე, რაც ცხოვრება პოლიტიკას დაუკავშირა, პატრია "იაბლოკოში" გაწევრდა. მალევე პარტიიდან წასვლა მოუწია. მიზეზი მისი ხისტი პოზიციები, განსხვავებული შეხედულებები და ქმედებები გახდა.

ის პარტიული საქმიანობის პარალელურად, აქტიურად იყო ჩართული "რუსული მარშის" ორგანიზებასა და საქმიანობაში, ასევე სათავეში ჩაუდგა განმათავისუფლებელ მოძრაობას.

"რუსული მარში" ყოველი წლის ნოემბერში რუსეთის რამდენიმე ქალაქში ეროვნული ერთობის დღეს მართავდა. ათასობით ადამიანს ერთი ლოზუნგი აერთიანებს - "ეს (რუსეთი) ჩვენი ქვეყანაა." ყველაზე მასშტაბური მარში რუსეთში 2006 წელს გაიმართა. ათასობით ადამიანი უკანონო იმიგრაციას აპროტესტებდა. მარში იმჟამინდელმა მერმა მალევე აკრძალა. ერთ-ერთი ვინც მოსკოვის მერს იური ლუჟკოვს ეწინააღმდეგებოდა ალექსეი ნავალნი იყო. ის ითხოვდა აქციებზე ნებართვის გაცემას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებიდან გამომდინარე.

ფართო საზოგადოების ყურადღების ცენტრში ალექსეი ნავალნი 2011 წელს მოექცა. მანამდე, მისი ცნობადობა რუსეთში 10 % -საც არ შეადგენდა. აქედან მოყოლებული კი მისი რეიტინგი იზრდებოდა, რასაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი კორუფციასთან ბრძოლამ. მისი საქმიანობიდან გამომდინარე, ნავალნის რეიტინგი მკვეთრად გაიზარდა დასავლეთშიც.

ნავალნი არ მალავდა, რომ მისი მთავარი მიზანი რუსეთში ხელისუფლების შეცვლა იყო, უფრო კონკრეტულად, პუტინის მმართველობის დასრულება და ქვეყანაში რეალური რეფორმების გატარება...

ის ფიქრობდა, რომ პოლიტიკაში უფრო მეტი ქალი უნდა მოსულიყო. ის ასევე მიიჩნევდა, რომ ქალებს და მამაკაცებს კანონით დაცული თანაბარი უფლებები უნდა ჰქონოდათ.

გარდა ამისა, ის სექსუალური უმცირესობების საკითხებზეც მუშაობს და მათი უფლებების დაცვას მოითხოვდა. ახალგაზრდა პოლიტიკოსის რეიტინგი განსაკუთრებით იზრდებოდა ახალი თაობის რუსებში, რაც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა…

2013 წელს მან მოსკოვის მერობისთვის ბრძოლა წააგო. 2018 წელს ნავალნიმ "პოლიტიკური პარტია "მომავლის რუსეთი“ დააარსა. (2020 წლის 22 სექტემბერს - რუსეთის ფედერაციის უზენაესმა სასამართლომ აღნიშნულ პარტია გააუქმა). 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, ნავალნის კანდიდატურა რუსეთის სასამართლომ დაბლოკა. მიზეზად "კრიმინალური“ წარსული დაასახელა..

  • კორუფციასთან ბრძოლის ფონდი

2008 წელს ნავალნიმ ბლოგი შექმნა რუსეთში არასათანადო მოპყრობისა და კორუფციის შესახებ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მისი პოპულარობის ზრდა უკავშირდება იმ პერიოდს, როდესაც მან "კორუფციასთან ბრძოლის ფონდი" დაარეგისტრირა და მის მუშაობას სათავეში ჩაუდგა. ეს კი 2011 წელს მოხდა...

ანტიკორუფციული ფონდის მთავარი სამიზნე, რუსეთის სახელმწიფო კომპანიები იყო. მიზნის მისაღწევად, მან მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებებიც ჩაატარა. ნავალნის მოღვაწეობაში დიდი როლი ითამაშა მის მიერ მომზადებულმა ფილმმა "ჩაიკა“, რომელიც დმიტრი მედვედევის, მასთან დაახლოებული პირების და რუსეთის მთავარი პროკურორის, იური ჩაიკას საქმიანობას უკავშირდებოდა.

“ყველა ამბობს, რომ კორუფციაა ყველგან. მაგრამ ჩემთვის უცნაურია: თუ ეს ვიცით და არ მოგვწონს და არ ვაგდებთ ამ ხელისუფლებას და დამნაშავეებს”, - ალექსეი ნავალნი.

ნავალნის გადაღებული ჰქონდა კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტური ფილმი, რომლითაც ის ცდილობდა რუსებისთვის ეჩვენებინა, თუ როგორ იყენებენ ბოროტად სახელმწიფო თანამდებობებს მოხელეები და როგორ იპარავენ ფულს საზოგადოების ხარჯზე. ნავალნი ხშირად ეუბნებოდა თანამოქალაქეებს, რომ ძალაუფლება მხოლოდ მათ ხელში იყო და არა მთავრობებში.

კორუფციული ფონდის საქმიანობა კრემლისთვის რომ მიუღებელი იყო, წლების განმავლობაში ნათლად ჩანდა. ნავალნი არაერთხელ დააკავეს, კრემლის პროპაგანდისტული მანქანა მის წარმოდგენილ ფაქტებს ფაბრიკაციასა და სიცრუეს უწოდებდა.

კრემლმა ნავალნის მიერ დაფუძნებული ანტიკორუფციული ფონდი “უცხოელ აგენტად” შერაცხა და ფონდში არაერთი შემოწმება ჩაატარა.

მიუხედავად მისი მზარდი რეიტინგისა, როგორც უკვე ვთქვით, მან მოსკოვის მერობისთვის ბრძოლა წააგო. არჩევნები რომ გაყალბდა და დარღვევებით გაიმართა ამას ბევრი ფაქტი და საერთაშორისო კვლევა ადასტურებს. ეს თავად ნავალნიმაც თქვა და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით რუსეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა. თუმცა, როგორც ყოველთვის, კრემლმა წინააღმდეგობა ვერ აიტანა, აქცია არასანქცირებულად გამოაცხადა და ასობით ადამიანი დააკავა.

“როდესაც არჩევნებში მონაწილეობის შანსს ვიღებთ, მე მზად ვარ ვიბრძოლო ბოლომდე და წამყვან პოზიციაზე, მათ შორის, მზად ვარ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის", - ამბობდა იმხანად ალექსეი ნავალნი.

მიუხედავად არაერთი მარცხისა, ნავალნი ბრძოლას განაგრძობდა...

  • სასიცოცხლო საფრთხე

ნავალნი სიკვდილს ორჯერ გადაურჩა. ერთხელ, როგორც თავად ამბობდა, ციხეში ყოფნისას მოწამლეს, თუმცა მალევე გამოჯანმრთელდა. მას იმჟამად რუსმა ექიმებმა მწვავე ალერგიული რეაქციის დიაგნოზი დაუსვეს, მაგრამ რამ გამოიწვია ეს რეაქცია-დღემდე უცნობია.

2020 წლის 20 აგვისტო კი რუსი ოპოზიციონერი ციმბირის ქალაქ ომსკიდან, სადაც მან ოპოზიციის კანდიდატებთან ადგილობრივ არჩევნებამდე შეხვედრა გამართა, მოსკოვში მიფრინავდა, როდესაც მოულოდნელად შეუძლოდ გახდა. თვითმფრინავი ავარიულად, ომსკში დაეშვა. ალექსეი ნავალნი მოწამვლის სიმპტომებით რეანიმაციაში მოათავსეს.

2020 წლის 22 აგვისტო ომსკის საავადმყოფოს ექიმების წინააღმდეგობების მიუხედავად, კომაში მყოფი ალექსეი ნავალნი ბერლინში გადაიყვანეს და კლინიკა მოათავსეს.

2 სექტემბერს, გერმანიის მთავრობამ ოფიციალურ განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც - ნავალნი "ნოვიჩოკის“ ნერვული აგენტით იყო მოწამლული.

ეს არის პუტინის სასიკვდილო ხელწერა, თუმცა ის სულ სხვა რამეს ამტკიცებდა.

"რუსეთი დაინტერესებულია, ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებული ინციდენტის ყველა გარემოების მიუკერძოებელი და სრულყოფილი გამოძიებით“, - განაცხადა დიქტატორმა.

7 სექტემბერი ნავალნი კომიდან გამოვიდა

მას მერე, რაც ნავალნი ოთხთვიანი სარეაბილიტაციო კურსის შემდეგ ბერლინის კლინიკიდან გაწერეს, მან სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეო, რაც მისთვის საბედისწერო გამოდგა.

ის მოსკოვში 2021 წლის 17 იანვარს დაბრუნდა. ნავალნი აეროპორტშივე დააკავეს, მეორე დღეს კი სასამართლომ 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

ალექსეი ნავალნის 2023 წლის აგვისტოში მოსკოვის სასამართლომ 19 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

  • გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ექიმი

2021 წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ ომსკის საავადმყოფოს ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციული განყოფილების უფროსი თერაპევტის მოადგილე, სერგეი მაქსიმიშინი რომელიც ალექსეი ნავალნის მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა, მოულოდნელად, 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. CNN - ის ინფორმაციით, ექიმის გარდაცვალების თაობაზე ინფორმაცია ომსკის საავადმყოფომ გაავრცელა, თუმცა გარდაცვალების მიზეზზე განცხადებაში ნათქვამი არაფერია. ნავალნის შტაბის ხელმძღვანელის ლეონიდ ვოლკოვის განცხადებით, გარდაცვლილი ექიმი ხელმძღვანელობდა ომსკში ყოფნისას ოპოზიციის ლიდერის მკურნალობას და ნავალნის მდგომარეობაზე ყველაზე მეტი იცოდა.

  • ოჯახი

ნავალნის მეუღლე იულია და შვილები - დარია და ზახარი დარჩა. იულია ნავალნაია მოსკოვში ცნობილი ეკონომისტია, თუმცა ქმრის თანამოაზრე და მხარდამჭერი იყო მუდამ. მან ქმრის გარდაცვალების ამბავი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გაიგო.

"ალბათ თქვენ ყველამ ნახეთ დღეს მიმდინარე საშინელი ამბები. მეც ვფიქრობდი, აქ მოვსულიყავი თუ ეგრევე შვილებთან გავფრენილიყავი. მერე ვიფიქრე, თუ როგორ მოიქცეოდა ალექსეი ნავალნი და დარწმუნებული ვარ, რომ ის აქ იქნებოდა. ამ სცენაზე იდგებოდა. არ ვიცი, დავუჯერო თუ არა ამ საშინელ ამბებს, რომლებსაც მხოლოდ სახელმწიფო წყაროებიდან ვიღებთ. ყველამ იცით, რომ არ შეგვიძლია პუტინის მთავრობის გვჯეროდეს. ისინი სულ იტყუებიან.

მაგრამ ეს თუ სიმართლეა, მინდა, რომ პუტინმა და მთელმა მისმა გარემოცვამ, მისმა მეგობრებმა და მთავრობამ იცოდნენ, რომ პასუხს აგებენ იმისთვის, თუ რა უქნეს ჩვენს ქვეყანას, ჩემს ოჯახსა და ჩემს ქმარს. და ეს დღე მალე დადგება.

მინდა მთელ მსოფლიო საზოგადოებას მოვუწოდო, ყველას, ვინც ამ დარბაზში იმყოფება, ადამიანებს მთელ მსოფლიოში, რომ გაერთიანდნენ და ეს ბოროტება დაამარცხონ, დაამარცხონ რუსეთის საშინელი რეჟიმი. ამ რეჟიმმა და ვლადიმირ პუტინმა პასუხი უნდა აგონ ყველა საშინელებისთვის, რომელსაც ჩვენს ქვეყანას უკეთებენ ბოლო წლებში”, - განაცხადა ნავალნაიამ კონფერენციაზე გამოსვლისას.

იხილეთ ასევე:

ვიდეო: ალექსეი ნავლანის უკანსკნელი კადრები

.