ავტორი:

ნავალნი კოლონიაში გარდაიცვალა - რა ინფორმაცია ხდება ამ დროისთვის ცნობილი?

ნავალნი კოლონიაში გარდაიცვალა - რა ინფორმაცია ხდება ამ დროისთვის ცნობილი?

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა. "იამალ-ნენთა ავტონომიური ოკრუგის კოლონიაში გარდაიცვალა" - ინფორმაციას "მედუზა" ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ადგილობრივ დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

"2024 წლის 16 თებერვალს მე-3 გამოსასწორებელ კოლონიაში მსჯავრდებულმა ნავალნიმ სეირნობის შემდეგ თავი ცუდად იგრძნო და გონება დაკარგა. ადგილზე მივიდა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი, თუმცა ექიმების ძალისხმევის მიუხედავად ნავალნის გადარჩენა ვერ მოხერხდა" - ნათქვამია ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ადგილობრივი დეპარტამენტის ინფორმაციაში.

კრემლის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, ვლადიმერ პუტინი მომხდარის შესახებ ინფორმირებულია.

  • ალექსეი ნავალნის თანაშემწის, ლეონიდ ვოლკოვის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლება აღიარებს, რომ ნავალნი ციხეში მოკლეს.

"რუსეთის ხელისუფლება აქვეყნებს აღიარებას, რომ მათ ალექსეი ნავალნი ციხეში მოკლეს. ჩვენ ამის დასადასტურებლად ან იმის დასამტკიცებლად, რომ სიმართლეს შეესაბამება, არანაირი საშუალება არ გვაქვს“, - წერს ლეონიდ ვოლკოვი სოციალურ ქსელში.

14 თებერვალს პოლიტიკოსის პრესმდივანმა, კირა იარმიშმა განაცხადა, რომ ნავალნი პატიმრობის პერიოდში ოცდამეშვიდედ გაგზავნეს სადამსჯელო საკანში. ალექსეი ნავალნი 47 წლის იყო.

ნახეთ ნავალნის ბოლო კადრები ციხიდან: